რა ვიცი ხან ისე მივაყრი აზრს ვერ ეწევიან ან აზრი დაუწყობელია წერაში, ან ასოები დაულაგებელი

სულ მგონია, რომ მაგვიანდება, ვიღაცა მომდევს, ვერ ვასწრებ, 1 საქმით დაკავება არ მიყვარს, ნიღაბში რომ დადის ჯიმ კერი გრიგალივით

რაც მეტად ვარ დატვირთული მით მეტად ვჩქარობ და ესეეე, მე იმას ვფიქრობ ნეტა ძილი არ სჭირდებოდეს ადამიანს და თავისით იტენებოდეს მაგალითად დენზე ან ბატარეებზე, მთლად ავშენდებოდი, ძილი მიყვარს, მარა საცოდაობაა ამ ცხოვრების ძილში გახარჯვა, კიდე მოვასწრებდი რამეს იმ 8 თუ 6 ხან 4 საათში

თუ გინდა მომკლა უნდა გამაჩერო და მითხრა ელოდე რაღაცასო, ესეც მარსი

ვერსად ვერ ველოდები, დაქალებთან შესახვედრად წასულს რამდენჯერ გავმქრალვარ, ან თუ ერთად მივდივართ სადმე და ვხვდებით, მიმიტოვებია და ავსულვარ ტრანსპორტში

ვერც რიგში, ვისთანაც გამდის ვახტები თავზე, ნუ ახლა კაცი ხომ ვერაფერს მეტყვის არაა? ქალები მლანძღავენ მერე

ცუდია, მაგრამ რა ვქნა

მაგიტო არ მიყვარს ლობიო ხალხთან ურთიერთობა, სიცოცხლის ნიშანწყალი რომ არ შეიმჩნევა