Laurie_Andersonლომი ხარ ხო? :-?
ლომთან ვარ მე და მარტო მზით კი არა, მთვარეებითან ოპოზიციები ვართ

მაგრამ განსხვავებებზე მეტად უფრო მეტი მსგავსებაა. ერთი ისაა, რომ მე "მასწავლებლის" როლში ვარ, მაგრამ დამჯერი მოსწავლეა და ძალიან ნიჭიერი

(მერკურებით კარგად ვუგებთ

)
არანაირი "შეტაკებები" და შეჯიბრები არ გვაქვს ამ ოპოზიციობის ფონზე. თან ჩემზე ბეეევრად კეთილია, მიმტევებელი და შემწყნარებელი.
აი ერთადერთი რისიც "მშურს" და მინდა "შევეჯიბრო" ნუ უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი ვისწავლო/ავითვისო, ისაა, რომ ჩემგან განსხვავებით თავისი ამპარტავნების და პატივმოყვარეობის მონა არაა

და სისულელეებიც არ მოსდის ამის დამსახურებით. ხო, ხო, ლომზე ვსაუბრობ

სხვების თვალში კი ჩანს თვითკმაყოფილ იდიოტად (ასც-იც ცეცხლის ნიშანში, ვერძში, აქვს) ბევრი ლაპარაკი უყვარს და იმიტომ

მაგრამ მე არ ვიცი, ვინცაა სინამდვილეში?! საუკეთესო ადამიანია, იმათ შორის ვინც კი შემხვედრია. არანაირად არ ახდენს თავისი გონებრივი შესაძლებლობების, ბრწყინვალე იდეოლოგიის და ხედვის "უშნო" დემონსტრირებას (+ სხვებიც დაუნახავები არიან, კედლის მიღმა დანახვის უნარი არ გააჩნიათ, ზედაპირზე აფასებენ ადამიანს. ხედავენ მხოლოდ იმას რის ილუზიასაც ის ადამიანი უქმნით, გენიალური მთვარე აქვს რა

) არადა გარშემომყოფებზე მეტი აქვს ეს ყველაფერი. ამ უნარს ვუფასებ ყველაზე მეტად და ძალიან მინდა ეს ვისწავლო მისგან, ჩემზე ნაკლებ შეცდომას უშვებს. მეორეს მხრივ, მომენტებში საჭიროა პატივმოყვარეობა გამოავლინოს (არადა ზემოთ ჩამოთვლილის "ლამაზ" დემონსტრირებასაც არ ახდენს, ზედმეტი "იდუმალება" მოსდის მის მთვარეს )))) და ნერვები მეშლება სრულიად დაცლილი რომაა ამ "მანკიერი" თვისებისგან. თვითონაც აღიარებს, მაგრამ რეალურად ვხვდები(თ), რომ ასე სჯობს, უფრო ჭკვიანურია.