ქალი - მერწყული
ვერძი - ასეთი კავშირები ძალიან იშვიათია, მაგრამ მათი თანხვედრის შემთხვევაში ურთიერთობა მყარია. მერწყულს მოსწონს ვერძის სამართლიანობა და კიდევ ვიცი ჭკვიანი ბავშვები უჩნდებათო

კურო - ქორწინება მათთვის რთული მცნებაა. ეს კავშირი ძალიან რთულია, ორივე მხრიდან დაუსრულებელი ჩხუბითა და წყენით.
ტყუპები - ეს კავშირი კარგია და საიმედო. ის მეგობრული ქორწინება იქნება. პარტნიორებს ძალიან ბევრი საერთო ინტერესები აქვთ, მაგრამ მერწყული ტყუპებს ღალატს არასდროს აპატიებს. ამიტომ მერწყული, რომელიც ქორწინებას ძალიან უფრთხილდება, მოუხდება ცოტა თავშეკავება. ეს კავშირი მათ ხელს უწყობს სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. მათი ურთიერთობა ძალზედ საინტერესოა. ერთად მყოფნი არასდროს იწყენენ.
კირჩხიბი - მათი კავშირი უფრო წააგავს სასიყვარულო რომანს, ვიდრე სერიოზულ ურთიერთობებს, თუმცა შესაძლებელია ეს კავშირი დიდხანს გაგრძელდეს. მერწყულისთვის ეს ურთიერთობები საკმაოდ უიღბლოა, ის კარგად ხედავს, რომ კირჩხიბმა მას ყველა საქმე გადააბარა, ასევე მასზე ძალიან მოქმედებს ტყუილები და წუწუნი. ბავშვების მიმართ ძალიან კეთილგაწყობილნი არიან, მათ ერთად ზრდიან.
ლომი - ეს საინტერესო კავშირია და ხშირად გვხვდება. მერწყული და ლომი ერთად კარგად გრძნობენ თავს. მერწყულს არ მოსწონს, რომ ლომი მხოლოდ თავის თავისთვის ცხოვრობს, ხოლო ლომს კი მისი დამოუკიდებლობა. მიუხედავად მათი მწვავე ჩხუბისა, ეს ურთიერთსაწინააღმდეგო კავშირი დიდხანს გრძელდება, გაყრა მათთვის იშვიათია.
ქალწული - ასეთი ქორწინება, საბედნიეროდ იშვიათად ხდება. უკეთესი იქნებოდა თუ საერთოდ არ დაუკავშირებდნენ ისინი ერთმანეთს ბედს. თავისუფლების მოყვარული მერწყული ვერ იტანს ქალწულის უხეშ ჩარევას ოჯახურ საქმიანობებში. ის იმდენად წვრილმანდება, რომ ცხვირს ყოფს წვრილმანებში, როგორიცაა დროულად რეცხვა, ღილის დაკერება და ასევე სამზარეულოს საქმეები. საათობით შეუძლია იჯდეს სამზარეულოში და უთვალთვალოს, თუ როგორ რეცხავს და ასუფთავებს ხილს, სისტემატურად აძლევს რჩევებს, ხელმძღვანელობს და ხელმძღვანელობს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ თავისუფლების მოყვარულ მერწყულს ეს ყველაფერი მალე ბეზრდება. ეს ქორწინება განწირულია და როგორც წესი მალე ინგრევა.
სასწორი - ერთ-ერთი საუკეთესო კავშირია სასწორებისთვის. პარტნიორებს კარგად ესმით ერთმანეთის, აფასებენ თავისუფლებას, მეგობრობას და თანასწორუფლებიანობას. ასეთი ურთიერთობები იშვიათად ინგრევა. ასეთ კავშირებში მეფობს სიყვარული, მშვიდობა, ურთიერთგაგება და ასევე სექსუალური კმაყოფილება.
მორიელი - ეს კავშირი კარგი იქნება, თუ კი ორივე იქნება განსხვავებული ტიპის (წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სისტემატურად ჩხუბობენ). საერთო ჯამში ისინი ერთმანეთს არ <<შეჭამენ>>, მაგრამ იცხოვრებენ "ნორმალურ" დაძაბულ ვითარებაში. როგორც გასაკვირი არ უნდა იყოს, რაც უფრო მეტად აქვთ გვერდზე სასიყვარულო ურთერთობები, მით უფრო მყარია მათი ქორწინება.
მშვილდოსანი – პერსპექტიული და დიდებული კავშირია. პარტნიორები ძალიან გვანან ემოციურობით. სექსუალური ურთიერთობები წარუმატებელია. მერწყულს არ სჭირდება ასეთი აქტიური პარტნიორი. მშვილდოსანს ახასიათებს მოჩვენებითობა, შინაგანი შთაბეჭდილების დასაფარად.
თხის რქა - საკმაოდ რთული კავშირია, რომელიც უფრო მყარი იქნება საქმიანი ურთიერთობებისას, ვიდრე ქორწინებისას. ასეთი კავშირი შესაძლებელია სასარგებლო იყოს დიპლომატი თხის რქისათვის, რომელიც საკმაოდ დიდი თანამდებობის პირია. მერწყული – მოდური სალონისა ან სასტუმროს შესანიშნავი დისახლისია და უდიდესი გემოვნების უნარითაა დაჯილდოებული, მას ძალუძს მოსწონდეს სხვას, რომელიც თხის რქის ეჭვიანობას იწვევს, მაგრამ მას შეუძლია წყნარად იყოს, რადგან მერწყული ყოველთვის მისი ერთგული იქნება. სექსუალურ ურთიერთობებშიც ასევე თანმხვედრი წყვილია. მაგრამ ბავშვის შეძენისას, ის იბნევა და იკარგება, რადგან ის შეჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას და ადამიანებთან ურთიერთობებს, მაგრამ იგი ახლა მხოლოდ ბავშვით არის დაკავებული. მას შეუძლია ამასაც შეეჩვიოს. კავშირი კიდევ უფრო შესაძლებელი და მყარი იქნება, თუ კი თხის რქა არ იქნება წინააღმდეგი თავისუფლების მოყვარული მერწყულის მოქმედებებისა და შეეგუება ამ ფაქტს. ურთიერთობა დამყარებულია ერთმანეთის პატივისცემაზე, მითუმეტეს თუ კი ეს ურთიერთობები მოწიფულ ასაკში ხდება.
მერწყული - კავშირი არც ისე წარმატებულია. ისინი გრძნობების გაქრობისთნავე ეყრებიან ერთმანეთს. ბავშვები ოჯახის გადარჩენას ვერ შეძლებენ, რადგან მათ შორის უფსკრული დღითიდღე იზრდება და ღრმავდება. სექსუალურ ურთიერთობებში მათ ხანდახან გრძნობების გამომჟღავნება არასტანდარტულ სიტუაციებში უხდებათ.
თევზები - კავშირი წარუმატებელია. პარტნიორებს აკლიათ ურთიერთგაგება. მათ აერთიანებთ გრძნობების ჭეშმარიტება და სინაზე. თუმცა მერწყულს აღიზიანებს თევზების არამამაკაცური თვისებები. ქორწინება ან ხანგრძლივი ურთიერთობები ორივე პარტნიორისთვის დამანგრეველია.
მზე იცინის ჩიტი გალობს დელია..................