ვერძი
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები შეეცდებიან იპოვონ თავიანთი თავი და მიაღწიონ შინაგან გაწონასწორებას. წლის მეორე ნახევარში ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, ახალ და ძველ მეგობრებთან და ასევე კოლეგებთან დასტაბილურდება.
ფინანსურ სტაბილურობაზე, რომ არ ინერვიულოთ - შეაგროვეთ ფული. შემოდგომას თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დააბანდოთ იგი და მიიღოთ საკმაოდ კარგი შემოსავალი. 2010 წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება ახალი რომანტიკული ურთიერთობებისთვის. თამამად შეიყვარეთ და ჩაიდინეთ რომანტიკული "გიჟობები".
კურო
2010 წელი კუროებს სიყვარულის ოკეანეს და სინაზეს აჩუქებს. ყველანაირი ჩხუბი და წყენა დავიწყებული იქნება, მეორე ნახევართან ურთიერთობაში კი სრული იდილია დაიმკვიდრებს. თუ მარტოხელა ხართ, ნუ დაგწყდებათ გული, წლის დასასრულისკენ თქვენ იპოვით პირად ბედნიერებას.
საქმეებში კურო ნაკლებად გამართლებული იქნება, ვიდრე პირად ცხოვრებაში, მაგრამ სერიოზული პრობლემები არ შეგექმნებათ, თუ დაკვირვებით შეამოწმებთ ყველა ფინანასურ შემოთავაზებებს, რომელშიც მონაწილეობის მიღებას შემოგთავაზებენ.
ტყუპები
ტყუპებისთვის 2010 წელი დარდითა და წუხილით დაიწყება. ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაფერზე ინერვიულებენ: სამსახური (სკოლა; ინსტიტუტი), ოჯახი, ფული. სიწყნარე, გაზაფხულზე მოვა.
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა რთული იქნება, რადგანაც ტყუპები გამუდმებით გაწვალდებიან ეჭვიანობით. აუცილებელია სცადოთ თქვენს გრძნობებში გარკვევა და გულწრფელად დაელაპარაკოთ ახლო ადამიანს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დაკარგვის რისკი იქნება.
კირჩხიბი
კირჩხიბები ზედმეტად იოლად უყურებენ ფულს, ამიტომაც წლის დასაწყისში იქნეა ვალებში ჩავარდნის რისკი. შეეცადეთ თავი შეიკავოთ და კარგად განსაზღვროთ საყიდლები. რაციონალური მიდგომით, საბოლოოდ შეძლებთ ფინანსური სტაბილურობა იქონიოთ.
სასიყვარულო ურთიერთობებში ყველაფერი უფრო იოლად და მარტივად იქნება. კირჩხიბებს რომანტიკული გაზაფხული და თავგადასავლებით სავსე ზაფხული ელოდებათ. ამ დროს თქვენს ნამდვილ სიყვარულს იპოვით.
ლომი
2010 წელი ლომებისთვის ჩაივლის დევიზით "ყველანი ოჯახში, ყველანი სახლში." ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები თავიანთი საცხოვრებლით დაკავდებიან - გააკეთებენ რემონტს ბინაში ან ააშენებენ სახლს ქალაქგარეთ. ბედი ფინანსური მხრიდან გაუღიმებთ, რაც ყველანაირი დიზაინერული ჩანაფიქრის განხორცილების საშუალებას მისცემს.
მაგრამ რემონტის გულისთვის ოჯახის დავიწყება არ ღირს. ოჯახის წევრები თავდაპირველად მადლობელი იქნებიან თქვენი რემონტის შემხედვარე, მაგრამ შემდეგ თავს დავიწყებულად იგრძნობენ - არ ღირს ამის დაშვება.
ქალწული
გადატვირთულობა სამსახურში, საყვარელ ადამიანთან დროის გატარების სიამოვნებას წაგართმევთ, რამაც შეიძლება თქვენი ურთიერთობები დაშორების ზღვარზე დააყენოს. ასევე არ არის საჭირო გვერძე ფლიარტაობა, რადგან საბოლოოდ ეს ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა.
2010 წლის დასაწყისში შესაძლებელია ფინანსური სირთულეები, მაგრამ ზაფხულისთვის ყველანაირი პრობლემა ფულთან დაკავშირებით წარსულში დარჩება. უფრო მეტი, შემოდგომისთვის ძალზედ გაგიმართლებთ!
სასწორი
განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებით გაზაფხულზე და შემოდგომის დასაწყისში. არ არის გამორიცხული კერიერული ცვლილება, არ არის გამორიცხული სამსახურის შეცვლა, ამიტომ რეკომენდირებულია გამოიზოგოთ თანხა "შავი დღისთვის".
თქვენი მეორე ნახევარი 2010 წელს გამოავლენს საშინელ სიჯიუტესა და შეუპოვრობას. ამიტომაც ეცადეთ კონფლიქტებსა და ჩხუბებს თავი აარიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაშორებას თავს ვერ აარიდებთ. ჯანმრთელობა სასწორებს არ უღალატებთ, მაგრამ აი ნერვებმა კი შეიძლება ვერ მოთოკონ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და პანიკას არ აჰყვეთ.
მორიელი
2010 წელს მორიელები ჭკუიდან გადავლენ სიყვარულისგან და არაჩვეულებრივი გრძნობებისგან. ზაფხული გაურკვევლობას მოიტანს თქვენს პირად ცხოვრებაში. თქვენ შეხვდებით ადამიანს, რომლის გამოც, სერიოზულად იფიქრებთ წინა შეყვარებულთან დაშორებაზე. მაგრამ არ აჩქარდეთ - ახალი სიყვარული არ აღმოჩნდება ხანგრძლივი.
ფინანსურ მდგომარეობაში მორიელებს არ აქვთ სტაბილურობა - ხან ცარიელია, ხან სავსე. მაგრამ საკუთარ ბიუჯეტს თუ ჭკუით მიუდგებით, კრიზისისგან გაქცევას შეძლებთ.
მშვილდოსანი
ვეფხვი მშვილდოსანს თავისი ყურადღების ქვეშ მოაქცევს და ყველაფერში წარმატებას მოუტანს. ფინანსური საქმეები მთამდე ავა, მთავარია კრედიტების მიღებით არ გაერთოთ. წარმატებამ შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ და ძველი რეალობა დაგავიწყოთ, რომ "ყველაფერი რაც ბზინავს ოქრო არაა".
მშვილდოსნებს პირად ცხოვრებაშიც წარმატება ელით. წლებით გამოცდილი სასიყვარულო ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა, ხოლო ახალი სიყვარული ფეირვერკს დაემგვანება, უამრავი სასიამოვნო სიულპრიზებით.
თხის რქა
2010 წელი რადიკალურად შეცვლის ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების პირად ცხოვრებას, ისინი თავის მეორე ნახევარს იპოვიან. ურთიერთობები საკმაოდ სერიოზულად წავა.
ფინანსურადაც დიდ წარმატებას ელოდეთ. ხელფასი მოგემატებათ. გაგიჩნდებათ ზედმეტი ფული, რომელსაც სიამოვნებით დახარჯავთ გართობაზე.
მერწყული
2010 წელს მერწყულების შემოსავალი განსაკუთრებული სტაბილურობით არ გამოირჩევა, რადგანაც ისინი ვერაფრით ვერ წყვიტავენ, რა გააკეთონ: შეაგროვონ თუ დახარჯონ. შემოდგომა მათ ცოტაოდენი ფული შოვნის საშუალებას მისცემს და სულიერ სიმშვიდეს დაუბრუნებს.
ფინანსური პრობლემები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს პირად ცხოვრებას. მთელი წელი სიყვარულსა და სინაზეში ბანაობით გაატარებთ. მაგრამ ზაფხულში ჯობია გაერკვეთ თქვენს დამოკიდებულებებზე.
თევზები
თევზები 2010 წელს იპოვნიან თავიანთ სიყვარულს. თავი არ აარიდოთ შემთხვევით გაცნობებს - ვინ იცის, რისკევ მიგვიყვანს. სიამოვნება მიიღეთ ურთიერთობით, ფლირტით და რომანებით.
ამ წელიწადს არ ღირს ფულით გარისკვა. ყოველი ფინანსური ნაბიჯი ყურადღებით შეისწავლეთ და წლის ბოლოს აუცილებლად გაგიმართლებთ
აი ყველასი აქაა