მზე მშვილდოსანშიროგორც ზოდიაქოს მეცხრე საფეხური, მშვილდოსანი წარმოადგენს კაცობრიობის ევოლუციის მეცხრე საფეხურს. თუ მორიელი ეძებს გულის, ემოციების გაგების და კონტროლის საშუალებებს, მშვილდოსანი ეძებს შეიცნოს და აკონტროლოს გონება, ცოდნა. მათ ინტელექტუალური საუბრები აინტერესებთ და ფილოსოფიურ ჭრილში ფიქრობენ. ისინი იწყენენ იმ გარემოში, რომელიც არ აინტერესებთ და არ იქნება ახლის მომცემი. ამ შემთხვევაში ისინი ფსიქიურად ან მენტალურად ცდილობენ გაქცევას. სურთ მოგზაურობა, რადგან თავად შეიცნონ სამყარო, ვიდრე საკლასო ოთახში იხსდნენ და წიგნებიდან. სიარულისადმი სიყვარულიც აქედან აქვთ, თავისუფლების სიყვარულიდან.
ის მსუბუქად ეწყობა ცვლილებებს. ხასიათის ეს თვისება მისთვის სიძლიერეა, რადგან ის მისთვის თავდაცვის მექანიზმია, მაგრამ სისუსტეცაა, რადგან მოთხოვნაში აქვს ცვლილებები.
მისი ასტროლოგიური სიმბოლო კენტავრია (არსება, რომელსაც აქვს ცხენის ტანი და ადამიანის გულმკერდი და თავი) და არჩერი, მოისარი. ეს სიმბოლოები წარმოადგენს მშვილდოსნის მაძიებელ ხასიათს, რომელიც მიმოფანტავს ცოდნას, სიმართლეს, თავგადასავლებს. ის ეხვევა თავგადასავლებში, თამაშის საშუალებით ახვევს სხვებსაც, მხოლოდ იმიტომ, რომ გაიგოს. აქვს გონებამახვილი იუმორი და ხუმრობით შეუძლია საკადრისის მიზღვევა. უყვარს, როცა გარშემომყოფებს ცდის, აგდებს სასაცილო სიტუაციებში და აკვირდება, თუნდაც სიტუაცია იყოს სასტიკი.
ცხოვრების მანძილზე მოქმედებენ ფილოსოფიურად, სოციალური ხალხია. ისინი ჯერ მწარე სიტყვებს ისვრიან და შემდგომ სვამენ კითხვებს. მათი სიტყვები ყოველთვის მწარეა და მიზანში ხვდება. არიან ენერგიულები. დამოუკიდებლები. შეუძლებელია გააკეთებინო ის, რაც არ უნდა, ყოველთვის ინარჩუნებს თავისუფლებას, ქორწინებაში მყოფიც კი.
მათ ძაღლის ბედი აქვთ. ეს მათი იუპიტერის დამსახურებაა. ბოლოს იმედი მათ უკვდებათ. იციან მაქსიმუმი როგორ აიღონ ცხოვრებისგან. "მეტი უკეთესი იქნებოდა", - ეს მათი ფრაზაა. არასდროს არიან კმაყოფილი არსებულით, ცდილობენ მაქსიმუმი მიიღონ (ამაში სწრაფი სიარული, ნაბიჯებიც ეხმარებათ

). იტაცებთ სპორტი, განსაკუთრებით სპორტის ის სახეობები, სადაც ფიზიკურობა მენტალურ რელაქსაციას ითხოვს. მაგალითად, თევზაობა. უყვართ ასევე მუსიკა, თეატრი, ცეკვა.. სწრაფი ჭამა.
ძველ ასტროლოგებს მის ქვად მიაჩნდათ ბადახში, ახლა თვლიან, რომ ფირუზია მათი.
i dont believe in astrology, iam scorpio and iam a skeptical.
**
ცოლ-ქმრის ჩხუბი ასტროლოგს მართალი ეგონაო (c) ტროპიკალი