პრომენადი
ღამე.ტალავერში ჩვენი პრომენადი...
მოწვიმს,უჩვეულოდ ცხელი არავია...
რაღა დაგიმალო,ძლიერ მომენატრე,
შენი სინატიფე მოსაპარავია.
შენში დამალული ეშმა გაინაბა,
ძველი ნაგანივით სიკვდილს ატრიალებს,
მახსოვს მოგებული ადრე დუელები,
მკერდი გამეცვითა-ვითვლი ნატყვიარებს.
ზეცამ სურვილივით ღამე აისრულა,
ღამემ სიბნელე და ამას მიამატე:
მოწყდა კომეტა და ანუ მოისროლა
ღმერთმა მოწეული ერთი სიგარეტი.
ირგვლივ ოცნებების ხდება ასრულება,
ჩვენ კი ვპასიურობთ...მხოლოდ პრომენადი...
შურით გვიყურებენ ქერა ასულები...
ისე მომენატრე...ისე მომენატრე...
შენი ბაგეები,მკვლელი გენიათა,
კოცნით შეგიხორცე,როგორც ნაისრალი...
თეთრი სასახლიდან ისმის მენუეტი...
ღმერთმა კიდევ ერთი ღერი მოისროლა...
თხის რქა ეძახე და