BodySnatcherკარგი, მოდი მაშინ ასე ვიტყვი -
თამაშები და კიდევ ერთხელ თამაშები. მოგწონს ნიღბების ცვლა და ეს ყველაფერი იმდენად ბუნებრივად გამოგდის, რომ თავადაც გიკვრის. ხან ნარცისი და საკმაოდ თავდაჯერებული ხარ იმაში, რასაც აკეთებ.
გაქვს უამრავი გეგმა და იდეა, თუმცა შეიძლება ითქვას რომ თეორიები ბევრად ჭარბობენ შენსავე ქმედებებს. ანუ ზედმეტად ზარმაცი ხარ იმისთვის, რომ "სამყარო დაიპყრო", თუმცა ზუსტად იცი რომ ეს შეგიძლია.
აზრებს იშვიათად იცლი, თუმცა ინტერესთა სფერო საკმაოდ ფართო გაქვს.
გეყვარება მუსიკალური სამყარო...
მოგწონს როცა თავს წარმოაჩენ, მაგრამ გირჩევნია თავად შეგნიშნონ, ვიდრე იჩალიჩო ამაზე.
გხიბლავს ელეგანტურობა, თუმცა არა ბრჭყვიალა, არამედ კლასიკური სტილის.
მოგწონს, როცა ადამიანს შენს ჭკუაზე ატარებ და ეს გამოგდის კიდეც ხშირად.
ხარ იდეების გენერატორი, თუმცა.. გაზიარება ხშირად გეზარება

მეგობრებში დაფასებული, იცი გართობის ფასი ))
და ხშირად კომპლიმენტებში ყალბი ხარ.. სიტყვებს გამორჩენის მიზნითაც იყენებ, რომ მიიღო ის, რაც გინდა.
არ ითხოვ პირდაპირ, გინდა რომ მიგიხვდნენ და უსიტყვოდ გაგანებივრონ
და ასე ))