
(გგრძნობ)
გაგიხადე. გადაგფინე მზეზე და ახლა შენი სხეულიდან გამოჟონილი წვეთებით ვიკლავ წყურვილს.
კიბე, რომელზეც ცხოვრების საფეხურებია ჩატეხილი, ჩვენ შორის გავდე და მოგიხმე უფსკრულთან უფრო ახლოს.
ტუჩებზე გადაგედღაბნა სიცოცხლე და ფერები ჩაგელექა წვივებში.
გაარღვიე კონტურები და საკუთარ თავს დასცინი შენი თვალებით. უყურებ ზურგიდან და აცოცდები მის უსუსურ ხერხემალს, ტალღებად უტარებ ხელისგულებს სხეულს შიგნით და თვალებს ითხრი, რათა აღარასოდეს ეძებონ შენში საკუთარი ცხოვრების აზრი, რადგან შენი კარგა ხანია დაკარგე.
ეს არ ყოფილა კარგვა ნივთის, დაბადებისას ხელი უშვი ღვთისგან მათხოვრულად მოგდებულ ადამიანობას და საკუთარი სუნთქვა გამოთალე ცრემლებიდან.
ფილტვები ჩახიე თავისუფლებით და ანაზდად გაუღიმე ამღვრეულ სამყაროს.
შენი დაბადების ღამეს სატანა ლოცვებს ხევდა, დაძრწოდა მისი სიბნელეატანილი საცეცები მიხრწნილ ქუჩებში და საკვებს ეძებდა, რომ ამოევსო ყბები მახინჯი ადამიანებით.
შენ კი მაშინ, როცა ადამიანობა გაგჩხერვია ყელში და გახრჩობს, თავს ირწმუნებ საკუთარ სიმახინჯეში და ელოდები სატანას საცეცებს, რადგან არასოდეს გიმათხოვრია ღმერთისთვის ადამიანობა..
შენ გაარღვიე საკუთარი სხეული და მზერა ააფარე სამყაროს, რათა სიბრმავემდე ალეწილი ნათელი ეჭამათ მახინჯ ადამიანებს.
http://www.youtube.com/watch?v=zdBqcWSWB-A