მაშასადამე ჩემი პირადი გამოცდილებით
ტყუპები (მე) - გააჩნია რა მინდა მუსიკისგან, კონცენტრირება მუსიკაზე, თუ მუსიკა ფონად

ამიტომ დიდი დიაპაზონი მაქვს + ორი საათი უმუსიკოდ და ისტერიკა მეწყება (გამონაკლისია ბუნებაში ყოფნა, იქ ორი სამი დღე ვქაჩავ)
მერწყულები (7-8 ადამიანი) უსმენენ აჯაფსანდალს, a perfect circle-დან დაწყებული sigur rosით დასრულებული, შადღაც შუაში შეიძლება რომელიმე მდარე ჯგუფიც ჩაჩურთოს

სასწორი (ერთი, მაგრამ ისეთი მელომანი რომ მუსიკის ენციკლოპედიად გამოდგება) უსმენს მხოლოდ ე.წ. ინტელექტუალურ მუსიკას
თევზი (მეგობარი (თავადაც მუსიკოსობს

) და ჩემი ძმა, რომელიც თვითონ ურახუნებს კლავიშებს დღედაღამ მაგრამ ნაკლებ მელომანია) უსმენენ "ვარეს" აჯაფსანდალს და ორივე უსმენს "epic fail" მუსიკას, იმისთვის რომ "იკაიფონ" + ამას უნდა ვაღიარო ჩემი თევზებისადმი ანტიპატიის მიერ, რომ ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი აღმომიჩენია ამ ნიშნით დაბადებული.
ყველაზე არამუსიკალური მყავს კირჩხიბები, ორივე მეგობარს პა ბალშომუ მაგრად კიდია მუსიკა. რასაც ჩაურთავ იმას მოუსმენს. მობილურში გვერდიგვერდ შეიძლება ქონდეს გრენდაიზერის საუნდტრეკი, აეროსმიტი, PF და გერმანული საბავშვო სიმღერები ლურჯ ნიანგებზე

ცხადია არცერთს არ უსმენს, "უყრია რა"