ინებე ^^
მზე მერწყული, მთვარე მერწყულიმოთხოვნილება გაქვთ მეცნიერებით დაკავდეთ. ანალიტიკოსი, ორგანიზატორი ხართ, განუწყვეტლივ ეძებთ ინფორმაციას და ახალ ცოდნას, განსაკუთრებით ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში. თქვენი გონება უფრო კრიტიკულობისკენაა მიდრეკლი, ვიდრე ხელოვნებისკენ (ეს კარგად ვერ ვთარგმნე, იგულისხმება, რომ კრიტიკული წყობის ტვინი გაქვს). ადვილად გიყვარდებათ და რომანტიკული ხართ, მაგრამ სიყვარულში მიდრეკილება გაქვთ განვრცობებისკენ და თეორიულობისკენ, რის გამოც სიყვარულში უფრო პლატონური ხართ, ვიდრე ნამდვილი საყვარელი.
თუ ვენერა მერწყულში გაქვთ იდეალისტი და რომანტიკოსი ხართ.
თუ თევზებში-თქვენი გამოყენება ძალიან ადვილია.
თუ თხის რქაში-შეგიძლიათ იზრუნოთ საკუთარ თავზე, სიყვარულსა და ფულს შორის არჩევანში გარკვეულ კომპრომისებზე წახვალთ. იზიარებთ ამ ფრაზას: "უნდა დაქორწინდეთ სიყვარულით, მაგრამ იმის შეყვარება, ვისაც ფული აქვს, გაცილებით ადვილია". ადამიანების მიმართ კარგად ხართ განწყობილი, მაგრამ ამორჩევითობა მაინც გახასიათებთ, დახვეწილ გემოვნებას ფლობთ და ბედს არ დაუკავშირებთ ადამიანს, რომელიც სოციალური საფეხურით თქვენზე დაბლა დგას.
(სამწუხაროდ ვენერა-მშვილდოსანზე არაფერი წერია

)
ძალიან გიყვართ კითხვა და სწავლა. ხანდახან გიყვართ განმარტოება, მაგრამ შიგადაშიგ ეძებთ ადამიანების კომპანიას და ამ დროს ნებისმიერი შეჯგუფება გირჩევნიათ მარტოობას.
გარშემო ძალიან უცნაური სუბიექტები გყავთ, მათ შორის შესაძლოა უსახლკაროებიც და მათხოვრებიც გამოერიონ, რომლებიც მაინც გიზიდავენ რაღაცით, მიუხედავად თქვენი სნობიზმისა.
პ.ს. ძალიან მწირი ინფორმაციაა და ერთი და იგივე მეორდება :| სხვა მდებარეობებზე უფრო ვრცლად წერია.
Future>მზე - კიბო, მთვარე - ლომიკარგად შეიგრძნობთ სხვა ადამიანებს და მალავთ საკუთარ დამოუკიდებლობას, ავლენთ კორპორატიულობის სულს, რაც სინამდვილეში ნიღაბია, სინამდვილეში გაქანებული ინდივიდუალისტი ხართ. თუ საქმე იდეების ღია გაცვლამდე მივიდა, თქვენსას მთელი შემართებით დაიცავთ და ისე გააკათებთ, რომ სხვებმა ის მიიღონ. მაგრამ კარგად იცით, რომ ბუზები თაფლზე მიფრინავენ და არა ძმარზე, ამიტომ თავს ხშირად იკატუნებთ, თითქოს უმრავლესობას ეთანხმებით. მიდიხართ კომპრომისზე და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნით, თითქოს ხვდებით რა უნდა მეორე ადამიანს, მაგრამ ბოლოს მაინც თქვენებურად იქცევით. უფროსებისგან ბრძანებების მიღება და შესრულება შეგიძლიათ, მაგრამ თქვენი საბოლოო მიზანია ასეთივე პოსტის დაკავება, სადაც თავად შეძლებთ განკარგულებების გაცემას. საკუთარი ღირსების გამძაფრებული შეგრძნება გაქვთ. ადამიანების არ გჯერათ, მაგრამ გჯერათ, რომ ყველაზე კარგად შეგიძლიათ მათგან სასურველის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობთ, ადამიანები თავიანთი ნატურით მოღალატეები და მარტყუარები არიან, გჯერათ, რომ თქვენს მიმართ ლოიალურად არიან განწყობილები. ამაში, როგორც აღმოჩნდება, მართალი ხართ. რადგან თამაშის წესებს იცავთ და სამართლიანი ხართ, ამით ადამიანებს იზიდავთ და ისინიც კი, ვინც ჭეშმარიტსა და მცდარს ვერ არჩევენ, თქვენი დახმარებით სწორად მოიქცევიან.
საკუთარ თავს სერიოზულად აღიქვამთ და სხვებიც გეთანხმებიან ამ შეფასებაში.
კარგად ართმევთ თავს ისეთ საქმეს, რაც ანალიზთანაა კავშირში. კარგი ორგანიზატორი ხართ.
სიყვარულში ერთგული ხართ, მაგრამ თქვენებურად. ანუ ერთგული ხართ, მაგრამ არა მუდმივი. სხვა ადამიანების ნაკლბის მიმართ მოთმინებას იჩენთ, არც საკუთარია გამონაკლისი. სიყვარულში ამ ფრაზას ემხრობით: "მოიქეცი ისე, როგორც გეუბნები და არა ისე, როგორც მე ვიქცევი".
This post has been edited by folkman on 19 Feb 2011, 01:42
You’re dining with a psychopathic murderer.