ეს ძველი ნათარგმნი ვნახე ჩემი
მივუმატებ
აბა თქვენ იცით
გავიპარე ისევ
Sun in Sagittarius, Moon in Scorpio
მზე მშვილდოსანი, მთვარე მორიელიმზისა და მთვარის ასეთი ეს კომბინაცია გამოირჩევა თვითდაჯერებულობით საკუთარ თავში. პიროვნება ვითარდებით ძალიან სწრაფად და დამოუკიდებლად, რაც თქვენს ადრეულ წლებშივე შეიმჩნევა. იცით რა გინდათ და როგორ უნდა მიაღწიოთ თქვენს მთავარ მიზანს. განვითარებულია თქვენში სამართლიანობა, სიბრძნე, გონიერება და გამჭრიახობა. ასევე მორიელი განიჭებთ ცოდნას და ძალას რომ ბრძოლა, სურვილები და მიზნები ბოლომდე მიიყვანო. ასეთი კომბინაცია ნათელს ხდის თუ რატომ შეგიძლია გააკეთო ძალიან ბევრი რამ, კონკრეტული მიზნისათვის. ოპტიმიზმი და ზუსტი გათვლები გხდით ძნელად დასამარცხებელ პიროვნებას. თქვენი ნატურა ფრთხილი და ჭკვიანია, რაც გხდით კარგ სტრატეგსა და საქმის მმართველს, როგორც ბიზნესში ასევე სხვა პროფესიებში. შეგიძლიათ მოიქცეთ ტაქტიანად და გამართოთ მოლაპარაკებები ასევე მართოთ თქვენი ტემპერამენტი და საბოლოოდ თავი აარიდოთ პირდაპირ და სულელურ გადაწყვეტილებებს. ეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტებს, წარმატებისთვის. თქვენი გონება სწრაფია და გაქვთ უნარი გათვალოთ თქვენი ნაბიჯები , მაგრამ ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება თუკი მოიქცევით იმპულსურად და ფიცხად.
თქვენ ძალიან ბევრი ემოციური ენერგია გაქვთ, რომელიც კონტროლირებას ექვემდებარება თქვენი ჭკუის და გონების მიერ, რაც გაძლევთ საშუალებას მიაღწიოთ მაღალ სიმაღლეებს თქვენს ცხოვრებაში. თვალს მიღმა, სინამდვილეში თქვენში ღრმად, ძალიან მგრძნობიარე ნატურაა და თქვენი აგრესიულობა მხოლოდ ინსტინქტური დაცვითი სისტემაა. თქვენი შეტევები ხორციელდება ყველაზე დაუცველ და მტკივნეულ ადგილას რაც გამოიხატება კონკრეტულ საქციელში ან სიტყვებში. გჭირდება კონცენტრირება და სხვისი მოსაზრებების მოსმენა, ასევე უნდა აკონტროლო ემოციური რეაქციები, რაც ძალიან მოქმედებს თქვენზე.
ამ კომბინაციის ადამიანებს ჭირდებათ რაიმე "გრანდიოზული" და "ყოვლის მომცველი" რომელისთვისაც მისი ყველა ენერგია იხარჯება. მორიელი უზრუნველყოფს შინაგან ძალას, მოტივს და გამძლეობას წარმატების მისაღწევად, როდესაც მშვილდოსანი ინარჩუნებს მოვლენების აღქმის უნარს და ოპტიმიზმს ყველაზე რთულ და დამღლელ მომენტებში.
როგორც მშვილდოსანი ასევე მორიელი ძლიერ შეიარაღებულია . მშვილდი ცეცხლოვანი ისრებით, მორიელი, სიკვდილთან მოვაჭრე კი ნესტარით, გველის შხამით და მარწუხებით.
თქვენ ძალიან დამოუკიდებელი ხართ და გირჩევნიათ თქვენი ბილიკი გაიყვანოთ. სულით თავისუფალი და თავგადასავლების მოყვარული ამარაგებთ თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვნებით და ახალი განცდებით. თქვენი მეამბოხე ნატურა იბრძვის თქვენს შიგნით, და ადვილად უერთდება ახალ „ჯვაროსნულ ლაშქრობებს.“
თქვენ გაქვთ ამთვისებელი და შემცნობი გონება, ძლიერ ინტელექტუალურ მიდრეკილებებთან ერთად. შეგიძლიათ იყოთ ნოვატორი და მსწავლული. არაჩვეულებრივი, ამოუცნობი და აღმოუჩენელი მოვლენები გიზიდავთ. გიყვართ ეგზოტიკური საგნები და ღრმად თხრა საძირკველამდე. ასევე გიყვართ მოგზაურობა , გიტყუებთ მაგიური და შორეული ადგილები.
+
თქვენ ტემპერამენტიანი და დამოუკიდებელი ხართ.
ადრე ვითარდებით და ცდილობთ თვითონვე იპოვოთ საკუთარი გზა ცხოვრებაში. ყოველთვის იცით რა გინდათ და სხვადასხვა საშუალებბებით ყოველთვის ასრულებთ თქვენს სურვილებს ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებთ, ფლობთ მახვილ, ჩქარ აზროვნებას, გამოკვეთილ გრძნობებს არამხოლოდ საკუთარი ღირსებების არამედ სხვების უფლებებისა და თავისუფლების მიმართ.
არასდროს ერევით მეგობრების ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ საქციელს ხან ამართლებთ ხან კი არა, იცავთ პრინციპს "იცხოვრე საკუთარი ცხოვრებით და სხვას ხელს ნუ შეუშლი". იცით რა არის სწორი და რა არასწორი, არ გჩვევიათ დამრიგებლობა ამიტომაც ადამიანები თამამად გიზიარებენ საკუთარ პრობლემებს, პოულობენ რა თქვენი სახით თანამგრძნობ მსმენელს.
თქვენ მგრძნობიარე, მაგრამ თავშეკავებული ხართ. არ ამჟღავნებთ საკუთარ სიმპათიებს აშკარად, მიმართავთ რა სხვა ხერხებს მათ გამოსახატავად.
რაც შეეხება სწავლას, თქვენ არაჩვეულებრივი სტუდენტი ხართ, დინჯი და ინტუიციური, ადვილად ითვისებთ საგნის არსს. შეგიძლიათ გადმოსცეთ მიღებული ინფორმაცია ისე, რომ მან მიიღოს ახალი და უჩვეულო მნიშვნელობა. თქვენ მხიარული ხართ, ფლობთ არაჩვეულებრივ იუმორის გრძნობას- კამპანიის სული ხართ, თუ არ განიცდით მორიგ ფილოსოფიურ შეტევას ან არხართ უჟმურ ხასიათზე.
სიყვარულში ეფლობით მხურვალედ, თუმცა საღი აზროვნებით, თქვენი რომანები გამოირჩევიან კეთილშობილებით (სხვანაირად ვერ ვთარგმნე) და გარშემორტყმულნი არიან რომანტიული ფილისოფიით. ცოტათი ნერვიულიც ხართ, თუმცა თქვენივე დისციპლინისა და შეზღუდვების წყალობით ახერხებთ საკუთარი მისწრაფებების კალაპოტში ჩასმას და მათთვის კონკრეტული მიზნის მისაღწევი მიმართულების მიცემას.
ცხოვრებას უყურებთ ძალიან სერიოზულად, და მიუხედავად თქვენი იუმორის მოყვარულობისა, არ უდგებით დაუფიქრებლად თქვენს მოვალეობებს.
ასე რომ თქვენ შორს უნდა წახვიდეთ ცხოვრებაში ... (თქვენ იიცით ) © Summer_Rain
+
ეს ასტროლოგიური კომბინაცია ანიჭებს ძლიერ ნებისყოფას, ამტანობას და სამუშაო ძალას. თქვენი ნატურა არის თვითდაჯერებული, ტემპერამენტიანი და მგრძნობიარე, გაქვთ უნარი გამოძიებისა და კვლევების ჩატარების, ძირითადად იდუმალი მასალების შესახებ, სადაც შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებებს. თქვენი გრძნობები არის ძლიერი და გრძელვადიანი. სიყვარულში ხართ ვნებიანი. ცხოვრების განმავლობაში დაამყარებთ მავალ განსხვავებულ ურთიერთობას ადამიანებთან. ხართ თავისუფალი არსება, სულგრძელი. თქვენი ძლიერი ძალა წარმოსახვისა - დაგეხმარებათ ურთიერთობების კვებაში, და წარმართვაში. ნებისმიერ სიტუაციაში თქვენი შეუპოვრობა და თავისუფლები წყურვილი (სულიერი , ფიზიკური თუ ფინანსური) დაგეხმარებათ იყოთ უსაფრთხოდ მატერიალურად. მთავარი იარაღი მდგომარეობს იმაში რომ მორიელი ხელს უწყობს დააწყნაროს ფეთქებადობა, ხშირი უკან დახევა შენს პერსონაში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ფიქსირებული მიზნის მიღწევაში, რაც უფრო მეტ გამოცდილებას და სიბრძნეს მოგიტანთ ©The Finаl Cut
იმედია , იმედია
კარგი დასამშვიდებელი ზღაპრებია ძილის წინ
This post has been edited by Future> on 19 Aug 2012, 17:14