wilkinsonძილი მიყვარს მაშინ, როდესაც ვათენებ ღამეებს და, ეს ბუნებრივიცაა

ღამე ძილს კიდევ ვერ ვიტააან. რომ შემეძლოს საერთოდ არ დავიძინებდი
კლასიკური მუსიკა და ჯაზი,ბლუზი ჩემი ცხოვრების დიიდი ნაწილია!
აქ ცხოველებსა და ფრინველების სიყვარულზე იყო საუბარი

ხოდა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან, ძალიან მიყვარს ცხოველებიცა და ფრინველებიც.
მამას უყვარს ძალიან, პატარა რომ ვიყავი, მახსოვს, სულ ცხოველებსა და ფრინველებს ყიდულობდა, სახლში მოჰქონდა და შვილივით უვლიდა .
თუთიყუშები, იადონები, შაშვიც კი, ძაღლი (სამწუხაროდ, ერთი ძაღლი გვყავდა მარტო, დედამ არ გაგვაჩერებინა სახლში

), ზაზუნა, კუც როგორც მახსოვს გვყავდა. დედას უყვარს ფრინველები და სახლში "იტანს", მაგრამ, აი, ძაღლებს ვერა, სახლში ვერ გავაჩერებო

მამას კიდე ისე უყვარს, ერთხელ, მაიმუნიც კი ჰაყვდა მოყვანილი, ძალიან პატარა ვიყავი მაშინ
ძალიან კი მიყვარს ცხოველები და ფრინველები, მაგრამ რომ კვდებოდნენ, მთელი თვე, წელიც კი ვგლოვობდი

ჩემი ზაზუნა ისე მიყვარდა, ახლა ზაზუნებს რომ ვხედავ სულ მეტირება...
ახლა, ბავშვებს რაც შეეხება,...ჩემი სუსტი წერტილია ბავშვები .
ყველაზე კომფორტულად ბავშვებთან ვგრძნობ თავს. ყვირილითაც კი არასდროს მიყვირია მათთვის და, არც დამჭირვებია იმდენად კარგად ვეწყობით ერთმანეთს. ისე, რომც დამჭირდეს, დარწმუნებული ვარ ვერც კი ვუყვირებ... გიჟი დედა ვიქნები,ალბათ
ბავშვების სიყვარულიც მამისგან გამომყვა..ისიც ჩემსავით ბავშვების გიჟია.
მე, ლომი ბავშვი, აუტანელი ვიყავი, ალბათ.

თუ იმას არ მიყიდდნენ რაც მე მინდოდა, გავწვებოდი და ისეთ ისტერიკებს ვმართავდი თურმე.. ღამე ძილი პატარაობიდან არ მიყვარდა, ვერ ვიტანდი
ერთხელ, დამიწყია მაღაზიაში წუწუნი- მიყიდეთ,მიყიდეთ-მეთქი, მშობლებმა-რა გიყიდოთო? და ჩემი პასუხი იყო- ჯერ არ ვიცი, გადავხედავ და გეტყვით!
ეზო მიყვარდა ძალლიან, სულ ეზოში ვიყავი და ვთამაშობდი. ბაღი ისე მიყვარდა, რომ მიმიყვანეს არამც თუ მიტირია, წამოსვლაც აღარ მინდოდა იქიდან
* * *
დამავიწყდა... ბავშვობაში "მიყიდე" შემარქვეს
I have decided to stick with love. Hate is too great a burden to bear.
Martin Luther King, Jr
Don't let your sins turn into bad habits.
Saint Teresa
This is the very perfection of a man, to find out his own imperfections.
Saint Augustine
"Errare humanum est, ignoscere divinum."