მეხუთე სახლი გვიჩვენებს ჩვენს მოთხოვნილებას სიყვარულში და იმას, თუ სად ვახდენთ მეოთხე სახლის ენერგიის და ემოციის რეალიზებას.
რამდენადაც ემოციურია ნიშანი (რომელიც V სახლში ხვდება) მით უფრო მეტი გზა სჭირდება საკუთარი თავის გამოსახატავად.
ყველაფერი რასაც ვქმნით და რითიც ვახდენთ თვითგამოხატულებას - იქნება ეს შთამომავლობა, ჰობი, გართობა, სიყვარული, თეატრი, დრამატულობა, სპეკულაცია, აზარტულობა ან ამ ყველაფრის ნაკლებობდა - უკავშირდება V სახლს.
რაც უფრო მეტი პლანეტაა V სახლში, მით მეტი ენერგიაა ჩაბუდებული ადამიანში, რომლის რეალიზაციაც უნდა მოახდინოს. ასევე ეს არის ფარული კარმის სახლი, რომელიც გვამცნობს წინა ცხოვრებიდან გადმოყოლილ არასწორად წარმართულ სიყვარულზე.
მზე V სახლშიმზე V სახლში შესანიშნავი მდებარეობაა, ეს უკეთესად გამოხატავს თავის სულს ვიდრე დანარჩენ ცეცხლის სახლებში მოხვედრილი მზე(I და IX სახლები).
ეს ადამიანი ბუნებრივია ყველაფერში, რასაც კრეატიულობით უდგება და რაც თავის გამოხატვაში ეხმარება: მუსიკა, დრამა, ხელოვნება, მწერლობა და ყველაფერი რასაც მოისურვებს. მაგრამ საკუთარი თავისთვის ზედმეტი ყურადღების მიქცევა მოუტანს პრობლემებს და დამცირებას, რადგან V სახლის ფარული კარმა აგრეთვე მოიცავს ნებისყოფის გამომუშავებასაც.
ყოველთვის კაშკაშა და მოძრავი ადამიანი; როდესაც საქმე მის გრძნობებს ეხება არის ძალიან მეტყველი და ყველაფერზე წამსვლელი. მისთვის ძალიან ადვილია საკუთარი გულის დამორჩილება.
უნდა გამოიმუშაოს წინდახედულება და თავიდან აიცილებს წარუმატებლობას სასიყვარულო საქმეებში.
ცხოველები და ბავშვები - მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
მზე V სახლში ჰქონდათ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Louis Armstrong, Candice Bergen, Halle Berry, Shirley Temple Black, William Blake, Jon Bon Jovi, Sonny Bono, Diamond Jim Brady, Marlon Brando, Sir Richard Burton, Pablo Casals, Benvenuto Cellini, Wilt Chamberlain, Carol Channing, George M. Cohan, Kevin Costner, Joan Crawford, Leonardo Da Vinci, Bette Davis, Marlene Dietrich, Placido Domingo, Faye Dunaway, Larry Flynt, George Foreman, Bob Fosse, Aretha Franklin, Bill Gates, George Harrison, Tommy Lee Jones, Stan Kenton, Klaus Kinski, Liberace, Malcolm X, Henri Matisse, John McEnroe, Charles Mingus, Joni Michell, Thelonius Monk, Mozart, Anais Nin, Richard M. Nixon, Maureen O'Hara, Peter O'Toole, Dolly Parton, Sidney Poitier, Tony Randall, Will Rogers, Franklin D. Roosevelt, Teddy Roosevelt, Charlie Sheen, James Spader, Bruce Springsteen, Ringo Starr, Gloria Steinem, Roger Vadim, Sarah Vaughan, Mae West, Jonathan Winters, William B. Yeats, and Paramahansa Yogananda.