ამდენ გვერდს ნუ გადამაკითხებთ ეხლა.
თქვენც დაწერდით ანუ შეამჩნევდით ამეებს ვინმე და:
1. ჯერ ერთი ვინც იცის, იოანეს გამოცხადებაში არავითარ ოთხ თუ მეოთხე მხედარზე არაა საუბარი, რიცხვი 4 საერთოდ ერთხელაა მგონი ნახსენები და ისიც არის ოთხი სხვადასხვა ცხოველი, მხედარზე მხოლოდ ერთგანაა ნახსენები, ისიც ერთზე და არა "მეოთხეზე", და მოიხსენიება როგორც თეთრი მხედარი. თანაც აპოკალიფსი სულ 22 თავისგან შედგება და ამ თეთრ მხედარზე მხოლოდ მეცხრამეტე თავშია საუბარი, მანამდე კი იმდენი რამე ხდება, რა მოთვლის.

2. ვისაც არ გწამთ, იმათ ისედაც სასაცილოდ არ გყოფნით ამაზე ლაპარაკი და ვისაც გწამთ, როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ერთმა კამერამ დააფიქსირა ეს რაღაც და ისიც ასე ბუნდოვნად? და ხალხი??? იქ ვინც იდგა იმათაც კი ვერ შეამჩნიეს?

და აი რა წერია მაგ მხედარზე იოანეს გამოცხადებაში : ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის. თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა, მრავალი გვირგვინი ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა. სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა. ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, რკინის კვერთხით ემწყემსა ისინი და დაეწურა ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარე ღვინის საწნახელი. ხოლო სამოსსა და თეძოზე აწერია მისი სახელი: მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი.
3. ექსპერტი არ ვარ, მარა აშკარად ჩანს, რომ ეგ მწვანე ლაქა თავისით კი არ მოძრაობს, არამედ კამერა მოძრაობს და ეს კამერა ირეკლავს რარაც სინათლის სხივს, რომელიც ფორმით ნამდვილად წააგავს ცხენს, მასზე მჯდომარე მხედრისა რა გითხრათ, უფრო რაღაც ჯოხს გავს.

ფიზიკოსები თუ არიან აქ ვინმე, ვინც ოპტიკაში ერკვევიან, აგვიხსნიან ალბათ.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey