Deresk
acting is reacting

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2329
წევრი No.: 113310
რეგისტრ.: 20-February 10
|
#27202264 · 3 Sep 2011, 21:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აღმავალი ვერძში 1-ელ სახლში, დაღმავალი სასწორში მე-7 სახლში
ისწავლეთ ცხოვრებაში იპოვოთ თქვენი საკუთარი გზა და არ იაროთ გაკვალულ ბილიკზე, დაიოკეთ იმის მოთხოვნილება, რომ თქვენი მიმართულება ყოველთვის მოწონებული უნდა იყოს, იყავით უფრო დაჟინებული და გამტანი თქვენს მიდგომაში, ისწავლეთ რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი საკუთარი საქმეების კეთებისას. პრივილეგია მიანიჭეთ თქვენსკურსს ცხოვრებაში, გახდით უფრო გაბედული და მტკიცე, ისწავლეთ რომ აუცილებელი არაა მთელი ცხოვრება სხვას ასიამოვნოთ, კავშირში იყავით თვენს პიროვნულობასთან, არ შეგეშინდეთ თქვენი საკუთარი ‘მე’-ს თამამად წარმოჩენის, განივითარეთ დამოუკიდებლობა, სულაც არ გჭირდებათ ყველას თანხმობა და მოწონება რომ ისე იცხოვროთ, როგორც გინდათ, ისწავლეთ რომ კმაყოფილი იყოთ მარტო ცხოვრებით ქორწინების ან ურთიერთობის გარეშე, ისწავლეთ რომ არ იყოთ დამოკიდებული მთლიანად თვენს პარტნიორზე, თავს უფლება მიეცით გახდეთ უფრო უხეში და მტკიცე, ისწავლეთ სიმართლისთვის ბრძოლა, რათა მართოთ თქვენი ცხოვრება.
აღმავალი ვერძში მე-2 სახლში, დაღმავალი სასწორში მე-8 სახლში
გაითავისეთ თქვენი არსებითი ფუნდამენტალური მოთხოვნილებები, წინააღმდეგობა გაუწიეთ თქვენს პირად ღირებულებებს, გააგებინეთ ხალხს თქვენი მნიშვნელობა, იყავით მტკიცე და დაჟინებული,როდესაც საქმე თქვენი საკუთარი ფულის გამომუშავებას ეხება, ნუ იქნებით დამოკიდებული ფინანსურ ურთიერთობებზე, ნურც ზედმეტად ემოციური ურთიერთობებში, იყავით ცოტათი ეგოისტი როდესაც საქმე ეხება თქვენს საკუთრებას ან ფინანსებს, იყავით საკმარისად თამამი აღიაროთ, რომ გინდათ მატერიალური სტაბილურობა, ნუ იქნებით ზედმეტად სხვების დახმარების იმედად, თქვენ თვითონ გამოიმუშავეთ თქვენი ფული და ნუ დაელოდებით რომ ვინმე მოკვდება და ქონებას დაგიტოვებთ, ნება მიეცით თავს იყიდოთ ის, რაც გინდათ, ნუ მოერიდებით საფრთხეს ან რისკს ფულის გამომუშავებისას.
აღმავალი ვერძში მე-3 სახლში, დაღმავალი სასწორში მე-9 სახლში
ნება მიეცით თავს თამამად ისწავლოთ ის , რაც თქვენ გინდათ. მიიღეთ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, იყავით მტკიცე და თავდაჯერებული თქვნეს პიროვნულ იდეებთან მიმართებაში. ხშირად ჩაიწერეთ თქვენი ფიქრები, ეცადეთ გათავისუფლდეთ დოგმების ზემოქმედებისაგან, გქონდეთ მხნეობა, რომ მიჰყვეთ თქვენს საკუთარ იდეებს ბოლომდე, წერეთ თამამად, დაიმახსოვრეთ რომ თქვენ თქვენი დამოუკიდებელი და სხვებისაგან განცალკევებული შეხედულებები გაქვთ, იყავით ლიდერი თქვენს ადგილობრივ საზოგადოებაში, იყავით ნაკლებად დამოკიდებული სხვების აზრებზე, ილაპარაკეთ უფრო მეტი, რათა წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, უფრო ნაკლებად იდარდეთ თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე, გთვლიან თუ არა ისინი ინტელიგენტად ან წარმოაჩენთ თუ არა თავს კარგად. ნება მიეცით თავს იყოთ ცოტათი აგრესიული მხოლოდ, მენტალურად და ვერბალურად, გაეცანით საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს.
აღმავალი ვერძში მე-4 სახლში, დაღმავალი სასწორში მე-10 სახლში
შექმენით თქვენი საკუთარი ოჯახი, თავს ნება მიეცით გქონდეთ თქვენი პირადი ცხოვრება, სადაც იმას აკეთებთ, რაც გინდათ, ნაკლებად იდარდეთ თუ რამდენად მოსწონხართ სხვებს, ნუ იქნებით ზედმეტად დამოკიდებული გარშემომყოფებზე, იყავით მტკიცე და დაჟინებული როდესაც საქმე ეხება თქვენს ოჯახს, მიეცით თავს საშუალება იმუშავოთ სახლში, ნუ გექნებათ პრობლემა თუ რეალური კარიერა არ გექნებათ და უფრო სახლზე იქნებით ორიენტირებული, იყავით კომფორტული ბრაზთან და უსიამოვნო შეგრძნებებთან, განივითარეთ თქვენი პირადი ცხოვრება, რომელსაც სხვებს არ გაუზიარებთ და ცხვირს არ ჩააყოფინებთ, ნუ იდარდებთ თუ აგრესია გაგიჩნდებათ მშობლების ან მათი აღმზრდელობითი მეთოდის მიმართ. იზრუნეთ თქვენს ემოციურ კეთილდღეობაზე, იბრძოლეთ თქვენი სამშობლოსათვის.
აღმავალი ვერძში მე-5 სახლში, დაღმავალი სასწორში მე-11 სახლში
მიყევით იმპულსს იბრწინოთ, როგორც ინდივიდუალმა. გამოარჩიეთ თქვენი თავი ჯგუფისაგან, ნება მიეცით თავს გქოდნეთ მოთხოვნილება გამოხატოთ თავი კრეატიულად, გადალახეთ შიში, რომ თუ თქვენს გულს მიჰყვებით, თქვენს თანატოლებს აწყენინებთ, გააანალიზეთ, რომ არ გჭირდებათ ვინმეს მოწონება და დასტური იმისათვის, რომ გახდეთ მუსიკოსი, მსახიობი, ათლეტი ან მოცეკვავე, იყავით მტკიცე და გაბედული, როდესაც საქმე ეხება თქვენი თავის კრეატიულად გამოხატვას, გახდით სოლო არტისტი, კრეატიული ლიდერი, ნუ იქნებით დამოკიდებული მეგობრებზე ან თანაგუნდელებზე. გააზვიადეთ საკუთარი თავი, იყავით ლიდერი რომანტიულ ურთიერთობებში, ნუ შეგეშინდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის როდესაც ვინმესთან დამეგობრება გსურთ, გასწიეთ რისკი სიყვარულში, გახდით საჩვენებელი და მამაცი, იყავით მტკიცე და დაჟინებული როდესაც საქმე ეხება თქვენი შვილების აღზმზრდელობით მეთოდს.
აღმავალი ვერძში მე-6 სახლში, დაღმავალი სასწორში მე-12 სახლში
გახდით ფრილანსერი ( freelancer), დააწესეთ თქვენი საკუთრი გრაფიკი, ნუ იქნებით ზედმეტად პასიური, რაც ხელს გიშლით საკუთარი თავის გამოვლენაში, გამოიმუშავეთ პრაქტიკული დამოუკიდებელი უნარ-ჩვევები, დააწესეთ თქვენი საკუთარი დღის წესრიგი, აიღეთ ინიციატივა თვითონ იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, გათავისუფლდით მერყეობისაგან, გააანალიზეთ, რომ თქვენს ცხოვრებას ყოველდღიურად აშენებთ, გაითავისუფლეთ თავი ოჯახური საიდუმლოებებისაგან, იყავით საკმარისად მამაცი რომ პირისპირ შეხედოთ სამყაროს, იყავით ინსტიტუტებისა და მოწყალებისაგან დამოუკიდებელი, იბრძოლეთ თქვენი ჯანმრთელობისათვის, იბრძოლეთ სისტემის წინააღმდეგ.
აღმავალი ვერძში მე-7 სახლში, დაღმავალი სასწორში 1-ელ სახლში
იყავით მტკიცე, როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, ისწავლეთ იყოთ აგრესიული პარტნიორი, ნუ მისცემთ უფლებას რომ გადაგიარონ, მიიღეთ ის, რაც გსურთ ქორწინებისაგან და ნუ იქნებით ქორწინებაში ზედმეტად დამთმობი, გააანალიზეთ, რომ კამათი ურთიერთობებში ჩვეულებრივი ამბავია, დარწმუნდით , რომ ურთიერთობები თანხვედრაშია თქვენს საჭიროებებთან,იყავით გადამწყვეტი იმასთან მიმართებაში თუ რა სახის ურთიერთობაში გინდათ იყოთ ჩართული, ისწავლეთ შეინარჩუნოთ ინდივიდუალურობა ურთიერთობაში, ნუ გადახვალთ ქმრის გვარზე ქორწინების შემდეგ, ნურც დეფისით გააერთიანებთ თქვენს გვარებს, თავს ნება მიეცით გქონდეთ ისეთი ურთიერთობები, რომლებიც სხვებისთვის მერყევი და არამდგრადია, იყოლიეთ სახიფათო/რისკიანი და ამაღელვებელი პარტნიორი, გამოიყენეთ თქვენი ბუნებრივი დიპლომატია საქორწინო პრობლემების გადასაჭრელად.
აღმავალი ვერძში მე-8 სახლში, დაღმავალი სასწორში მე-2 სახლში
იყავით უშიშარი იმის გამოკვლევა/გამოძიებისას, რასაც ტაბუ აქვს დადებული,შეისწავლეთ მრისხანება, ისე რომ მაინც აფასებდეთ მშვიდობას, აიღეთ ინიციატივა სექსუალურ ურთიერთობებში, ნება მიეცით თავს იყოთ იმპულსურები, აღიარეთ, რომ მრისხანებას გრძნობთ, როდესაც სხვები თქვენს ფასეულობებს მიგითითებენ, იბრძოლეთ თქვენი უფლებისათვის, იცხოვროთ სხვების კომფორტისგან დამოუკიდებლად, ისწავლეთ მესაკუთრეობისაგან გათავისუფლება და სხვებისთვის თავისუფლების მინჭება, დააფასეთ და უპირატესობა მიანიჭეთ თვით-გარდაქმნას მესაკუთრეობასა და დამოკიდებულებასთან შედარებით, თამამად შეეწინააღმდეგეთ თქვენს ემოციურ ბაგაჟს, ღრმად შეისწავლეთ თქვენი საკუთარი ფსიქოლოგია, დაიცავით ბალანსი თქვენს შინაგან სიდინჯესა და სხვების ბნელი მხარეების გამოძიებას შორის, ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ კომფორტულად ჯდომით,თავს ნება მიეცით იყოთ კონკურენტუნარიანი.
აღმავალი ვერძში მე-9 სახლში, დაღმავალი სასწორში მე-3 სახლში
იმოქმედეთ იმისათვის რომ გაიფართოვოთ თვალსაწიერი, იყავით მტკიცე როდესაც საქმე ეხება თქვენს მოთხოვნილებას რომ იმოგზაუროთ, თავს ნება დართეთ გქონდეთ თქვენი საკუთარი ცხოვრებისეული ფსიქოლოგია, იბრძოლეთ იმის იმედად და სახელით რომ რაც მიგაჩნიათ სწორია, იყავით თამამები რომ იაზროვნოდ გლობალურად, აიღეთ ინიციატივა ჰორიზონტის გაფართოებაში, გადალახეთ ყოყმანი და მორცხვობა პატარა გადაწყვეტილებების მიღებისას, გააკეთეთ დიდი ნახტომები რწმენაში, გამოემშვიდობეთ საჭიროებას რომ პარტნიორს დაეკითხოთ სანამ დიდ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ნუ მოგერიდებათ გაბრაზდეთ, როდესაც საქმე ეხება იმის დაცვას, რაც თქვენთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ნუ გაატრებთ დღეებს ჭორაობაში და უსაქმურობაში, მოიძიეთ ის რასაც თქვენი პიროვულობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
აღმავალი ვერძში მე-10 სახლში, დაღმავალი სასწორში მე-4 სახლში
აღიარეთ და შეეგუეთ რომ არ გსურთ სახლში ჯდომა და დედობა ან მამობა, გსურთ დაიპყროთ გარესამყარო, ნება მიეცით თავს კარი შეაღოთ კონკურენტულ პროფესიულ არეალში, გამოიყენეთ შესაძლებლობა დაუკავშირდეთ ხალხს ნაცნობი გზით რათა აიშენოთ პროფესიული რეპუტაცია, ნება მიეცით ხალხს დაინახონ თქვენი აგრესიული, მტკიცე მხარე, ნუ შეგეშინდებათ მშობლებთან ბრძოლის, შეეგუეთ თქვენს საჭიროებას იყოთ ავტორიტეტი ან უფროსი, იყავით დაჟინებული და მტკიცე მოიპოვოთ კონტროლი სამყაროზე, შეიქმენით ლიდერის რეპუტაცია, იყავით შეუპოვარი თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში, გააანალიზეთ რომ ყოველთვის ოჯახს ვერ ასიამოვნებთ, მართეთ თქვნი საკუთარი ბიზნესი.
აღმავალი ვერძში მე-11 სახლში, დაღმავალი სასწორში მე-5 სახლში
გამოიჩინეთ ინიციატივა გაუზიაროთ თქვენი კრეატიული ვნებები/გრძნობები ხალხს, შექმენით გუნდი ან მოძრაობა რომელიც დაფუძნებულია საერთო ინტერესებზე, გაუწიეთ ლიდერობა თქვენს მეგობრებს, იბრძოლეთ სოციალური საკითხების სახელით, ნუ იქნებით კმაყოფილი ხელოვნებით ხელოვნების ხათრით, მოახმარეთ თქვენი კრეატიულობა უფრო დიდ მიზეზებს, დაიოკეთ ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი,იყავით რაიმე გუნდის წევრი/ნაწილი ისე რომ შეინარჩუნოთ ინდივიდუალურობა, გააანალიზეთ რომ ცხოვრებაში სიყვარულისა და რომანების გარდა სხვა რამეებიც არსებობს, გახდით თვით-მოტივირებულები სიტუაციის შესაცვლელად, ნუ იქნებით ზედმეტად წვეულებების მოყვარული, იყავით გუნდის ლიდერი, გადაიტანეთ თქვენი შინაგანი დახვეწილობა და სისუფთავე ცხოვრებაში რათა ემსახუროთ უფრო დიდ მიზნებს, გამოიყენეთ თქვენი შარმი და თავაზიანობა ხალხის მოტივირებისათვის, გახდით ნაკლებად დამოკიდებული თქვენს შვილებზე.
აღმავალი ვერძში მე-12 სახლში, დაღმავალი სასწორში მე-6 სახლში
თავი დაიხსენით ყოველდღიური ერთფეროვნებისაგან, გახდით სულიერად დამოუკიდებელი პიროვნება, გადადგით პირველი ნაბიჯები სპირიტუალური სამუშაოსადმი. ნუ იქნებით დამოკიდებული სამსახურეობრივ ურთიერთობებზე, მიანდეთ თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მაღალ ძალებს, გახდით აქტიური მეოცნებე, ისწავლეთ თავდაჯერებულობა, როცა საქმე ეხება თვენს საკუთარ სულიერ გზას, სხეულზე მეტად ორიენტირებულები იყავით სულიერ თერაპიაზე, სპონტანურად გათავისუფლდით რუტინაზე დამოკიდებულებისაგან, გქონდეთ სითამამე ჩაერთოთ შეუცნობელში, განივითარეთ კომფორტის გრძნობა მარტო ყოფნისგან, იყავით საკმარისად მამაცები პირისპირ შეხედოთ თქვენს შიშებს.
წყარო: astrofix.net * * * აღმავალი კუროში 1-ელ სახლში, დაღმავალი მორიელში მე-7 სახლში იყავით მტკიცე და ურყევი როდესაც საქმე ეხება თქვენს საკუთარ სავალ გზას, ნუ მისცემთ ნებას ურთიერთობებს რომ დაგაკარგინოთ ბალანსი, გამოიმუშავეთ მშვიდი მანერები, თქვენი გზა ყველაზე ნაკლბად გართულებულია, გამოიყენეთ დრო რომ გადაწყვიტოთ თუ საით წაიყვანთ თქვენს ცხოვრებას, თავი აარიდეთ ცხოვრებაში დრამის დედოფლობას (drama queens), დაძაბულ, ინტენსიურ და მანიაკალურ გარემოშიც კი იყავით მოდუნებული და შეინარჩუნეთ სტაბილურობა, იყავით მკაცრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა რა გინდათ და არ გინდათ ცხოვრებაში, მარტივად მიუდექით ცხოვრებას, იყავით ახლოს ბუნებასთან, სადაც არ უდნა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ,შეჩერდით და უბრალოდ შეისუნთქეთ ვარდების სურნელი, ნუ მისცემთ სხვებს საშუალებას წნეხის ქვეშ მოგაქციონ, აირჩიეთ თქვენი გზა და უერთგულეთ მას, შეინარჩუნეთ კმაყოფილების გრძნობა, რასაც არ უნდა აკეთებდეთ.
აღმავალი კუროში მე-2 სახლში, დაღმავალი მორიელში მე-8 სახლში მკაცრად დაიცავით თქვენი ფასეულობები, განივითარეთ შეუდრეკელი პიროვნული რწმენა, ნუ მისცემთ სხვებს შეარყიონ თქვენი ღირებულებები. მიეჯაჭვეთ იმას, რაც ფიზიკურ უსაფრთხოებას განიჭებთ, ისწავლეთ ცხვირი არ ჩაყოთ სხვების საქმეებში, მიხედეთ თქვენს საქმეს, უფრო მეტად ფოკუსირებული იყავით გრძნობებზე, ვიდრე სექსუალურობაზე, (sensuality rather than sexuality), გამოიყენეთ თქვენი არტისტული ტალანტები, მიეცით თავს საშუალება არტისტობა თქვენი ძირითადი პროფესია გახდეს, ისწავლეთ ნამდვილი, ხელშესახები სამყაროს აღმოჩენა, ისწავლეთ ფულის ფასი, ნუ იქნებით ზედმეტად დაძაბული, დაანებეთ თავი დეტექტივობას და სხვების ცხოვრების გამოკვლევას, ისწავლეთ დააფასოთ რელაქსაცია და სიმყუდროვე, დატოვეთ საგნები ისე, როგორც არის, განივითარეთ ფინანსური სტაბილურობა და დამოკიდებულება, გამოიმუშავეთ ფული თქვენი საკუთარი ტემპით, ახლოს იყავით ფიზიკურ სამყაროსთან, ნუ იზრუნებთ გაიგოთ რა დგას ყველაფრის მიღმა, უფრო მეტად იზრუნეთ იმაზე, თუ რა არის ზედაპირზე.
აღმავალი კუროში მე-3 სახლში, დაღმავალი მორიელში მე-9 სახლში გამოიყენეთ თქვენი დრო სასწავლო პროცესისათვის, ისწავლეთ თქვენი საკუთარი რიტმით, თქვენ თვითონ მიდით საკუთარ დასკვნებამდე რა დროც არ უდნა დასჭირდეს ამას, ისწავლეთ სიმღერა, ისიამოვნეთ თქვენი საკუთარი ხმით, მიეჯაჭვეთ თქვენს საკუთარ იდეებს, შექმენით თქვენს გარშემო უსაფრთხო ქსელი (ურთიერთობები), იქონიეთ ურყევი კავშირი თქვენს და-ძმებთან, შეეშვით კრიზისის საპასუხოდ მოგზაურობის სურვილს, განივითარეთ მშვიდი გონება, ნუ მისცემთ რელიგიურ ლიდერებსა და გურუებს უფლებას თქვენზე გავლენა მოახდინონ, თავი დაანებეთ ინტენსიურ და დაძაბულ მოსაზრებებს, ისწავლეთ ისიამოვნოთ ყოველდღიური უბრალო საუბრებით, დაიოკეთ მოთხოვნილება იყოთ ყოველთვის მართალი, ან მოიპოვოთ ძალაუფლება იმით რომ ყოველთვის მართალი ხართ,გამოიმუშავეთ მოთმინება მშვიდად გაუმკლავდეთ ყოველდღიურ ურთიერთობებს, ყურადღება მიაქციეთ თქვენთან მოსულ ინფორმაციასა და ფაქტებს, ისწავლეთ დააფასოთ პრაქტიკული, მიწიერი აზროვნება, ისწავლეთ ხალხის საფუძვლიანად მოსმენა, ისწავლეთ როდის უნდა გაჩუმდეთ და სხვები ალაპარაკოთ, ისწავლეთ კომფორტულად იგრძნოთ თავი სადაც არ უნდა იყოთ და ენდოთ საკუთარ ფიქრებს.
აღმავალი კუროში მე-4 სახლში, დაღმავალი მორიელში მე-10 სახლში
უარი თქვით ოჯახურ დრამებში გახლართვაზე, დაიოკეთ მოთხოვნილება რომ გქონდეთ ძალაუფლებრივი კარიერა, ან მსოფლიოს მართვის სურვილი, თავს ნება მიეცით ისიამოვნოთ ყოველდღიური რამეებით , მაგალითად, მოდუნდეთ საკუთარ სახლში ან შაბათ-კვირა უბრალოდ პიჟამაში გაატაროთ, ნაკლებად იდარდეთ იმაზე თუ როგორ შეგიძლიათ გარდაქმნათ სამყარო, უფრო მეტად იზრუნეთ თქვენს პირად უშფოთველობაზე, აქციეთ თქვენი სახლი თქვენს ციხე-სიმაგრედ, ქირაობის ნაცვლად შეიძინეთ სახლი, ისწავლეთ ღრმა რელაქსაცია, კავშირი იქონიეთ ბუნებასთან რომელიც უზრუნველგყოფთ ემოციური უსაფრთხოებითა და კომფორტით, აღმოაჩინეთ თქვენი პიროვნული ოსტატობა, აქციეთ თქვენი სახლი ჩინებულ, საუცხოო, მდიდრულ თავშესაფრად, სადაც განმარტოვდებით. ნუ მისცემთ თავს მშობლებს გიბიძგონ იმ კარიერისკენ რაც არ გინდათ.
აღმავალი კუროში მე-5 სახლში, დაღმავალი მორიელში მე-11 სახლში
გახდით პროდუქტიული არტისტი, გამოხატეთ თავი კრეატიულად ოღონდ შეინარჩუნეთ უშფოთველობა და სტაბილურობა, შეგიძლიათ ფული იშოვოთ აზარტული თამაშებით, იყავით ჯიუტი როდესაც საქმე ეხება თვითგამოხატვას, გამოყავით თავი ჯგუფისაგან და ნუ მისცემთ ნებას მათ დაგარწმუნონ თითქოს აღმოცენებული პრობლემები თქვენს შეუთანხმებლობაზეა დამოკიდებული, თავიდან აირიდეთ მეგობრებთან ძალაუფლებისთავის ბრძოლა, დაიოკეთ ორგანიზაციაში ძალაუფლების მოთხოვნილება, დარჩით თქვენს კურსზე და მიჰყევით თქვენს კრეატიულ ხედვას, იყავით ახლოს ხელოვნებასთან, შეიგრძენით ხელოვნების მატერიალური მხარე, საღებავის სუნი, საძერწის ფერი, ისიამოვნებით უბრალო სიამოვნებებით, რომელსაც სიყვარულითა და რომანისაგან იღებთ, ნუ აჩქარდებით სიყვარულში, ნუ გექნებათ სასიყვარულო კავშირი მეგობრებთან , მყარად დადექით მიწაზე, როდესაც საქმე ეხება თქვენი პირადი სიამოვნების მიღებას და რელაქსაციას, მიიღეთ სიამოვნება სიამოვნებისთვის, ნუ მისცემთ უფლებას ხელი შეგიშალონ ცხოვრებისეული სიხარულსი მიღებაში, ჩამოკიდეთ „არ შემაწუხოთ“ ნიშანი თქვენი სათამაშო ოთახის კარზე.
აღმავალი კუროში მე-6 სახლში, დაღმავალი მორიელში მე-12 სახლში
იქონიეთ მყარი რუტინა, იყავით სანდო და საიმედო სამსახურში, განივითარეთ მშვიდი და წყნარი დამოკიდებულება სამსახურის მიმართ, იმუშავეთ თქვენი საკუთარი რითმით, ჩართეთ ხელოვნება თქვენს სამუშაო გარემოში, მოაწყვეთ ლამაზი სამუშაო გარემო, შეეგუეთ ტიპიურ 9-დან 5-მდე სამსახურს, სპირიტუალური ტრანსფორმაცია ყველაფრის პასუხი არ არის, საფუძვლიანი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას. განავითარეთ უფრო რელაქსაციური, ნაკლებად დაძაბული დღიური რუტინა, იკვებეთ დასვენების დროს, ნუ შესწირავთ რეალობას რაიმე აკვიატებას, მიეჯაჭვეთ სისტემას, ნუ მისცემთ ნებას ხალხს წნეხის ქვეშ მოგაქციონ და სამსახური შეგაცვლევინონ, შეეგუეთ ფიქსირებულ სტაბილურ ხელფას, იყავით კმაყოფილი უბრალოდ იმიტომ რომ მუშაობთ, ისიამოვნეთ სხეულის თერაპიით, ისწავლეთ დააფასოთ თქვენი ჯანმრთელობა.
აღმავალი კუროში მე-7 სახლში, დაღმავალი მორიელში 1-ელ სახლში
იყავით კომფორტული ურთიერთობებში, ისწავლეთ რელაქსაცია და მყუდროებაში ყოფნა სხვა ადმიანთან ერთად, დაიოკეთ სურვილი მართოთ თქვენი გარემო, იყავით კმაყოფილი პარტნიორობაში, დაქორწინდით, ნუ იქნებით დიდ ხანს მარტო, იყავით ქორწინებაში დიდ ხანს, ნება მიეცით ურთიერთობას განვითარდეს თავისი რიტმით, გააანალიზეთ რომ აუციელებლი არ არის ურთიერთობებში დრამა ან მძაფრი შეგრძნებები იმისათვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ, იქონიეთ ურთიერთობა სტაბილურ, პრაქტიკულ დამოკიდებულ ადამიანთან, ჩამოაყალიბეთ ხანგრძლივი, მყარი, სანდო და მრავალმნიშვნელოვანი ურთიერთობა, განავითარეთ ურთიერთობის მგრძნობიარე მხარე, ისიამოვნეთ უბრალო სიხარულებით ქორწინებაში, ისწავლეთ ურთიერთობების დაფასება, განავითარეთ მასში სიმყარე, იყავით კმაყოფილი პრაქტიკული ქორწინებით ან პარტნიორობით, დააფასეთ თქვენი პარტნიორი.
აღმავალი კუროში მე-8 სახლში, დაღმავალი მორიელში მე-2 სახლში
მოთმინება იქონიეთ სხვების ემოციური ბაგაჟისა და კომპლექსების მიმართ, სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას შეინარჩუნეთ აუღელვებლობა, შეისწავლეთ ურთიერთობის მგრძნობიარე მხარე, თქვენი ემოციები თქვენთვის შეინახეთ, შეეგუეთ თქვენს კომლექსურობას და საკუთარი თავის შეცვლის სურვილი, მიყევით თქვენს ფასეულობებს ურთიერთობებში, აუჩქარებლად და დინჯად ჩაერთეთ ინტიმურ და ურთიერთობაში, ნუ აჩქარდებით, თავი შორს დაიჭირეთ გართულებული, კომლექსური მოტივებისაგან, იქონიეთ პრაქტიკული მიზეზები ხალხთან დაახლოებისას მშვიდად მიიღეთ თუ როგორ აღიქვამენ თქვენს ღირებულებებს სხვები, ისწავლეთ გაამარტივოთ სირთულეეები და პრობლემური საკითხები, კმაყოფილები იყავით ხალხით და მიიღეთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან, ჩაურთეთ თქვენს სექსუალურ ცხოვრებაში ხელოვნების ელემენტები, დაინახეთ სილამაზე კომლექსურობაში, გახდით პარტნიორი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გაერთიანებულ ფინანსებზე, სიკვდილის წინაშე იყავით მშვიდი.
აღმავალი კუროში მე-9 სახლში, დაღმავალი მორიელში მე-3 სახლში
განივითარეთ პრაქტიკული მსოფლმხედველობა, იპოვეთ სიმშვიდე მიწიერ ფილოსოფიაში, აირჩიეთ მიწიერი, ფიზიკური, რეალური ცხოვრების სტილი, იყავით კომფორტული თქვენს რწმენასთან, იპოვეთ ისეთი რწმენის სისტემა, რომელიც გთავაზობთ კომფორტსა და ნუგეშს, ეძიეთ სიმართლე, უარი თქვით ვიწრო აზროვნებაზე და იაზროვნეთ გლობალურად, იქონიეთ კავშირი ბუნებასთან და ასე განივითარეთ და გაიფართოვეთ თვალსაწიერი, დაიოკეთ ყოველდღიურ საუბრებში ხალხის პროვოცირების სურვილი, ნუ იქნებით დაძაბული შემთხვევით დისკუსიებში, იპოვეთ ფილოსოფია ან რელიგია რომელიც სიმშვიდეს მოგიტანთ და უერთგულეთ მას, გაიფართოვეთ თვალსაწიერი ხელოვნების დახმარებით, ისწავლეთ გაჩუმება და სხვების მოსმენა.
აღმავალი კუროში მე-10 სახლში, დაღმავალი მორიელში მე-4 სახლში
აირჩიეთ პრაქტიკული კარიერისაკენ მიმავალი გზა, გახდით ცნობილი როგორც სტაბილური და სანდო პიროვნება, აირჩიეთ კარიერა, რომელიც საშუალებას მოგცემთ რეალურად შექმნათ რაიმე, აირჩიეთ ერთი პროფესია და უერთგულეთ მას, წინააღმდეგობა გაუწიეთ ოჯახურ დრამებს, ნუ მისცემთ სხვას ნებას იმოქმედოს თქვენს კარიერულ გზაზე, თქვენი დაძაბულობა და გრძნობები პირადად შეინახეთ და მშვიდი იმიჯი იქონიეთ, ცნობილი გახდით როგორც არტისტულად ნაყოფიერი ადამიანი, მჭიდრო კავშირი იქონიეთ გარე სამყაროსთან, ნუ ჩაიკეტებით სახლში, გახდით სანდო ხელმძღვანელი, შეიქმენით სოლიდური რეპუტაცია, ნუ დანებდებით აღელვებას, ისწავლეთ გრძნობების შეკავება და თავის ხელში აყვანა, ნუ იქნებით მიდრეკილი მარტოობისაკენ, რათა ამან ხელი არ შეგიშალოთ გარესამყაროსთან ურთიერთობაში, გამოიყენეთ თქვენი ძლევამოსილი ემოციური რესურსები თქვენი კარიერის სასარგებლოდ.
აღმავალი კუროში მე-11 სახლში, დაღმავალი მორიელში მე-5 სახლში
ისწავლეთ გააზიაროთ თქვენი კრეატიულობა მყარი და სანდო გზებით, განავითარეთ ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობები, მჭიდრო კავშირი იქონიეთ რაიმე მიზნისათვის გაერთიანებულ ჯგუფებთან, იყავით შეუპოვარი და გამტანი, როდესაც საქმე ეხება გრძელვადიან მიზნებს, იყავით კმაყოფილი იმითაც, რომ უბრალოდ ადამიანთა მოდგმის ნაწილი ხართ. გაუზიარეთ ხალხს უფრო მარტივი ცხოვრების წესი, შეუერთდით „ნელი კვების მოძრაობას“, იყავით მყარი და სასარგებლო ჯგუფისათვის, ნუ გასწევთ რისკებს სიყვარულში, მოერიდეთ პრობლემურ სასიყვარულო ურთიერთობებს, განავითარეთ მყარი, მადლიერი მეგობრობა, ნუ იბრძლოებთ ძალაუფლებისთვის სიყვარულში, ნუ იქნებით კმაყოფილი ნაწამები არტისტის როლით, ნელა შეუერთდით დანარჩენ სოციუმს, თავი შორს დაიჭირეთ გართულებული რომანებისაგან, აკვიატებისაგან, ეჭვიანობისა და სასიყვარულო თამაშებისაგან.
აღმავალი კუროში მე-12 სახლში, დაღმავალი მორიელში მე-6 სახლში
განივითარეთ პრაქტიკული სულიერება, თქვენთვის პროდუქტიულობა მედიტაციასავით უნდა გახდეს, გახდით სულიერად წყნარი და მოდუნებული ადამიანი, თავი დაანებეთ ყოველდღიურ დაძაბულ სამსახურს, ნუ იბრძოლებთ ძალაუფლებისათვის სამსახურში, ნელა და მყარად იმუშავეთ თქვენი შიშების გადასალახად, არ დაუშვათ, რომ ვინმემ თქვენს სულიერ გზას ჩამოგაშოროთ, ნუ იდარდებთ ზედმეტად ჯანმრთელობაზე, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სტაბილურობა საავადმყოფოში დარჩენისასაც კი, განივითარეთ ურყევი შინაგანი გამძლეობა, სასარგებლოა ღრმა ძილი, დახატეთ თქვენი ოცნებები და ფანტაზიები, იყავით ჰარმონიაში თქვენი ოცნებების სამყაროსთან და ფსიქიკურ სამეფოსთან, განივითარეთ პრაქტიკული ფსიქიკური შესაძლებლობები, და გამოიმუშავეთ ფული ამით, ასევე სიზმრების ინტერპრეტაციით, ისწავლეთ კომფორტულად ყოფნა სიმარტოვეში და სიჩუმეში.
წყარო: astrofix.net
|