ni ka
Super Member

   
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 945
წევრი No.: 135857
რეგისტრ.: 13-September 11
|
#27897048 · 18 Oct 2011, 12:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩრდილოეთის კვანძი X სახლში, სამხრეთის კვანძი IV სახლში
საჭიროა მოწყდეთ ტრადიციებს, წინაპრებს, დამოკიდებულებას ოჯახურ კერაზე, უარყოთ ნათესავებისგან მხარდაჭერა და მფარველობა. საჭიროა აქტიურად ისწრაფოდეთ “ზევით”, დამოუკიდებლად გაკვალოთ ცხოვრების გზა, აირჩიოთ პროფესია, გახდეთ პროფესიონალი. ერთი გზის არჩევისას საჭიროა დაექვემდებაროთ ამ მიზანს და ბოლომდე პატიოსნად მისდიოთ მას, ორიენტაცია გააკეთოთ მხოლოდ საკუთარ თავზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვა ოჯახიც და ყველაფერი ისიც, რაც მეოთხე სახლს უკავშირდება. თუ მაინც დაეყრდნობით ვინმეს, ნათესავების მხარდაჭერას, მაშინ ეს მიგიყვანთ სახლისა და ოჯახის დაკარგვამდე, ფეხქვეშ მყარი ნიადაგის გამოცლამდე, სამშობლოში არ იქნებით აღიარებული. მშობლები ან წავლენ თქვენგან, ან გარდაიცვლებიან.
პ.პ. გლობა.
ჩრდილოეთის კვანძი 10 სახლში – სამხრეთის კვანძი მეოთხე სახლში
ჩრდილოეთის კვანძი მეათე სახლში უთითებს თანამედროვე პოპულალური დინებების გამოყენებაზე და პროფესიული წინსვლით გატაცებაზე. თუ ეს ადამიანი დაკავებულია პოლიტიკით, ადმინისტაციით ანდა ბიზნესით, ის ვალდებულია ითამსოს პუბლიკის დღევანდელი განწყობის მიხედვით იმისთვის, რომ წინ წასწიოს საკუთარი საქმე. ეს ადამიანები, ჩვეულებრივ პოპულარულები და საზოგადოების “ლუბიმჩიკები” არიან. უფრო ფრთხილმა დამკვირვებლებმა შეიძლება ჩათვალონ ისინი ოპორტუნისტებად. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მდებარეობა (ჩრდილოეთის კვანძი მეათე სახლში) უთითებს დიდებისკენ ზე სვლაზე და ადრეულ ასაკში პოპულარობაზე და უსახელობაზე/არაცნობადობაზე უფრო გვიანდელ ასაკში. სამხრეთი კვანძის მდებარეობა კი უთითებს ტრადიციულ კულტურებზე და საზოგადოებრივ ფასეულობებსა და ოჯახურ შეხედულებეზე, ასევე საოჯახო ცხოვრებაზე დამოკიდებულებას. ადამინებს შეუძლიათ ჰქონდეთ მიდრეკილება სახლში ჯდომისკენ (სახლში ჩაკეტვა) და გამოიყენონ სახლი როგორც სამყაროსგან პირადი გაცლისათვის და განამრტოებისათვის.
ფრენსის საკოიანი
ჩრდილოეთი კვანძი X სახლში – სამხრეთი კვანძი IV სახლში
იცოდე, რაზე დგახარ, კარგია თუ გაიგებ სად მიდიხარ.
ეს ადამიანი მიჯაჭვულია ადამინის ცხოვრებაში ოჯახის როლის ტრადიციულ შეხედულებებზე, ასევე მიწის დამუშავების მიღებულ მეთოდებზე, რომლებიც იწვევენ მასში სიღრმისეულ ნდობას. ზუსტად აქ, ასევე დამყარებულ ურთიერთობაში მამა-მარჩენალთან, აღიქვამს ადამიანი საზოგადეოების მიღებულ შეხედულებებს, რომლებიც წარმოადგენენ მისი გნავითარების უეჭველ/უაპელაციო ფუნდამენტს. პირიქით, საზოგადოების პოლიტიკური სისტემის ბიუროკრატიულობასა და საეკლესიო იერარქიაში ის ხედავს უფრო მოდურ და თანამედროვე სოციალურ დინებებს და აქ მიდრეკილია გამოიყენოს “ლევი” გზები. პასუხისმგებლობის გრძნობა, განსაკუთრებით ცხოვრებისეულ არჩევანში _ აქ ის მიდრეკილია განმარტოს ეს ყველაფერი საკმაოდ თვითნებურად, ირიენტაცია გააკეთოს სოციალურ მოდაზე, ხოლო ნების თავისუფლების იდეა განსაკუთრებით ძვირფასია, თუმცა მას შეიძლება არც თუ ზუსტად და კარგად ესმოდეს, რას ნიშნავს ეს იდეა. ადამიანის ცხოვრებაში სამუშაოსა და კარიერის როლის შესახებ წარმოდგენები ასევე იცვლება იმის შესაბამისად, თუ როგორია სოციალური მოდა და საჭიროებს უფრო სიღრმისეულ ანალიზს. გარეგან ცხოვრებაში უფრო გამყარებული და გაფორმებული იქნება ქვეცნობიერის პროგრამები, რომლებიც პასუხს აგებენ სიღრმისეულ რელიგიურობაზე და ცხოვრებისეულ პოზიციებზე, რაც დაბალ დონეზე იძლევა გადაჭარბებულ ინერტულობასა და სქელშუბლიანობას. დამუშავება იძლევა ჭეშმარიტ და სიღრმისეულ რელიგიურობას, ასევე სიბრძნეს ცხოვრებისეულ პოზიციებში, რომლებიც იქნება სანიმუშო მომავალი თაობებისთვის, მაგრამ ეს მიიღწევა მხოლოდ უმაღლეს დონეზე ადამიანის ფილოსოფიისა და სულიერი კულტურის მიხედვით, და იმ პირობით, რომ მოხდება ქვეცნობიერის ახალი პროგრამების ათვისება, რომლებიც ორიენტირებულია გარეგანი კარმის აღქმელობასა და პრაქტიკულ სულიერ ავტორიტეტებზე. სხვა სიტყვებით, ადამიანმა უნდა ისწავლოს თავისი პრაქტიკული სულიერი მასწავლებებების ხედვა ყველაზე განსხვავებულ მდგომარეობებში და მიჰყვეს მათ მითითებებს; და ამის გარდა, ეძიოს და გამოიმუშაოს ახალი ურთიერთობების ტიპები უფროსებთან და ხელქვეითებთან, ისწავლოს შინაგანად სხვანირად მიუდგეს პრაქტიკული მიზნებისა და ამოცანების, ასევე პრაქტიკული არჩევნების დაწყობას.
ავესალომ პოდვოდნი
ჩრდილოეთის კვანძი მეათე სახლში – სამხრეთის კვანძი მეოთხე სახლში
აქ ინდივიდი აღმოაჩენს, რომ აუცილებელია დროის უდიდესი ნაწილი დაუთმოს ოჯახს. ის თავს მუდმივად გრძნობს ხელქვეითად, თითქოს მას წინ ეღობება რაღაც ინდივიდუალობის გაცნობიერებაში. საქმე იმაშია, რომ მიმდინარე ცხოვრებაში ის შედის უდიდესი კარმით, რომელიც მითვლილია/მიბმულია მის ოჯახზე. წინა ინკარნაციებში ის იგნორს უკეთებდა მას, ვინც კვებავდა/აჭმევდა. ახლა მას უხდება კვებოს სხვები საკუთარი ხელით. მიმდინარე ცხოვრებაში ის აღმოაჩენს, რომ მისი პარტნიორი ქორწინებაში/მეუღლე და შვილები სრულიად არ აფასებენ, რომ ის ცდილობს გააკეთოს ყველაფერი მათთვის. გარდა ამისა, იმან უფრო მეტი უნდა გააკეთოს, თუ აპირებს როდესმე გადაზარდოს საკუთარი კარმა. დროთაგანმავლობაში მისი ტვირთი იმდენად მძიმე ხდება, რომ ვალდებულია ებრძოლოს საკუთარ თავს, რათა თავი შეიკავოს შინაგანი სიბრაზისა და აღშფოეთების გრძნობისგან. ქალი, ასეთი კვანძების მდებარეობით, განიცდის პრობლემებს, უკიდურეს შემთხვევაში, ერთ შვილთან დაკავშირებით მაინც, რომელიც მოითხოვს მისგან მისი დროის უდიდეს ნაწილს, ძალას, ენერგიას და მზრუნველობას, რადგანაც ამ ქალმა უნდა ისწავლოს ყველაზე სიღმისეულ დონეებზე დედობის პასუხისგებლობის გრძნობა. იმისთვის, რომ უფრო ღმად გაატაროს ცხოვრებაში ეს კარმა, მეუღლე ან არ ეყოლება გვერდით, ან მეუღლეს არ ექნება შესაბამისი ხასიათი, რაც ამ ქალს აიძულებს საბოლოო ჯამში, გახდეს ერთდროულად დედაც და მამაც შვილისთვის. პოზიტიური ანდა უარყოფითი ემოციები არასდროს ტოვებს ოჯახს. ინდივიდი მუდმივად გრძნობს გაქცევისა და თავისუფლად ყოფნის მოთხოვნილებას, მხოლოდ ერთია, გასული ცხოვრების მოგონებები, რომლებითაც მან საკუთარი თავი შებოჭა, არადსროს აძლევენ მას უფლებას სრულად განახორციელოს ეს მოთხოვნილება. პრაქტიკულად მთელი ენერგია იხარჯება ადამიანის გარშემო ურტთიერთობების გახსნაზე და გარჩევაზე. ზოგიერთ შემთხვევებში ოჯახში ხდება კონფლიქტები უძრავი ქონების გამო. ის ვალდებულია ისწავლოს არ მიეცეს უიმედობას, რამდენადაც მისი ოჯახის მოთხოვნილებები მუდმივად იზრდება იქამდე, რომ დრო და დრო ისინი ხდებიან საკმარისად დიდი, ვიდრე ელოდა. ხშირად მას იპყრობს გაოგება ყველაზე ახლობელი ადამიანების ქმედებისგან. რამდენადაც გარეგნულად შეიძლება ჩანდეს გამოცდილი და დახვეწილი, მაგრამ მაინც რჩება თითქმის ბავშვურად მიამიტი საკუთარ ახლობლებთან ურთიერთობებში. ზოგიერთი ადამიანი, ასეთი კვანძების მდებარეობით, ვალდებულია გავიდნენ ისეთ სამუშაოზე, რომელიც ოჯახისთვის უზრუნველყოფის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. სხვები კი ხვდებიან ოჯახის ზედამხედველის პოზიციებზე. ყოველთვის არსებობს კონფლიქტი, იმის გამო თუ რა უნდოდა მას გაკეთებინა საკუთარი თავისთვის და რა უნდა გააკეთოს საყვარელი ადამიანებისთვის. მუდმივად ხვდება ისეთ სიტუაციებში, რომლებიც აცდუნებენ მოახდინოს მათზე ბავშვური რეაგირება, ის ვალდებულია ისწავლოს, თუ როგორ გაიზარდოს. ის ვალდებულია ამაღლდეს ოჯახურ დისჰარმოანიაზე და გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა მიაღწიოს პირად ღირსებას. მხოლოდ მაშინ გაიგებს საყვარელი ადამიანების მოთხოვნებს, და მოახერხებს განთავისუფლდეს კარმისთვის. როცა ის “უხვევს” ჩრდილოეთი კვანძის მეათე სახლისკენ, ბოლოს და ბოლოს, იღებს გავლენიან როლს. ვალდებულია კონცეტრირება მოახდინოს ცხოვრების უმაღლეს აზრზე, და არა ოჯახის ახლო წევრების უაზრო მოთხოვნილებებზე. პარადოქსულია, მაგრამ თავს აღწევს ერთ ოჯახს, ქმნის ახალს, სანამ საბოლოო ჯამში, ყოველი ადამიანი, რომელსაც ის ხვდება და უყვარს, არ ხდება მისთვის ჩამთრევი ფსევო-უნივერსალური ოჯახის მოდელად. წლების გასვლის შემდეგ ცხოვრება ახსენებს _ “მოხუც ქალს, რომელიც ცხოვრობდა ჩექმაში”. მისი უდიდესი ბედნიერება მოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც აქვს უნარი და სურვილი შესთავაზოს სხვებს საკუთარი სისხლიც კი. უფრო გვიან ასაკში ის კვლავ სიხარულით იპატიჟებს სხვა ადამიანებს, რათა გახდეს მათ საყრდენად. მისი მისია – განცალკევდეს/გათავისუფლდეს ემოციური უმწიფლობისგან და იმოძრაოს პასუხისმგებლობის მიმართულებით, რომელიც მას უთითებს, რომ ყოველი ადამიანი, რომელსაც გზაზე აყენებს, წარმოადგენს სულერი ევოლუციის ბილეთისათვის კიდევ ერთ შენატანს. ნიშანი, რომელსაც ეხება სამხრეთის კვანძი, უთითებს გზაზე, რომელშიც ის ხვდება სხვების უმწიფრობას, ასევე საკუთარი თავი დაბლოკვის მცდელობას საკუთარი პოტენციალის მიღწევისას. ნიშანი, რომელიც უთითებს ჩრდილოეთ კვანძზე, უთითებს სიმწიფის განვითარების მნიშნველოვანი მიმართულების გზაზე.
მარტინ შულცმანი * * * ჩრდილოეთის კვანძი X სახლში – სამხრეთის კვანძი IV სახლში გამოიმუშავებს მამის კომპლექსს, დედის მიმართ სიძულვილს (ქალებში პირიქით). ბევრი კაცი ასეთი კვანძებით ჰომოსექსულია, ქალები _ ლესბოსელები. რახუ X სახლში – თქვენ უნდა იმეფოთ. კარმულად აღიარებულნი ხართ როგორც ხელმძღვანელი და უნდა მოწყდეთ ფესვებს.
ლარისა ნაზაროვა
ჩრდილოეთის კვანძი X სახლში, სამხრეთის კვანძი IV სახლში
ადამიანი მიჯაჭვულია ადამიანის ცხოვრებაში ოჯახის როლსა და სამშობლოს ტრადიციულ შეხედულებებზე, ასევე ასევე მიწის დამუშავების მიღებულ მეთოდებზე, რომლებიც იწვევენ მასში სიღრმისეულ ნდობას. ზუსტად აქ, ასევე დამყარებულ ურთიერთობაში მამა-მარჩენალთან, აღიქვამს ადამიანი საზოგადეოების მიღებულ შეხედულებებს, რომლებიც წარმოადგენენ მისი გნავითარების უეჭველ/უაპელაციო ფუნდამენტს. პირიქით, საზოგადოების პოლიტიკური სისტემის ბიუროკრატიულობასა და საეკლესიო იერარქიაში ის ხედავს უფრო მოდურ და თანამედროვე სოციალურ დინებებს და აქ მიდრეკილია გამოიყენოს “ლევი” გზები. პასუხისმგებლობის გრძნობა, განსაკუთრებით ცხოვრებისეულ არჩევანში _ აქ ის მიდრეკილია განმარტოს ეს ყველაფერი საკმაოდ თვითნებურად, ირიენტაცია გააკეთოს სოციალურ მოდაზე, ხოლო ნების თავისუფლების იდეა განსაკუთრებით ძვირფასია, თუმცა მას შეიძლება არც თუ ზუსტად და კარგად ესმოდეს, რას ნიშნავს ეს იდეა. ადამიანის ცხოვრებაში სამუშაოსა და კარიერის როლის შესახებ წარმოდგენები ასევე იცვლება იმის შესაბამისად, თუ როგორია სოციალური მოდა და საჭიროებს უფრო სიღრმისეულ ანალიზს. გარეგან ცხოვრებაში უფრო გამყარებული და გაფორმებული იქნება ქვეცნობიერის პროგრამები, რომლებიც პასუხს აგებენ სიღრმისეულ რელიგიურობაზე და ცხოვრებისეულ პოზიციებზე, რაც დაბალ დონეზე იძლევა გადაჭარბებულ ინერტულობასა და სქელშუბლიანობას. დამუშავება იძლევა ჭეშმარიტ და სიღრმისეულ რელიგიურობას, ასევე სიბრძნეს ცხოვრებისეულ პოზიციებში, რომლებიც იქნება სანიმუშო მომავალი თაობებისთვის, მაგრამ ეს მიიღწევა მხოლოდ უმაღლეს დონეზე ადამიანის ფილოსოფიისა და სულიერი კულტურის მიხედვით, და იმ პირობით, რომ მოხდება ქვეცნობიერის ახალი პროგრამების ათვისება, რომლებიც ორიენტირებულია გარეგანი კარმის აღქმელობასა და პრაქტიკულ სულიერ ავტორიტეტებზე. სხვა სიტყვებით, ადამიანმა უნდა ისწავლოს თავისი პრაქტიკული სულიერი მასწავლებებების ხედვა ყველაზე განსხვავებულ მდგომარეობებში და მიჰყვეს მათ მითითებებს; და ამის გარდა, ეძიოს და გამოიმუშაოს ახალი ურთიერთობების ტიპები უფროსებთან და ხელქვეითებთან, ისწავლოს შინაგანად სხვანირად მიუდგეს პრაქტიკული მიზნებისა და ამოცანების, ასევე პრაქტიკული არჩევნების დაწყობას.
რახუ მეათე სახლში
ეს ძლიერი პოზიციაა, რომელიც უთითებს ადამიანზე მაღალი მდგომარეობით, მის სიღრმისეულ რელიგიურ ნატურაზე, დიდ შესაძლებლობებზე მისი სამუშაოს სფეროში და კარგ შემოსავლებზე, კლასიკური ტექსტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ადამიანები მოინახულებენ წმინდა ადგილებს, აწარმოებენ ჰუმანიტარულ საქმიანობას, ექნებათ ხელოვნების უნარი; მათ ექნებათ საიდუმლო შეხვედრები.
კეტუ მეოთხე სახლში
ადრეული მონატრება დედასთან დაკავშირებით და გვაროვნული ქონების დაკარგვა. შეიძლება იყოს პირადი მოგზაურობები სახლიდან მოშორებით და იმ მიწის გაფლანგვა, რომლის გამოც ამ ადამიანმა თავდაუზოგავად იშრომა. შეიძლება ვივარადოთ, რომ ეყოლება მცირე რაოდენობა ახლობლებისა და მიდრეკილი იქნება გულის დაავადებებისკენ. ეს ადამიანები, ჩვეულებრივ, ცხოვრობენ საკუთარი დაბადების ადგილიდან მოშორებით, მოინახულებენ არაჩვეულებრივ ადგილებს, ისინი მიდრეკილნი არიან საკუთარი პროფესიული სტატუსის ცვლილებებისკენ და აინტერესებთ სულიერი საკითხების შესწავლა.
ინდუბალა
რახუ X სახლში _ კეტუ IV სახლში (ინდური ტრადიციების ინტერპრეტაციის მიხედვით) ძალიან კარგი მდებარეობაა. ადამიანი აღწევს უმაღლეს მდგომარეობას. ის იმუშავებს საზოგადოების კეთილდღეობისთვის, და საზოგადოდება მის ღვაწლს დააფასებს. ის ადრეულად დაიწყებს საკუთარი ფულის გამომუშავებას და მშობლების დახმარებას. თავად მიხედავს საკუთარ განათლებას, შეისწავლის მეცნიერებებს, ხელოვნებას. უფრო ეყვარება განსხვავებულად მოაზროვნეებთან შეხვედრა, ვიდრე თანამოაზრებთნთან, ანუ ახლის შეცნობა. შვილები ეყოლება ერთი ან ორი; მას ექნება იმ ქალების მიმართ სისუსტე, რომლებიც არიან ქვრივები ანდა მასზე მნიშვნელოვნად დაბლა იდგებიან სოციალურ საფეხურზე. თუ X სახლი _ ტყუპია ანდა ქალწული, ყველაფერი ზემოთ ნათქვამი მძაფრდება. ადამიანი გახდება “ვარსკვლავი” და ბევრ სიკეთეს გაუკეთებს ადამიანებს. კეტუ IV სახლში _ ცუდი ურთიერთობა დედასთან; დედა ჩვეულებრივ ავადაა, გაჭირვებულია ანდა ეწევა უჩვეულო ცხოვრებას. თავად ადამიანს კი სურს ჩავიდეს ყველაფრის არსამდე, იპოვოს ცხოვრების აზრი. ჩვეულებრივ ის ცხოვრობს ძალიან ძველ სახლში, ტარაკნებთან ხოჭოებთან და მსგავს არსეებებთან ერთად. და ყველაფერი(საკუთრება) მას ასეთივე ძველი აქვს. ის ადრე ტოვებს მშობლებს და მიდის სახლიდან. პრობლემები განათლების მიღებასთან დაკავშირებით. თუ მეოთხე სახლი _ ტყუპებში ანდა ქალწულშია, მაშინ დედასთან ყველაფერი კარგად აქვს; ის/დედა – შემოქედებითი ადმაიანია და ეხმარება შვილს (ვაჟს). საკუთრებაც ასევე ნორმაშია, განათლებაც იქნება მიღებული, განათლების ხარისხი, ალბათ, ასევე იქნება; ხშირად ასეთი ადამიანები – დირექტორები საქველმოქმედო ანდა საგანმანთლებლო დაწესებულებების.
ჰეტ მოსნტერი
აღმავალი მეათე სახლში
აქ მთვარის კვანძები თამაშობენ შესამჩნევ როლს პროფესიის არჩევაში. კარიერა და ოჯახი, სადაც მდებარეობს წონასწორობის წერტილი (უთითებენთითოეული კვსნძის ნიშნები და ასპექტები). საჭიროა ეძიოს ოქროს შუალედი სამსახურთან და ოჯახთან მიმართებაში. ქვეცნობიერი მიდრეკილება მაღალი მდგომარეობისკენ, ცნობადობისკენ, ძალაუფლებისკენ. ადამიანს უწევს მძიმედ მუშაობა ოჯახისა და შვილებისთვის, არ აკეთებს გათვლას და არ ელოდება მადლობას, მსხვერპლად იღებს წარმატებასა და კარიერას (ჩრდილოეთის კვანძის მეოთხე სახლთან ოპოზიციისას). ჩრდილოეთის კვაძი აქტიურია, ისწრაფვის სიახლეებისკენ და იუპიტერის ხასიათი აქვს, განსაკუთრებით ხაზს უსვამს ნიშნებში, სადაც ძლიერია იუპიტერი ანდა ურანი (მშვილდოსანი,თევზი, მერწყული). დამახასიათებელია კვანძების მიმართულების დამთხვევა კიპლინგისა და ინგლისის ჰოროსკოპებში. კიპლინგი _ პატრიოტი მწერალი, აპოლოგეტი ბრიტანული იმპერიალიზმისა, რამდენადაც მისი კარიერა იხსნება ზუსტად მეოთხე სახლის კვანძით (სამშობლო). გამოკვეთილი მეოთხე სახლისას ადამიანი მხარს უჭერს და იცავს სოციალურ და კულტურულ ფასეულობებს, რომელიც მას გარს ახვევია, განსაკუთრებით სახლისა და ოჯახის სფეროში. ეს ნიშნავს - კეთილგანწყობილი შეხვედრები თანამოაზრეებთან, სამსახურსა და სახლის პირობებში, ოჯახურ ბედიერებას, უთითებს კეთილგანწყობაზე სიბერეში და ცხოვრების ბოლოზე შიშებისა და პრობლემების გარეშე. არცთუ იშვიათად ის _ ერთადერთი მშობელი, რომელსაც აწევს საოჯახო საქმეების მთელი სიმძიმე (შეადარეთ იუპიტერისა და სატურნის მნიშვნელოვან ძალას/ზეგავლენას). ოჯახის კერა _ ადამიანისთვის ციხეა (ძლიერი სატურნი ჰოროსკოპში!), ცნობიერად ანდა გაუცნობირებლად ის ელოდება, როდის დაინგრევა ეს ციხე. ოპტიმიზმი, გრძნობა პასუხისგებლობისა, მამაცობა გადაწყვეტილებების მიღებისას _ მნიშვნელოვანი ფაქტორები კარიერაში წარმატებისთვის. წარმატებული კარიერა შესაძლებელია მხოლოდ მშობლების სიკვდილის და საკუთარი შვილების ყოლის შემდეგ. მიუხედავად ბავშვობაში სირთულეებისა, ადამიანი იყო ლიდერი თავის თანატოლებში და მუდმივად იძენდა ავტორიტეტს მის გარშემო მყოფ საზოგადოებაში. რაც უფრო ახლოს არის ჩრდილოეთის კვანძი მც-სთან, მით კარგია. ხაზგასმული მეათე სახლის დროს ადამიანი _ აქტიური პოპულისტია. ხაზგასმული მეოთხე სახლის შემთხვევაში ადამიანს ენგრევა საოჯახო-სამუერნეო საქმეები და ურთულდება მშობლებთან ურთიერთობები.
დაღმავალი მეოთხე სახლში
განსაკუთრებული მნიშვნელობას იძენს სახლის წვერთან ახლოს ყოფნისას. პირველ ადგილზე გამოდის საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობა. ოჯახი და საკუთარი სახლი განიხილება როგორც საძინებელი ადგილი და თავშესაფარი დასვენებისთვის. ყურადღების უკმარისობის გამო სახლი მოუწყობელი აქვს, რომელიც კომპენსირდება სამუშაო ადგილის კეთილმოწყობით. ადამიანი სამსახურში იკავებს მაღალ თანამდებობას, მისი რეპუტაცია ეცემა ოჯახური უსიამოვნებების გამო.
ფელიკს ველიჩკო
This post has been edited by ni ka on 18 Oct 2011, 13:10
|