სინასტრული ჰოროსკოპიბევრად უფრო მნიშვნელოვანია პირადი ჰოროსკოპების ჰარმონია,რომელსაც გვიჩვენებს მათი თანაფარდობა (სინასტრია). სინასტრული ჰოროსკოპის აგებისთვის საჭიროა დავხაზოთ ორივე პარტნიორის ჰოროსკოპი ერთი მეორეში ისე,რომ ნიშნები ემთხვეოდეს ერთმანეთს (პირველი პარტნიორის ვერძის 0 გრადუსი უნდა ემთხვეოდეს მეორე პარტნიორის ვერძის 0 გრადუსს) <<შენიშვნა: ეს რაღაც ახალია. ალბათ გამარტივების გამო?
ამის შემდეგ უნდა განვსაზღვროთ პირველის პლანეტების ასპექტები მეორის პლანეტებისადმი. მაგალითად,ერთ-ერთი პარტნიორის ჰოროსკოპში მარსი დგას ვერძის მე-15 გრადუსში, ხოლო მეორე პარტნიორის ვენერა დგას ვერძის მე-17 გრადუსში. ეს ნიშNავს,რომ სინასტრულ ჰოროსკოპში არსებობს წყვილი მარსი-ვენერა.
სინასტრულ ჰოროსკოპში უპირველესად ყურადღება უნდა მივაქციოთ
პოლარული პლანეტების კავშირთა არსებობას: მზესა და მთვარეს, მარსსა და ვენერას ან ჯვარედინა კავშირებს: მზესა და ვენერას,მარსსა და მთვარეს. აგრეთვე მნივშნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს ამ პლანეტების
დადებითი ასპექტებიც. პოლარული კავშირები მიგვითითებს ადამიანთა ურთიერთკავშირის ხანგრძლივობაზე. თუ ასეთი კავშირები არსებობს (განსაკუთრებით მზე-მთვარე და მარსი-ვენერა), ე.ი. ქორწინება გარდაუვალია და რაც არ უნდა საეჭვო ჩანდეს ის დასაწყისში,დროთა განმავლობაში იგი აძლიერებს არსებულ გრძნობებს ამ ადამიანთა შორის.
თუ არსებობს პოლარულ პლანეტათა
დაძაბული ასპექტები,ეს მიგვითითებს დაუვიწყარ სიყვარულზე,რომელიც პერიოდულად ხან ცხრება და ხან ისევ აღმოცენდება (მაგ:
მზე მთვარის ოპოზიცია საკმაოდ მდგრადია მიუხედავად იმისა,რომ ცოლი მუდამ სამსახურშია,ხოლო ქმარი მივლინებებში..ან
კვადრატი ვენერა-მარსს შორის საყვარლებისთვის დამახასიათებელი ტიპიური ასპექტია,რომლებსაც არც დაქორწინება შეუძლიათ და არც დაცილება).
ამასთანავე მნიშვნელობა არ აქვს ვის რა პლანეტა აქვს. ადრე ითვლებოდა,რომ მამაკაცს უნდა ჰქონდეს მდედრი პლანეტა (მთვარე ან ვენერა) ,ხოლო ქალს -მამრი (მზე ან მარსი). მდგრადი წყვილების დიდ ნაწილს გააჩნია
მზე-მთვარის ასპექტი. ეს ერთგვარად ერთი მთლიანობის ნაწილია,რომლებმაც იპოვეს ერთმანეთი

დამთხვევა იმას ნიშნავს,რომ ოჯახში ენერგეტიკა გაწონასწორებულია.
მარს-ვენერას არსებობა ქორწინების დროს ხელს უწყობს პარტნიორთა შინაგან პოტენციალს და მათ ემოციურ ცხოვრებას .ასეთი ხალხი დიდხანს რჩება მოძრავი და ახალგაზრდა,ეჭიდებიან დიდ საქმეებს და ხშირად დადიან ლაშქრობებში. მზე-მთვარის წყვილი უფრო წყნარია და შესაძლოა დაკავებული იქნეს მხოლოდ ნორმალური სოციალური ცხოვრებით.
მზე-ვენერას წყვილი კომფორტულ და სასიამოვნო ცხოვრებას მისდევს.იგი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ხალხისთვის,ვისაც ბავშვობიდან არ ჰყოფნის საკმარისი სითბო და სიყვარული. ეს წყვილი განსაკუთრებით ზრუნავს ოჯახის ეკონომიურ კეთილდრეობასა და დღეგრძელობაზე (ოჰო).
მარსისა და მთვარის წყვილი იდეალური ქალისა და აქტიური მამაკაცის კავშირია. ამ ასპექტის მქონე წყვილები ადრე ქორწინდებიან,მაგრამ ძალზე დიდ იშვიათობას წარმოადგენენ.
ხშირად გვხვდება ადამიანების ახლო კავშირი
მზე-მარსის (ვნება და საკუთარი თავის აღიარება) და
მთვარე-ვენერის (სინაზე და ინტიმი) ასპექტებით,მაგრამ პოლარულობის პრინციპი ამ შემთხვევაში შენარჩუნებული არაა,ამიტომ ეს კავშირი უკეთესია მეგობრობისა და სიყვარულისთვის,ვიდრე ოჯახის შესაქმნელად.
სინასტრულ ჰოროსკოპებში ასევე ხსირად ვხვდებით მზის,მთვარის,ვენერასა და მარსის დამტხვევას პარტნიორის ასცენდენტთან. ამ დროს ადამიანი სხვა ადამიანში ამოიცნობ საკ. თავს (ამასთან,ის,ვისიც მთვარეა,გრძნობს პარტნიორის სულიერ სამყაროს, ხოლო ის,ვისიც ასცენდენტია-პარტნიორში საკუთარ თვისებებს ხედავს) ,მაგრამ ეს მახასიათებლები ქორწინებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.
მათთვის,ვისთვისაც პირველ ადგილს იკავებს სოციალური თვალსაზრისით საკუთარი ცხოვრების მოწყობა,წინა პლანზე გამოდის
იუპიტერი და იუნონა. სინასტრიაში ამ პლანეტების დამთხვევა იდეალური ქორწინების სიმბოლოს წარმოადგენს, იუპიტერი ბედნიერების პლანეტაა და სოციალური საფუძვლის გამყარების საშუალებას იძლევა.. ხშირია
იუპიტერისა და ვენერის გადაკვეთა-ესაა მატერიალური შენაძენებისა და მშვიდი ბედნიერების მაუწყებელი,ხოლო
იუპიტერისა და მზის გადაკვეთა- მამაკაცი შემომტანი და ქალი დიასახლისი როლების საშუალებას იძლევა. ,
იუპიტერი-მთვარის ასპექტი სტუმართმოყვარე სახლსა და ოჯახს მიუთითებს.
ასევე უნდა აღინიშნოს
VII სახლი, რომელიც აბსტრაქტულად მიგვანიშნებს იმ თვისებებზე,რომლებიც უნდა ახაიათებდეს პარტნიორს. მაგ: თუ მეშვიდე სახლი იწყება ვერძში ან მასში დგას მარსი (მე-7 სახლში) ეს იმას ნიშნავს,რომ მისი პარტნიორი ცხოვრებისეულად აქტიური უნდა იყოს, კონკრეტულ შემთხვევაში,მე-7 სახლი მკაცრად არ მიგვითითებს ნიშანზე, ეს უბრალოდ ისაა,რასაც ადამიანი თვლის თავისი ტავის საწინააღმდეგოდ და იგი შეიძლება სულაც არ მიილტვოდეს მე-7 სახლის თვისებების მქონე ადამიანისკენ,თუ მას ტავად გააჩნია იგივე თვისებები. .როდესაც მე-7 სახლი გადავსებულია პლანეტებით,ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს პარტნიორის არჩევისას. ასევე,მე-7 სახლი განაპირობებს არჩევანს იმ შემთხვევაშიც,როცა გვაქვს რამდენიმე არჩევანი (სავარაუდოდ არჩევანს გადაწონის მე-7 სახლის თვისებების მქონე ადამიანისკენ).
ქვემოთ რაცაა,ცოტა დაუჯერებლად მეჩვენება,მაგრამ დავწერ,ტქვენი აზრი მაინტერესებს
ბავშვების ჰოროსკოპში ხშირად ვხვდებით მშობლების საერთო ასპექტებსაც,ამავე დროს ძალიან საინტერესო ისაა,რომ ჭარბობს იმ მშობლის ასპექტებთან გადაკვეთა,რომელსაც უფრო მეტად უნდოდა მისი დაბადება (?) ,ამავე დროს ხშირია,როცა ბავშვი უფრო ემსგავსება ბებიასა და ბაბუას და მსგავსი ჰოროსკოპი აქვს როგორც გადაკვეთებით,ასევე ასპექტებით.
ასევე ხშირად ხდება,რომ ქალი აჩენს ბავშვს,რომელიც მისი იდეალური პარტნიორის ჰოროსკოპის მატარებელია