Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(35)
« პირველი
...
9
10
[11]
12
13
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სინასტრია
, შეთავსებადობა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aanuka
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
aanuka
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1063
წევრი No.: 136239
რეგისტრ.: 24-September 11
#28828629
· 19 Dec 2011, 15:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიხეილ ცაგარელი
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებში შეიძლება აღინიშნოს 12 ძირითადი ეტაპი, რომლებიც შეესაბამება 12 ზოდიაქოს გავლენას. მამაკაცი ურთიერთობებს იწყებს ვერძიდან (აქტიურად), ხოლო ქალი საწყის ეტაპზე ურთიერთობებს იწყებს უფრო პასიურად, თევზების ზოდიაქოს შესაბამისად და ვერძისათვის დამახასიათებელი აქტიურობით ამთავრებს. ცხოვრების მანძილზე ასეთი ციკლი შესაძლებელია რამდენჯერმეც კი განმეორდეს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში. გთავაზობთ ამ პრინციპის 12 ძირითად ეტაპს.
ეტაპი 1.
მამაკაცი - აქტიურია, შეუპოვარი, იმპულსური (ვერძი).
ქალი - იდუმალი, საკუთარ თავში ჩაკეტილი, ჩუმია (თევზები).
ეტაპი 2.
მამაკაცი – ახდენს შთაბეჭდილებებს, ამახვილებს ყურადღებას, მომთმენია (კურო).
ქალი - ორიგინალური, ქალური და მოულოდნელია (მერწყული).
ეტაპი 3.
მამაკაცი - აგროვებს ინფორმაციას, კომუნიკაბელურია (ტყუპები).
ქალი - მიზანს ისახავს და მიზნისაკენ მიმავალ გზებს სახავს (თხის რქა).
ეტაპი 4.
მამაკაცი - ქალისაგან ითხოვს ყურადღებას, მოფერებას, მზარეულისა და დიასახლისის თვისებებს (კირჩხიბი).
ქალი - მზად არის, ყველაფერი მისცეს მას, ოღონდ ურთიერთობათა ოფიციალურად გაფორმების შემდეგ (მშვილდოსანი).
ეტაპი 5.
მამაკაცი - მას სურს, საოჯახო ოლიმპზე, მეფის ადგილი დაიკავოს, ითხოვს მორჩილებას (ლომი).
ქალი - ელოდება სიყვარულს, ვნებას, მზად არის ცხოვრების გარდასახვისათვის (მორიელი).
ეტაპი 6.
მამაკაცი - კრიტიკული ხდება, ყურადღებას აქცევს ყველა წვრილმანს (ქალწული).
ქალი - ილამაზებს თავს, სახლს, კავშირებს და კვლავ ცდილობს ურთიერთობების იურიდიულად გაფორმებას (სასწორი).
ეტაპი 7.
მამაკაცი - მზად არის ურთიერთობათა გასაფორმებლად და კომპრომისებზე წასასვლელად (სასწორი).
ქალი - მეტად აქცევს ყურადღებას წვრილმანებს (სისუფთავეს, წესრიგს), კრიტიკულია (ქალწული).
ეტაპი 8.
მამაკაცი - მასში იღვიძებს ვნება, რისკი, ამიტომ ღალატის ალბათობა მატულობს (მორიელი).
ქალი - ითხოვს პატივისცემას, აღიარებას, მეფურ დაფასებას (ლომი).
ეტაპი 9.
მამაკაცი - მისთვის მთავარი ხდება - სოციუმი, პოლიტიკა, იდეოლოგია, რელიგია, მოდურობა (მშვილდოსანი).
ქალი - მეტად ჩაკეტილია სახლში, ჩართულია ბავშვების აღზრდაში. მეტად ემოციური ხდება მეუღლის უყურადღებობების გამო (კირჩხიბი).
ეტაპი 10.
მამაკაცი - მიილტვის პროფესიონალური კარიერისკენ, მიზნისკენ (თხის რქა).
ქალი - მისთვის მთავარი ხდება - კონტაქტები, ახალი ინფორმაცია, ჭორები (ტყუპები).
ეტაპი 11.
მამაკაცი - მას ესაჭიროება თავისუფლება, ახალი იდეები, კონტაქტები (მერწყული).
ქალი - მიილტვის სილამაზისა და ჰარმონიისკენ, არსებული სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ (კურო).
ეტაპი 12.
მამაკაცი - იკეტება საკუთარ თავში, ხდება ეჭვიანი, იდუმალი, დეპრესიული (თევზები).
ქალი - ხდება იმპულსური, აქტიური, მებრძოლი და მზად არის, ყველაფერი თავიდან დაიწყოს (ვერძი).
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Papillon
Crazy Member
ჯგუფი: Members
Papillon
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2508
წევრი No.: 123248
რეგისტრ.: 3-November 10
#28857565
· 21 Dec 2011, 14:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მგონი სურათით უფრო მარტივად გამოიხატება რაც წერია,ვიდრე ტექსტით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
T1ko
Crazy Member
ჯგუფი: Members
T1ko
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2947
წევრი No.: 118930
რეგისტრ.: 28-July 10
#28857998
· 21 Dec 2011, 14:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Papillon
QUOTE
მგონი სურათით უფრო მარტივად გამოიხატება რაც წერია,ვიდრე ტექსტით
ასე გაცილებით მრტივია,ჩემთვის
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Papillon
Crazy Member
ჯგუფი: Members
Papillon
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2508
წევრი No.: 123248
რეგისტრ.: 3-November 10
#29511259
· 2 Feb 2012, 14:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლექციები სინასტრიის შესახებ (როჟანსკის მიხედვით)
ასტროლოგიამ ჩვენს დროში უკვე გაიარა ის ზღვარი,როცა არსებობდა ერთიანი ასტროლოგია. თვითონ ერთი მიმდინარეობის შიგნითაც კი საკმაოდ ბევრი და მოცულობითი მასა იმალება: ფსიქოლოგიური,გეოგრაფიული,კარმული,სამედიცინო და ა.შ. მაინც რა არის დრო? როგორ შეიძლება მისი გაზომვა? დედამიწა ღერძის გარშემო ტრიალებს და დღეს ღამე ცვლის, დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს და იცვლება სეზონები, საათის ისრები ტრიალებს და კვლავ პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. ჩვენ ვხედავთ,რომ დრო არსებობს იმდენად,რამდენადაც არსებობს ციკლი.ჩვენ კი ცხოვრებაში 3-4 ციკლი მაინც დაგვჭირდება რათა დროის გაზომვა შევძლოთ,თუმცა ციკლი ერთი არაა,არსებობს რამდენიმე ციკლი და თითოეულში რაღაც განუმეორებელია. ასტროლოგია ესაა მეცნიერება დროზე,ციკლებზე და მათ ურთიერთქმედებაზე. ჩვენ შეგვიძლია ასტროლოგიაში ვნახოთ კონკრეტული დრო ,ამისთვის ასტროლოგიურ რუკას ვიყენებთ,შეგვიძლია ეს რუკა შევადაროთ სხვა ობიექტის რუკას და ვთქვათ როგორ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რა ურთიერთობა აქვთ.
სწორედ ამას შეისწავლის სინასტრია.
სინასტრიით შეგვიძლია შევისწავლოთ ორი ადამიანის ურთიერთობა (ცოლ-ქმარი, უფროსი-თანამშრომელი, დამნაშავე-მსხვერპლი, ექიმი-პაციენტი,მშობელი-შვილი და ა.შ.), კოლექტივის შიგნით ურთიერთდამოკიდებულება, ადამიანისა და ორგანიზაციის ურთიერთობა, ადამიანისა და ქვეყნის ან ქალაქის ურთიერთდამოკიდებულება, ქალაქების,ქვეყნების,ორგანიზაციების ერთმანეთთან დამოკიდებულება და ა.შ. მოკლედ,სინასტრია მრავალმხრივია ,მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებთ სინასტრიის იმ ნაწილზე,რომელსაც ყველაზე ხშირად ექცევა ყურადღება-ორ სქესს შორის ურთიერთობის სინასტრიაზე.
შეგვიძლია ვთქვათ,რომ განსაკუთრებით სინასტრიაში სწორია თეზისი
„არ არსებობენ შემთხვევითი ადამიანები“
. ნებისმიერი ადამიანი,რომელთანაც შეხვედრა,ურთიერთობა გიწევთ, თუნდაც ეს იყოს ქუჩაში შემხვედრი ადამიანი,რომელმაც სიგარეტი გთხოვათ,ან თუნდაც ეს იყოს თქვენი მტერი,თითოეულს აქვს თქვენს ცხოვრებაში რაღაც ფუნქცია. პირველ მაგალითში ეს ფუნქცია არც ისე მნიშვნელოვანია,ხოლო მეორე შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს. ზოგჯერ გაგიგიათ ალბათ ნათქვამი „ ეს ადამიანი სრულიად შემთხვევით გახდა ჩემი ქმარი,ჩვენს შორის საერთო არაფერია“, „ჩემთვის გასაფიქრებლადაც წარმოუდგენელია,რომ ეს ქალი ჩემი ცოლია“ და მსგავსი ტიპის სხვა გამონათქვამები. ასეთი რეაქცია შესაძლოა გამოწვეული იყოს სიტუაციის სრული გაუგებრობით და ასევე საკუთარი თავის გაურკვევლობით. თუ ადამიანი თქვენთვის ახლობელი გახდა ე.ი. არსებობს რაღაც მიზეზი ან მიზეზები,რამაც მასთან დაგაახლოვათ,მიგიყვანათ.
რა ფუნქციას ასრულებს პარტნიორი მეორე პარტნიორის ცხოვრებაში?
მათ,ვისაც ელემენტარული წარმოდგენა აქვთ ოკულტურ ხედვაზე,იციან ერთი პრინციპი,რომელიც შეგვიძლია მოკლედ ასე გამოვთქვათ “რაც გარეთაა,ის შინაგანის ანარეკლია“.აღნიშნულიდან გამომდინარე,ნებისმიერი შემთხვევა,რომელიც ადამიანს დაემართება, შინაგანითაა გამოწვეული. მაგალითად თუ ვინმესგან საყვარელი ცოლი/პარტნიორი წავიდა ე.ი. მან (კაცმა) ვერ შეძლო რაღაც ნაბიჯის გადადგმა შინაგანი ზრდის პროცესში და ბედმა გადაწყვიტა „ჭკუა ასწავლოს“ მწარე მეთოდებით. თუ ადამიანს გაუმართლა ე.ი. შინაგანად ეს დაიმსახურა.მაგრამ დავუბრუნდეთ პარტნიორს. პარტნიორი ესაა ყველაზე ნათელი,ღია და აქტიური ნაწილი თქვენი შინაგანი სამყაროდან. ამიტომ თქვენი პარტნიორის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა- სარკედ ყოფნა,ის თქვენი შინაგანი განვითარების ანარეკლს წარმოადგენს.ამ ფაქტის გაცნობიერების შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ სინასტრული კვლევა.
ასევე ერთ-ერთი მთავარი შედეგი,მიზეზი სიტუაციების შექმნისა არის კარმული მნიშვნელობა. პარტნიორები და მათთან ურთიერთობა არის ერთ-ერთი მანიშნებელი დაუმუშავებელი კარმისა.
სინასტრული სიტუაციები შეიძლება დაიყოს ორ კლასად -კარმულ დამუშავებად და თავისუფალ კავშირად.
პირველ კლასს მიეკუთვნება სიტუაციები,რომელთა დროსაც ადამიანი ფიქრობს საკუთარ გადაუჭრელ პრობლემებზე, საჭიროა დაასრულოს ტრანსფორმაცია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ადამიანი პირად ურთიერთობებში არსებული სიტუაციები იქმნება ცხოვრების კონკრეტულ მომენტში დაუსრულებელი კარმული „დავალებების“ დასრულებისთვის. მეორე კლასის შემთხვევაში ადამიანს არ სჭირდება კარმულად რამის დასრულება და შეუძლია მშვიდად იცხოვროს და არ მოუწიოს პრობლემების გადაჭრა. ცხოვრებისეული სიტუაციები კი ან „კარმული“ დამუშავებისაა ან „თავისუფალი კავშირის“. იმისთვის,რომ გაირკვეს რა ურთიერთობა აქვს ადამიანს და რას მოითხოვს ურთიერთობა,დეტალური ასტროლოგიური ანალიზია საჭირო. სანამ უშუალოდ მეთოდებზე გადავალთ,საჭიროა რამდენიმე პრინციპის განმარტება და გაცნობა. დავიწყოთ პლანეტების მნიშვნელობიდან....
(გაგრძელება იქნება)
This post has been edited by
Papillon
on 2 Feb 2012, 15:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Papillon
Crazy Member
ჯგუფი: Members
Papillon
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2508
წევრი No.: 123248
რეგისტრ.: 3-November 10
#29515363
· 2 Feb 2012, 18:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პლანეტების მნიშვნელობა სინასტრიაში (როჟანსკის მიხედვით)
მზე
მზე ყოველთვის არის პიროვნების ძირითადი ნაწილი, მისი ცენტრი. მზის მდებარეობა განსაზღვრავს ფსიქოტიპს, სამყაროსთან ურთიერთობის ტიპს, ძირითად კარმულ ამოცანას. მზის მდებარეობა რომელიმე სტიქიაში მიუთითებს როგორი ტიპის ადამიანები იქნებიან კონკრეტული ადამიანისთვის ახლობლები,გასაგებნი,რა ინტერესები ექნებათ. ზოგჯერ ითვლება ,რომ ქალის რუკაში მზე მეუღლეს ნიშნავს. რაღაც დონეზე ეს სწორიცაა. ისტორიის ძირითად ნაწილში მამრობითი სქესი,მამაკაცი დომინირებდა ქალზე,ის იყო „ოჯახის“ ცენტრი .ასეთ შემთხვევაში მზის მდებარეობა ქალის რუკაში აღნიშნავს კაცის სიმბოლურ ტიპს,რომელიც ოჯახურ ცხოვრებაში ერთვება. ჩვენს დროშ ქალების ინდივიდუალიზმი და დამოუკიდებლობა უფრო წინ წამოიწია,პიროვნულად წინ წაიწია და შესაბამისად მზე ნაკლებად გამოხატავს მეუღლის სიმბოლურ ფიგურას.
მთვარე
მთვარის მნიშვნელობა სინასტრიაში უდიდესია.თუ თქვენ თითქმის ვერ გრძნობთ მთვარეს ადამიანთან ურთიერთობაში ,როცა სამსახურში ხართ,ან როცა უყურებთ როგორ გამოდის ტელევიზორში, ან უსმენთ მის ლექციას,მაგრამ როცა მასთან ერთად ერთი დღე დარჩებით ერთ ბინაში,მის მთვარეს აუცილებლად დაინახავთ/შეიგრძნობთ. მთვარე მზესთან ერთად ქმნის პიროვნების ფსიქიკას,თუ მზე უფრო ნათელი,აშკარა ფიგურაა და შესამჩნევი,ფსიქიკის სტრუქტურას აყალიბებს,მთვარე უფრო ფარულად და ალეგორიულად მოქმედებს-ის ყველა ემოციურ სფეროს განაგებს,სურვილების სფეროს და მთლიანად ქვეცნობიერ დონეს.მთვარე ყოველთვის ირთვება ოჯახურ სფეროში და საოჯახო სიტუაციებში. თუ თქვენ ერთად არ ცხოვრობთ,თქვენი პარტნიორის მთვარის ყველა გამოვლინებას ვერ იგრძნობთ,მაგრამ ასეთ შემტხვევაშიც კი გაივლის ერთი თვე,ორი,სამი და მთვარის გავლენა გაიზრდება და უფრო ნათელი გახდება. მთვარე ყოველთვის ირთვება სექსუალური ურთიერთობის დროს,მასზეა დამოკიდებული ლტოლვაც.
მთვარე არის დედის სიმბოლური აღმნიშვნელი რუკაში და ალბათ არაა საჭირო იყო ფსიქოლოგი ან ფსიქოანალიტიკოსი,რომ მიხვდე რა დიდი როლი უკავია საკუთარი ოჯახის შექმნაში დედას და რა სიძლიერის გავლენა აქვს ურთიერთობებზე.
კაცის რუკაში მთვარე არის სიმბოლური აღმნიშვნელი მეუღლის (ან მუდმივი სექსუალური პარტნიორის), ხოლო ქალის რუკაში მთვარე მიუთითებს როგორი იქნება ის ოჯახურ სფეროში (და რამდენადაც ეს სფერო ქალისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობისაა, მთვარის მდებარეობა ქალის რუკაში უფრო მეტს ნიშნავს,ვიდრე მზის მდებარეობა)
ასევე მთვარე პირდაპირ უკავშირდება დედას და იმ ადამიანებს,რომლებთან ერთადაც პიროვნება ცხოვრობს.
მერკური
მერკური ესაა უსქესო პლანეტა და სქესთა სინასტრიაში ირიბი გავლენა აქვს. გაცნობა, მათთვის საშუალების მიცემა გვესაუბრონ (ზოგიერთი შეყვარებული წყვილი ამის გარეშეც წარმატებულ ურთიერთობას ამყარებს) -აი მისი სტანდარტული ფუნქცია.მერკური მოქმედებს ნებისმიერ ურთიერთობაზე-სასიყვარულო,ბავშვებთან ურთიერთობა.ეს უფრო მერკურის მეორადი ფუნქციებია. ზოგიერთ ასტროლოგიურ რუკებს შორის სინასტრიის შემთხვევაში მერკურს აქვს წამყვანი ფუნქციები ურთიერთობის მხრივ,მაგრამ როგორც წესი მხოლოდ მის ხარჯზე ურთიერთობა არ გამოიყოფა. მერკურთან დაკავშირებული შეიძლება იყოს დები და ძმები,ასევე ის ადამიანები,რომლებთანაც ინარჩუნებ ახლო ურთიერთობას. მერკური იმ რუკებს შორისაა წინა პლანზე წამოწეული,რომლებთანაც საქმიან ურთიერთობას ინარჩუნებ.
ვენერა
ვენერა,ისევე როგორც მთვარე,დიდ გავლენას ახდენს სქესთა შორის სინასტრიის დროს. ეს ორი პლანეტა წარმოადგენს სიყვარულის ორ სიმბოლურ მხარეს. სიყვარული,როგორც შეყვარება,შეყვარებულობა,როგორც ესთეტიური იდეალის წარმოდგენა-ეს ვენერაა. სიყვარული როგორც რეპროდუქციული პროგრამა,როგორც ოჯახის შექმნის პროგრამა-ესაა მთვარე.ეს ორი პლანეტა პარალელურად მოქმედებენ,მაგრამ განსხვავებულ სიტუაციებში მათი როლი სხვადასხვაა. ვენერა მოქმედებას იწყებს,როგორც კი ადამიანს დავინახავთ (ასცენდენტზე სწრაფადაც კი.ასცენდენტს კი თუ გავიხსენებთ ესაა ფილტრი სამყაროსა და ადამიანს შორის და იმისთვის რომ ასცენდენტი ამუშავდეს საჭიროა რაიმე ტიპის ურთიერთობის დამყარება). ვენერა პასუხს აგებს ადამიანის სიმპატიებზე,მოწონებაზე. არის შემთხვევები,როცა თქვენს ცნობიერებას არ მოსწონს კონკრეტული პიროვნება,მაგრამ თუ დადებითი ასპექტი ჩაირთო ვენერებს შორის,მაშინ ეს ადამიანი უცებ მოგეწონებათ და მისი ქმედებები სასიამოვნო ხდება. სიყვარული ყოველთვის იწყება ვენერის „ჩართვით“,მაგრამ გადის დრო და ვენერა მეორე პლანზე,საფეხურზე გადადის და პირველ საფეხურზე დგება მთვარე.უფრო ხშირად ეს „ცვლილება“ ხდება სექსუალური კონტაქტის შემდეგ ან/და ასევე ქორწინების შემდეგ. მთვარის ფუნქციებთან რა ფუნქციებიც მსგავსი აქვს ვენერას,ზოგჯერ ვენერა მთვარის როლსაც ასრულებს: ემოციური სფერო განაგებს და ასევე სიმბოლურად დედის ფუნქციაც ასრულებს.,მაგრამ ყველა შემთხვევაში საბოლოოდ ვენერა რუკაში ნიშნავს შეყვარებასა და ეთიკურ-ესთეტიურ იდეალს. ვენერის მდებარეობის მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ როგორ იწყებს კონკრეტული ადამიანი რომანებს,სასიყვარულო ურთიერთობებს.როგორ იზიდავს საპირისპირო სქესს (მიზიდვის შესაძლებლობებს), ვის იზიდავს.
სინასტრიის სხვა სფეროებში ვენერა არის სიმბოლური მაჩვენებელი სოციალური გარემოსი,რომელშიც ადამიანია,ასევე მდედრობითი სქესის გარშემომყოფებს მიუთითებს.
მარსი
მარსი-ესაა ენერგიისა და აქტიურობის პლანეტა,არის მამაკაცური საწყისის მთავარი მაჩვენებელი. მარსი კაცის რუკაში პასუხს აგებს მის მიერ მამაკაცური როლის გამოვლენაში.მარსი-პასუხს აგებს სექსზე (თუმცა სექსზე ასევე „პასუხს აგებს“ მთვარე,პლუტონი და გარკვეულ დონეზე ვენერაც). თუ მთვარე და ვენერა უმეტესად ერთმანეთის კომპენსირებას ახერხებენ,მაშინ მარსის ფუნქცია მხოლოდ მარსს რჩება (სუსტი მამაკაცური საწყისის/მარსის კომპენსირება ხდება იმ შემთხვევაში თუ რუკაში არის ვერძის ან პირველი სახლის ძლიერი მდებარეობა). ქალის რუკაში მარსი მიანიშნებს თუ რა ტიპის აქტივობები იზიდავს ქალს,რა თვისებები,მახასიათებლები განსაზღვრავს მისი გაგებით „ნამდვილ მამაკაცს“. მარსი ასევე პირდაპირ უკავშირდება საპირისპირო სქესის მოზიდვის შესაძლებლობებს. თუ ვენერა ადამიანის გარშემო ქმნის შარმს, ესთეტიურ დამოკიდებულებას,მარსი ქმნის სასიცოცხლო ენერგიის მის გარშემო,ენერგიას რომელიც არ მოგცემთ საშუალებას აბსტრაქტული სურათი დაინახოთ ადამიანში. მარსი მონაწილეობს ენერგიის ნებისმიერი სახით გამოვლენაში- ჩხუბში, ძლიერ ემოციურ გადატვირთვაში,ამოხეთქვაში...
იუპიტერი
იუპიტერი-ესაა უკვე ტრანსპერსონალური დონის პლანეტა და სქესთა შორის ურთიერთობაზე ნაკლები ეფექტი გააჩნია. მიუხედავად ამისა,იუპიტერი ითვლება ქორწინებაზე პასუხისმგებელ პლანეტად. იუპიტერის „მონაწილეობით“ შექმნილი ქორწინებები უფრო იღბლიანია,მაგრამ უფრო მეტად ეს ნიშნავს იმას,რომ ქორწინებით ადამიანის წინაშე ახალი პერსპექტივები,ახალი ჰორიზონტი და შესაძლებლობები ჩნდება. ხშირად ასევე იუპიტერს უკავშირდება ბავშვის დაბადება (ბავშვი,როგორც ბედის საჩუქარი). დანარჩენი სინასტრიის შემთხვევაში იუპიტერს უკავშირდება უცხოელები, ადამიანები,რომლებიც პროტექციას გიწევენ,მასწავლებლები (უფრო ხშირად სულიერი მასწავლებლები,რომლებიც სულიერი ცხოვრების ფორმირებას ახდენენ)
სატურნი
სატურნი-ესაა პლანეტა, რომელიც თეორიულად სქესთა შორის სინასტრიაში არაფერს აკეთებს,წარმოდგენილია როგორც იუპიტერის (ქორწინების) და მთვარის (ოჯახური პირობები და სირბილე) ანტაგონისტად.სატურნი სიცივისა,სიმკაცრისა და სისასტიკის პლანეტაა,რომელსაც წესით საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს პირად ურთიერთობებთან . მაგრამ გავიხსენოთ, სატურნი ასევე არის კარმის განმახორციელებელი,აბსტრაქტული პოტენციალის გამოვლენის.ასე,რომ არ არსებობს ცხოვრების სფერო,რომელზეც მას გავლენა არ ექნება. სატურნი სასიყვარულო ურთიერთობაში აუცილებელია,რათა შენარჩუნდეს დინსტანცია ურთიერთობაში,არ უშვებს ადამიანთა სრულ გაერთიანებას,რათა არ დაიკარგოს ინდივიდუალურობა. სატურნი სხვადასხვა დონეზე მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობებში,მაგალითად უმცროსის მხრიდან უფროსისგან განათლება-სწავლებაში. სატურნი ოჯახს აძლევს ფორმას,კრავს, არ აძლევს დაშლის საშუალებას (ეჭვიანობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და მართავს სატურნი) .სატურნით კრისტალიზდება,იწმინდება ურთიერთობა,ზოგჯერ შესაძლოა ერთიდაიგივე სიტუაციაში ხშირად ჩააგდოს ადამიანი,რათა მან გამოსავალი იპოვნოს.ასეთ დროს მდუღარე ცრემლებიც კი არ გიშველით-სატურნისთვის ცრემლებს მნიშვნელობა არ აქვს.მას მხოლოდ ერთი რამ უნდა: სიტუაციის,ცხოვრების,საკუთარი შეცდომების,საკუთარი კარმის გაგება-გააზრება. და თუ თქვენ გამოიჩენთ ძალისხმევას,შინაგან სიმტკიცეს და გაიაზრებთ რას ითხოვს თქვენგან სატურნი,ის თქვენ გაგათავისუფლებთ მუდმივად გამეორებადი კრიზისული სიტუაციებისგან (გახსოვდეთ,სატურნთან მიმართებასი ლოდინიც გჭირდებათ).
სატურნის მდებარეობის მიხედვით ადამიანის რუკაში შეგვიძლია გავარკვიოთ რომელი მშობელი (ან ორივე მათგანი) ასრულებს ორგანიზებისა და მოწესრიგების ფუნქციას,უფრო სწორად კი მკაცრი აღმზრდელის ფუნქციას.სატურნი ასევე უკავშირდება ბებია-ბაბუებს. პროფესიულ სფეროში კი სატურნი უფროსს,ხელმძღვანელს ნიშნავს.
ურანი
ურანი-ესაა ყველაზე არაპროგნოზირებადი პლანეტა და სქესთა შორის სინასტრიაში ასრულებს კონკრეტულ ფუნქციას-პასუხს აგებს გაყრაზე და დაშორებაზე. თუ თქვენი და თქვენი პარტნიორის რუკებს შორის ურანს დიდი გავლენა აქვს, მაშინ თქვენი ურთიერთობა დიდხანს არ გასტანს. თუმცა როგორც პრაქტიკამ აჩვენა,წყვილები,რომლებსაც ამ პლანეტის გავლენა აქვთ,ორიგინალურად,განსხვავებულად იწყებენ ურთიერთობას, ურთიერთობაში სპონტანური ელემენტებია. ასეთ „ურანულ“ ურთიერთობებში ძნელია სიყვარულსა და მეგობრობას შორის საზღვრის დადგენა.
ურანი როგორც წესი დიდ როლს ასრულებს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში.
ნეპტუნი
ნეპტუნი ესაა კოსმიური სიყვარული და კარგიცაა,რომ ასეთი სიყვარული აღმოცენდეს დედამიწაზე.ნეპტუნი ხშირად არ ურთიერთქმედებს სქესთა შორის ურთიერთობაში,მაგრამ როცა გავლენა აქვს რუკაში,მაშინ იქმნება შეგრძნება რომ პარტნიორებს უმაღლესი სიყვარული აკავშირებთ. ნეპტუნს აქვს საკმაოდ დიდი ფუნქციები,ის კოსმიურ სიყვარულთან ერთად ასევე მანიშნებელია ილუზიებისა და ტყუილის,უფრო მნიშვნელოვანი ხდება სასიამოვნო განცდები,ემოციები.ნეპტუნი ამახინჯებს აღქმას,იძლევა ცრუ იმედებს, შეფასებებს. დაბალ დონეზე ნეპტუნი ნიშნავს სექსუალურ გარყვნილებასაც,სადო-მაზოხიზმისკენ მიდრეკილება..თუმცა ნეპტუნის გავლენა არასდროს მიდის სექსუალურ პათოლოგიამდე,თუმცა ზრდის ალბათობას სადო-მაზოხიზმური დამოკიდებულებისა.მაგალითად ქმარი სცემს ცოლს და ამ უკანასკნელს მაინც უყვარს.
პლუტონი
პლუტონი-ესაა სიკვდილის, ტრანსფორმაციის პლანეტა და სინასტრიაში რამდენიმე ფუნქციას ასრულებს. როგორც მარსი, პლუტონი დაკავშირებული სექსთან, მაგრამ თუ მარსი სექსუალური აქტიურობის სიმბოლური მაჩვენებელია, პლუტონის მხრიდან სექსია იდუმალი, ტრანსფორმაციის, ადამიანის ცნობიერებისთვის გაუგებარი, „სიკვდილით“ ახალი ადამიანის დაბადების აღმნიშვნელია . პლუტონი ასევე არის წმენდის პლანეტა და თუ ის აქტიურად მონაწილეობს სინასტრიის დროს,მაშინ ამ ურთიერთობით მალევე მიხვდებით საკუთარ დაშვებულ შეცდომებს,სისუსტეებს,რაც თქვენი ცნობიერების განვითარებას უშვლის ხელს. თქვენი პარტნიორი ფსიქიკის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილს შეეხება , კარგად გამოჩნდება ის თვისებები,რაც ადრე თქვენს თავს მიუტევეთ,აპატიეთ,დამალეთ. შეიძლება აღმოცენდეს საუბრის ტიპი „ყველა ასე იქცევა“ , „მე რა შენი მეზობლის ცოლი ვარ,რომელიც ცოლს ყოველდღე ცემს?“.
გარდა ამისა, პლუტონი ურთიერთობას მატებს „საბედისწეროს“ შეგრძნებას,ასევე სტრესთანაა დაკავშირებული. ყველანაირი სტრესული სიტუაციის შექმნა,ჩხუბი,კამათი,ემოციური გარჩევები სწორედ ამ პლანეტის „დამსახურებაა“.
გარდა პლანეტებისა, სინასტრიაზე მოქმედებს მთვარის კვანძები და მთვარის ორბიტის წერტილები-თეთრ და შავ მთვარედ წოდებული.
მთვარის კვანძები
მთვარის კვანძები ესაა არამატერიალური მთვარის წერტილები.მათი მოქმედება მსგავსია დანარჩენი არამატერიალური წერტილებისა.სინასტრიაში მოქმედებენ საკუტარი ფუნქციების შესაბამისად.მთვარის კვანძების მოქმედება ცოტა გაუგებარია,რადგან ის ორ რუკას შორის დგება. სამხრეთ კვანძის,ანუ დაღმავალი კვანძის გავლენა ფესვებისკენ მიდის წინაპრებთან ან წინა რეინკარნაციებთან. ჩრდილოეთ კვანძი კი-მომავალზე ორიენტირებულია. სინასტრიაში სწორედ კვანძები იძლევა კარმული პრობლემების შეფასების საშუალებას. დაღმავალი კვანძი არის სიმბოლური არმნიშვნელი წარსულ სიტუაციებთან კავშირისა (როგორც საკუთარი წარსულის,ასევე მეორე ადამიანის), თუ კვანძი მოქმედებს რუკაში,მაშინ მოგიწევთ წარსულის პრობლემების გადაწყვეტა. ჩრდილოეთ კვანძ კი მიუთითებს კარმული ტვირთისგან გათავისუფლებას, საშუალება გეძლევათ წინ იაროთ (არა იმიტომ,რომ ხელს გკრავენ,არამედ იმიტომ,რომ ფეხები თავისით მიდის).
ასევე ითვლება,რომ კვანძებს გავლენა აქვს ბავშვებთან ურთიერთობისას,თუმცა ეს მთლად ასეც არაა. ბავშვებს უკავშირდება კვანძები იმდენად,რამდენადაც ისინი მშობლების გადაუჭრელ პრობლემებს,კარმულ მოვალეობას წარმოადგენენ. შეგვიძლია ვარაუდის დონეზე ვთქვათ,რომ კვანძები წარმოადგენს ფესვებს,მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას.
შავი და თეთრი მთვარე
შავ მთვარესთან ასოცირდება ხოლმე მსოფლიო ბოროტებასთან,მაგრამ შავი მთვარე იმდენადაა ბოროტების აღმნიშვნელი,რამდენადაც თავადაა ბოროტება.შავი მთვარე ესაა ადამიანის ინდივიდუალური განვითარების მაქსიმალური წერტილი. იმ სფეროში,რომელშიც გაქვთ საკუთარი მიკერძოებული დამოკიდებულება,აზრი,იქ მოქმედებს შავი მთვარე. შავი მთვარის ერთ-ერთი გამოვლინებაა პარტნიორის იმიჯის შექმნა. ყველასთვის ნათელია,რომ სასიყვარულო პარტნიორს ისე არ ვხედავთ როგორც სხვები ხედავენ მას. პირად ურტიერთობებში მიკერძოებულები ვხდებით,უარყოფითებს ვფარავთ და დადებითს უფრო მეტად ვამჩნევთ.ეს კი შავი მთვარის გარეშე არ ხერხდება. ამიტომ შავი მთვარე სინასტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია. თუ ურთიერთობაში მონაწილეობას იღებს შავი მთვარე ,პარტნიორები ძლიერად უკავშირდებიან მიუხედავად სხვა ფაქტორებისა.თუ შავი მთვარე ერთი ოჯახის წევრებზე მოქმედებს,მაშინ მათთან ურთიერთობა ინდივიდუალიზირებულია.
თუ შავი მთვარე არის მაქსიმალური წერტილი ინდივიდუალიზაციის,თეთრი მთვარე ემსახურება მაღალ მიზნებს.თეთრი მთვარე ესაა „კოსმიური პიროვნების“ შემადგენელი ნაწილი.მისი მოქმედება აღიქმება როგორც „წმინდა“ და შესაბამისად თუ სინასტრიაში ჩართულია თეთრი მთვარე მეორე ადამიანის რუკასთან ასპექტით,ის ადამიანი მფარველ ანგელოზად გვეჩვენება .
ამ თავის დასასრულს,რამდენიმე ტერმინის განმარტება კიდევაა საჭირო.სინასტრიაში
პლანეტა ითვლება ჰარმონიულად,
თუ მას აქვს ტრინი ან სექსტილი და არ გააჩნია სხვა მაჟორული ასპექტები სხვა პლანეტებთან (არ ითვლება შავი და თეთრი მთვარე, კვანძები) , პლანეტა არის
დაზიანებული
თუ მას აქვს ოპოზიცია ან კვადრატურა და არ გააჩნია სხვა მაჟორული ასპექტები სხვა პლანეტებთან. პლანეტას
არაასპექტირებული
ეწოდება,თუ არ აქვს მაჟორული პლანეტები.
და ბოლოს, რამდენიმე სიტყვა დაზიანებულ პლანეტაზე. ბევრი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ დაზიანებული პლანეტები ყველაზე პრობლემურია,მაგრამ შესაძლოა უფრო პრობლემური აღმოჩნდეს ჰარმონიული პლანეტები და ყველაზე მთავარი,ცალკე აღებული რომელიმე ასპექტი არ განაპირობებს აუცილებლად პრობლემას,ისინი მთლიანობაში უნდა განვიხილოთ. შემდეგი თავია ასპექტების პრინციპები სინასტრიაში
This post has been edited by
Papillon
on 2 Feb 2012, 18:45
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თაიკო
emotional luzer
ჯგუფი: Members
თაიკო
emotional luzer
ჯგუფი: Members
წერილები: 5008
წევრი No.: 107194
რეგისტრ.: 23-December 09
#29520063
· 2 Feb 2012, 22:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Papillon
შენ ყოველთვის ბოლომდე ზრუნავ განყოფილებაზე.
ალბათ უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებ :*:*
ისე, რა საინტერესოა პლუტონური და ურანული ურთიერთობები ერთდროულად:
მიზიდვა–გაზიდვა და კი იწერება სერიალი
--------------------
i dont believe in astrology, iam scorpio and iam a skeptical.
**
ცოლ-ქმრის ჩხუბი ასტროლოგს მართალი ეგონაო (c) ტროპიკალი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
matilda123
Crazy Member
ჯგუფი: Registered
matilda123
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1467
წევრი No.: 33095
რეგისტრ.: 15-April 07
#29524032
· 3 Feb 2012, 03:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მერწყული მეტად ეძებს ახალს მშვილდოსანში,რომელთან გარდა ამისა,მსგავსია ჰორიზონტთა გაფართოვებისაკენ ლტოლვით
QUOTE
მზე-ვენერას წყვილი კომფორტულ და სასიამოვნო ცხოვრებას მისდევს.იგი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ხალხისთვის,ვისაც ბავშვობიდან არ ჰყოფნის საკმარისი სითბო და სიყვარული. ეს წყვილი განსაკუთრებით ზრუნავს ოჯახის ეკონომიურ კეთილდრეობასა და დღეგრძელობაზე (ოჰო).
რატომ ოჰო?
)) ის მზით მერწყულია, მე ვენერა მყავს მერწყულში.
..........
საერთოდ , მე ასე ვფიქრობ, რომ ურთიერთობას მთლად რუკებზე და სინასტრიებზე დაყრდნობით ვერ ააგებ. ბევრჯერ სჯობია უარყოფითი ასპექტები რუკაში არ "შეამჩნიო" და უბრალოდ იცხოვრო და იყო ბედნიერი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Papillon
Crazy Member
ჯგუფი: Members
Papillon
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2508
წევრი No.: 123248
რეგისტრ.: 3-November 10
#29527509
· 3 Feb 2012, 14:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თაიკო
სამწუხაროდ კედელზე რქებით დატაკება არ მსიამოვნებს,თორემ შენი სიტყვები წინასწარმეტყველებად იქცეოდა
QUOTE
პლუტონური და ურანული ურთიერთობები ერთდროულად:
მიზიდვა–გაზიდვა და კი იწერება სერიალი
ორიგინალური დასაწყისი-მოულოდნელი ურთიერთობა-მიწებება-ერთმანეთის წამება-განშორება-განშორებით წამება...... მართლაც რომ სერიალი
matilda123
"ოჰო" ამის გამო
QUOTE
იგი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ხალხისთვის,ვისაც ბავშვობიდან არ ჰყოფნის საკმარისი სითბო და სიყვარული.
ანუ გამიკვირდა
QUOTE
ბევრჯერ სჯობია უარყოფითი ასპექტები რუკაში არ "შეამჩნიო" და უბრალოდ იცხოვრო და იყო ბედნიერი
სხვათაშორის ამ სალექციო სტატიაში ავტორს მიაჩნია,რომ (მეც ვეთანხმები) ცალკე კონკრეტული ასპექტის განხილვა არ მოგვცემს "სწორი" დასკვნის საშუალებას ,მთლიანობაში უნდა განვიხილოთ და უფრო მთავარი-ისეთი უარყოფითი ასპექტი როგორიცაა მაგალითად ოპოზიცია,შესაძლოა განვიხილოთ როგორც დადებითი ასპექტი იმით,რომ ერთ საკითხზე ერთდება ორი განსხვავებულად დანახული მხარე და ერთ მთლიანობას ქმნის.
და კიდევ,ზოგჯერ დადებითი ასპექტი უფრო მეტადაა ზიანის მომტანი ,ყველაფერი ბუნებრივად ეწყობა,არაფერია განსახილველი,სასაუბრო,დამატებითი ფაქტორები და ჰარმონია ხშირად ბეზრდებათ
QUOTE
უბრალოდ იცხოვრო და იყო ბედნიერი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
hermion granger
Crazy Member
ჯგუფი: Registered
hermion granger
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1706
წევრი No.: 131966
რეგისტრ.: 31-May 11
#29528380
· 3 Feb 2012, 15:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Papillon
საინტერესო სტატიებია.
გასაგებად წერია.
ზოგიერთი რამ, უკეთ გავიგე
--------------------
smart listens to the head,
stupid listens to the heart-be stupid(c)diesel
take everything out of your life, but just case, remember where you took(c)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
snow-queen32
Junior Member
ჯგუფი: Registered
snow-queen32
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 142565
რეგისტრ.: 2-February 12
#29531281
· 3 Feb 2012, 18:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალიან,ძალიან საინტერესოა..
აქ რა ხდება ისიც მითხარით რააააა
http://s018.radikal.ru/i523/1202/5a/d60cbf574868.gif
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Papillon
Crazy Member
ჯგუფი: Members
Papillon
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2508
წევრი No.: 123248
რეგისტრ.: 3-November 10
#29532812
· 3 Feb 2012, 19:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
hermion granger
ძალიან კარგი რომ მოგწონთ
ვეცდები განვაგრძო
snow-queen32
რა შეიძლება ითქვას,მითუმეტეს თუ ამ თემის I პოსტს გავითვალისწინებთ ..... ასპექტებს ჩამოვწერდი,თუმცა,რომელ საიტზეც გააკეთეთ,ეგ საიტი ამ ასპექტების მცირე დახასიათებასაც დაგიწერდათ)
პ.ს. წლები ტყუილად წაიშალა,ისედაც ადვილი დასადგენია ზუსტი დაბადების საათებიც კი
რაც თვალში მომხვდა,ესაა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მზე მთვარის ოპოზიცია
სატურნი მთვარის ოპოზიცია- რბილად რომ ვთქვათ არასტაბილურობა
მზე ურანის ტრინი
სინასტრია (post #25382048)
მარსი-მთვარის ტრინი
სინასტრია (post #26888131)
მარსი მარსის სექსტილი
ვენერა-პლუტონის ტრინი
სინასტრია (post #26888131)
მარსი სატურნის შეერთება
მზე-მარსის შეერთება
სინასტრია (post #24285216)
მზე-ვენერის შეერთება
სინასტრია (post #24285216)
სამხრეთ კვანძის სექსტილი მერკურთან, ჩრდილოეთ კვანძის ტრინი მერკურთან
სამხრეთ კვანძისა და ვენერის შეერთება (ზემოთ სტატიაში დავწერე სამხრეთ კვანძის მნიშვნელობაზე სინასტრიაში)
ლილიტი-ურანის სექსტილი
სატურნი ქირონის კვადრატურა
ნეპტუნისა და ჩრდილოეთ კვანძის კვადრატურა
ურანი პლუტონის კვადრატურა
ქირონი ასცენდენტის შეერთება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Benisio
Crazy Member
ჯგუფი: Members
Benisio
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4696
წევრი No.: 58721
რეგისტრ.: 17-April 08
#29532836
· 3 Feb 2012, 19:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Papillon
ჩემი და შენი სინასტრია დადე და გავარჩიოთ
--------------------
This is the sign you've been looking for
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
snow-queen32
Junior Member
ჯგუფი: Registered
snow-queen32
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 142565
რეგისტრ.: 2-February 12
#29536968
· 3 Feb 2012, 23:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Papillon
დიდი დიდი მადლობაა ..ახლა უფრო დამაინტერესა სინასტრიამ, ვიდრე აქამდე
რაც შეეხება დაბადების საათს,მე კი ვიცი ჩემი ესეც ასტროლოგის დახმარებით,მაგრამ თუ ასეთი ადვილი დასადგენია,იმის მითხარი რაა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
woman_
Black Sun ❂
ჯგუფი: Moderators
woman_
Black Sun ❂
ჯგუფი: Moderators
წერილები: 19526
წევრი No.: 93947
რეგისტრ.: 18-June 09
#29538692
· 4 Feb 2012, 00:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რას ნიშნავს, როცა ქალის ურანი შეერთებაშია კაცის ნეპტუნთან?
(თხის რქაში)
ქალი ორიგინალურობებით აბრუებს?
--------------------
♛
you know me - i am a terribly real thing in a terribly false world
that's why every road you are on leads to me
გოგო, რომელიც გიყვარს... იცნობ?
https://katietelia.sarahah.com/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Papillon
Crazy Member
ჯგუფი: Members
Papillon
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2508
წევრი No.: 123248
რეგისტრ.: 3-November 10
#29556388
· 5 Feb 2012, 01:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
snow-queen32
მაგ რუკებზე აადვილი დასადგენი,რომ მიუთითე ორივე რუკის მიხედვით 4 საათი
პ.ს. თუ დაბადების საათი არ იცოდი ზუსტ სინასტრულ რუკას როგორ ადგენ?
woman_
ურანისა და ნეპტუნის შეერთება ორი ზოგადი ,"უმაღლესი" დონის პლანეტის შედარებაა და IMHO პიროვნულ პლანეტებთან შედარებით ნაკლები გავლენა იქნება,ანუ ალბათ მათ მერე უნდა გაითვალისწინო (?!) ისე კი,რასაც გადავხედე,ნეპტუნის მქონე პარტნიორი კრეატიულობას და ინტუიციური შესაძლებლობების უფრო განვითარებას,წინ წამოწევას გამოიწვევს "ურანისეულ" პარტნიორთან, ეს უკანასკნელი ბევრ ახალ და განსხვავებულ იდეას მიიღებს ურთიერთობის პერიოდში.ურთიერთობაში ექსტრასენსორული უნარები,"მეექვსე გრძნობა" წინა პლანზე იქნებაო და რა ვიცი
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პარამეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(35)
« პირველი
...
9
10
[11]
12
13
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1327 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.