მთვარის კვანძების მნიშვნელობაზე სინასტრიაში ცოტა დაწერილა. მათი მნიშვნელობაც უსამართლოდ არის დაკნინებული.
შევეცადოთ და ეს უსამართლობა აღმოვფხვრათ

რახუ შეერთება სინასტრიულ პლანეტებთან.
მთვარი პრინციპი - რახუს შეერთება პლანეტასთან, აძლიერებს ამ პლანეტას, აფართოებს მისი მოქმედების არეალს.
ასე რომ თუ რომელიმე პლანეტა გყავთ სუსტი და მოსასულიერებელი, მოძებნეთ ადამიანი რომლის რახიც შეერთებაშია თქვენს პრობლემურ პლანეტასთან (ან თუნდაც იმავე ნიშანში) და იურთიერთეთ მასთან.
რახუ/მზე - ძალიან დადებითი კავშირია, სამშვინველის დონეზე. მზის მფლობელი იღებს გაძლიერებელ მზის თვისებებს, მას სჯერა რახუს მფლობელი პარტნიორის, იზრდება მისი ოპტიმიზმი. რახუს პატრონი კი იღებს მატერიალურ დახმარებას და საკუთარ თავში დაჯერებულობას.
ხანგრძლივი კავშირია. რომელიღაცის მამა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ 2 - ის ურთიერთობაში.
თანდათან ამ ურთიერთობაში რომელიღაც პარტნიორი მამის როლს მოირგებს.
რახუ /მთვარე - ძიერი, ემოციონალური კავშირი, ძლიერეი სიყვარული, ერთმანეთი შეგრძნება (აი ტანით რომ გრძნობენ ერთმანეთს)
რახუ მთვარისაგან იღებს მხარდაჭერას, ზრუნვას, ემოციონალურ კვებას, ერთგვარ აღზედას.
მთვარე რახუსგან იღებს ემოციონალურ და მენტალურ მხარდაჭერას, სიმშვიდეს.
არც ისე დადებითი კავშირია იმის გამო, რომ ემოციები ჭარბობს.
რომელიღაცის დედა დმნიშვნელოვან როლს თამაშობს ურთიერთობაში. თანდათან რომელიღაც პარტნიორი ირგებს დედის როლს.
რახუ/მერკური - არც ისე მყარიო კავშირია ცოლ-ქმრული ურთიერთობებისთვის. უკეთესია მეგობრობისთვის, ბიზნესკავშირებისთვის, კომუნიკაცითვის. ეს უეთიერთობა გავს დემამიშვილების ურთიერთობას. ურთიერთობა არის მსუბუქი და სახალისო. ასეთ კავშირში ერთ-ერთი პარტნიორი როგორც წესი უფრო ინტელექტუალურია. მერკურის მფობელი უფრო მოგებულია, ვინაიდან ძლიერდება მერკურის ფუნქიცები (ინტელექტი, კომუნიკაციური უნარები);
რახუ/ვენერა - ერთერთი ყველაზე გავრცელებული ასპექტი თანამედროვეობაში რაც 2 ადამიანს ერთმანეთან იზიდავს.
ძლიერი სექსუალური მიზდულობა, საერთო იტერესები გართობის სფეროში. ვენერას პატროსნ სურს საკუთარი სიყვარულის გამოვლენა რახუს მიმართ ყველა ასპექტში. რახუ აძლევს ვენერას ცხოვრების მიმართულეას, ცხოვრების შინაარს. ცოლ-ქმრობითვის კარგია. თუ სხვა არაფერი აკავშირებს ამ 2 ადამიანს, კავშირი იქნება ხანმოკლე. თუ ეს შეერთება ხდება VI; VIII ან XII სახლში, ეს კავშირი ეფუძნება რაღაც არაჯანსაღი, პერვერსიული გართობებისადმი მათ საერთო ინტერესს (ნარკოტიკები, ლოთობა, გაუკუღართებული სექსუალური კავშირები)
განსაკუთრებული გაფრთხილება ასტროლოგებისაგან - მიაქციეთ ყურადღება, თუ თქვენი პარტნიორს ვინმესთან აქვს სინასტრიული ასპექტი, ძალიან მაღალია ალბათობა მათ შორის გრძნობამ იფეთქოს.
რახუ/მარსი - არაუშავს კავშირია.
რახუს იღებს ენერგეტიკულ მხარდაჭერას მარსისაგან, განსაკუთრებით ტექნიკურ საკითხებში, ასევე კულინარიის საკითხებში. მარსი ძლიერდება რახუსგან და ვითარდება შესაბამისი უნარები - ატიურობა, გაბედულება. მარსის რახუსაგან ასევე იღებს სასარგებლო, პრაქტიკულ და ცხოვრებისულ რჩევებს. თუ მარსიანელი აკონტროლებს საკუთარ ეგოიზმს კავშირი იქნება ხანგრძლივი. კავშირი უფრო კარგია ერთობლივი საქმიანი ურთიერთობებისთვის.
რახუ/იუპიტერი - ძალიან ხელსაყრელი კავშირია. აძლიერებს ოპტიმიზმისა და კეთულგაწყობას. რახუ იღებს პასუხებს სდაკუთარ ფილოსოფიურ და მსოფლმხედველობრივ კითხვებზე. იუპიტერი ძლიერდება და ხდებ უფრო სულიერეი, ავტორიტეტული, იღბლიანი. კარგი კავშირია მატერიალური კეთილდღეობისათვის. კარგია საქმიანი და ოჯახური ურთიერთობებისთვის.
ურთიერთობეში შესაძლოა ერთ-ერთი მასწავლებლის როლში გამოვიდეს.
რახუ /სატურნი - ძლიერი კავშირია, რისი საფიძველიც არის ის, რომ სატურნი პრაქტიკულად და კონკრეტულად ეხმარება რახუსდა ეს მითვის ბუნებრივია. რახუ ამსუბუქებს სატურნის სიმძიმეს, შეაქვს მის ცხოვრებაში ინტერესი, იუმორი, სიცოცხლე, მრავალფეროვნება, სიმსუბუქე. ეს კავშირის ზოგჯერ ამძიმებს და ტვირთავს პარტნიორებს. რეკომნდებული ნაკლები დრო გაატარონ ერთ სივრცეში, იცხოვრონ ცალკე ოთახებში, ჰქონდეთ პირადი სივრცე და პერიოდულად მოშორდნენ ერთმანეთს. კარგია ჯგუფში მუშაობა, მარტო ამ ორი ადამიანისთვის ეს ურთიერთობა მძიმეა. რახუ უფრ მოგებულია ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ სატურნისაგან იღებს კონკრეტულ მსახურებას და დახმარებას;
რახუ/რახუ - არ არის ცუდი, ჰარმონიული კავშირია.
ერთნაირად აზროვნებენ, ესმით ერთმანეთის მოტივები, პიროვნული ზრდისთვის შერსაძლებლობები მინიმალურია. მეგობრობისთის არის ძალიან კარგია;
რახუ /კეტუ - კარგი კავშირია. თითოეული აფასებს მეორეს ცხოვრებისეულ გზას. სიმპატიით არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი.
კავშირის ხშირად დგება/ეფუძნება ერთ-ერთი მათგანის ცხოვერბაში რაიმე კრიზისულ მოვლენას. იმიტომ რომ ერთს უკვე აქვს ის გამნოცდილება რასაც მეორე ახლა, ან ცხოვერბაში იღებს. კარგია ერთმანეთისათვის გამოცდილების გასაზიარებლად.
This post has been edited by ხელმკუხე` on 19 Sep 2020, 19:00