(გაგრძელება)
ერთი ზოდიაქოს ნიშნებიენტონი ედვარდის ამერიკულ ჰოროსკოპში რეკომენდირებულია თავიდან სულ პირველად ურთიერთობა დაამყაროთ
საკუთარი სტიქიის ნიშნის წარმომადგენლებთან.საქმე ისაა, რომ საკუთარი სტიქიის წარმომადგენლები დროთა განმავლობაში არასაინტერესო და მოსაბეზრებელი ხდება,ამიტომაც ამ წყვილების იდეალურად გამოცხადება შეიძლება მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში,მიუხედავად მათი კარგი ურთიერთგაგებისა . ყველაზე მეტად აქტუალურია ამგვარი ქორწინება წყლის სტიქიის ნიშნებისთვის,რადგან ისინი ყველაზე ემოციურები არიან და ძალზედ ესაჭიროებათ ღრმა სულიერი თანაგრძნობა,ურთიერთგაგება და ძლიერად ეჩვევიან ტავიანთ პარტნიორებს. საკუტარ სტიქიის წარმომადგენლებთან კავშირი ასევე კარგია ცეცხლის ნიშნებისთვისაც,რადგან მათთვის ძალზედ ძვირფასია საკუტარი დამოუკიდებლობა,რასაც სხვა სტიქიის ნიშნები ვერ იგებენ. წყლის სტიქიის ნიშანტა შორის ხშირად გვხვდება
თევზები-თევზების წყვილი, რომელშიც პარტნიორები ცდილობენ გააძლიერონ ერთმანეთიცა და საკუტარი ტავიც. დანარჩენი ქორწინება ერთნაირ ნიშნებს შორის (სოლარული ასპექტის კავშირი) შედარებით იშვიათია.
კურო-კუროს წყვილმა შესაძლოა შეინარჩუნოს ოჯახი სახლის სიყვარულით, თუმცა მათი სიჯიუტის შევსება ძნელია.
ღრიანკალი-ღრიანკალთან თითქმის ვერ თავსდება, რადგან ზედმეტად ახდენენ ერთმანეთის მობილიზებას.
ორი მომთხოვნი ქალწული ასევე იშვიათად წყვილდება ისევე,როგორც
ორი კრიტიკოსი მშვილდოსანი.
თხის რქების წყვილი ეფუძნება იმ მატერიალური დოვლათის დაგროვებას,რომელიც მათი უზრუნველი სიბერის გარანტი იქნება. საკმაოდ ხშირია
სასწორების წყვილის ქორწინებაც იმავე მიზეზით,რა მიზეზითაც თევზები არიან.
საკუთარი სტიქიის ნიშნებს შორის (ტრიგონის მიხედვით იუპიტერიანული ასპექტი) არსებობს საუკეთესო წყვილები. წყლის ნიშნებში ღრიანკალი თევზებზე ძლიერია, კირჩხიბი ღრიანკალზე დამოუკიდებელია, ხოლო თევზები კირჩხიბის იდეალია.
ცეცხლის ნიშნებში ლომი შესაძლოა მოიხიბლოს ვერძით,მიუხედავად იმისა, რომ ვერძი ცდილობს დაემსგავსოს მშვილდოსანს (?) , ხოლო მშვილდოსანი თავს მოიაზრებს როგორც ლომი (?).
მიწის ნიშნებში კუროს ყველაზე მეტად აინტერესებს მოძრავი ქალწული, ქალწულისთვის მეტად ავტორიტეტულია თხის რქა, ხოლო თხის რქას იზიდავს კუროს ბუნებრივობა.
მომავალში,წლების შემდეგ, როდესაც კურო მეტად გამოავლენს თავის ვნებას,მიწის ნიშნების რაციონალური ხასიათი ნაკლებად დააკმაყოფილებს.
ქალწულისა და თხის რქის ქორწინება კი ძალზე დამიწებულია და შესაძლოა ისინი დაღალოს მატერიალურმა პრობლემებმა.
ჰაერის ნიშნებში სიმპათიის მოძრაობა ორიგინალური მერწყულიდან მეტად ჰარმონიული სასწორის მიმართ ვიტარდება.სასწორებს მეტად ხიბლავს პრაქტიკული ტყუპების ფუსფუსი, ხოლო მაძიებელი ტყუპების იდეალი უახლოვდება მერწყულის გააზრებულ ინტუიციურობას.ამასთან უნდა დავძინოთ,რომ ჰაერის ნიშნების ინტელექტუალურ კავშირს არ ჰყოფნის გრძნობათა სიღრმე.
Tropical მშვენიერი ანალიზია

რუსა,შენ ხო ტყუპების რისხვა ხარ