აბა ეხლა მე დაგიხასიათებთ ჩემს ორ ნაცნობ თევზს, ერთი მამრობითი სქესის, მეორე მდედრობითის
ჰოდა მითხარით ამ ჩამოთვლილთაგან, რომელი უარყოფითი თვისებაა თევზური

ესეიგი ჩემი ნაცნობი მდედრი თევზი:
1. ბავშვობიდან უყვარს ყველაფერზე წუწუნი, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებზე.
2. პატარაობიდან ცდილობს დიდივით მოიქცეს და ქალები რომ ჩამოსხდებიან და განიხილავენ აი იცის ხოლმე
3. ქმარს ხალხის თანდასწრებითაც კი ტვინს უბურღავს რაღაც წვრილმანებზე
4. ჭორიკანაა (საკმაოდ)
5. უყვარს ხოლმე უხამსი ანეკდოტების მოყოლა და პირველად მისგან გავიგე ბევრი "ისეთი" სიტყვა :]]
6. კარიერისტია (ნუ ეს არვიცი ცუდ თვისებად რამდენად უნდა ჩავთვალოთ, უბრალოდ სიაში მაინც შემყავს რადგან გამოკვეთილად არის)
ჩემი ახლობელი მამრი თევზი
1. ესეც კარიერისტია და სამსახურზე გადამკვდარი
2. ერთხელ თუ გული გაუცივდა და ამოიძულა ადამიანი (ნათესავი, თანამშრომელი, სულერთია) შანსი არაა გული მოუბრუნდეს.
3. ჯიუტია! თვითონაც ხვდება რომ შეცდა და შინაგანად თავს ცუდად გრძნობს, მაგრამ მაინც არ გამოტყდება და არ აღიარებს რომ ცუდად მოიქცა.
4. ქალების გარემოცვაში უყვარს თავის მოწონება და უცებ ხუმარაც ხდება, თან ამ დროს ცოლიც შეიძლება იქ იყოს ხოლმე და მაინც
5. ჭკვიანია თეორიულად (ანუ კარგად აზროვნებს, საქმის მაგარი სპეციალისტია და ა.შ.), მაგრამ "ცხოვრებისეულად ჭკვიანი" და ფხიანი კი არაა (თევზი და უფხო?

)
6. "თავისი თავის უბედურია" - ანუ ფული რომც ჰქონდეს დასასვენებლად კი არ წავა თურქეთში და გარდერობს არ განაახლებს, ადგება და იმ ფულით მაგალითად სამზარეულოში პატარა რემონტს გააკეთებს.