კირჩხიბის ერა დაიწყო.
გილოცავთ მსგავსებო და საყვარლებო!
:
* * *
კირჩხიბები ძალიან მორიდებული არიან და უარის უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე სხვა ყველა ზოდიაქოს ნიშანს ერთად. თუმცა, ისინი პატივმოყვარენი არიან, თითქმის მათი საპირისპირო ნიშნის — თხის რქასავით. მაგრამ, თხის რქისგან განხვავებით, მათი გზა წარმატებისკენ ისეთივეა, როგორიც მათი სიმბოლოსი — კიბორჩხალის. ისინი ზანტები არიან, და ნელ-ნელა უახლოვდებიან იმ მიზანს, რაც დაისახეს. შემდეგ კი, ყველაზე მოულოდნელ მომენტში, ისინი მთელ ნადავლს ითრევენ და კიბორჩხალის მსგავსად, ჩაეჭიდებიან ხოლმე მას და არაფრისდიდებით არ უშვებენ. მთვარე მართავს ქალს. ქალი-კირჩხიბები თავს საკუთარ სტიქიაში გრძნობენ, ხოლო მამაკაცები, იმის მიუხედავად მამაკაცურები არიან ისინი თუ არა, გააჩნიათ ბევრი ის თვისება, რაც ქალებს. მამაკაცი კირჩხიბები სასიყვარულო საქმეებში, სხვა ნიშნებთან შედარებით, ნაკლებად აგრესიულები არიან. თუმცა, ისინი ნაივურობის მიმზიდველ ფასადს ქმნიან, რაც ქალს პირველი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებს.
კირჩხიბები ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ და ამიტომაც, სასიყვარულო ასპარეზზე და ბიზნესშიც იშვიათად აჩვენებენ თავიანთ შინაგან „მე“-ს, თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ არიან. (ეს ზედგამოჭრილია )
კირჩხიბების განვითარებულ, დადებით ტიპებს შეუძლიათ იყვნენ ერთგულები. ბევრი მათგანი ქვეყნის პატრიოტია. მათ ასევე შეუძლიათ იყვნენ რომანტიულები და თავგანწირულები. მათი სიმბოლოს — კირჩხიბის მსგავსად, უნდა ისწავლონ საკუთარი შინაგანი „მე“-ს ისევე გაძლიერება, როგორც კიბორჩხალის ჯავშნის. თავისი დამცველი ინსტინქტების წყალობით, კირჩხიბებს ფინანსური გენიის პოტენციალი გააჩნიათ.