შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემი კირჩხიბი დირექტორისთვის მიწერილი ძველი წერილი, იმის თაობაზე რომ 31 დეკემბერს მოეცა დასვენების დღე

ვაკოპირებ
"ბატონო დირექტორო, გავეცანი რა თქვენს განაჩენს და გავეცანი კონკურსის წესებს, მართლაც რომ გეთანხმებით და ჩემი იდეა ზუსტად ესადაგება თქვენს მიერ მოწოდებული კონკურსის მოთხოვნებს, ასევე გეთანხმებით, რომ თავაუწევლად უნდა ვიმუშაოთ და ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რათა მივაღწიოდ მიზანს.
თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო რომ 31 დეკემბერს ჩემი მუშაობის შემთხვევაში, ოჯახი დამრჩება მშიერ-მწყურვალი და საახალწლო განწყობას ყოველმხრივ მოკლებული, ქმარი აღელვებული და დედა დაღონებული.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით, მე, როგორც რიგით დაქვემდებარებულს, მაქვს თვენი გულისხმიერების იმედი, ვიმედოვნებ რომ თქვენ არ კარგავთ საახალწლო განწყობას მიუხედავად ბოლო დროს მიღებული სტრესებისა და რთული სამომავლო გეგმებისა.
მე მჯერა, რომ თქვენ არ იქცევით ჩვენი პატარა ორგანიზაციისთვის გრინჩად და არ წაგვართმევთ ახალ წელს.
პატივისცემით ანა სიდამონიძე"
პასუხი იყო "საზიზღარი ხარ" მაგრამ 31 დეკემბერს დავისვენეთ
This post has been edited by HAG on 18 Sep 2011, 19:12
That's when you know you've found somebody special. When you can just shut the fuck up for a minute and comfortably enjoy the silence.