axx დაპირებას ვასრულებ
ასტროლოგიური შეთავსება
მორიელი კაცი- მერწყული ქალი 
ინტუიციის წყალობით მერწყულ ქალს არ გაუჭირდება გამოცნობა იმისა, თუ რა იმალება მორიელი კაცის იდუმალი ღიმილის უკან. მორიელი კაცის მიმიკას ხომ პლუტონი აკონტროლებს და იდუმალებას მატებს. ის წინასწარი გაანგარიშების გარეშე წარბსაც კი არ სწევს.როცა მორიელ მამაკაცს ქალი აინტერესებს, მისი ყოველი მოძრაობა, ყოველი ჟესტიკულაცია რაღაცას ნიშნავს.
როცა მორიელ კაცში ემოციები სჭარბობს, მას მზერა უხდება ისეთი მაგიური,თითქოს ტრანსში გაგდებს.თვალებით და მზერით ეცდება თქვენს მოხიბლვას.
ზოგჯერ მერწყული ქალი მორიელისთვის დამაბნეველია. თითქოს ეს ქალი მოსასხამში ეხვევა.მორიელმა რაც არ უნდა მოიმოქმედოს,რაც არ უნდა თქვას,მერწყულს რეაქცია არ აქვს.თითქოს ვერ ხედავს და არაფერი ესმის. ასეთ დროს მორიელსაც კი არ შეუძლია მისი აზრების გამოცნობა.
მორიელს მერწყულში მოსწონს თავისუფლების სიყვარული, კონფორმიზმის უარყოფა, ინდივიდუალიზმი. მერწყული სადღაც შორსაა და სწორედ ეს იზიდავს მორიელს და ვერ მოისვენებს სანამ არ გაიგებს მერწყულის მიზნებს, ვისთანაა, სად არის, სად ერთობა და ა.შ.
მას შემდეგ, რაც მორიელი კარგად შეისწავლის მერწყულ ქალს, ეცდება ფრთხილად ჩაიგდოს ხელში. ფარულად მორიელს მოსწონს მერწყულის დამოუკიდებლობა- ეს ქალი მიუხედავად ყველაფრისა,მაინც ახერხებს აკეთოს საკუთარი საქმე და დარჩეს ისეთივე ინდივიდუალური,როგორიც არის. მორიელს იზიდავს მისი წყნარი გამოხედვა, პიროვნული მახასიათებლები. მას რომ უთხრათ „ხალხი ჩვენზე ჭორაობს“ პასუხად მიიღებთ წყნარ გამოხედვას და „ იჭორაონ, მე არ მადარდებს“. აი,სწორედ ეს მოსწონს მორიელს.
თუმცა მორიელს ყოველთვის გააბრაზებს მერწყულის დამოუკიდებლობა- ამ ქალს სულ უნდა აკეთოს ის, რაც თვითონ უნდა. ეს კი მორიელის წესებს არ შეესაბამება!
ამ წყვილის ურთიერთობა ორივესთვის კარგი გაკვეთილი იქნება,მაგრამ ამავე დროს საინტერესოც. მორიელი შესაძლოა არ იყოს ჰარმონიული განსაკუთრებით ურთიერთობის დასაწყისში,მაგრამ ჰარმონიის მიღწევა ხომ ყველგან შეიძლება?
მორიელსა და მერწყულს შორის კონფლიქტის ძირითადი მიზეზი ერთმანეთისადმი გრძნობის (მერწყულს თავისუფლება მოსწონს, მორიელი კი ზღუდავს) და ინტელექტის „ბრალი“ იქნება .
მერწყული მორიელისთვის კარმული მნიშვნელობის იქნება. სწორედ მერწყული ჩაუტარებს მორიელს ისეთ გაკვეთილებს, როგორიც მორიელს არასდროს დასიზმრებია. აიძლებს იმოქმედოს ისე, როგორც მერწყულს უნდა, ეცდება მისი უარყოფითი მხრის გამოსწორებას. მორიელი მასთან ურთიერთობის დროს ან გარდაიქმნება და ბევრ რამეს ისწავლის, ან ეს წყვილი დაიშლება. მერწყულმა ფრთხილად უნდა იმოქმედოს მორიელთან,თუ უნდა ის კარმულად შეცვალოს და გარდაქმნას.წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია.
მორიელისგან განსხვავებით, მერწყული უფრო იოლად ეკიდება პრობლემებს, წინააღმდეგობებს, შეუძლია აპატიოს და დაივიწყოს უარყოფითი...მოკლედ, მორიელს ბევრი რამის სწავლა შეუძლია მერწყულისგან.
როდესაც მორიელი პირველად ხვდება მერწყულ ქალს, შესაძლოა გაკვირვებულიც დარჩეს-ეს ქალი ხომ ალისაა, თვით საოცრებათა ქვეყნიდან.მერწყული ქალი მანერებით შოკში აგდებს მორიელს.თუ მერწყულ ქალს სურს მორიელთან ურთიერთობა შეინარჩუნოს,მაშინ მოუწევს მორიელის პატივისცემა იქ, სადაც მარტონი არ იქნებიან. მორიელი ამ ქალს საზოგადოებაში დაცინვას ან უარყოფას არ აპატიებს.
ამ წყვილს შორის სექსუალური ურთიერთობა გარკვეულწილად წააგავს მეტოქეობას სურვილებს შორის. ერთს ერთი უნდა, მეორეს-მეორე...აბა ვინ მოერევა, ვინ აჯობებს... სექსში ვინ უფრო ძლიერია საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად. არსებობს მეორე ვარიანტიც- სექსუალური ურთიერთობით ერთმანეთს სიყვარულს უმტკიცებენ.
მათი ჰარმონიული სექსუალური ურთიერთობა, ემოციური შეთავსება მაინც პირად ჰოროსკოპზეა დამოკიდებული.განსაკუთრებით კი მზე-მთვარის ასპექტებზე. თუ მორიელის მზე უარყოფით ასპექტშია მერწყულის მთვარესთან ან პირიქით, ნაკლებია შანსი რომ სექსუალური კუთხით შეეწყობიან .მორიელისთვის და მერწყულისთვისაც სექსში მნიშვნელობა მხოლოდ ფიზიკურ კი არა, ემოციურ დაკმაყოფილებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.მთვარე კი ემოციებს „განაგებს“. თუ ემოციურ ჰარმონიას ვერ მიაღწევენ, ურთიერთობა დაიძაბება. თუ მზე -მთვარის ასპექტი დადებითია,მაშინ ამ წყვილს ბედნიერება და ჰარმონია არ მოაკლდება. შედეგად მერწყულიც და მორიელიც კმაყოფილი იქნება.
მერწყული სწრაფად უბრუნდება რეალობას, მორიელს კი ამისთვის ეტაპობრივი საფეხურების გავლა უწევს. ამიტომ ,მერწყული უნდა შეეცადოს რეალობაში დაბრუნების მიუხედავად, მორიელთან სულიერი სიახლოვე შეინარჩუნოს.
ეს წყვილი ურთიერთობაში რომელიმე მათგანის კარიერას უფრო წინ წევს, ვიდრე ოჯახურ ცხოვრებას.მესამე ადგილზეა- შთამომავლობა, ხოლო შემდეგ მოდის პირად ოცნებები და სურვილები.
მორიელი კაცი სავსეა წინააღმდეგობებით,ცვალებადი განწყობითა და საიდუმლოებებით. მერწყულ ქალსაც საკუთარი საიდუმლოებები გააჩნია. ურანის გავლენა ქალს ეხმარება ინტუიციურად გაიგოს მორიელის ვიბრაცია. სწორედ ინტუიციაა მათი საერთო მახასიათებელი,ის რამაც შესაძლოა ერთად ყოფნაში შეუწყოს ხელი. ორივეს სჭირდება კომპრომისებზე წასვლა,რათა ურთიერთობა შეინარჩუნონ. კომპრომისი კი მოქმედებაში უნდა გამოხატონ და არა სიტყვებითა და დაპირებებით.