ვერძი ქალი
ფრთხილად იყავით ამ ცეცხლოვან ქალთან,ზოგჯერ ვერძი ქალის გაგება საკმაოდ რთულია.ის ჩანს ცივი,მიუწვდომელი, ანტიპატიით განწყობილი და შესაძლოა გაგიჩნდეთ აზრი,რომ მას მამაკაცები არ მოსწონს.თუმცა ეს არ ნიშნავს იმას,რომ ვერძ ქალს როგორც მამაკაცი არ დააინტერესებთ. სად ვეძებოთ მასთან ურთიერთობის დროს პასუხები? - ყველაფერი თამაშია, უბრალოდ თა-მა-ში

ის გაიძულებთ მასზე იფიქროთ,თავს ისეთად მოგაჩვენებთ როგორიც სინამდვილეში არაა. ვერძი ქალი შეუდარებელი მსახიობია როცა საქმე ფლირტს ეხება.ნებისმიერ დროს ეცვლება განწყობა,შეუძლია უცებ შეიცვალოს აზრი. ამ ურთიერთსაპირისპირო,შეუდარებელ და ტემპერამენტიან ქალთან ნამდვილად გაგიჭირდებათ თუ ბუნებით ძლიერ კაცთა რიცხვს არ განეკუთვნებით.მოგიწევთ შეეგუოთ მის განწყობათა/აზრთა ცვლილებას,რომლებსაც რადიკალურად იცვლის. ბუნებით იმპულსურია,შესაძლოა მოგეჩვენოთ,რომ საკმაოდ გულგრილია.მისი მოუსვენარი ბუნება ნებისმიერ აქტიურ კაცს აურევს თავ-გზას. თუ თქვენ არ შეინარჩუნებთ გარკვეულ ტემპს ურთიერთობაში,შესაძლოა ვერძი გაცივდეს ან სხვის მიმართ გაუჩნდეს ინტერესი,თუმცა ორმაგ თამაშს არ დაიწყებს.უბრალოდ დაგტოვებთ. ზოგჯერ მისი გადაწყვეტილებები საკმაოდ მკაცრია.
სასურველია ვერძ ქალს ზედ წითლად ეწეროს "ფრთხილად!ცეცხლსაშიშია!",მისი ფეთქებადი ტემპერამენტისთვის ეს ზედგამოჭრილი იქნება.დაიმახსოვრეთ,რომ მისი "არა" ნიშნავს "არა"ს და "კი"-"კი"-ს.როცა გეუბნებათ "წადი",ის მართლა ამ სიტყვას გულისხმობს. თუ თქვენზე გაბრაზებულია,ფრთხილად იყავით და ნუ გააღიზიანებთ უფრო მეტად, სისხლის ბოლო წვეთამდე შეუძლია იბრძოლოს. მას აქვს მიდრეკილება ლიდერობისკენ,მართვისკენ,საკუთარი აზრის თავსმოხვევისკენ.
თუ თქვენ არ შეგიძლიათ ასეთი ქალის გვერდით ყოფნა,უბრალოდ მიატოვეთ-თქვენი მხრიდან ყველაზე გონივრული საქციელი იქნება.
თუ თქვენ შეძლებთ მის სიჯიუტეს და ახირებულობას ბოლო მოუღოთ,გილოცავთ,სულ მალე დარწმუნდებით მარსით მართული ეს ქალბატონი რა ქალურია სინამდვილეში.ის თვითონ სიყვარულზეა შეყვარებული,რომანტიკოსი ვერძი ქალი სექსს განიხილავს როგორც ცხოვრების ერთ-ერთ სიამოვნებას.დაიმახსოვრეთ,რომ ის მოსიყვარულე პარტნიორს ეძებს და არა მამას.როგორც პარტნიორი მგზნებარე,სენტიმენტალური და საკმაოდ მიწიერია.
ხშირად აზარტულია,წინასწარ შეუძლებელია მისი ქცევის განსაზღვრა...თუმცა სინამდვილეში ერთი იდეალისტი ქალია,უბრალოდ ხშირად მკაცრი იმიჯის მქონე.შესაძლოა მოგეჩვენოთ,რომ ქათინაურების მიმართ რეაქცია არ აქვს,მაგრამ სინამდვილეში ქალთა იმ ტიპს მიეკუთვნება,ვინც გულგრილად გვერდს ვერ უვლის სარკეს.
ქალი ვერძი იშვიათად არის ქორწინებაში ბედნიერი.მას მიაჩნია,რომ ფული შეიქმნა დასახარჯად,სჯერა რომ თუ დღეს არაა ფული,ხვალ იქნება და არ დარდობს ამაზე. თუმცა ფულისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ქორწინებაში პრობლემები შეუქმნას. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ხიბლს არ კარგავენ წლების მატებასთან ერთად. რომანტიული ბუნების წყალობით ნებისმიერ ასაკში შეუძლია გამოწვევა მიიღოს,წინ იაროს,ცხოვრებით დატკბეს.ამ თავქარიან არსებას გულით სწამს,რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება..
მამაკაცი,რომელიც ვერძ ქალს დაუკავშირებს ცხოვრებას გარანტირებული ექნება ხმაურიანი გარჩევები,, აქტიური სექსუალური ცხოვრება ,ეგოცენტრული ქალი გვერდით და კიდევ თავის ტკივილი

თუმცა სანამ ვერძს დაუკავშირებთ,აჯობებს კარგად დაფიქრდეთ,თუ ასეთი ცხოვრება არ მოგწონთ,დროზე გაეცალეთ..ოღონდ ეს მანამდე გააკეთეთ სანამ ის თქვენით სერიოზულად დაინტერესდება.
ეცადეთ არ დაუშვათ შეცდომა: ის ჩვეულებრივ ქალზე მეტია
ეს თარგმანი ჩემგან ეძღვნება ამ თემაში მპოსტავ ვერძ ქალებს

შესაძლოა სულაც ჩემი ბოლო პოსტი იყოს ფორუმზე და მინდოდა რამე დასამახსოვრებელი დამეწერა