ვაჰ

მესამე თემაც გახსნილა
წინა თემაში დადებულ ინფორმაციას გადმოვიტან,შრომა რად დაიკარგოს უქმადა? :ვიგროსსმაილი:
ტყუპები21 მაისი – 20 ივნისი
ზოდიაქოს 3 ნიშანი
ჰაერის 1 ნიშანი.
1 ცვალებადი ნიშანი.
მმართველი პლანეტა – მერკური.
ბედნიერი რიცხვი: 5 და ყველა სხვა რიცხვი, რომელიც 5-ზე იყოფა
ასტროლოგიური სიმბოლო: ყტუპები.
ასტროლოგიური ფერები: მზენარევი ნარინჯი, ბაცი ყვითელი, თალხი ცისფერი, იისფერი.
ასტროლოგიური თვლები: ზურმუხტი, საფირონი, აქტი.
მარჩბივი მართავს ჰოროსკოპის მესამე სახლს.
მარჩბივის (ტყუპების) ნიშანი წარმოდგენილია მოძრავი, ცოცხალი ტყუპებით, იუპიტერისა და ლედას ლეგენდარული ვაჟიშვილებით და ცხადია ამ მომხიბლავი, გამოუცნობი ნიშნის მატარებლები ყველას, მათ შორის ასტროლოგებსაც , საგონებელში აგდებენ თავიანთი მერყევი, ცვალებადი პიროვნებით. რა ოინი გააკეთა დედაბუნებამ? რატომ არის, რომ ტყუპები ერთ წამს ერთმანეთს გვანან და მეორე წამს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული არიან? შესაძლოა მხოლოდ ასტროლოგიური გაგება მათი მმართველი პლანეტის მერკურის და მისი გავლენა დაგვეხმარება, ნაწილობრივ ავხსნათ მათი მებრძოლი სულისკვეთება, მათი „ვერცხლისწყალივით“ მოუსვენრობა, მათი ხასიათის თვისებათა ფართო წრე.
მერკური „ღმერთების ფრთოსანი მალემსრბოლი“ ჩვენს გონებრივ პროცესსაც წარმართავს. ამიტომაც მარჩბივი(ტყუპები) უშუალოდ რომ მერკურით იმართებიან, ძალიან ინტელექტუალურნი არიან, ხშირად აჭარბებენ ამ სფეროში სხვა ხალხს. ტყუპები განწყობის ხალხი, ცუდ გუნებაზე ხშირად სჩადიან უგნურ, ბრიყვულ საქციელს, მერე რომ სანანებლად უხდებათ.
მრავალმხრივობა ტყუპების ძირითადი მახასიათებელია. ისინი უჩვეულოდ მრავალმხრივნი არიან, მაგრამ ყურადღება ერთ რაიმეზე კონცენტრირებას უნდა მიაჩვიონ და თავიანთი ძალების ფლანგვას მოეშვან, მერკური მარჩბივის ტვინში დებს ცნობისმოყვარეობის მოდელს, რაც აიძულებს მათ ყველაფერი აანაზღაურონ, დაშალონ, კვლავ შეაერთონ, შემდეგ კი სხვა ამოცანაზე გადაინაცვლონ.
დასტურ, არც ერთი ნიშანი არ ანიჭებს ამოდენა მნიშვნელობას სიჭაბუკის შთაბეჭდილებებს, რომლებიც ტყუპების მთელ მომდევნო ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. გონებამახვილნი და საზრიანნი გარემოებათა გავლენას ემორჩილებიან. ახალგაზრდობაში ეთიკის დამცველები არიან. თუ ბავშობიდან მათში სწორი მორალური ცნებებია ჩადებული, ისინი განავითარებენ და განამტკიცებენ, შედეგიანობის და კმაყოფიელბის ფილოსოფიად აქცევენ მათ. მაგრამ თუ სიყმაწვილეში სწორი მორალური პრინციპები არ ჩაენერგათ, ისინი პრიობითობის წინააღმდეგ აჯანყდებიან: დაუნანებლად გაწყვეტენ ოჯახურ კავშირებს, უარყოფენ საზოგდოებას და ხელისუფლებას.
მარჩბივის ნიშანთაგან ზოგიერთი, გრძნობს რა თავის გონებრივ ძალას, თვითკმაყოფილი და ამპარტავანი ხდება, რაც ძირითადში, ინტელექტუალური მორცხვობით და გადაღლით მთავრდება.
დადებითი თვისებები, რომლითაც მერკურიმ დააჯილდოვა: მრავალმხრივობა, სიმსუბუქე, თავაზიანობა, ტაქტიანობა, დიპლომატია, ინტუიცია, გამჭრიახობა. მარჩბივის ვალია ეს საქებარი თვისებები სწორად გამოიყენოს, მაღალი მიზნების მისაღწევად. ტყუპების ბუნებაში არსებობს შინაგანი სიცივე, რაც გრძნობების სიმაღლე ჰგონიათ ტყუპებსაც და სხვა ხალხსაც, მაგრამ ისინი არც ისე ემოციურნი არიან, როგორც გვეჩვენება, რადგანაც განწყობის სწრაფი ცვლა, გრძნობათა მოჩვენებითი სიღრმეა. მარჩბივი კარგად ეგუება ცვალებადობას. დემოკრატიული შეხედულებები აქვს, უყვარს მოგზაურობა და უყვარს პროფესიები, რომლებიც მრავალფეროვნებას შეიცავს.
ეს მხიარული, მარად ახალგაზრდული ნიშანია. ესაა, აგრეთვე „გაორებული“ პიროვნების კლასიკური ტიპი.
=============
დღეს ისეთი არ ვარ, როგორც გუშინ.
ვინც სიტუაციას ფლობს, იგი ინფორმაციასაც ფლობს.
ერთი ჭკუა კარგია, ორი – უკეთესი, განსაკუთრებით თუ ისინი ერთსა და იმავე ადამიანს ეკუთვნის.
ფიგარო იქ, ფიგარო აქ.
იდეა, როგორც პროდუქტი, დიდხანს არ უნდა გააჩეროთ.
ერთი ტელევიზორი და ტელეფონი სახლში კარგია, ხოლო ორი – უკეთესი.
ვინც ვერ მოასწრო, მან დაიგვიანა.
ცხოვრებაში ისე ვმოძრაობ, როგორც სკუტერი წყალზე, არ ვუღრმავდები, მაგრამ სამაგიეროდ სწრაფად დავდივარ.
მისმინეთ!
მიყვარს რაოდენობა, რადგან ხარისხისათვის დრო არ მყოფნის.
ივნისსში დაბადებულებისთვის:გვახასიათებს:
ვერ ვიტანთ სიყალბეს ( მართალია!) და რაც მთავარია ამას უმალვე ვამჩნევთ
უყვართ წყლის და მთის სუნი-რე ვიცი აბა? მე ავტობუსის გამონაბოლქვიც მიყვარს
თავმოყვარეები-კე!
როცა ამბობენ რაღაცას, ისე უნდა იყოს
ინტუიციურები-საკმაოდ
დიდი მოეცნებეები-საკმაოზე მეტად
შეუმჩნევლები არასდროს რჩებიან
უყვართ სახლში ჯდომა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კომპანიაში არიან-მარტოებიც კარგად ვართ ხოლმე არა?
ბუნებრივები და უშუალოები
უყვართ წყლის სპორტის სახეობები- მე მთისაც მიყვარს
ლოიალურები-უეაჰ ნამდვილად
რა მოსწონთ ტყუპებს:ტყუპებს ძალიან მოსწონთ სათვალეები, როგორც ნომრიანი ასევე მზის, ამასთან ერთად მათი უსაყვარლესი ნივთია საათი. აქედან გამომდინარე მათ ხშირად სათვალეების და საათების კოლექცია აქვთ. მამაკც თუ ქალ ტყუპებს გართულება აქვთ სნიკერსების( მაღალ ყელიანი კედები თუ არ ვცდები) სხვადასხვა ვარაიანტებზე, რომელსაც განწყობის და სამოსის შესაბამისად არჩევენ. მამაკაცი ტყუპები ერთი შეხედვით შეუსაბამოდ უხამებს ერთმანეთს სამოსს, მაგალითად შეუძლია კედებზე ელეგანტური შარვალი და პიჯაკი ჩაიცვას, თუმცა ამ შეხამებას შესანიშნავად ირგებს. კიდევ ერთი ნივთი, რომელიც არასდროს არ აკლია მათ გარდერობს (არც ქალის და არც კაცის) ესაა ჯინსები, რომლებსაც სხვადასხვა ფერის მაისურებს უხამებენ, ან კლასიკურ თეთრ პერანგს. როგორიც არ უნდა იყოს შეხამება, შედეგი როგორც წესი ძალიან ორიგინალური და გემოვნებიანია, რადგანაც ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ადარდებთ საკუთარი გარეგნობა და თავს კარგად უვლიან. ქალი ტყუპები ყოველთვის ძალიან ელეგანტურია, უყვარს არაორდინალური აქსესუარები, რომლითაც საკუთარ ქალურობას უსვამს ხაზსს.
თეთრეულშიც ქალი ტყუპები ანიჭებს უპირატესობას იმ ნივთებს, რომელიც მის ღირსებებს გაუსვამს ხაზს, კერძოდ, რომლებიც ლამაზად წარმოაჩენენ სხეულის ნაწილებს, როგორიცაა მკერდი, საჯდომი და ფეხები.
ტყუპები:
ტყუპები მოძრაობენ უსწრაფესი ზოდიაქალური სიჩქარით, თქვენ გადაუფრენთ ყველა წინაღობას,გამოთხრით გვირაბებს კედლების ქვეშ, თავისუფლად გადაახტებით და გაირბენთ ბაწარზე, ყველაფერს აუვლით გვერდს იმისთვის რაც გინდათ.
ყველას უყვარს ტყუპების გაქილიკება, რას აღარ გეძახიან-ორ სახიანიდან დაწყებული, დარეხვილით, ცაში მფრინავით და შიზოფრენიკით დამთავრებული. რაღაცეები შეიძლება რეალობასაც შეესაბამებოდეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უმრავლესობას შურს თქვენი. თქვენს ქმედებებში იმდენი სილაღე, სისწრაფე და ენტუზიაზმია და იმდენად ადვილად გამოგდით ბევრი რამ, რომ ეს გამაღიზიანებლად მოსაბეზრებელია და ბევრს ეს ცუდ ხასითაზე აყენებს.
მიზეზი რატომაც გამოგხატავთ ორი სიმბოლო არის არა მხოლოდ ის, რომ გაორებული ხასიათი გაქვთ, არამედ ის, რომ თქვენ ორმაგად თქვენ ხართ.
ბოლო წინადადების აზრი ვერ გავიგე: there's just that much more of you to go around.
მერკური - მზესთან ყველაზე ახლოს განლაგებული პლანეტაა. იგი მზის ირგვლივ სხვა პლანეტებზე უფრო სწრაფად ბრუნავს. მისი ერთი მხარე მუდმივად მზისკენ არის მიქცეული და მუდმივად გავარვარებულია, მაშინ როცა, მეორე ვერასოდეს ხედავს მზეს და მუდმივად გაყინულია. სითბოსა და სიცივის ეს უკიდურესობები მჟღავნდება ტყუპების ცვალებად და ორმაგ სექსუალურ საქციელში. ტყუპების უარყოფით ტიპებში გვხვდებიან ექსპერიმენტატორები, სატირები - მამაკაცთა შორის, ქალებში - ნიმფომანიით შეპყრობილნი, აგრეთვე, ექსჰიბიციონისტები, ფეტიშისტები, ჰომოსექსუალისტები და გაუკუღმათებულები.
დადებით ტიპებს შორის გვხვდებიან ისეთებიც, რომლებიც დებენ აღთქმას არ დაქორწინდნენ. ისინი პირად სიკეთეზე უარს ამბობენ.
ამ ნიშანზე დაბადებულთა შორის არიან მხატვრები, პოეტები, ესთეტები, მეცნიერები, საერთოდ მაღალი ზნეობის ადამიანები.
____
საერთოდ ვნებები იმდენად არის დაკავშირებული მათ გონებრივ პროცესებთან, რომ განწყობა, მოწყენა თუ ინტერესი განსაზღვრავს მათ სქესობრივ ურთიერთობებს. აქ შეგხვდება ისეთი ახირებული ტიპი, რომელიც ჯერ უარყოფს ყოველგვარ საზოგადოებრივ პირობითობას და ჰიპებს მიკედლებული, მათ თემურ ცხოვრებას აღიარებს, შემდეგ კი უარყოფს ამ ცხოვრებასაც. ასტროლოგებს რომ ნება ჰქონდეთ სხვა სიმბოლო მიეცათ ამ ნიშნისათვის, ისინი ქამელეონს შესთავაზებდნენ, რომელიც შენიღბვისა და თავდაცვისათვის გაუთავებლად იცვლის ფერს.
განთავისუფლებული მარჩვიბი სქესობრივი აქტის ყველა სახეობას გასინჯავს ერთხელ მაინც, მას არაფერი ეთაკილება, რადგან მერკური დამწერლობის მეურვეა, ტყუპები ხშირად დღიურში იწერს თავის სექსუალური მოღწევების ამბებს, სადაც პარტნიორების ღირსებებს და ნაკლოვანებებს აღწერს.
ტყუპები არც ისე აგრესიულია. სიამოვნება ყველაფერში, მათ შორის სექსშიც, მეორეხარისხოვანია მათთვის.
ტყუპებს უყვრათ მოგზაურობა, სცენარის შეცვლა აქედან გამომდინარე. იმის გამო, რომ დიდად არ გადარდებს სიმდიდრე, ფული მხლოდ იმ თვალსაზრისით გიზიდავს, რომ გაძლევს დამოუკიდებლობას, ანუ საშუალებას აკეთო ის რაც გინდა.
იმის გამო, რომ არ გინდა არაფრის დიდებით იყო ისეთი, როგორიც ყველაა, ცდილობ შეინარჩუნო შენი ინდივიდუალურობა და გამოყო ის გარემოსგან. ცდილობ ყველანაირი დამოკიდებულების ფორმები აღმოფხვრა, ვერ იტან ბანალურ წესებს და ხშირად არღვევ მათ და აჯანყდები ნებისმიერი გავლენის წინააღმდეგ, რომელიც მაღლიდან წამოვა. არავის მისცემ საშუალებას ჩაეკვეხოს შენსა და შენს ინდივიდუალურობას შორის და არასდროს გააკეთებ რაღაცას, იმიტომ რომ ეს "მიღებულია", ან რაიმე სარგებლის მიღების მიზნით.
თუ გამომიმუშავებთ უნარს შეეგუოთ და გაიცნოთ თვქენი უარყოფითი მხარეები, ეს ხელს შეგიწყობთ მიაღწიოთ იმას რაც გსურთ.
ტყუპების ემოციური მდგომარეობა მთლიანად დამოკიდებულია მათ გონებრივ განწყობაზე, თუ მათ რაღაც გონებრივი პრობლემა აქვთ ეს უმალვე აისახება ფიზიკურ მდგომარეობაზე, ანუ ხშირად მათი სიცივე და დისტანცია შეცდომით აღიქმება, რადგანაც ცივი და დისტანციური ტყუპები მაშინაა, როდესაც მას რაღაც საკითხი აწუხებს და არ ასვენებს მის ფიქრებს, ასეთ მომენტებში პარტნიორს ტყუპები შეიძლება დიდი აისბერგად მოეჩვენოთ, იმდენად მიდიან ფირქბში და ავიწყდებათ გარშემო მყოფნი.
ტყუპების ცხოვრების განმავლობაში რამოდენიმე სასიყვარულო ურთიერთობაა და როგორც წესი ინტერესი მიმართულია ინტელექტზეა და არა ფიზიკურ მხარეზე. ტყუპების ფანტაზიის უნარი სექსუალურ სფეროში დიდ როლს თამაშობს და მუდმივად ცოცხალს ხდის ცხოვრების ამ სფეროს. როგორც წესი ტყუპები თავისგან განსხვავებულ ტიპებს ეძებენ. მათ გახსნილი მენტალიტეტი აქვთ და სურთ იცხოვრონ აბსოლუტური დამოუკიდებლობით. ტყუპების მგრძნობიარე და ემოციურ მხარეს სჭირდება ისეთი პარტნოირი, რომელიც იქნება ჭკვიანი, თბილი და რაფინირებული.
თქვენი ძვირფასი ქვაა-ზურმუხტი
როგორ უყვართ ტყუპებს?რა მოგახსენოთ თქვენს ემოციურ მხარეზე, მეგობარო ტყუპებო? სასიამოვნო თანამოსაუბრე ხართ, რომელსაც უამრავი ახალი იდეა და აზრი, ინიციატივა აქვს. რაც შეეხება სიყვარულს, თქვენი მოთხოვნილებების მწვერვალში საწინააღმდეგო სქესისადმი დიალოგია. სატელეფონო საუბრები, სმს-ები თქვენთვის აუცილებელია. გიყვართ სიახლეები და თუ პარტნიორი არ ამხიარულებს ყოველდღიურობას პერმანენტულად, სტიმულს სხვაგან დაუწყებთ ძიებას. არა კორექტულია თქმა იმისა, რომ მოღალატე ხართ, რადგანაც რეალურად თქვენ სტაბილურ ურთიერთობებში გაშინებთ რუტინა, ერთფეროვნება, შეჩვევა, ამიტომ ყოველთვის რაღაც უნდა იყოს ურთიერთობაში რაც შენს ცნობისმოყვარეობას მიიზიდავს. არ შეგიყვარდება არავინ მხოლოდ ლამაზი სხეულის გამო, ეძებ ადამიანს, რომელსაც ბრწყინვალე გონება აქვს, ვისაც შეუძლია საწინააღმდეგო აზრები შემოგთავაზოს და იყოს მუდმივად საინტერესო.
როგორი მეგობარია ტყუპები?კარგი მეგობარი ხარ, შენი ყოფნა ყოველთვის მოთხოვნილია ჩვეულებრივ მეგობრულ დ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევების დროს. ცოტას შეუძლია გაახალისოს წვეულება, როგორც შენ, მაგრამ როცა შენ არ ხარ მოსაუბრე და თემა არ გაძლევს სტიმულს, დგები და ტოვებ იქაურობას, ან სულიერად ტოვებ იქაურობას,სადაც მხოლოდ შენი სხეული რჩება დამსწრედ. საქმე იმაშია, რომ აღქმულ უნდა იყო მაშინ, როცა სახეზე ხარ და თვალი უნდა დაიხუჭოს შენს დაგვიანებებზე და პატარა ტყუილებზე, აგრეთვე შენს ნაკლზე იჭორაო. საიდუმლების განდობა მთლად მიზანშეწონილი არაა ტყუპებისთვის, რომელიც მან შეიძლება გააბაზროს, მაგრამ არა ბოროტებით, არამედ წამოაყრანტალოს ისე უწყინარ პონტში, ამით კი შეიძლება უხერხულობაში ჩააგდო ის, ვინც გგანდო საიდუმლო. ხანდახან სიჩუმესაც აფასებს
სამსახურშიმთავარია შესასრულებელი სამუშაო დივერსიფიცირებული იყოს, დანარჩენს მოევლება. გირჩევნია სამუშაო, რომელიც მოიცავს ხალხთან ურთიერთობას, სოციალურ სფეროს. მართალია ყველა ტყუპები ვერ იქნება პიარ მენეჯერი ან შოუმენი, მაგრამ ვინც გამყიდველია, მოლაპარაკებებში მონაწილე და ნებისმიერ ისეთ სამუშაოს შემსრულებელი, რომელიც კლიენტის მომსახურებას ეხება, დაეხმარება მათ მათი ტყუპური დადებითი მხარეების გამოვლენაში. ძალიან სსიამოვნო კოლეგა ხარ, რადგანაც შენთან ერთად სამუშაო საათები არც ისეთი გრძელი და მძიმეა, შეგიძლია სიმსუბუქე შესძინო მძიმე და ძალიან დატვირთულ მომენტებსაც კი. როგორც დაქვემდებარებული არ ხარ იდელური, რადგანაც ნამეტანი დამოუკიდებელი ხარ შენს გადაწყვეტილებებში და ინიციატივებში, მაგრამ ამას ადვილად გპატოიბენ. ვირის მუშას ვერ დაგაქმევ, მაგრამ თუ მოძებნი შენთვის შესაფერის სამუშაოს, მას გულს და სულს დაუდებ.
როგორი შვილი ხაროჯახში უეჭველი იდეინის პოზიცია გეკავა ბავშვობიდან. სწრაფი, ცნობისმოყვარე და მომწიფებული დროზე ადრე, ნამდვილად შეიტანდი წვლილის მშობლების დროზე ადრე გაჭაღარავებაში, თუმცა ამავე დროს შეავსებდი მათ ცხოვრებას მხიარული და სიცოცხლით სავსე მომენტებით. სკოლაში კარგ შედეგბს მიაღწევდი უმცირესი შრომით,მიუხედავად იმისა, რომ პირველი მოსწავლე ალბად არ ყოფილხარ კლასში. თუ გაგიმართლა და შეგხვდა ისეთი მასწავლებელი, რომელმაც განჭვრიტა შენი პოტენციალი და თუ ფინანსურმა მდგომარეობამ მოგცა საშუალება, უეჭველად დაასრულებ სწავლას უმაღლესით ( ეს ცოტა უცნაურია ქართულ რეალობაში, სადაც უნივერსტეტი თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია, საზღვარგარეთ ასე არაა, ყოველ შემთხვევაში ბევრ ქვეყანაში, სადაც სწავლის გაგრძელება სერიოზულ თანხებთანაა დაკავშირებული).
როგორი მშობელი ხარნამდვილად არ ხარ კლასიკური მკაცრი და ავტორიტარული მშობლის ტიპი. მეგორბული დამოკიდებულება გაქვს შვილებთან, უფრო შესაძლებელია იმაზე იჩხუბოთ ვინ დაჯდება კომპიუტერთან პირველი, ვიდრე აღზრდის საკითხებზე. ბავშვებს იზიდავ უამრავი ამბის, ზღაპრის და იგავ არაკის ცოდნით. შენი ფანტაზია ბავშვებს წარმოდგენას გაუფართოვებს. შეძლებ მათ მხარდაჭერას მძიმე მომენტებში შენი სიმსუბუქით და გულისხმიერებით. მთავარია ბავშვს პრეტენზია არ ქონდეს ყველა მშობელთა კრებაში მონაწილეობაზე.
რა შთააგონებს ტყუპებს:ძვირფასო ტყუპებო, ნამეტანი ამბიციურები ბრძანდებით. ისე როგორ არ უნდა იყოთ, როცა ამდენი ნიჭის მფლობელი ხართ და იცით, რომ რასაც გინდათ იმას მიაღწევთ? ერთადერთი რაც ხელს გიშლით, ეს არის ის, რომ რაღაცის მისაღწევად მსხერპლის გაღება, ბრძოლა, თავაუღებლად მუშაობაა საჭირო, თქვენ კი ამაზე თავს არ იწუხებთ. მრავალრიცხოვანი ნაცნობების წყალობით ბევრ პრობლემას იცილებთ თავიდან, მაგრამ ნამეტანი თავსაც ნუ გაგივათ. რაც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი,ყოველთვის ეცადეთ აირჩიოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიგიყვანენ სხვებთან მჭიდრო კონტაქტში. კომუნიკაცია შენი ნიჭია, კეთილგანწყობა და სისწრაფე შენი იარაღი, გაფანტულობა კი შენი მტერი.
Так, жена номер один сумеет удовлетворить все требования мужа и помогает ему хорошими деловыми советами;
жена номер два подвержена разным настроениям. Она может принять участие в какой-нибудь демонстрации протеста и, забыв о том, что у нее есть муж и дети, явиться домой далеко за полночь;
жена номер три не хочет заниматься скучными домашними делами: постели у нее не убраны, а кухонная раковина ломится от немытой посуды, в то время как она сама поглощена сочинением пьесы для театра. Зато она может рассуждать с мужем о буддизме и всяких философских проблемах, отвечая самым утонченным эмоционально-интеллектуальным запросам;
жена номер четыре вся поглощена детьми, их успехами в школе и играми, в которых она принимает активное участие. Она не слишком строгая мать, и детям с ней легко и просто, хотя она все-таки требует, чтобы они делали уроки;
жена номер пять - гостеприимная хозяйка, которая умеет так сервировать стол и убрать дом к приходу гостей, что не стыдно пригласить к обеду и министра. Она изысканно одета, пользуется дорогими духами и вообще создана для светской жизни. Она любит бывать на театральных премьерах и вернисажах, где можно и на людей посмотреть, и себя показать.
ტყუპების ტიპის ადამიანი:კომუნიკაბელური,მოძრავი,მოაზროვნე, მხიარული, იშვიათად თუ დებს მიწაზე ფეხს.
ტყუპების ტიპის ადამიანი ადვილად აღლედება, მაგრამ იგივე დროს მოანდომებს დამშვიდებას. საერთო შეხედულების საწინააღმდეგოდ, რომელიც მას ფეხებზემკიდიათ ახასიათებს, ის საკმაოდ მგრძნობიარეა, უბრაოდ რეალობის შიში და იმის რომ გადამეტებულად გაიხსნას ვინმესთან, სხვებზე ზედაპირულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ტყუპების ტიპისთვის მიუღებელია ხანგრძლივად სიჩუმე, როგორც ეს კუროს ტიპს უყვარს და იქიდან გამომდინარე, რომ ტყუპების ტიპი კუროზე სუსტია ფიზიკურად და მისი შინაგანი სამყარო ბევრად კომპლექსური და რაფინირებულია, მთელ ცხოვრებას საკუთარი დამოუკიდებლობისთვის ბრძლოაში ატარებს, როგორც მატერიალური ასევე მენტალური თვალსაზრისით.
ტყუპებს როგორც ჭიანჭველას რომელიც უცბადვე აუვლის გვერდს საშიშროებას, ძალუძს ზედმეტად გადაშლილი სულის უმალვე გადაკეტვა.
სტატისტიკა ერთ უცნაურ რამეს გვიჩვენებს, რომ მოძრავი, მოგზაურობის და ცვლილებების მოყვარული ტყუპების ტიპის ადამიანები, ცხოვრების მეგზურად ირჩევენ წყნარ და სტაბილურ ადამიანებს. ალბად ეს განსაზღვრულია ბუნების კანონით კომპენსირება მოახდინო იმის, რაც არ გაქვს. ტყუპები რომლებიც თავის საწინააღმდეგო ტიპის ადამიანებთან იჭერენ ურთიერთობას, ცდილობენ საკუთარ ცხოვრებაში და თავში ჰარმონიული ბალანსი შეიტანონ. და ყველაზე ბედნიერი ქორწინება ტყუპებისთვის პარადოქსალურად ის აღმოჩნდება ხოლმე, რომელსაც ყოველთვის გმობდნენ.
როგორც წესი ტყუპების ტიპის ადამიანი შეცდომებზე სწავლობს, თუმცა შეცდომა საკმაოდ მძიმე უნდა იყოს. ტყუპებმა უნდა ისწავლონ საკუთარი ინტელექტუალური უპირატესობის მართვა, პირველ რიგში დისციპლინის და მიზანმიმართულობის გამომუშავებით.
როდესაც ტყუპები არ არიან სასიყვარულო ეიფორიაში, იშვიათად თუ დაფიქრდებიან რამდენად ძვირფასია მათთვის ესა თუ ის ადამიანი. მათ ყველასთან ურჩევნიათ მსუბუქი და არა დამავალდებულებელი ურთიერთობები. ნებისმიერი სახის ზეწოლას ცუდად იტანს, თუ იტანს კიდევ საერთოდ. რაც შეეხება სიყვარულს, ტყუპებს ურჩევნიათ რომ სხვებს უყვარდეთ ისინი. ეს სფერო ტყუპებისთვის ნამეტანი დაკავშირებულია გონებასთან. თუ მან გადაწყვიტა რომ შეყვარებულია, ესე იგი შეყვარებულია. თუმცა არანაირ განსაკუთრებულ სიტყვებს არ ამბობს. ამასთან დაკავშირებულ შეკითხვებს გაოგნებული პასუხობს: "კარგად ხარ ჩემთან? მეტი რაღაა საჭირო?" ამიტომაც დიდად ნუ გაგიხარდებათ, მათ, ვისაც ტყუპები ათას ლამაზ სასიყვარულო სიტყვას ეტყვის, ის მათ იმიტომ ამბობს, რომ ასეა წესი და არა იმიტომ რომ გულიდან მოსდის სასიყვარულო ურთიერთობის საწყის ეტაპზე კიდევ რაღაცას მოისმენთ, აი მერე...ტყუპები მადლიერებით მიიღებენ თვქნეს სიყვარულს, მაგრამ არ იჩქარებენ იგივეთი გიპასუხონ. ეს ფლირტია, გაუცნობიერებელი. ამიტომაც ტყუპები ( ორივე სქესის) პარტნიორს გაუთავებელ დაძაბულობაში ამყოფებენ, აიძულებენ მათ ეჭვი შეეპაროთ გრძნობის ორმხრივ ხასიათში, თუმცა მიზანდასახულად არ აკეთებენ ამას. უბრალოდ თავად ტყუპები არაა დარწმუნებული არც თAვისთავში და არც პარტნიორში. ხოდა გამოდის მოჯადოებული წრე-მეტ ყურადღებას გამოიჩენ, შეიძლება დაფრთხეს, არ გამოიჩენ და ერთ დღესაც უკვალოდ გაქრება. ერთი გამოსავალია-მიიღო ისეთი, როგორიც არის. ნუ აღელდებით მომავლის თაობაზე, რაც მოსახდენია ის მოხდება, უბრალოდ მიიღეთ სიამოვნება ტყუპებთან ურთიერთობით,რადგანაც ყველაზე სასიამოვნო ისინი "თავისუფალ ფრენისას" არიან.
მიუხედავად ყველა ზემოთ ნახსენები ფაქტორისა, სწორედ სიყვარული შველის მათ მიხვდენ, რომ მარტო არ არიან ამ ქვეყნად. სიყვარულში ის ეძებს ადამიან, რომელიც მასთან ერთად ტანდემში იქნება. უბრალოდ გადაწყვიტოს დროზე, მისი მეწყვილეა თუ არა ესა თუ ის ადამიანი რადგანაც თუ ტყუპები გადაწყვეტს, რომ ადამიანი მისი მეწყვილეა, მეტნაკლებად სტაბილურობას იძენს. მას ურჩევია საყვარელ ადამიანთან გარკვეულ ეტაპზე განცალკევებული ურთიერთობა. ამიტომაც არ გაგიკვირდეთ, თუ ტყუპები თავის მეგობრებთან არ წაგიყვანენ, რადგანაც უფრთხილდებიან სიყვარულს და გრძნობებსბ,თუ გაჯიუტდებით და მოითხოვთ რომ წაგიყვანონ, არ გაგიკვირდეთ მერე მის ერთერთ მეგობრად თუ გადაიქეცით და სიყვარული შარავანდედი შემოგანათ თავზე
რა ვაჩუქოთ ტყუპებს:ტყუპები არ ანიჭებენ საჩუქრებს დიდ მნიშვნელობას. ტყუპებისთვის ისინი მეტნაკლებად საიამოვნოა, როცა მათ ჩუქნიან და ნაკლებად როდესაც თავად უნდა იტეხოს თავი მათ არჩევაზე. მათთვის მნიშვნელოვანია არა საჩუქარი, არამედ ის ვინც მას ჩუქნის. ტყუპები ისევე, როგორც მერწყული უმტკივნეულოდ გადაიტანს თუ თქვენ დაგავიწყდათ მისი დაბადების თარიღი, ასე რომ არც მათთვის საჩუქრის არჩევაა ძნელი საქმე. მათ გაუხარდებათ საინტერესო წიგნი,კალმების ნაკრები, კალკულატორი, კომპიუტერი, მანქანა. მოკლედ ყველაფერი ის, რაც მათ მსოფმხედველობას გააფართოვებს. აჩუქეთ აბნიმენტი საყვარელ გამოცემაზე, ჩაურთეთ საკაბელო ტელევიზია, აჩუქეთ მრავალფუნქციანი ტელეფონი. იმაზეც ნუ დაიძაბებით, რომ გაიხსენოთ ესა თუ ის ნივთი აქვს თუ არა უკვე ტყუპებს,როგორც წესი ყველა ნივთის მრავალი ეგზემპლიარი აქვთ, თან დაბნეულები არიან და ყველაფერს კარგავენ. ამდენად წარმოიდგინეთ რამდენი წვრილმანის ჩუქება შეიძლება, ყველაფერი რისი დაკარგვაც შეიძლება თუ გადაწყვიტეთ დაუთმოთ ყურადღება ტყუპებს, მიართვით სხვადასხვა მრავალ კოლოფებში ათასი წვრილმანი, ნახავთ რა ენთუზიაზმით გახსნის ყველას და კომენტარები კი ,ამ პროცესში, ყველაზე მაგარ კომედიურ წარმოდგენაზე უკეთესი იქნება. შეფუტვას ნუ გადაყვებით,ტყუპების ყურადღებას ის ნაკლებად მიიპყრობს,მას ის უფრო აინტერესებს შიგნით რა არის. მხოლოდ მას მერკანტილურობა არ ამოძრავებს,არამედ ცნობისმოყვარეობა. მოკლედ ტყუპებს საჩუქარის მიღებაზე მეტად თქვენი ყურადღება უხარია
სექსი ტყუპებისთვისთუ თქვენ გეტყვიან რომ ჰაერის ნიშნები არა სექსუალურები არიან-არ დაიჯეროთ. ეტყობა გადაიკითხეს წიგნები, მაგრამ რეალურად არც ტყუპებთან, არც სასწორთან და არც მერწყულთან არ ჰქონიათ ურთიერთობა, ან არ ესმით ამ პრობლემის საფუძველი ამ ადამიანებში. საქმე იმაშია, რომ სექსი ის სფეროა, სადაც ჰაერის ნიშნები კარგავენ თავიანთ სიმსუბუქეს, მოძრავ ხასიათს და რაც მთავარია თავისუფლებას, რომელსაც ასე უფრთხილდებიან. ისინი განიცდიან სექსუალურ პარტნიორზე დამოკიდებულებას. გულის სიღრმეში იციან ეს და ყველანაირად ცდილობენ თავი აარიდონ ამ საკითხს, შედეგად დაუსხლტნენ დამოკიდებულებას.
სანამ სასიყვარულო ურთიერთობის საწყის ეტაპზე არიან, დაფარფატებენ, დაფრინავენ-მათთან იოლი და სასიამოვნოა ყოფნა. როგორც კი გადალახავენ ზღურბლს, სახელად სექსი, ისინი თითქოს შეცვალეს. უჩნდებათ შიშები პარტნიორის დაკარგვის, იწყებენ მცდელობას მიიბან რამენაირად ის,მაგალითად ქორწინების საშუალებით და სხვა ათას სისულელეს სჩადიან. ტყუპებს კუროსგან განსხვავებით არ სჭირდება კომფორტი, ის სპარტანულ პირობეშიც მშვენივრად იქნება, მაგრამ პარტნიორი უნდა იყოს მისეული, საიმედო და დაცდილი. ტყუპები საკამოდ ნერვოზული ტიპები არიან, ხოდა სექსუალური სფერო კი ძალიან დამოკიდებულია ფსიქონერვულ მგდომარეობასთან, ამიტომაც როდესაც პარტნიორი დაცდილი და საიმედოა, შეგვიძლია გამოვრიცხოთ იაღლიშები. ძირითადად ეს კაცებს ეხებათ, თუმცა ქალებზეც ვრცელდება. ქალ ტყუპებს სექსი საიმედო პარტნიორთან აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება პანიკის შეტევები დაემართოს იმის შიშით, რომ მას არ მიიღებენ და ჩამოიშორებენ. ტყუპებს შეუძლიათ სექსი რაღაც მიზნისთვის გამოიყენოს, მაგრამ მათავარი საშიშროება-ვიღაცაზე დამოკიდებულება, ამ შემთხვევაშიც დიდია. ამიტომაც თუ შეატყვეთ, რომ ტყუპები დაგიახლოვდათ, მაგრამ ამავე დროს თავის ხაზს მიჰყვება, არ შეშინდეთ, გარანტიას გაძლევთ, რომ სანამ თავის მიზანს მიაღწევს მახეში გაებმება მიეცით გარეგნული თავისუფლება ტყუპებს, რადგანაც შინაგანი შებოჭილობა ხომ უნდა იყოს კომპენსირებული? ტყუპები სექსის სფეროში გამოიმუშავებენ ერთგავრ სქემას და მას მიჰყვებიან მკაცრად.-აქედან გამომდინარე,შეგიძლიათ ტყუპები თქვენს მოთხოვნილებებს შეუსაბამოთ, ანუ პროცესში მიუთითონ იმაზე, რისი გაკეთებაც გსურთ, ის დიდი სიამოვნებით მოგყვებათ და შეასრულებს ყველაფერს სანამ არ გაითიშებით თუ კუროს არ სჭირდება ახსნა განმარტებები, რადგანაც ის თქვენ გგრძნობთ, ტყუპებს უნდა აუსხსნათ, ეს ხომ მენტალური ნიშანია. ჯერ ტვინში უნდა დაალაგოს და მერე ყველაფერი წავა უპრობლემოდ.
ტყუპებს უყვართ ლაპარაკი სექსამდე და განსაკუთრებით მის შემდეგ, თუმცა არიან ვირტუოზები რომლებიც პროცესშიც კი ახერხებენ საინტერესო ამბების მოყოლას
ხშირად აბსურდამდეც კი მიდიან და საწოლში კონკრეტულ საქმეზე მოხვედრილები იწყებენ საუბარს სამსახურზე და სამომავლო გეგმებზე. როცა მოგბეზრდებათ ამ ყველაფრის მოსმენა, შეახსენეთ ის, თუ რისთვის ხართ საწოლში და ტყუპები სიხარულით გადაერთვებიან წამოწყებულ საქმეზე საკუთარი ლაყბობით დაღლილები- ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ადვილად ერთვებიან ერთი საქმიდან მეორეზე. დიდი შანსია კონკრეტულ სიტუაციაში დაავიწყდეთ რატომ არიან სადღაც , ან სულაც სად არიან და აქედან გამომდინარე გულწრფელად ეგენოს, რომ საწოლში მის მოსასმენად მოხვდით თუ სიგარეტის მოსაწვად გავიდა და აღარ დაბრუნდა არ გაგიკვირდეთ, ალბად ისევ გადაერთო სხვა რამეზე, ეს რომ აიცილოთ თავიდან გაყევით თქვენც მოსაწვად, თუნდაც საშინელი ალერგია გქონდეთ თამბაქოს სუნზე და თუ საწოლში ჯერ არ გასულხართ ფინალის სწორზე.
სამწუხაროდ ამბების მოყოლის მანიამ ( ტყუპებს კი ყოველთვის რაღაც აქვთ მოსაყოლი) შეიძლება ისინი სხვის საწოლში მიიყვანოს, თანაც როდესაც თავს გაიმართლებს გეტყვით, რომ უბრალოდ " საუბრობდა" და სასაცილო ისაა, რომ ეს სიმართლე იქნება. მაშასადამე რა მოუვა იმ პარტნიორს, რომელმაც არ იცის, რომ ტყუპები პერიოდულად უნდა მიაბრუნო "საქმეზე"? მოუწევს მოთნიმებით ლოდინი ტყუპების მიერ საუბრის დამთავრების,მაგრამ განა ღამე ისეთი გრძელია როგორც ტყუპების სფიჩი?
რატომღაც არ იპოსტება მთლიანად
This post has been edited by vinchenz@ on 28 Feb 2011, 12:07
Non faccio mai eccezioni. Un'eccezione dimostra la falsità della regola.
Arthur Conan Doyle