ძეძა რავა უყვარს ხალხს კუნთების ფრიალი

არადა ტყუპებმა კამათის დროს, მეოთხე თვალით, რამე საინტერესოს თუ მოჰკრეს თვალი შენც დაგიკიდებს, კამათსაც, არგუმენტსაც და ვინ გაიმარჯვა თუ დამარხცდა კამათში, ვინ არის მძლეთა- მძლე და ვინ არის ტლუ, ვის თვალში რა გამოჩნდება და როგორი და გაეშურება იმ საინტერესოსკენ და სამწუხაროდ ოპონენტი სამუდამო დავიწყებას მიეცემა, მწვანე ნივთიერების დუღილი სხვა სტიქიებმა იცის
* * *
ივნისსში დაბადებულებისთვის:
გვახასიათებს:
ვერ ვიტანთ სიყალბეს ( მართალია!) და რაც მთავარია ამას უმალვე ვამჩნევთ
უყვართ წყლის და მთის სუნი-რე ვიცი აბა? მე ავტობუსის გამონაბოლქვიც მიყვარს
თავმოყვარეები-კე!
როცა ამბობენ რაღაცას, ისე უნდა იყოს
ინტუიციურები-საკმაოდ
დიდი მოეცნებეები-საკმაოზე მეტად
შეუმჩნევლები არასდროს რჩებიან
უყვართ სახლში ჯდომა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კომპანიაში არიან-მარტოებიც კარგად ვართ ხოლმე არა?
ბუნებრივები და უშუალოები
უყვართ წყლის სპორტის სახეობები- მე მთისაც მიყვარს
ლოიალურები-უეაჰ ნამდვილად
რა მოსწონთ ტყუპებს:
ტყუპებს ძალიან მოსწონთ სათვალეები, როგორც ნომრიანი ასევე მზის, ამასთან ერთად მათი უსაყვარლესი ნივთია საათი. აქედან გამომდინარე მათ ხშირად სათვალეების და საათების კოლექცია აქვთ. მამაკც თუ ქალ ტყუპებს გართულება აქვთ სნიკერსების( მაღალ ყელიანი კედები თუ არ ვცდები) სხვადასხვა ვარაიანტებზე, რომელსაც განწყობის და სამოსის შესაბამისად არჩევენ. მამაკაცი ტყუპები ერთი შეხედვით შეუსაბამოდ უხამებს ერთმანეთს სამოსს, მაგალითად შეუძლია კედებზე ელეგანტური შარვალი და პიჯაკი ჩაიცვას, თუმცა ამ შეხამებას შესანიშნავად ირგებს. კიდევ ერთი ნივთი, რომელიც არასდროს არ აკლია მათ გარდერობს (არც ქალის და არც კაცის) ესაა ჯინსები, რომლებსაც სხვადასხვა ფერის მაისურებს უხამებენ, ან კლასიკურ თეთრ პერანგს. როგორიც არ უნდა იყოს შეხამება, შედეგი როგორც წესი ძალიან ორიგინალური და გემოვნებიანია, რადგანაც ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ადარდებთ საკუთარი გარეგნობა და თავს კარგად უვლიან. ქალი ტყუპები ყოველთვის ძალიან ელეგანტურია, უყვარს არაორდინალური აქსესუარები, რომლითაც საკუთარ ქალურობას უსვამს ხაზსს.
თეთრეულშიც ქალი ტყუპები ანიჭებს უპირატესობას იმ ნივთებს, რომელიც მის ღირსებებს გაუსვამს ხაზს, კერძოდ, რომლებიც ლამაზად წარმოაჩენენ სხეულის ნაწილებს, როგორიცაა მკერდი, საჯდომი და ფეხები.
ტყუპები:
ტყუპები მოძრაობენ უსწრაფესი ზოდიაქალური სიჩქარით, თქვენ გადაუფრენთ ყველა წინაღობას,გამოთხრით გვირაბებს კედლების ქვეშ, თავისუფლად გადაახტებით და გაირბენთ ბაწარზე, ყველაფერს აუვლით გვერდს იმისთვის რაც გინდათ.
ყველას უყვარს ტყუპების გაქილიკება, რას აღარ გეძახიან-ორ სახიანიდან დაწყებული, დარეხვილით, ცაში მფრინავით და შიზოფრენიკით დამთავრებული. რაღაცეები შეიძლება რეალობასაც შეესაბამებოდეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უმრავლესობას შურს თქვენი. თქვენს ქმედებებში იმდენი სილაღე, სისწრაფე და ენტუზიაზმია და იმდენად ადვილად გამოგდით ბევრი რამ, რომ ეს გამაღიზიანებლად მოსაბეზრებელია და ბევრს ეს ცუდ ხასითაზე აყენებს.
მიზეზი რატომაც გამოგხატავთ ორი სიმბოლო არის არა მხოლოდ ის, რომ გაორებული ხასიათი გაქვთ, არამედ ის, რომ თქვენ ორმაგად თქვენ ხართ.
ბოლო წინადადების აზრი ვერ გავიგე: there's just that much more of you to go around.
მერკური - მზესთან ყველაზე ახლოს განლაგებული პლანეტაა. იგი მზის ირგვლივ სხვა პლანეტებზე უფრო სწრაფად ბრუნავს. მისი ერთი მხარე მუდმივად მზისკენ არის მიქცეული და მუდმივად გავარვარებულია, მაშინ როცა, მეორე ვერასოდეს ხედავს მზეს და მუდმივად გაყინულია. სითბოსა და სიცივის ეს უკიდურესობები მჟღავნდება ტყუპების ცვალებად და ორმაგ სექსუალურ საქციელში. ტყუპების უარყოფით ტიპებში გვხვდებიან ექსპერიმენტატორები, სატირები - მამაკაცთა შორის, ქალებში - ნიმფომანიით შეპყრობილნი, აგრეთვე, ექსჰიბიციონისტები, ფეტიშისტები, ჰომოსექსუალისტები და გაუკუღმათებულები.
დადებით ტიპებს შორის გვხვდებიან ისეთებიც, რომლებიც დებენ აღთქმას არ დაქორწინდნენ. ისინი პირად სიკეთეზე უარს ამბობენ.
ამ ნიშანზე დაბადებულთა შორის არიან მხატვრები, პოეტები, ესთეტები, მეცნიერები, საერთოდ მაღალი ზნეობის ადამიანები.
____
საერთოდ ვნებები იმდენად არის დაკავშირებული მათ გონებრივ პროცესებთან, რომ განწყობა, მოწყენა თუ ინტერესი განსაზღვრავს მათ სქესობრივ ურთიერთობებს. აქ შეგხვდება ისეთი ახირებული ტიპი, რომელიც ჯერ უარყოფს ყოველგვარ საზოგადოებრივ პირობითობას და ჰიპებს მიკედლებული, მათ თემურ ცხოვრებას აღიარებს, შემდეგ კი უარყოფს ამ ცხოვრებასაც. ასტროლოგებს რომ ნება ჰქონდეთ სხვა სიმბოლო მიეცათ ამ ნიშნისათვის, ისინი ქამელეონს შესთავაზებდნენ, რომელიც შენიღბვისა და თავდაცვისათვის გაუთავებლად იცვლის ფერს.
განთავისუფლებული მარჩვიბი სქესობრივი აქტის ყველა სახეობას გასინჯავს ერთხელ მაინც, მას არაფერი ეთაკილება, რადგან მერკური დამწერლობის მეურვეა, ტყუპები ხშირად დღიურში იწერს თავის სექსუალური მოღწევების ამბებს, სადაც პარტნიორების ღირსებებს და ნაკლოვანებებს აღწერს.
ტყუპები არც ისე აგრესიულია. სიამოვნება ყველაფერში, მათ შორის სექსშიც, მეორეხარისხოვანია მათთვის.
ტყუპებს უყვრათ მოგზაურობა, სცენარის შეცვლა აქედან გამომდინარე. იმის გამო, რომ დიდად არ გადარდებს სიმდიდრე, ფული მხლოდ იმ თვალსაზრისით გიზიდავს, რომ გაძლევს დამოუკიდებლობას, ანუ საშუალებას აკეთო ის რაც გინდა.
იმის გამო, რომ არ გინდა არაფრის დიდებით იყო ისეთი, როგორიც ყველაა, ცდილობ შეინარჩუნო შენი ინდივიდუალურობა და გამოყო ის გარემოსგან. ცდილობ ყველანაირი დამოკიდებულების ფორმები აღმოფხვრა, ვერ იტან ბანალურ წესებს და ხშირად არღვევ მათ და აჯანყდები ნებისმიერი გავლენის წინააღმდეგ, რომელიც მაღლიდან წამოვა. არავის მისცემ საშუალებას ჩაეკვეხოს შენსა და შენს ინდივიდუალურობას შორის და არასდროს გააკეთებ რაღაცას, იმიტომ რომ ეს "მიღებულია", ან რაიმე სარგებლის მიღების მიზნით.
თუ გამომიმუშავებთ უნარს შეეგუოთ და გაიცნოთ თვქენი უარყოფითი მხარეები, ეს ხელს შეგიწყობთ მიაღწიოთ იმას რაც გსურთ.
ტყუპების ემოციური მდგომარეობა მთლიანად დამოკიდებულია მათ გონებრივ განწყობაზე, თუ მათ რაღაც გონებრივი პრობლემა აქვთ ეს უმალვე აისახება ფიზიკურ მდგომარეობაზე, ანუ ხშირად მათი სიცივე და დისტანცია შეცდომით აღიქმება, რადგანაც ცივი და დისტანციური ტყუპები მაშინაა, როდესაც მას რაღაც საკითხი აწუხებს და არ ასვენებს მის ფიქრებს, ასეთ მომენტებში პარტნიორს ტყუპები შეიძლება დიდი აისბერგად მოეჩვენოთ, იმდენად მიდიან ფირქბში და ავიწყდებათ გარშემო მყოფნი.
ტყუპების ცხოვრების განმავლობაში რამოდენიმე სასიყვარულო ურთიერთობაა და როგორც წესი ინტერესი მიმართულია ინტელექტზეა და არა ფიზიკურ მხარეზე. ტყუპების ფანტაზიის უნარი სექსუალურ სფეროში დიდ როლს თამაშობს და მუდმივად ცოცხალს ხდის ცხოვრების ამ სფეროს. როგორც წესი ტყუპები თავისგან განსხვავებულ ტიპებს ეძებენ. მათ გახსნილი მენტალიტეტი აქვთ და სურთ იცხოვრონ აბსოლუტური დამოუკიდებლობით. ტყუპების მგრძნობიარე და ემოციურ მხარეს სჭირდება ისეთი პარტნოირი, რომელიც იქნება ჭკვიანი, თბილი და რაფინირებული.
თქვენი ძვირფასი ქვაა-ზურმუხტი
როგორ უყვართ ტყუპებს?
რა მოგახსენოთ თქვენს ემოციურ მხარეზე, მეგობარო ტყუპებო? სასიამოვნო თანამოსაუბრე ხართ, რომელსაც უამრავი ახალი იდეა და აზრი, ინიციატივა აქვს. რაც შეეხება სიყვარულს, თქვენი მოთხოვნილებების მწვერვალში საწინააღმდეგო სქესისადმი დიალოგია. სატელეფონო საუბრები, სმს-ები თქვენთვის აუცილებელია. გიყვართ სიახლეები და თუ პარტნიორი არ ამხიარულებს ყოველდღიურობას პერმანენტულად, სტიმულს სხვაგან დაუწყებთ ძიებას. არა კორექტულია თქმა იმისა, რომ მოღალატე ხართ, რადგანაც რეალურად თქვენ სტაბილურ ურთიერთობებში გაშინებთ რუტინა, ერთფეროვნება, შეჩვევა, ამიტომ ყოველთვის რაღაც უნდა იყოს ურთიერთობაში რაც შენს ცნობისმოყვარეობას მიიზიდავს. არ შეგიყვარდება არავინ მხოლოდ ლამაზი სხეულის გამო, ეძებ ადამიანს, რომელსაც ბრწყინვალე გონება აქვს, ვისაც შეუძლია საწინააღმდეგო აზრები შემოგთავაზოს და იყოს მუდმივად საინტერესო.
Non faccio mai eccezioni. Un'eccezione dimostra la falsità della regola.
Arthur Conan Doyle