ქალი სასწორი და მამაკაცი მერწყული
ორივე სოციალური ინდივიდია, უყვართ წვეულებები, ყავთ უამრავი მეგობარი და იშვიათად ნახავთ მათ გარეშე. უყვართ ინტელექტუალური თამაშები და თავიანთი ცოდნის გამოაშკარავება. ორივე მათგანი აღმერთებს თავისუფლებას, ამიტომ მათ ურთიერთობაში, ეს უკანასკნელი დიდი დოზითაა. ერთადერთი განსხვავება რაც ახასიათებს ამ წყვილს - არის სიყვარულის აღქმა. სასწორისთვის ეს პერსონალური გრძნობაა, ხოლო მერწყულისთვის უნივერსალური.
მათი კავშირი ხასიათდება ხანგრძლივობით. სასწორს უყვარს მერწყულის კრეატიულობა და ინიციატორობა, ხოლო მერწყული აფასებს ლიბრას დაბალანსებულ და ჰარმონიულ ხასიათს. როგორც წესი, სასწორი აღწევს იმას, რომ მერწყულს გამოუმუშავოს ვალდებულებების გრძნობა და ამას თავისთვის ჩვეული ტაქტიანობის წყალობით ახერხებს.
და თუ ეს მოახერხეს, რომ მერწყულმა ურთიერთობაში იგრძნო თავისზე დაკისრებული მოვალეობები - მათი ურთიერთობა იქნება ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი რომელიც ხასიათდება ხანგრძლივობით და ურთიერთგაგებით.
სასწორს აღელვებს მერწყულის თავგადასავლებისკენ მიდრეკილი ბუნება, უჩვეულო ქმედებები და იმპულსური ნატურა.
მერწყული კი აღფრთოვანებულია სასწორის ინტელექტუალური გონებით და დაბალანსებული ქმედებების უნარით.
აქ არც ერთი არ დომინანტობს მეორეზე, არ აქცევს ზეწოლის ქვეშ. ორივე ტკბება ურთიერთობაში თავისუფლებით.
შეუძლიათ ერთმანეთში აღმოაჩინონ დადებითი და გაიზიარონ ის.
ერთ-ერთი ასეთი წყვილი