თავსებადობა:
სასწორი ქალი და სასწორი კაცი
ცნობილი წყვილები: ქეთრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი; სუზან სარანდონი და ტიმ რობინსი; ქერი ფიშერი და პოლ საიმონი; ნაომი უოტსი და ლივ შრეიბერი (? - Schreiber)
შესაძლოა იფიქროთ რომ ეს წყვილი ყველაზე ადვილად ემორჩილება ერთმანეთს. ხალხი ფიქრობს, რომ ასწორები მოწოდებულები არიან ყველაფერი გაგიზიარონ, მაგრამ სინამდვილეში ეს წინააღმდეგ ხდება. ორ სასწორს ერთად - ორმაგი ადგილი სჭირდება. შესაძლოა მათ ეძინოთ სხვადასხვა საძინებელში, ან იქამდე სახლის სხვადასხვა ნაწილშიც - მაგრამ შეუძლიათ გაუგონ ამ ახირების გამო ერთმანეთს. ეს არის ორი კარდინალური ნიშანი ერთად, რომლებიც ეცდებიან გაძლონ ერთად, რაც იმას ნიშნავს რომ - ისინი მუდამ იქნებიან იმის გამორკვევაში, ვინაა წამყვანი საცეკვაო მოედანზე.
საბედნიეროდ, ეს წყვილი თავიანთ ენერგიებს აერთიანებენ იმისთვის რომ მიარწიონ საერთო წარმატებებს. თუ ეს არ მოხდა - მაშინ მათი ურთიერთობა დაემსგავსება ცივ ომს. 
მაშინაც კი, თუ ისინი გვერდიგვერდ წვანან - შესაძლოა მთელი სამყარო იყოს მათ შორის, ორივე ცალკე ფიქრობს - ვინაა ლიდერი ურთიერთობაში, მაგრამ არც ერთი გამოხატავს ამას აქტიური ქმედებით.
როგორ უნდა მოხიბლონ სასწორებმა ერთმანეთი: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ორიდან რომელი იქნება თავის თავზე პასუხისმგებლობის ამღები. უნდა გადაწყვიტოთ რომელი მოიყვანს იდეებს მოქმედებაში. სასწორებს შეუძლიათ იყონ ლიდერები, შეუძლიათ იყონ პარტნიორები - მაგრამ არასდროს გრძნობს თავს კომფორტულად, როცა მბრძანებლობს. ამიტომ მოგიწევთ ისწავლოთ ტანდემში ცეკვა. ეს ორივეს დაგაინტერესებთ, რადგან გიყვართ ყველაფრის განხილვა და მსჯელობა. ორივე მიჯაჭვულები ხართ თქვენს სამართალს და გეშინიათ მისი დაკარგვის, ამიტომ რომ აიცილოთ ჩიხში შესვლა - საჭიროა ლოგიკური გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, კარგი იქნება თუ გაირკვევა რომელია ურთიერთობაში დომინანტი და რომელი მიმყოლი.
რომანტიზმი: ეს ორი რომანტიკას აფასებენ უმაღლესი საზომით, ამიტომ არც ერთი ზოგავს დროს და ენერგიას რომ განავითაროს და მიიღოს მეტი სიამოვნება მისგან. მათ აქვთ სულიერი შეთანხმება, რომ აამაღლებენ ერთმანეთს ყველაზე დანარჩენზე მეტად. არც ერთს გამორჩება ისეთი კალენდარული მოვლენები, როგორიცაა - დაბადების დღეები, ვალენტინობა, რელიგიური დღესასწაულები და ა.შ. სპეციალურად შერჩეული საჩუქარი, ლამაზად შეფუთული, ორიგინალური მისალოცი ბარათით და ტექსტით - არასდროსაა პრობლემატური ამ წყვილისთვის. იმას თუ როგორ გამოიყურება საგნები - დიდი მნიშვნელობა აქვს სასწორებისთვის, რადგან ურთიერთობის გარეგნულ მხარესაც  გაცილებით ღრმა მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნებისთვის. 
ვნება: რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ ორ გრილ არსებას შორის ვნება ვულკანივით ამოხეთქავს ხოლმე. ცხელი პაემნის შემდეგ, ორი დაშოკილი რჩება და შეიძლება აღმოხდეს - "ღმერთო, არც კი ვიცი რა ხდება ჩემს თავს". მაგრამ ეს მხოლოდ პიესის ერთი მოქმედებაა. 
მეგობრობა: ამ ორს კარგი მეგობრობა შეუძლია. ორივე აფასებს სამართლიანობას, განსჯის უნარს, ჰარმონიას და დახვეწილობას, რაც ხელს უწყობს მათ კარგ მეგობრობას. სხვას შეიძლება მოეჩვენოს რომ ისინი ანგარიშიანები არიან ერთმანეთის მიმართ, მაგრამ სასწორები, კეთილშობილური ზრახვებისთვის, "A+" შეფასებასაც იმსახურებენ. 
ქორწინება:  მათ შორის შესაძლოა რომ შედგეს მშვენიერი ქორწინება. ორივე სასწორი გარანტირებულია რომ ეყოლება სულიერების სარკე და აზრების გამხმოვანებელი. ეს წყვილი იამაყებს ერთმანეთის გამჭრიახი განსჯის უნარით. და კომფორტულად იგრძნობენ თავს - აღმოაჩინონ შესაძლებლობა რომ სტრატეგიულად განვითარდნენ ერთად. (რაიო? 

)
ურთიერთობის განვითარება:  ეს ურთიერთობა ვითარდება როგორც საჭადრაკო პარტია. ორივე სასწორი ზღუდავს ერთმანეთის ქმედებებს, ამით მათ აქვთ საშუალება შეაფასონ სიტუაცია, უპასუხონ შეტევას და შემდეგ დაელოდნონ მომდევნო ნაბიჯს. ეს მიმზიდველი პატარა თამაშია ორი მოაზროვნისთვის, რომლების ნასიამოვნები არიან "ოპონენტის" ღირსებებით (ისინი ნამდვილი კოლაბორაციონისტები არიან).
სექსი: სექსი ორ სასწორს შორის არის ფრთხილად დადგმული შეტანხმებული ცეკვა, როგორიცაა მაგალითად "ვენური ვალსი". ყველა ქმედება ნიშნავს, გამორჩეულია რაღაცით - მაგრამ ამავდროულად არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც რაიმე ფორმა იკარგება, სხვა ნიშნებისთვის ეს შეიძლება იყოს სამხიარულო, მაგრამ არა სასწორისთვის - ამიტომ კარგია რომ მათ ერთმანეთის ესმით. 
როდესაც ყველაფერი სრულდება:   თუ გახსოვთ "spy vs spy" მულტფილმი, მაშინ ადვილად მიხვდებით რა ხდება როდესაც სასწორები ერთმანეთს შორდებიან. დასასრული იქნება ისეთივე სრულყოფილი, ნაფიქრალი და გაანალიზებული - როგორც დასაწყისი. ყველაფერი უნდა იყოს დაშლილი, ჩაკეტილი და დაღდასმული - სანამ რომელიმე მხარე დატოვებს ოთახს. ამ ურთიერთობაზე შეიძლება ითქვას რომ მის შექმნასაც ზუსტად იმდენი დრო დასჭირდა, რამდენიც მის დაშლას. სასწორები ცნობილები არიან - მოქმედების შემდგომი ფიქრებით. წლების შემდგომ, თქვენმა ექს-სასწორმა შეიძლება დაგირეკოთ და გითხრათ - "თავს ცუდად ვგრძნობ, რომ შენ გაქვს ის ნახატი, რომელიც ერთად ვიყიდეთ ამსტერდამში. შეიძლება ვიმუშაოთ ამ საკითხზე, რომ ის ორივესი იყოს თანაბრად? "
 OFFTOPIC:
OFFTOPIC:| Neo777 შევასრულე პირობა
   |