დაჯდა წერად ამბავისა
ანუ რა მიამბო რუქამ ზოდიაქოებზე
რას ამბობ ლიტას.ფაქტი აღვნიშნე.
ფაქტი ჯიუტი, და უსულგულო.
ეხლა გიამბობ ერთ იგავ-არაკს,
რომელიც რუქამ ადრე უამბო
შენს მონა მორჩილს
და ჰა ამბავიც,
მოემზადე და ყური მომაპყარ :
ოდეს უძველეს სახელმწიფოში,
ერთად რომ სძოვნდენ კუროც და ვერძიც,
დაკუნტრუშობდა დახტოდა თხის რქაც
და ბედნიერიც კი იყო თევზი,
მოხდა ამბავი გასაოცარი
და შეუყვარდა სასწორს მისანი,
უზოდიაქო,უფრო სწორედ კი
ამ თორმეტივეს ტვირთის მტვირთავი.
მისანიც ერთობ ჰყვარობდა სასწორს,
მორიელი კი ამბობდა მათზე :
შეაბერდნენო. იყვნენო ერთად
და ულოცავდა კირჩიბიც სვებედეს.
და აი როცა დადგა ის წუთი,
რომ ხელი სთხოვა მისანმა სასწორს.
სუნთქვა შეიკრა იმ წამს ლომმაც კი,
ქალწულზე უკვე არაფერს ვამბობ.
დაფიქრდა დიდხანს, დროც კი ითხოვა
და მისცა ეს დროც მისანმა სატროფს
მერე გავიდა დღეები , წლეები
სასწორი კიდევ საფიქრალს არ თმობს..
მისანს დარჩენილს ეულად მარტო
აღარსად ქონდა სიცილის ნიჭი.
შემოეფანტნენ თორმეტივენი
ასე გაჩაღდა მტრობა და იჭვი.
მერე მისანიც ჩამოხმა ცოცხლად
დარდისგან შეჭმულს ვერ ცნობდა ვერვინ
ამბავი როცა სიცოცხლე ჩქეფდა
დავიწყებოდათ სულყველას , ჩვენც კი
რომ გვიამბობენ გვვგონია უფრო
მოგონილია, ამბობენ ზღაპრად.
და აჰა თქვენმა მონა მორჩილმაც
გიამბოთ. ახლა წავიდა. კარქა .
წავედი მე საშოფროზე