ასეთი სიამოვნება სასწორის საყვედურისგან პირველად მივიღე

მშვენიერია
ლამაზ მარჯვენას გიქებ მგოსანო,
რითმა გონს თბილად გაესაუბრა...
სულში ნამივით ჩამოეწვეთა,
ნამით გულს სევდის მოსვლა აუწყა....
მძიმე ამბავი გვიამბე დემნა,
სასწორთა მერყევ ბუნებას აღწერ...
მე კი გიამბობ მიზეზს ამ ამბის...
შენ ხომ გაიგებ, მე ვგონებ ასე...
სასწორის ფიქრთა წყობის აღწერა
მარტივ გაგების ხვედრი არ არის....

ამ ფიქრთა დენის უმძლავრეს ნაკადს
ძლიერი მართვაც შვენის სადარი..

ფიქრთ შეხვედრია სუსტი სასწორი.
ვერ უმართია აღვირი მძლავრად...
გადაგვარების შედეგი მოაქვს
მსგავს სუსტ შეხვედრას მერწმუნე, მარად...

თუმცა ხშირია გონი ძლიერი,
სულიც სიმშვიდეს დიდხანს ინახავს.
არ იმერყევებს მაშინ სასწორი
ისე გადაწყვეტს, მრავლად მინახავს
კი ნუ გამომიგონებთ... დამინახეთ...
თქვენთან ძაღლურად ცხოვრებას, სიკვდილი მიჯობს ცდაშია...