თქვე უხეშებო,უზრდელებო და თანმდებობისთვის შეუფერებლებო

ამათი ლოგიკით ისე თქვენ მყავხართ,სალანძღავებიიი.
მაგრამ თქვენ გენაცვალე ეგზალტირებული მზე გყავთ და ჩავარდნილი სატურნი. რა შეგირყევთ თვითშეფასებას?! დაგაფრთხობას კიარა,მამალი მგლის არ გეშინიათ

აბა,დაცემულ მზეს და აღზევებულ სატურნს კითხე,როგორ ეცინება და კიდია?

ტყუპებს,რომ ვეუბნები ცეტები ხართ თქო,იხოცებიან და აქეთ გეკაიფებიან ცანცრობ-ცანცრობაში

მერწყულებს რო ვეუბნები,დაქნეულები ხართ და მალე მშობლიური პლანეტიდან მოგაკითხავენ,მთელი სერიოზულობით მიყვებიან ბოლო მეცნიერულ აღმოჩენებზე ამ თემასთან დაკავშირებით.
ლომს რომ ვეუბნები თავმომწონე ნარცისი ხარ თქო,გიცინის და იფოფრება,იფერებს

ვერძს ეტყვი ხისთავიანოო. დაგალურჯებს,ისე იჩქმიტება,შეიძლება თავიც გხიოს,პირდაპირი გაგებით

კურო ეტყვი,საჭმელი შენი რელიგიიაო და არა,რას ამბობ დიეტაზე ვარ,პურს არ ვჭამ,მარტო ხაჭაპურსო

შესანიშნავი გრძნობაა თვითირონია

და მხოლოდ თხის რქას ემტერება მთელი სამყარო და ყველა მის წინააღმდეგაა.
და მხოლოდ სასწორს ლანძღავ,აძაგებ,აწამებ,პინებს უგრიხავ და სასწორობას ართმევ.
დიდი მძიმე რამეა ეს სატურნი მოკლედ