არაფერი განსაკუთრებული მაგრამ ვიკიპედიაა მაინც

მერწყულები ბევრს გასცემენ. მათი სიმბოლოც ხომ ადამიანია, რომელიც წყალს ღვრის. ამ ნიშნის ადამიანები კაცობრიობის გაუმჯობესებას ცდილობენ. ისინი არაფერს იშურებენ და ხშირადაც იმკიან ნაყოფს: დიდებას, სიმდიდრეს და კუთვნილების მძაფრ შეგრძნებას, რაც, როგორც წესი, უკან უბრუნდებათ.
თუ ასტროლოგიური თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, მერწყულს სამმაგი ძალა აქვს, ის პრაქტიკულად დაუმარცხებელია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მერწყული ჰაერის ნიშანია და ძლიერი გონების პატრონია; მეორეც იმიტომ, რომ ის მუდმივი ნიშნანია და იგი ჟინიანი და შეუპოვარია. და ბოლოს — მათი მმართველი პლანეტის გამო, ამ ნიშნების ცხოვრება თავისუფალია წვრილმანი მიწიერი საქმეებისგან, რომელებიც ასე უშლიან ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ამ ნიშნით ბევრი ცნობილი ადამიანია დაბადებული.
ურანის განმასხვავებელი ნიშნებია: ორიგინალურობა და თვითგამოხატვა. შეუძლებელია, მერწყულს გადააფიქრებინო იმის თქმა და კეთება, რაც მათ სურთ, შედეგების მიუხედავად. სინამდვილეში, მერწყული თვითგამოხატვის სინონიმია.
მერწყულებს ერთგვარი განკერძოებულობაც ახასიათებთ, რის გამოც სხვებს ისინი ცივები და უდარდელები ეჩვენებათ. ისინი ყოველთვის არ შედიან ადამიანებთან ურთიერთობაში, მაგრამ გულგრილი არასოდეს არიან. მათ უყვართ, როცა მსახურობენ და არსებობს საშიშროება, რომ ადამიანები ამით ისარგებლებენ. თუ ის ბრძნულ რჩევას არ გაითვალისწინებს, მისმა კეთილშობილებამ შეიძლება სულიერად გამოფიტოს და მატერიალურად გაანადგუროს.
ისინი გაწონასწორებულები არიან, იშვიათად ბრაზდებიან, სანამ ფიქრის შემდეგ არ მიხვდებიან, რომ მათ არასწორად მოექცნენ. ისინი მშვიდები არიან და გონებით მოქმედებენ, რადგან კარგად ეთავსებიან ცხოვრების სხვადასხვა პირობას და კეთილდღეობის მაჩვენებელი საგნები არ იზიდავთ.
მზე იცინის ჩიტი გალობს დელია..................