თეთრი კატის წელიწადის მმართველი პლანეტა ვენერაა!


2011-2012 წლები თქვენი დროა კუროებო! 2011 წელს იუპიტერის ტრანზიტი კუროს თანავარსკვლავედში დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენი ნიშა,განიცადოთ ახალი შემოქმედებითი აღმაფრენები,აღმოაჩინოთ ახალი გატაცებები. საუკეთესო დროა პირადი ცხოვრების მოსაწყობად. თქვენთვის კარგად ნაცნობი ტრადიციული,წლობით სტრუქტურირებული ფასეულობები შესაძლოა შეარყიოს საინტერესო პიროვნებამ,რომელიც თქვენს გზაზე გამოჩნდება.
წლის პირველი ნახევარი ძალთა მოკრების და რესურსების მობილიზების დროა.
როდესაც იუპიტერი დიდ გამოსხივებას იძლევა,შემდგომი სამუშაოები სატურნის ზედამხედველობით მიმდინარეობს,რომელიც მთელი წელი თქვენს 6-სახლში,სასწორში იმყოფება,ამიტომ საჭირო კავშირების დამყარება,ახალი პარტნიორების ძიება,როლთა გადანაწილება არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება,ვიდრე ერთი მთავარი იდეის გამოყოფა,რომლის გარშემოც იტრიალებს თქვენი აქტივობა და გუნდი უახლოესი ორი წლის განმავლობაში.
2011 წლის მაისი,როდესაც კუროს თანავარსკვლავედში მოხდება ვენერასა და მარსის შეერთება,წლის საუკეთესო თვეა ახალი გეგმებისა და ციკლების წამოსაწყებად. ამ დროს დათესილი მარცვალი,უხვ მოსავალს მოგცემთ. საქმიანი წარმატების გარდა,ეს თვე ხასიათდება ძალზედ საინტერესო მოვლენებით გრძნობით-ემოციურ სფეროში. არ იყოყმანოთ,თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები,გააფორმეთ ხელშეკრულებები,საფუძველი ჩაუყარეთ ახალ პროექტებს,წამოიწყეთ ურთიერთობები,განიახლეთ იმიჯი.თქვენსკენ უამრავი ადამიანი ილტვის,როგორც ცეცხლისკენ ფარვანები


რეკომენდებული 5 ივნისს შეხვდეთ სალუტებით და წვეულებებით (მოვცხოთ?

),რადგან ზუსტად ამ დღეს კეთილი ფერია,ოქროს თევზი,ჯინი ლამპიდან,გამარჯვების და იღბლის პლანეტა იუპიტერი მთელი წლით გადადის კუროს ზოდიაქოს ნიშანში,რაც 12 წელიწადში ერთხელ ხდება და იმას ნიშნავს,რომ წელს ვარსკვლავების ფავორიტი თქვენ ხართ,ბედის ბორბალი თქვენს სასარგებლოდ დატრიალდება და თქვენს წინაშე ყველა კარი გაიღება. უამრავი იდეა გაგიჩნდებათ და მზად იყავით აირჩიოთ ყველაზე ფასეული და ხორცი შეასხათ.
16 აგვისტოს მოხდება მზის,ვენერას და რეტრო მერკურის შეერთება ლომის ზოდიაქოს ნიშანში,რაც განაპირობებს გრძნობების და ემოციების დომინირებას რაციონალურ განსჯაზე. ეს "ტკბილი შეცდომების" და დრამატული სასიყვარულო ვნებების დროა. დანებდიტ გრძნობებს და მაშინ სიყვარულის ენერგია იმდენად დიდი იქნება,ცხოვრების სხვა სფეროებსაც კვებავს.
დაიხსომეთ თარიღი 29 სექტემბერი,ამ დღეს წამოწყებული საქმე არამხოლოდ ამ დღის,არამედ შესაძლოა მთელი ცხოვრების საქმიანობადაც იქცეს. მოქექეთ გონებაში საინტერესო,"გადადებული" გეგმები და ჩაუშვით მოქმედებაში. თქვენ თავად გაგიკვირდებათ,რამდენად საინტერესოდ განვითარდება შემდგომი მოვლენები.

ახალ წელს გილოცავთ თქვენ ჩემებო

ჩვენი ბონოოოო