კურო კაცი და თევზი ქალიკარგი წყვილია, რადგან ორივე სენტიმენტალური ნატურაა და კუროს ხიბლავს თევზის გრძნობები, ამასთან თევზი თავს საიმედოდ გრძნობს კუროს გვერდით.
თევზი დარჩება ყოველთვის რომანტიკოსი, კუროც გამოავლენს სენტიმენტებს - მაგრამ რუტინულად, მხოლოდ დაბადების დღეებზე, ვალენტინობას ან ღირსშესანიშნავ თარიღებში. ურთიერთობას ამყარებს მიდრეკილება კომფორტისაკენ. კურო გადააქცევს სახლს როგორც ციხე-სიმაგრეს და თევზებიც მოიწყობს თავის პატარა სამოთხეს ამ სახლში. ამიტომ ორივე მათგანი დაინტერესებულია რომ არ დაკარგონ ერთმანეთი.
ორივე მათგანს უყვარს სხვების დახმარება - და ამას მით უმეტეს დიდი სიამოვნებით აკეთებენ ერთმანეთისთვის.
თევზები გაუწმინდავს ფეხსაცმელებს კუროს, კურო კი გაუსუფთავებს ბოსტნეულს სადილისთვის.
სიყვარული იქნება როგორც სხეულის და სულის ენის შერწყმა. თევზი ადვილად ხვდება კუროს ყველაზე ფაქიზ სურვილებსაც კი, კურომ კი კარგად გრძნობს როდისაა კომფორტულად თევზი. ორივე ერთობა ერთმანეთის მიმართ ვნებიანობის გამოვლენით. კუროც და თევზიც შეიძლება გაიტაცოს პარტნიორის სუნამოს სურნელმა, ან დილას მისი სუნთქვის მოსმენით დატკბეს.
საბოლოო ჯამში ეს არაა მოკლევადიანი ურთიერთობა და შეიძლება არასდროს დასრულდეს, რადგან ორივე მათგანი ერიდება ცვლილებებს და უნდათ ერთ ადგილზე სამუდამოდ დარჩენა.
[B]კურო კაცი და მორიელი ქალი[/B]
ეს ურთიერთობა შეიძლება შედგეს კომპრომისის გზით. მორიელს მუდამ აქვს თავისი მყარი გადაწყვეტილებები, კუროც საკმაოდ ჯიუტია.
ძალიან კარგია მათი პარტნიორობა თუ საქმე ეხება ბიზნესს. ორივე მოწოდებულია "გააკეთოს ან მოკვდეს" და გააჩნიათ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა საქმის მიმართ და არა მარტო. მაგრამ ორივემ უნდა ისწავლოს ურთიერთობაში ნდობა.
ურთიერთობაში არც ერთ მათგანს არ უყვარს თამაში. შესაძლოა რამდენჯერმე შერიოზული ჩხუბიც მოუვიდეთ ან გაიყარნონ, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ გამოცდა - სანამ საბოლოოდ დაფუძნდებიან ერთად. ამ წყვილმა არასოდეს უნდა წაუყენოს ერთმანეთს კომპრომისები, რადგან ეს დამანგრევლად მოქმედებს მათ ურთიერთობაზე.
კურო აცხოვრებს თავის პარტნიორ მატერიალურად უზრუნველყოფილს, სამაგიეროდ კი მორიელი თავისი სექსუალურობით სტიმულს მისცემს კუროს.
ემოციურად არათავსებადი წყვილია, მათ ურთიერთობაში თითქმის არ არის სენტიმენტები, მაგრამ სექსში შეიძლება ითქვას რომ საუკეთესოები არიან მთელი დანარჩენი ზოდიაქოდან. მუდმივად აცდუნებენ ერთამენთს. მაგრამ მთავარია ამ ენერგიამ არ მიიღოს ბნელი სახე, რომ არ დააზიანონ ერთმანეთი.
მათი ურთიერთობა იქნება მყარი, მაგრამ შეიძლება გავდეს ჯოჯოხეთს გაუთავებელი ბრძოლით. ასეთ ოჯახში როგორც წესი იჩაგრებიან ბავშვები.
“When elephants fight, it is the grass that suffers.”
მამაკაცი კურო-ქალი თხის რქა
ხანგრძლივობა, პროდუქტიულობა და რუტინულობა - ასე შეიძლება დახასიათდეს ამ წყვილის ურთიერთობა. ისინი გონიერებით ეკიდებიან ყველაფერს - მათ შორის სიყვარულს. მათ შეუძლიათ იცხოვრონ თავშენახულად რათა ჰქონდეთ საკუთარი სახლი, სადაც იცხოვრებენ შვილებთან ერთად. გააჩნიათ უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა როგორც ერთმანეთის ისე ახლობლების, იქამდე მეზობლების მმართაც კი. ეს ქალი ისეთი ყურადღებით მოექცევა თავის სახლს, როგორც არავინ სხვა. ორივე მათგანი დიდ ყურადღებას აქცევს მატერიალურ კეთილდღეობას, ამიტომ ხშირად ქორწინდებიან შეთანხმების გზით. მათ ურთიერთობაში ნაკლებადაა გრძნობების ამოფრქვევა და მელოდრამა. საოჯახო საქმეები ექნებათ გადანაწილებული - ფინანსებს მიხედავს კურო, ხოლო ოჯახს და ბავშვების აღზრდას თხის რქა.
ორივე მათგანი მორცხვია, მაგრამ გააჩნიათ ღრმად ჩაბუდებული სენტიმენტები. ამიტომ მათ ურთიერთობაში მრავლად იქნება ჩუმად მიძღვნილი იების თაიგული, ან ხელი-ხელ ჩაკიდებული ყოფნა. სასურველია თუ კურო თავი გრძნობებს უფრო მეტად სპონტანურად გამოვლენს და აჩუქებს თხის რქას რაიმე გამოსაყენებელ ნივთს, მაგ: ლამაზ სავარცხალს, სამაგრს და ა.შ.
ორივე მათგანი ნელა მოძრაობს, ამიტომ პაემნები მნიშვნელოვანია - რათა შედგეს ურთიერთობა. თხის რქა მოთმინებით დაუცდის, სანამ კურო არ მიიღებს "საჭირო" გადაწყვეტილებას.
ორივეს გააჩნია პოტენციალი ვნებიანობისა, მაგრამ თითქოს თავიდან იცილებენ მას. სექსი აქვთ ან ხანგრძლივი ურთიერთობის, ან საერთოდ ქორწინების შემდეგ - და ისიც მხოლოდ მისიონერული. შეიძლება ითქვას რომ კუროს ფატალური ქალი შეხვდა.
ქორწინებაში, ძნელია ითქვას რომ არსებობს უფრო მყარი წყვილი ვიდრე ეს ორია. კუროსაც და თხის რქასაც უნდათ ოჯახის შექმნა, ამიტომ ხშირად ახალგაზრდები ქორწინდებიან. ორივეს ღრმად სწამს "ქორწინების სიწმინდის" და როგორც წესი იცავენ ყველა ტრადიციას თუ რელიგიურ ჩვეულებებს.
ეს არის წყვილი, რომელთა ურთიერთობაშიც ფუნქციები იქნება გადანაწილებული, მაგრამ მაინც შეეცდებიან კონტროლი იქონიონ პარტნიორის "საქმიანობაზეც". ისინი ერთად ააშენებენ საკუთარ ოჯახს და მოიქცევიან მოთმინებით, მაგრამ თუ საქმე გაყრას შეეხო - კუროც და თხის რქაც ეცდება რომ ამით არ დააზიანონ შვილები.
მაგრამ შერიგება ამ ორ წყვილს შორის ისევ ადვილია - წლების შემდეგაც კი. რადგან ორივემ იცის დაცდა და საეჭვოა შეხვედრები დაიწყონ ვინმე ახალთან.
მადლობა Selfish_kid-ს !