ასტროლოგიური შეთავსება
ვერძი ქალი- კურო კაცი
რომანტიკოს მამაკაც კუროსთან ურთიერთობა ვერძი ქალისთვის იქნება კარგი გამოცდილება. ვერძი თვლის, რომ ნებისმიერი სახის დაბრკოლება შეიძლება გადალახო დარტყმით ან მარსით მართული ცეცხლის ამოფრქვევით (მრისხანებით), მაგრამ ეს არ ამართლებს კუროსთან.
ვერძი კუროს არტყამს- კურო გაუნძრევლად ზის, ქალი უჯიკებს- კურო ჯიუტად არ იცვლის ადგილს, ვერძი იბარებს - კურო თავის საქმეზე მიდის. საბოლოოდ კი ვერძისთვის მიტოვების დრო დგება, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი სულ სხვაგვარად მომხდარიყო.
თუ ვერძი გაუღიმებს, მოლბება და თხოვნის სახით ეტყვის კუროს- კურო მას გაუგონებს და დამალულ კარტებს გახსნის. ადვილი მისახვედრია, რომ ამ ურთიერთობაში ვერძი ყოველთვის პირველ ნაბიჯს დგამს. კურო მამაკაცი ძალიან ჯიუტია, ამას არავინ უარყოფს.იმის ნაცვლად, რომ კუროს რქებით შეეჯახოს, აჯობებს ვერძმა ქალმა მას თავისი ქალური ბუნება დაანახოს,გაეპრანჭოს. განსაკუთრებით, როცა კუროს სურს ვერძი საკუთარ მეგობრებს გააცნოს. ვერძმა არ უნდა მოსთხოვოს კუროს დახარჯოს იმაზე მეტი, ვიდრე გამოიმუშავებს. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.
კურო მშვიდად და მტკიცედ ხვდება ვერძის კამათს,შეჯახებებს მის (კუროს) ნათესავებთან და თანამშრომლებთან, მას არც მაშინ ექნება რეაქცია თუ ვერძმა საქორწინო ბეჭედი დაკარგა, არც მაშინ თუ რესტორანში საჭმელს შეასხამს ვერძი (შემთხვევით თუ სპეციალურად). კურო მოთმინებით იტანს ვერძის ენთუზიაზმსაც,სიუხეშესაც იმ შემთხვევაში თუ ვერძი ყელში არ ამოუყვანს. ცხვრები ალბათ არავის გაუფრთხილებია, რომ კუროს მოთმინებით ბოროტად არ უნდა ისარგებლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კუროს რისხვას ვერ გადაურჩებიან. ესაა ერთ-ერთი ასტროლოგიური გაფრთხილება („ვერძო, ბოროტად ნუ ეხუმრები კუროს მოთმინებას!“) , რომელსაც იუმორით არ უნდა შეხედოთ.
თუ ვერძი თბილად ექცევა კუროს, მის გრძნობებზე არ თამაშობს, მაშინ ეს წყნარი ადამიანი მთელ თავის სიცოცხლეს ვერძის გვერდით გაატარებს, მასზე იზრუნებს,შეცდომებზე თვალს დახუჭავს და მისი ერთგული იქნება. ვერძი დაისვენებს კუროს მკლავებში საღამოობით... მძიმე, უსიამოვნო დღის შემდეგ. კუროს კარგად ესმის ვერძის ემოციური ტრავმების და მათ ზრუნვით კურნავს. კურო ყოველთვის უზრუნველყოფს ვერძს საბანკო ანგარიშით,ექნება საკუთარი სახურავი (სახლი),რა თქმა უნდა, სავსე მაცივარი აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ. კურო ვერძს უქმნის კომფორტს,ცდილობს უზრუნველყოს ძლიერი ხელით და მრავალი რესურსით როგორც აწმყოში,ისე მომავალში.
მიუხედავად იმისა, რომ კურო პრაქტიკული ნიშანია, ის სიყვარულში განსხვავებულია. შეყვარებული კურო რომანტიული, სენტიმენტალური და ამაღლებულ განწყობაზეა. როდესაც ვერძი შეცდომით ჩათვლის, რომ მის პარტნიორ კუროს არ უყვარს, სწორედ ამ დროს მიიღებს მოულოდნელ სურპრიზებს,ყურადღებას, სითბოს, ალერსიან სიტყვებს.
შესაძლოა მათ შეექმნათ პრობლემა სიყვარულის ფიზიკურ გამოვლინებაში მას შემდეგ, რაც პირველი მაგიური მიზიდულობა მოიკლებს. ვერძი ქალისთვის სექსი არის ფიზიოლოგიური, ფსიქიკური,ემოციური განტვირთვისა და დასვენების საშუალება. ისინი სექსუალური აქტივობით საკუთარ ფანტაზიებს რეალობაში ფრთებს ასხამენ, ხოლო კურო კაცისთვის სექსი არის ნორმალური ფუნქცია და ბუნებრივი მოთხოვნილება ეროტიული სურვილების დასაკმაყოფილებლად და ბავშვების ჩასახვისთვის. თუ მათ პირადი რუკები არ უწყობთ ხელს, ვერძი კუროს ხელში სექსუალური ურთიერთობის მხრივ ცუდად იგრძნობს თავს.
კუროს უჭირს იმ ქალის დატოვება, რომელსაც ერთხელ შეიყვარებს. დაშორება კუროს გულში ტკივილს და იმედგაცრუებას იწვევს, მაგრამ თუ კურომ გადაწყვიტა წასვლა, მაშინ სამუდამოდ წავა. გამონაკლისი არ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეორე დღეს კუროს ცრემლები წამოუვიდეს მონატრებისგან.
თუ კურო ძუნწია, ეცდება ვერძისგან დამალოს ფინანსური საკითხები (რამდენი აქვს თანხა ჯიბეში, საბანკო ანგარიშზე და ა.შ.), ვერძი კი ეცდება გაიგოს ამ „ძუნწის“ თანხის ოდენობა, შედეგად კურო ვერძს ჩათვლის მფლანგველად (საერთოდ, კურო კაცი ყველა ქალს თვლის მფლანგველად). ფინანსები მათ შორის კამათის ერთ-ერთი მიზეზია.თუ კუროს დიდი,მოსიყვარულე გული აქვს, მაშინ ის დიდ ყურადღებას არ მიაქცევს ვერძის მფლანგველობას . მერე რა თუ ვერძი საკუთარ თავზე დახარჯავს ბევრ ფულს, მაგრამ სამაგიეროდ ეს ხომ კუროსაც ადგება? -მიმზიდველი, ლამაზი,ბედნიერი და ყურებამდე გაღიმებული პარტნიორი ჰყავს. მთავარია კურო დარწმუნებული იყოს, რომ ვერძი შავი დღისთვის გადადებულ ფულს ხელს არ მოკიდებს.
კურო არ გადადგამს ნაბიჯს წინ ,თუ დარწმუნებული არ იქნება პარტნიორში. მისთვის დაპირებები არაფერს ნიშნავს-ცარიელი სიტყვებია. კურო მხოლოდ საკუთარ თვალებს და ჭკუას ენდობა და თუ ის ვერძს ენდო, მაშინ ვერძი მოსიყვარულე ადამიანის გვერდით გაატარებს ცხოვრებას, რადგან კურო საყვარელი ქალისთვის არაფერს დაიშურებს.
♈ ვერძი (post #26892472)დიდი სიყვარულით, კუროებს ვერძისგან
პ.ს. როცა დავდებ საპირისპირო (ქალი კურო-კაცი ვერძი) ვარიანტს, აქაც გადმოგიკოპირებთ
This post has been edited by Papillon on 13 Aug 2011, 21:21