უყვართ ცეკვა თამაშიი,თა-მა-შიი
ყველაფერზე ძალიან,ძააა-ლიიი-ააან
მოსაწყენაად შეჰკადრეეეთ
აბა,სადა სცალიათ??? დელი-დელი-დელასა დააა...

ჰო,კიდევ საოცრად მუსიკალური და ალკოჰოლისმოყვარე ხალხია

ქითი,ქითი,ქითი...ქამ იარ ქითი

გუდმენს აქვს ჩამორაკრაკებული საკაიფოდ
თორეს & ლიოზოგადად


ხარებს სჭირდებათ ერთგულება და თავდადება,რათა დარწმუნდნენ,რომ ისინი უყვართ და აფასებენ. ლომებს სჭირდებათ თაყვანისცემა და კომპლიმენტები,რათა დარწმუნდნენ,რომ ისინი უყვართ და მათით აღტაცებულნი არიან. ვერც ერთი ვერ იღებს იმას,რასაც ელის და ეს მართლაც გულდასაწყვეტია.
კურო და ლომი ერთმანეთისგან 90 გრადუსით არიან დაშორებულნი. კვადრატურის ასპექტი ძალიან დაძაბულ ურთიერთობას გულისხმობს. განსაკუთრებით თუ ასცედენტებმა და მთვარეებმა ვერ გაანეიტრალეს. თუმცა ზუსტად ეს ასპექტი დააჯილდოებს ამ ურთიერთობას ჩინებული ურთიერთგაგებითა და ჰარმონიით,თუ მათ ეყოფათ მოთმინება და თავდადება,სიყვარულის გამოცდა ჩააბარონ.
ხანდახან,როდესაც უსიამოვნო სიტუაციებს უნდა გაუმკლავდეს,ფეთქებადი ლომი დამოკიდებული ხდება მშვიდ და გაწონასწორებულ კუროზე. შედეგად მან შეიძლება, კუროს ყოველგვარი ნდობა დაკარგოს. თუმცა კუროს ეს პროცესი არა და არ ბეზრდება,როგორც მაგალითად,სხვა უფრო ეგოისტ ნიშანს მობეზრდებოდა. ხარებს ყველაზე ნაკლებად პოპულარობა და პირადი სახელი ადარდებთ. რომ აჩუქოთ,ზურგს არ აქცევენ,მაგრამ სრულიად დასაშვებია,უარი თქვან დიდებაზე. აი,პატივისცემა, ნაღდი ფულისა და სულიერი სიმშვიდის თანხლებით,კუროებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია.
მე ვიცნობდი ლომ მამაკაცს,რომელსაც ძალიან ნაზად უყვარდა თავისი ავადმყოფი კურო ცოლი. კურომ ათობით ექიმი გადაიტანა,რომლებიც ყოველ ექვს თვეში სიკვდილს უწინასწრამეტყველებდნენ და მიუხედავად ამისა,ლოგინად მყოფი,მაინც აგრძელებდა საშინაო საქმეებს. ლომი აღტაცებული იყო მისი გასაოცარი ამტანობითა და სიცოცხლის წყურვილით. ისინი გამუდმებით კამათობდნენ,მაგრამ კურო,ყოველგვარი წყენის გარეშე,საშუალებას აძლევდა თავი ნამდვილ მამაკაცად ეგრძნო. ის კარგად აცნობიერებდა,რამდენად იყო დავალებული ლომისგან. თუმცა კურომ ისიც კარგად იცოდა,რამხელა ძალისხმევის ფასად უჯდებოდა სულიერი მხნეობის შენარჩუნება წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა,ლომის სიყვარული,ყურადღება და სინაზე ყოვლისშემძლეა,მაგრამ სწორედ კუროს რკინის ნებისყოფამ მოახდინა მედიცინის სასწაული.
კუროს დიდად არ აწუხებს ლომის ეგოიზმი. ის იმდენად ჭკვიანია,წაახალისებს კიდეც მის თავმოყვარეობას. მაგრამ ქედს არასდროს მოუხრის,რაც ლომს ძლიერ სტანჯავს და ვერაფრით პატიობს.
ის,რაც კუროს და ლომს მართლა აერთიანებს,არის იდეები და მათი რეალიზაცია. ლომს უყვარს გრანდიოზული პროექტების შექმნა და თავისი გენიალური ჩანაფიქრების განხორციელება. კურო სიამოვნებას იღებს,როდესაც მოსალოდნელ მოგებაზე ფიქრობს,რომელიც მისი ფინანსური დიდების დასაწყისი გახდება. კუროს თავისებური მოქმედების ტაქტიკა აქვს: მიზანმიმართული,სწორი და განუხრელი. ვერც წინააღდეგობა შეუშლის ხელს ისე,როგორც ლომს. კუროს მიაჩნია,რომ წინაღობა იმ ფასის ნაწილია,რომელიც უნდა გადაიხადოს შესაძლო წარმატებისთვის.
სამაგიეროდ,ლომის საყვარელი დევიზია:"ან ყველაფერი,ან მოვიცდი". ლომი,რომელსაც ფანატიზმამდე უყვარს თავისუფლება,უარს ამბობს აღიაროს ან დასთანხმდეს ნებისმიერ შეზღუდვას. ის ყოველთვის იმედებით აღსავსეა და გაბედულად მოქმედებს. მთელ კუშს მოხსნის კამათლის ერთი დიდებული გაგორებით,იქნება ეს საქმე,სიყვარული,მეგობრობა,ქორწინება თუ აზარტული თამაში. "დიდი კატები" ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობებს.
კურო,რბილად რომ ვთქვათ,ტლანქია,ამიტომ შანსს ხშირად ვერ იყენებს. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს,საკუთარ ფულს რისკავს თუ გულს. თუმცა კუროს საკმარისად დიდხანს ახსოვს მარცხი იმისათვის,რომ სასარგებლო დასკვნები გააკეთოს უსიამოვნო გამოცდილებიდან.
ხარმაც და ლომმაც შეიძლება,შეიძულონ ერთმანეთი წარუმატებლობისთვის. განსაკუთრებით,როდესაც საქმე ფულს ეხება. მართალია,მოთქმა მათთვის დამახასიათებელი არ არის,მაგრამ ისინი მარტოობაში ღვრიან მწარე ცრემლებს ურთიერთწყენისთვის. კუროს და ლომს ერთნაირად არ უყვართ მარცხის ღიად აღიარება,მით უმეტეს მოწმეების თანდასწრებით.
კურო თვლის,რომ ფულის გამრავლების ყველაზე უსაფრთხო და სტაბილური საშუალება,მისი დაწყობა,გადათვლა და უკანვე,ჯიბეში ან საბანკო ანგარიშზე დაბრუნებაა. დაზოგვა საკმაოდ ტიპურია კუროს ფილოსოფიისთვის. ახალგაზრდობაში კუროს მიაჩნია,რომ მისი სტაბილური საბანკო ანგარიში და საპირისპირო სქესის სიყვარული ცხოვრებაში ყველაზე მთავარია. რაც დრო გადის,სულ უფრო რწმუნდება,რომ მართალია.
ერთადერთი,რაშიც ლომია დარწმუნებული,არის საკუთარი უნიკალური თვისება,გააკეთოს ისე,რომ ეს მოხდეს ( to make things happen). ამიტომ არც ისე გასაკვირია,რომ ლომის გულითადობა,მის ურყევ რწმენასთან ერთად,საოცრად იზიდავს იღბალს.
ყველა ლომი "დიდი კატაა",უზარმაზარი მოსიყვარულე გულითა და გამორჩეული ძალით. თუმცა როდესაც ლომის ეგოიზმი არ არის მხარდაჭერილი განუწყვეტელი ქებით,თავს საცოდავ კნუტად გრძნობს. ამასთან,კომპლიმენტი აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოს. ლომი კარგად ხედავს მლიქვნელობას. ის გამჭრიახია,როგორც ყველა მმართველი.
ლომს ძალიან უყვარს მართვა,რასაც კურო წყობიდან გამოჰყავს. მაგრამ განა კარგი მეფე დიდსულოვნად არ ეპყრობა თავის დედოფალს(და პირიქით) და ქვეშევრდომებს? სულის სიღრმეში კუროს ახარებს ლომის ექსპრესიული სიყვარული,მზუნველობა,დაცვა და კეთილდღეობა. ის შეიძლება,ჯიუტად უარყოფდეს,მაგრამ ვერავინ აფასებს სიკეთეს და არავინ საჭიროებს სიყვარულს ისე,როგორც კურო.
უსიამოვნებები მხოლოდ მაშინ იწყება,როდესაც ლომი მეფურ ბრძანებებს გასცემს,რასაც კურო იძულებად აღიქვამს. ლომის მწველი ცეცხლი ყოველ ჯერზე სულ უფრო ძლიერ აცხელებს კუროს. ასე გრძელდება იქამდე,სანამ კუროს მოთმინების ფიალა აივსება და მისი მიწიერი სიჯიუტე და წინააღდეგობა ლომს თავს რისხვად დაატყდება.
ახლა კი ის დროა გავიხსენოთ,რომ ლომს მზე ანიჭებს ამ ძალას,მაგრამ იმავდროულად სინათლეს და სითბოს სძენს. ხოლო ვენერა კუროს სირბილეს და სიყვარულს ასწავლის.
მზე სიცოცხლეა. ვენერა სიყვარული. რაღა დავამატოთ?