აუ ქართული მულტფილმი სულ 5 წუთიანია (ლომი და კატა) და ყველანაირად კარგააა დახატული და გაშიფრული ლომის ბუნება

-რათქმაუნდა მარიაჟი და თავმომწონე: შვილი რომ დაბრუნდება გაზრდილი, რა დღეშია როგორ იბღინძება :]] მერე სირბილში შეჯიბრისას სპეციალურად "ფორას" მისცემს მეტოქეს, რომ უფრო შთამბეჭდავი გამოჩნდეს მისი გამარჯვება.
-ეგოისტი: აბა მე ხომ არ მოვიჭრი კუდსო-მეფე რომ ამბობს და სხვას კი იმეტებს...
-ოჯახი და ნათესაობა მნიშვნელოვანია: კატა იმიტომ აირჩია მასწავლებლად, რომ "მათი მოდგმისაა"
-სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად ექცევა: მელა რომ ეტყვის "ხომ შეიძლება კატამ როდესმე უფლისწულზე უკეთესი ვინმე აღზარდოსო" და იმწამსვე დაებინდა გონება სულელური გადაწყვეტილება მიიღო...
-სიზარმაცე: დასაწყისში რომ სძინავს ბოკვერს, ბუზი ხელს ძალიან უშლის და ამას ერთი ადგომაც კი ეზარება! მარა ამავდროულად მაგარია-ერთი თათს დაჰკრავს და მოკლავს (ანუ დაახლოებით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს პოტენციალს ბოლომდე არ ვიყენებთ სიზარმაცის გამო-მე პირადად ასე ვარ).
-არაადეკვატურობა: წაგებულს მაინცდამაინც ან კუდი უნდა მოეჭრას, ან სიცოცხლეს გამოესალმოს, სხვა ნორმალური ვერაფერი მოიფიქრა

-მეტოქეობა უყვარს (competitive) - ანუ ყველაფერს შეჯიბრად აღიქვამს (აბა მოდი, თუ გამოიცნობ ვის ავირჩევო - შეჯიბრში იწვევს მელას)
-უბოროტო და შტერი (არა დებილი!) - პატარა ბოკვერს ჭკუაში როგორ ატყუებენ კნუტები
ასეთი იყო ჩვენი ზოდიაქოს შედარებითი დახასიათება ქართული ანიმაციური ფილმის "ლომი და კატა"-ს მიხედვით