ლომი და ვერძიორივე ცეცხლის ნიშანია, ორივეს უყვარს მთავარი გმირის თამაში, დიდებულ დრამაში, რომელიც ცხოვრებას უფრო ღიას და ფერადს ხდის. გულის სიღრმეში ორივე ბავშვურია, კეთილი და ეგოისტი. ყოველთვის ეძებენ ახალ თავგადასავლებს, თავიანთი კრეატიულობის გამოვლინებას, დაუსრულებელ რომანებს.
შესანიშნავი კომბინაციაა, ყოველთვის ახერხებენ ერთმანეთის შევსებას და აღტაცებაში მოყვანას. ისინი ერთად ყოველთვის ოპტიმისტები არიან და ბევრი ცხოვრებისეული თავგადასავლები აქვთ.
არცერთ მათგანს არ ხიბლავს ყოველდღიური საქმიანობა, მოკლედ ისინი ეჯიბრებიან ვინ უფრო მეტ ცეცხლს დაანთებს და ვინ უფრო ნაკლებად გარეცხავს ჭურჭელს. ან შეეგუეთ ქაოსს ან ისწავლეთ თქვენთვის მოსაწყენი საქმეების თანაბრად გადანაწილება. პარტნიორისგან უნდათ სრული მომსახურება, თავად კი მხოლოდ მითითებების გაცემა. ეს გამოიწვევს კონფლიქტს. მაგრამ თუ თქვენ შეძლებთ თანაცხოვრებას თქვენი რომანტიული სულებით და დააფასებთ ერთმანეთის მისწრაფებებს და ხელსშეუწყობთ, მაშინ თქვენი ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებებიც კი ახდება.
ლომი და კურონაპერწკლები ცვივა როცა დრამატული და ექსპრესიული ლომი ხვდება მშვიდ და მიწიერ კუროს. ცეცხლმა შეიძლება ისინი დაათბოს ან გადაბუგოს. მიზიდულობას იწვევს მათი განსხვავებულობა. კურო უფრო მატერიალურია, მგრძნობიარე და ცხოვრებაში დაინტერესებული "აქ და ახლა". ლომი კი უფრო ხატოვანი, ინტუიციური და შემოქმედებითი. კუროს შეუძლია ლომის წარმოსახვებს ფორმა მისცეს, ლომი კი კუროს მზერას მის შინაგან სამყაროზე გადართავს. ორივეს უყვარს სილამაზე და უზიარებენ ერთმანეთს მხატვრულ ინტერესებს. როგორც შემოქმედებითი გუნდი ისინი დაუმარცხებლები არიან.
მაგრამ ორივე ჯიუტია, ამაყი, მესაკუთრე და ძალიან მყარია თავის პოზიციაში. არ უყვართ ცვლილებები, გადასინჯვა, და რთულად პატიობენ. როცა პრობლემაა არცერთი თქვენგანი არ ცდილობს მის მოგვარებას, ანუ ორივე ერთმანეთისგან ელის პატიების თხოვნას.
კურო უკმაყოფილია მატერიალური სფეროთი ლომი კი მოთხოვნით იყოს უბრალო. ერთმანეთთან დატაკებას ჯობია გაიცინოთ თქვენს თავებზე.
ლომი და ტყუპებიმათზე შამპანურის ბოთლი გაგახსენდება. ცეცხლოვანი ლომი და ჰაეროვანი ტყუპები საინტერესო კომბინაციაა. უამრავი ინტელექტუალური და შემოქმედებითი სტიმულაცია. ლომი საკმაოდ მტკიცე და საიმედოა მოსუვენარი ტყუპებისთვის. ტყუპები კი საკმარისად შემწყობი ლომის სცენის მოთხოვნილების მიმართ. ორივე მათგანი ადვილად იწყენს და უნდა შეავსონ ცხოვრება რაც შეიძლება მეტი პროექტებით და კონტაქტებით.
ტყუპებმა უნდა შეწყვიტოს ფლირტაობა, ეს განარისხებს ამაყ ლომს, ლომმა კი ხანდახან უკან უნდა დაიწიოს, რადგან ტყუპსაც ჭირდება ყურადღების ცენტრში ყოფნა.
ისინი ინარჩუნებენ ერთმანეთს ახალი იდეებით და ახალი ხალხით. მაგრამ ერთმანეთზე ზრუნვით თავს არ იკლავენ. ლომი კარგი მხარდამჭერია კრიზისულ მდგომარეობაში, ტყუპები კი კარგი მრჩეველი.
ორივე მოუწყვეტავი ვარსკვლავი ხართ და ორივემ იცით ეს თქვენთვის, მაგრამ ერთმანეთსაც შეახსენეთ ხოლმე.
ლომი და კირჩხიბიბევრი გაგებით ასვებენ ერთმენეთს. ლომის მკვეთრი ინდივიდუალიზმი კარგად არის დაბალანსებული კირჩხიბის სინატიფეს, მგრძნობელობასა და სიმორცხვესთან. რადგან ორივე თქვენგანს ჭირდება თქვენი საყვარელი ხალხის მფარველობა და ზრუნვა ერთმანეთს შეგიძლია შესთავაზოთ დიდი სითბო, ერთგულება, სიყვარული და მხარდაჭერა.
ლომი საკმარისად საიმედოა კირჩხიბის ამინდივით ცვალებადი განწყობისთვის და კირჩხიბი საკმაოდ ემფატიკური ლომის ეგომანიაკობის მიმართ. ორივე საკმაოდ ემოციური ხართ და გსურთ შეიგრძნოთ რომ უყვარხართ და სასურველი ხართ.
მაგრამ ბევრი პრობლემაა თქვენს შორის. კირჩხიბმა უნდა ეცადოს რომ არ ჩაახშოს ლომის ენთუზიაზმი, ლომმა კი სხვის გრძნობებსაც უნდა სცეს პატივი. არ ეცადოთ ერთმანეთის კონტროლს. გამოიჩინეთ ურთიერთპატივისცემა.
This post has been edited by folkman on 28 Jun 2011, 19:49