supercalifragilisticexpialidocisასცედენტი-მორიელი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ხარ შორს მჭვრეტელი, შეგიზლია იყო ფარული, ჯიუტი, ჭკვიანი . გაქვს მუდამ რეზერვი. გრჩება მხოლოდ გამოცანა: ამ თვისებებით, შენი ცხოვრება იქნება ტრაგიკული თუ წარმატებული? ან ყველაფერი ან არაფერი, როგორც მორიელის დევიზია. ხარ ორი სახის , ერთი ემოცური , მიმზიდველი, წარმატებული ურთიერთობებში და მეორე ძლიერ მისტიკური და გულჩათხრობილი.
ხართ ძლიერ ექსტრემისტი, მგრძნობიარე და ერთგულების , სიყვარულის ”მნატვრელი”
გაქვთ როგორც ფარული, ასევე ზედაპირული მიზიდვის უნარი. ხარ აქტიური გრძნობებში, სადაც ხდება ნეგატიური და პოზიტიური ენერგიების ურთიერთდაპირისპირება შენში, ერთი ადასტურებს და კმაყოფილდება, ხოლო მეორე უარყობს და ახშობს. ხარ ძლიერ მგრძნობიარე და ხარ მიბმული ადამიანზე რომელიც გიყვარს. ასევე თუ ვინმე არ მოგწონთ , ხართ მიბმული ამ უარყოფით გრძნობაზე. თუმცა შენში ასევე არის სურვილი და ძალა თვითრეგენერაციისა.
იმის შემდეგ რაც შენს ცხოვრებაში მოხდება ყველაზე დიდი დრამატული შემთხვევა რაც ღრმად ჩაგყვებათ , შეიძლება შეგეცვალოთ წარმოდგენა შენს მიზნებზე და მიღწევებზე.
მაგრამ თქვენი სიღრმე , ძალა და სურვილი გექნებათ მუდამ. გაქვთ ტენდეცია იაროთ ჩრდილში , და საიდუმლოდ დაგეგმოთ თქვენი განზრახვები და სხვებს მოაჩვენოთ თავი, და სსხვანაირად გამოხატოთ გრძნობები.
უნდა მოახდინოთ თქვენს ვნებებზე კონტროლი. არ იყოთ სხვებზე განაწყენებული. გამოიყენე შენი ძალა კეთილმოსურნე და სასარგებლო საქმეებში.
გაქვთ მისწრაფება მედიცინაში, ხართ გატაცებული გამოკვლევებსა და გამოძიებებში.
ეს პოზიცია ასევე აღნიშნავს რომ ცხოვრებაში მოგიწევთ უამრავი ბრძოლის გადატანა, (არაფიზიკური) რომ მოიპოვოთ უწყვეტი შემოსავალი და სიუხვე. თქვენი ნატურა არის საქმის გამტანი, აგრესიული და ძალიან საზრიანი ბიზნესში. გაქვთ უნარი ახალი საქმის წარმართვისთვის.
ასევე შეგიძლიათ ემოციურად დიდ დატვირთვას გაუძლოთ, როგორც პირად ასევე საქმიან გარემოში. იქნები ეფექტური პარტნიორი და თანამშრომელი. ფულს გამოიმუშავებ სწრაფად მაგრამ ასევე ხარ დაპროგრამირებული სწრაფად ხარჯვისთვის. იყავი ფრთხილად სასტიკ ქმედებებში და გაუაზრებელ ინვესტიციებში.
მთვარე-მეერწყული
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
-ორიგინალურობა, ჰუმანურობა. გარეგნულად- კომუნიკაბელურობა, შინაგანად- გულჩათხრობილობა. ძალიან უფრთხილდება პირად თავისუფლებას, დამოუკიდებლობას. მეგობრებთან, ახლობლებთან არამდგრადია. ძლიერი სწრაფვა -გარდაქმნებისაკენ, გადანაცვლებებისა და გარდატეხებისაკენ, მრავალფეროვნებისაკენ, მოგზურობებისაკენ.
უყვარს სხვა ადამიანების ბედში მონაწილეობის მიღება. მდიდარი ფანტაზია და ნათელი, ცოცხალი წარმოსახვა, ძლიერი ნებისყოფა, ინტუიცია, ექსცენტრულობა. გამომგონებლის და რაციონალიზატორის, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, მეცნიერ-გამომგონებლის ნიჭი. განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია ტექნიკასთან და მექანიკასთან; იქნება ეს- რადიო, ტელევიზია, ელექტრო, საავიაციო, კოსმიური თუ ა.შ.
შესაძლოა ძლიერი დაინტერესება -ხელოვნებით, ლიტერატურით, მუსიკით, არქიტექტურის და ფერწერის სფეროებით.
1 დეკანადა- რაციონალიზატორის გამომგონებლური სული და ტალანტი, უნიკალურობა და ორიგინალურობა, სწრაფვა ყველაფერი ახლისა და პროგრესულისადმი, თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრებისაკენ.
2 დეკანადა -ძლიერი ინტელექტი და მჭევრმეტყველება, ხელოვნების და მხატვრული სამყაროს სიყვარული, მაგრამ დაქვიათებული შემართება და ენერგია.
3 დეკანადა - სიკეთე და მეგობრულობა, უნარი მოერგოს ყველაფერს, შეიცნოს და გაუგოს ადამიანებს, უზრუნველყოს გამოსადეგი კავშირები, კონტაქტები, მოლაპარაკებები და კონტრაქტები, თანამშრომლობა და ერთობლივი სამუშაოები.
მერკური ლომში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასეთი მერკურის ადამიანებს უყვართ თავიანთი ცოდნის გამომჟღავნება ხელოვნებაში. მერკური ლომ ადამიანებს ადვილად შეუძლიათ თავიანთი თავების წარმოჩენა იმ სფეროებში რაც მათ მზის ნიშანს შეესაბამება. ძალიან არტისტული გადმოცემის მანერა აქვთ, საკუთარი თავის დემონსტრაციას ისე აკეთებს, თითქოს პუბლიკას ეთამაშებიანო. საუბრობს ლამაზად. ყურადღებას თავისი ერუდიციით და გამჭრიახობით იქცევს. ყოველთვის მოიქცევა ისე, რომ შეამჩნიონ საუბრისას. უყვარს როცა აქებენ. როგორც მუდმივი ნიშანი ძალიან ჯიუტია და მისი აზრის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. საკუთარ შეხედულებებს არ იცვლის, მაგრამ მერკური ვერძისგან განსხვავებით, შეეცდება ღია კონფლიქტს მოერიდოს. აინტერესებს ხელოვნება, უყვარს მოსმენა, უფრო მიდრეკილია ჰუმანიტარული მეცნიერებებისკენ.
მათ შეუძლიათ ავტორიტეტის მოპოვება სიტყვით, ჟესტიკულაციით.
საკუთარ თავს და ცხოვრებას წარმოადგენენ როგორც სპექტაკლში.
იზიდავენ ხალხს მჭერმეტყველებით.
აზროვნების დროს პირადი ეგო წინ მოიწევს, აქედანაა ლომის ლოგიკაც.
საუბრობენ და წერენ გულით, აზროვნებენ გულით, აქვთ მსახიობობის გრძნობა.
რაც იციან, იმას წარმოწევენ წინ, თავს სიჩუმით არ დაიჩაგრავენ.
სურთ, ხალხს გააგებინონ რაც იციან.
ვენერა_ქალწული
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვენერა ქალწულში: გრძნობების და სურვილების ანალიტიკა,რაციონალიზმი. სწრაფვა,მიაღწიოს ჰარმონიას გონების მეშვეობით,ახსნას მისი ფუნქციური დანიშნულება. გრძნობების სისტემატიზება. გამთვლელია და მოსწონს ყველაფერი გონივრული.
საუკეთესო შემთხვევაში: ჰარმონიის ანალიზი,მისი სიღრმეებისა და ურთიერთკავშირის გონივრულად შეცნობის უნარი.
უარეს შემთხვევაში: ცივი გათვლა, სარგებლის ძიება, სიყვარულის უუნარობა.
Павел Глоба. Планеты в знаках Зодиака
აქ ვენერა მიწის სტიქიაშია,მერკურისა და პროზერპინასთან სტუმრად. ამიტომ თქვენთვის დამახასიათებელია რაციონალიზმი გრძნობებში.
ვენერა ქალწულში ძალიან პრეტენზიული და შარიანიც კია პარტნიორის არჩევისას. მიუხედავად იმისა,რომ ხანდახან შეინიშნება მიჯაჭვულობა გრძნობებში,გარეგნული ფორმის ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია სრულიად გაგინადგუროთ შთაბეჭდილება საყვარელ ადამიანზე. ხშირად ცხოვრების ემოციური ნაწილი და სიყვარული დაცემის მთავარი საფუძველი ხდება. შესაძლოა სწორედ სასიყვარულო მიჯაჭვულობებსა და ემოციურ დაძაბულობებზე "დაიწვათ" და აუნაზღაურებელი ფსიქოლოგიური დანაკარგები იწვნიოთ. "ჭეშმარიტი გრძნობა გულისხმობს,მსხვერპლად შესწირო ყველაფერი სიყვარულს"_იმას ნიშნავს,რომ ვენერას ქალწულში მუხრუჭებმა უმტყუნეს,რასაც,როგორც წესი,დიდი წუხილი და იმედგაცრუება მოსდევს,არცთუ იშვიათად ნერვულ-ფსიქიკური აშლილობებიც. ყველაზე კარგი,რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ისე,რომ საკუთარი თავი არ დააზარალოთ,არის დროებითი,ნაწილობრივ დაგეგმილი,მოკლევადიანი თავგადასავლები,რაც თქვენს ემოციურ განტვირთვას უწყობს ხელს.
პროზერპინა უკავშირდება წვრილმანებისადმი ყურადღებას,ხოლო ვენერა აჩვენებს,რამდენად ჰარმონიულია ადამიანი. ამიტომ თქვენი ჰარმონიულობის კრიტერიუმები იმით გამოიხატება,რომ ყოველ წვრილმანს თავისი ადგილი უნდა მიუჩინოთ; მთლიანი სისტემა დეტალებისგან ფორმირდება და თუ რომელიმე მათგანი საჭირო ადგილზე არ აღმოჩნდა,ბუნებრივია,თქვენი ჰარმონია ჩამოიშლება. ამ თვისებას მიჰყავს ქალწული პრეტენზიულობამდე.
აქვე უნდა აღვნიშნოთ,რომ ვენერა ქალწულში,ისევე როგორც სხვა მიწის ნიშნებში,იძლევა ძლიერ სექსუალურ მიზიდულობას. როგორც ჩანს,თქვენ ძალგიძთ სტაბილური, მიწიერი სიყვარული. თუმცა იმისათვის,რომ ვინმე შეგიყვარდეთ და ემოციურად "ჩაირთოთ",აუცილებელი ხდება მისი გონებით გადამოწმება. ვენერა ქალწულში დაცემულია და მის ყველაზე სუსტ მდებარეობად ითვლება,ანუ ვენერასთვის ბუნებრივი მგრძნობიარობა თქვენთვის უცხოა. გრძნობები მხოლოდ მაშინ ირთვება, როდესაც გონებისგან არის სანქცირებული და ამ შემთხვევაშიც სიცივითა და რაციონალობით ხასიათდება. თქვენ ყოველთვის ხანგრძლივად აანალიზებთ და მსჯელობთ საკუთარ გრძნობით თუ სექსუალურ ცხოვრებაზე,ყველაფერს დეტალებში თვლით და თუ კანდიდატი თქვენს "ინტელექტუალური საცერში" არ გაიცხრილა,მხოლოდ მაშინ წარმოგეშვებათ მის მიმართ ემოციები. ქორწინებაც თითქმის ყოველთვის გათვლით ხდება,შეიძლება საერთოდ ვერ აცნობიერებდეთ,მაგრამ მაინც ყველა შესაძლო ვარიანტს თვლით და თუ გონებამ ნება არ დაგრთოთ,საერთოდ არ გიჩნდებათ გრძნობები.N
აქედან მომდინარეობს თქვენი გამოკვეთილი სიყვარული ფლირტისადმი,რაც მოცემულ ფონზე ხშირად საუკეთესო გამოსავალი ხდება. როგორც წესი,თქვენ უბადლო მსახიობი ხართ გრძნობების იმიტაციის თვალსაზრისით და რეალიზებისთვის გჭირდებათ მაყურებელი. თუმცა როგორც კი თქვენი ემოციები შინაგანად დაწესებულ ზღვარს გადალახავს და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს,ვიდრე თამაში და განტვირთვაა,მაშინვე მტანჯველი ხდება,რადგან ბუნებით ლაღი და თავისუფალი გრძნობები თქვენს ქვეცნობიერ სიმორცხვეს,კრიტიკულობას,სიმშრალეს,სკეპტიციზმს ეჯახება და წარმოიქმნება შინაგანი კონფლიქტი,ფსიქოლოგიური წესრიგის გართულება. თქვენთვის ფლირტი სულიერი დასვენებისა და განტვირთვის საშუალებაა და ობიექტურად,არც ღირს,თქვენი დაცემული ვენერა გადატვირთოთ. ამ შემთხვევაშიც,"მეწვრილმანე" პროზერპინას წყალობით,თქვენი გრძნობები უმცირეს ნაწილაკებად იშლება ფლირტში.
თქვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია პარტნიორის ინტელექტუალური სისტემა_როგორ და რაზე ფიქრობს,რა ინტელექტუალური უნარები აქვს (ზოგადად,მიწის ვენერებისთვის არის დამახასიათებელი პარტნიორის გონებრივი შესაძლებლობების გადამოწმება) და თუ მასთან სალაპარაკო არაფერი გაქვთ,მარტივად ასკვნით,რომ დაბალი ინტელექტის კოეფიციენტი აქვს და ღრმა გრძნობებს თქვენში არ იწვევს,თქვენ უბრალოდ ვერ "ირთვებით".
თქვენ გიზიდავთ რაციონალური,მშვიდი ადამინები,რომელთაც არ ახასიათებთ ემოციური უგუნურება. ეძებთ პარტნიორს ნორმალური,მიწიერი დადგენილებებით, ჯანსაღი სკეპტიციზმითა და იუმორის გრძნობით. უმაღლეს გამოვლინებაში შეინიშნება უაღრესად ამაღლებული გრძნობები და ემოციები_სიყვარული და მოწყალება(რადგან ქალწულის ნიშანი უკავშირდება ვალდებულებას,მსახურებას),შესაძლოა სიყვარული ინვალიდების,ავადმყოფების და უბედური ადამიანების მიმართ. უარეს ვარიანტში კი ასეთი ვენერა შესაძლოა იძლეოდეს მასზე დამოკიდებული ადამიანების ხარჯზე ცხოვრებას,პარაზიტობას.
ალბათ,თქვენ მოგწონთ სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელი სისტემები,კომპლექსური მიდგომით:ვარჯიშები,სწორი კვება,ცხოვრების ჯანსაღი წესი. განსაკუთრებით ნათლად ეს ვლინდება ქალებში,რომელთაც ყოველთვის იციან,რა რაოდენობის კალოერიას შეიცავს ესა თუ ის საკვები,როგორია მისი ქიმიური შემადგენლობა და რა ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე.
თქვენი ჰარმონიის კრიტერიუმების ფორმირებაზე დიდი გავლენა იქონია ბავშვობაში მიღებულმა ინფორმაციამ,რომელიც ემოციურ კონტაქტისას მიიღეთ. ეს მერკურის დამსახურებაა,მისი და პროზერპინას ერთობლივი გავლენით ასეთი კონტაქტების დროს გამოგიმუშავდათ ურთიერთობის სისტემა,გრძნობით სფეროში ყველა დეტალისთვის თავისი ადგილის მიჩენის მოთხოვნილება. და მაინც,გონება ის კალაპოტია,სადაც ყველა გრძნობა იღებს სათავეს. რაციონალური კრიტერიუმების გარეშე თქვენი ემოციური შეფასებების სისტემა თითქმის არ ფორმულირდება.
რადგან ქალწული მუტაბელური ჯვრის ნიშანია,თქვენ დიდად ხართ დამოკიდებული მიმდინარე პროცესებზე. თქვენთვის დამახასიათებელია სხვა ადამიანებზე ორიენტირება და ამიტომ მშნიშვნელოვან შინაგან ცვლილებებს განიცდით,ცხოვრების განმავლობაში,გარემოებების შესაბამისად.
Авессалом Подводный. Планеты в знаках Зодиака
ვენერა ქალწულში მიანიშნებს მიდრეკილებას ესთეტურად დასრულებული ფორმებისადმი. დაუმუშავებელი სახით სუბიექტში ავლენს ზღვარგადასულ კაპრიზულობას(განსაკუთრებით დაზიანების შემთხვევაში). უზომოდ მომთხოვნია გარშემომყოფთა მიმართ,თითქმის ყველა ულამაზოდ,უხეშად და უშნოდ ეჩვენება. მართალია, შეინიშნება სილამაზისადმი სწრაფვა,მაგრამ მისი რეალიზება ძალზედ გართულებულია,რადგან ფორმალური შეგრძნებით ხასიათდება. მაგალითად,მისთვის შემეცნებითი ჰარმონია აბსტრაქტულ მოზაიკაში უფრო მარტივი აღსაქმელია,ვიდრე ცოცხალ ორგანიზმში.
უკიდურესად მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართაც,მაგრამ თუ ეს არ რეალიზდება კონკრეტული წარმატებით,მისი თვითკრიტიკულობა შეიძლება ჩაანაცვლოს სრულმა აპათიამ საკუთარი თავის,სოციუმისა და სერთოდ სამყაროსადმი,თანმდევი ნევროზული მდგომარეობითა და კომპლექსებით.
დამუშავების შემთხვევაში ვლინდება კარგი უნარები გამომყენებლობით/პრაქტიკულ ხელოვნებაში,სადაც საჭიროა მაღალი ხარისხის ტექნიკური შესრულება. კარგად განვითარებული ადაპტაციის უნარი. მისგან მაგალითს იღებენ ჩაცმულობაში, მანერებსა და მეტყველებაში. თუმცა ესეც საკმაოდ რთულად ეძლევა,იქიდან გამომდინარე, თუ როგორ დგას ვენერა. ხშირად არ ჰყოფნის მოთმინება.
С. В. Шестопалов. Справочник по астропсихологии
დაცემული ვენერას გავლენა საკმაოდ სუსტია. თუმცა ჰარმონიულ ასპექტებში პიროვნებას ახასიათებს თავისებურად მომხიბლავი სიმორცხვე,თავაზიანობა,უმანკოება,ტაქტის გრძნობა. ის იშვიათად კარგავს თავს სიყვარულის გამო. ზომიერი გემოვნება აქვს,საკუთარ თავს და გარეგნობას უვლის. ინტერესს ავლენს მედიცინის,ლიტერატურის,საკონდიტრო საქმიანობისა და მომსახურების სფეროსადმი.
პლანეტის დაზიანების შემთხვევაში ვლინდება მატრაკვეცობა,პირფერობა,ფარისევლობა,სიძუნწე,ანგარიშიანობა,უყურადღებობა,დაუდევრობა,პასიურობა. განურჩევლად ბევრს ფლირტაობს და მერყევია გრძნობებში. ხშირად ყველაფერს თავის ნებაზე უშვებს და დინებას მიჰყვება. ბრმად ემორჩილება თავის სურვილებს.
Фрэнсис Сакоян. Планеты в знаках Зодиака.
გადაჭარბებული კრიტიკულობისა და მაღალი მოთხოვნების გამო,ხშირად მარტოხელად რჩება,თუმცა ერთგული და თავდადებულია მათთვის,ვინც უყვარს,მაგრამ გრძნობებს ემოციურად ვერ გამოხატავს.ის,ასე ვთქვათ,ემსახურება საყვარელ ადამიანს და ამ ფორმით ავლენს თავის სიყვარულს. მისი თავდაჯერებულობა იზრდება,როდესაც რჩეულისთვის რაიმეს აკეთებს,ქმნის ან უბრალოდ დახმარებისთვის მზადყოფნას უცხადებს. მისთვის არ არის დამახასიათებელი გრძნობების რომანტიული და ამაღელვებელი ფორმებით გამოვლენა. ძლიერი ემოციების და განცდების დემონსტრირების რცხვენია. საზოგადოებაში ცივი თავდაჭერილობა უმეტესად შირმაა,რომლის მიღმაც სიმორცხვეს და არასრულფასოვნების კომპლექსს მალავს. სამწუხაროდ,დაცემული ვენერა სათანადოდ ვერ აფასებს თავის მომხიბვლელობას; შესაძლებლობას,უყვარდეს და უყვარდეთ; მუდმივად ეჭვი ეპარება საკუთარ მნიშვნელობაში.....და სულ ტყუილად.
Индубала
რადგან ვენერა თევზების ნიშანში ეგზალტირდება,თევზების საპირისპირო ქალწულის ნიშანში დაცემულია. ვენერას ყველაზე სუსტი მდებარეობაა და მისი გავლენა შესუსტებულია,რაც არაერთ პრობლემას უქმნის სუბიექტს. მას ბევრი კონფლიქტი აქვს მეუღლესთან. მოსალოდნელია ქონების უეცარი დაკარგვა,სიღარიბე. უსიამოვნებები და წყენა. სასქესო ორგანოების სეკრეციის ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაძლოა,იყვნენ რელიგიურნი,გულგრილები მატერიალური სამყაროს მიმართ. უყვართ დახმარების გაწევა.
Het Monster. Планеты в знаках Зодиака
გრძნობები მუდმივად ანალიზდება,ამასთან მკაცრად და კრიტიკულად,რაც ხშირად ხდება პარტნიორის დაკარგვის მიზეზი. პარტნიორს ირჩევს ინტელექტუალური ინტერესის მიხედვით_ისეთს,ვისთანაც თანამშრომლობას შეძლებდა. ხშირად მარტო რჩება,რადგან ზედმეტად მაღალი მოთხოვნები აქვს. თუ ვენერა დაზიანებული არ არის,ჰარმონიული ურთიერთობა კოლეგებთან,თანამშრომლებთან. სამუშაო ადგილს მხატვრულად აფორმებს. თანდაყოლილი სიყვარული წესრიგისა და სისუფთავისადმი. მარჯვე ხელები აქვს,თუმცა მოკლებულია საკითხების შემოქმედებით ხედვას,წარმოსახვას. მათგან გამოდიან კარგი ექიმები,ექრთნები.
პლანეტის დაზიანების შემთხვევაში,უსუფთაობა,მაწანწალობა; არეული სასიყვარულო კავშირები,რადგან პიროვნებას ეშინია,რომ სხვაგვარად სიყვარულს ვერ იპოვის. თუ ამასთანავე მარსი მტრულ პოზიციაშია,მიდრეკილება მარტოობისადმი.
Семира и В. Веташ
თავშეკავება. გრძნობები მთლიანად გონებას ემორჩილება და მათგან მთავარი ვალდებულების გრძნობაა. მისთვის სიყვარული უპირველესად ზრუნვაა და აქაც კი მნიშვნელოვანია ეტიკეტის დაცვა. თუმცა იმავე თვისებების წყალობით,ეს ყაირათიანი,მზურველი ადამიანია. ცხოვრების ჯანსაღი წესი დღეგრძელობას უზრუნველყოფს.
Катрин Обье. Астрологический словарь
თავისუფალ ვნებებს გონების მკაცრი ხმა ახშობს. ანალიზისადმი მიდრეკილება აცივებს მის გრძნობებს და ამუხრუჭებს მათ გარეგან გამოვლინებას. ახალგაზრდობაში მას მიამიტობა და რომანტიზმი ახასიათებს...მხოლოდ ოცნობებში და არა რეალობაში. მის ცხოვრებაში მრავალი ტაბუ არსებობს. ყოველთვის მერყეობს და ძალიან უჭირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.
უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში,სიყვარული ემოციების გარეშე ვლინდება: თავგადასავალი და არავითარი ვალდებულება! ხოლო როდესაც ამ "თავისუფალ" თამაშში ქალწულისებრი მეწვრილმანეობაც ერთვება,საქმე ცოდვებსა და გარყვნილებამდეც მიდის.
პოზიტიურ ასპექტებში ეს თავაზიანი ადამიანია. სათუთად უფრთხილდება მათ,ვინც უყვარს.
ვენერა ქალწულში მიდრეკილია საკუთარი და პარტნიორის გრძნობების ანალიზისკენ. ურთიერთობაში ეძებს სისუფთავეს, ხშირად მიუღწეველ სრულყოფილებას. მისთვის გაცილებით მარტივი გასაგებია "სიყვარული,როგორც ზრუნვა და ვალდებულება",ვიდრე "სიყვარული,როგორც ვნება და უგუნურება". ნეგატიურ ვარიანტში,ასეთი დამოკიდებულება წარმოშობს ცივ ანგარიშიანობას,საკუთარი გრძნობების მოტყუებას. პიროვნებამ შესაძლოა უპირატესობა მიანიჭოს ისეთ ურთიერთობას,რომელიც მას კეთილდღეობასა და სტაბილურობას უქადის,ვიდრე ჭეშმარიტ გრძნობებს(განსაკუთრებით დამახასიათებელია ქალებისთვის). მედლის პოზიტიური მხარე არის ზნეობრივი სისუფთავე,ასევე შესაძლებლობა,მოთოკოს საკუთარი სურვილები.
ძალიან უჭირს შინაგანი სამყაროს გახსნა და სულიერი განცდები დიდ ხანს რჩება გამოცანად,თავად მისთვისაც კი. უკრძალავს რა გრძნობებს გამოვლენას, საკუთარ თავს ართმევს შესაძლებლობას,დატკბეს მარტივი,ყოველდღიური ადამიანური ურთიერთობებით. ანალიზისა და განსჯის წყალობით,ის უფრო სხვის გრძნობებში გაერკვევა,ვიდრე საკუთარ გულში. ძალზედ დიდხანს ირჩევს და აწონ-დაწონის ყველა შესაძლო ვარიანტს,ყოველთვის რაიმე წვრილმანი დეტალი უფუჭებს საერთო სურათს. ასეთი მიდგომის გამო,ვენერა ქალწულში ხშირად რჩება მარტოხელად და მხოლოდ წლების შემდეგ აცნობიერებს,რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაკარგა,იმიტომ რომ თავის დროზე საკუთარი გული დაივიწყა.
ქ ა ლ ი,ვენერით ქალწულში, ან შესანიშნავი დიასახლისია,რომელსაც ყოველი წვრილმანისთვის თავისი ადგილი აქვს მიჩენილი და ყველაფერი რამდენიმე წლით წინასწარ დაგეგმილი; ან აცნობიერებს რა, რომ იდეალური სისუფთავისა და წესრიგის მიღწევა შეუძლებელია,საშინელი ფეთხუმი ხდება,ამასთან სახლში არსებული არეულობის გამო ყველა შინაურს აკრიტიკებს. ორივე შემთხვევაში დისციპლინა,წესრიგი,ვალდებულება და პასუხიმგებლობის გრძნობა მისთვის უმთავრესია და ამ საკითხებს ან თავისით წყვეტს ბრწყინვალედ,ან ყველაფერი ახლობლების კისერზე გადააქვს. მას უნარი შესწევს თანაბარი წარმატებით ასრულებდეს თავის მოვალეობებს სახლშიც და სამსახურშიც. უყვარს დაცალკევებული ნაწილების ერთიან,მუშა სისტემაში მოყვანა. კარგად გამოსდის ხელსაქმე:კერავს,ქსოვს,ქარგავს. განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს "უკვე არსებული რეალობის" მორთვა-გალამაზებას ხელნაკეთი ნივთებით,ამასთანავე უპირატესობას ანიჭებს იმოქმედოს ნაცადი მოდელებითა და სქემებით.
რადგანაც ვენერა ქალწულში იდეალისტია,ცდილობს უზადო მდგომარეობაში შეინარჩუნოს თავისი გარეგნობა:სწორი კვებით,ფიზიკური დატვირთვებით, ორგანიზმისთვის ყოველდღიურად ეკოლოგიურად სუფთა ხილის მიწოდებით,ჯანსაღი ძილით. და ის სრულიად მართალია,დაივიწყებს რა ამ მცირე დეტალებს, მაშინვე უფუჭდება განწყობა და ერღვევა ფიზიოლოგიური პროცესები;იტანჯება არამხოლოდ ფიზიკურად,არამედ ემოციურადაც. მისი სილამაზე პირდაპირპროპორციულ კავშირშია დღის სწორ რეჟიმსა და კვებასთან. მისთვის აბსოლუტურად დაუშვებელია უმუშევრობა. ის სრულიად იფურჩქნება და ბრწყინვალე ფორმაშია,როდესაც თავს საჭიროდ გრძნობს.
თუმცა მან თავი უნდა აარიდოს ზედმეტ კარიერიზმს და არ უნდა ჩაიციკლოს სამსახურისა და კოლეგების პრობლემებზე. მას ხშირად სჩვევია ოჯახის წევრების დავიწყება,რადგან თვლის,რომ ისედაც საკმარის ყურადღებას აქცევს,რაც ახლობლების მატერიალური მოთხოვნების დაკმაყოფილებით გამოიხატება. მაგრამ სწორედ მათთან არ ჰყოფნის სითბო,გულითადობა და სინაზე. მას ურჩევნია,პრაქტიკული მზრუნველობა გამოავლინოს_გემრიელი და სასარგებლო ვახშამი მოუმზადოს, ოჯახისთვის საჭირო ნივთები შეიძინოს,ვიდრე წრმოთქვას მარტივი ფრაზა:"მე შენ მიყვარხარ".
საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა მისთვის უზარმაზარი ინფორმაციის და ამოუწურავი ტანჯვის წყაროა,ფიქრობს და საუბრობს. მაგრამ იმის ნაცვლად,რომ გულში გაატაროს ყველა ეს გრძნობა,მას ურჩევნია მათი ანალიზითა და "თაროებზე ჩამოლაგებით" შემოიფარგლოს. თითქმის არასოდეს ჰკარგავს გონს სიყვარულისგან და შეყვარებულიც კი საღ აზრს და თავდაჭერილობას ინარჩუნებს გრძნობების გამოხატვის საკითხში.
მას უზადო გარეგნობა აქვს,თუმცა რამდენადმე ხელოვნურად გამოიყურება. სრულყოფილების მიღწევის პროცესში ყველა იმ დეტალს იშორებს,რომელიც უადგილოდ ეჩვენება და შედეგად იმ ინდივიდუალურ პეწს კარგავს,რაც ყოველ ქალს უნიკალურობას ანიჭებს_ მართალია,შორეულს კლასიკური კანონებისგან,მაგრამ საოცრად მიმზიდველს,თავისი უდარდელობითა და ბუნებრიობით.
მოსწონს კლასიკური ან ქალაქურ-სპორტული სტილი,მოხერხებული და პრაქტიკული. მას ძლიერი სურვილი აქვს მიმზიდველი იყოს მამაკაცებისათვის და კარგადაც გამოსდის,რადგან სწორად თვლის საკუთარ შანსებს და შორს არის ზედმეტი ამბიციებისა და მოძრაობებისგან. მაგრამ თუ ვენერა ლომს მისით გატაცებული მამაკაცი თავადაც ვნებიანად უყვარდება,ვენერას ქალწულში წინასწარ აქვს გათვლილი შემდგომი მოქმედების ტაქტიკა და ემოციებს არ ჰყვება. ეს იმას არ გულისხმობს,რომ მას არ შეუძლია უყვარდეს,უბრალოდ გუნურება არ შედის მის თვისებათა ჩამონათვალში.
მ ა მ ა კ ა ც ი,ვენერით ქალწულში ძალზედ სერიოზულად ეკიდება ცხოვრების მეგზურის არჩევას. საპირისპირო სქესთან ურთიერთობაც არც ისე მარტივად და სწრაფად ეწყობა,როგორც სხვა ნიშნებს. თავიდან მას უჭირს საკუთარ გრძნობებსა და მოთხოვნებში გარკვევა. ის ჩუმად,შეპარვით გამოჰკითხავს პოტენციურ პარტნიორს მისი მოთხოვნების,ჩვევების,შეხედულებების შესახებ და შემდეგ ხანგრძლივად ამოწმებს თავის დამოკიდებულებას და გრძნობებს მის მიმართ. ძალიან უჭირს პირდაპირ საკუთარ გულს დაეკითხოს,რადგან მასთან მიმავალი გზა უამრავ სქემაზე,ალგორითმსა და ცხრილზე გადის.
ის ისურვებდა შეხვედროდა იდეალურ ქალს_მშვენიერს,ჭკვიანს,მზრუნველს,სუფთას და ყოველ ასეთი მოლოდინისას,როდესაც რაიმე ნაკლს აღმოაჩენს გოგონაში, უცხოვდება და განეშორება იმედგაცრუების ობიექტს. ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით მამაკაცს,ვენერით ქალწულში,რომელიც სასოწარკვეთილი ფლირტაობს და პარტნიორებს ხელთათმანებივით იცვლის. ის ზესუფთა ადამიანია და თავად ღალატზე ფიქრიც კი სულს უწამლავს. თუ სრულიად მოულოდნელად მან პარტნიორს უღალატა,მწარედ განიცდის და მეორედ ასეთი ფაქტის განმეორებას აღარ დაუშვებს. თუმცა საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე,უკიდეგანოდ შეუძლია ათასობით ვარიანტის გადარჩევა. რჩეულში ის ზნეობრივ და ფიზიკურ სისუფთავეს აფასებს,წესიერებას. სიამოვნებით აწარმოებს გოგონებთან ინტელექტუალურ,შემეცნებითი ხასიათის საუბრებს. ქალის ჭკვიანი და ყურადღებიანი მზერა იმაზე მარტივად მოაჯადოებს,ვიდრე ფლირტი ან კეკლუცობა. მას ხშირად უყვარდება ინტელექტითა და საქმიანი უნარ-ჩვევებით გამორჩეული ქალი,ვისთანაც სამსახურებრივად არის დაკავშირებული.
ყველაზე დიდი ნაკლი-ის შეიძლება ძალიან მოსაწყენი იყოს კვების,დასუფთავების,ყოფით საკითხებში, დიდ დროს უთმობდეს სამუშაოს. ფულთან საკმაოდ გონივრული დამოკიდებულება აქვს. შესაძლოა თქვენ ეს სიძუნწედაც მოგეჩვენოთ,თუმცა მისთვის გონივრული ეკონომიაა.
მარსი-თხის რქა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აქვთ ამბიციები და მაქსიმუმი სურთ. არ ჯერდებიან მიღწეულს და უყვართ შრომა. მათი სურვილები ძლიერია, მაგრამ უმეტესად მატერიალურ სურვილებს ეხება. ბუნებით მესაკუთრეა და შრომობს თავისთვის. რეალისტური დამოკიდებულება აქვს საქმეზე და საკუთარ პოტენციალზეც. სექსს აღიქვამენ როგორც სტრატეგიას და თეორიის დონეზე ფლობენ, რაც ეხმარებათ. ძლიერი ინდივიდუალიზმი აქვთ მაგრამ სიმორცხვე არ აძლევთ საშუალებას გამოიხატონ.
იუპიტერი-თევზები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს მდებარეობა მიუთითებს, რომ ადამიანების დახმარება გიყვართ ჩუმად, მოკრძალებულად. მეტ-ნაკლებად სცენის მიღმა გიყვართ მოქმედება, დიდად არ გინდათ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ერთდროულად ხართ, როგორც მხიარული, ასევე მგრძნობიარე პიროვნება. მიწიერი მოთხოვნილებებისთვის არ იბრძვით და არც ხართ ისეთი ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი სჭირდება იმისთვის, რომ კმაყოფილი იყოს. მისტიციზმი, ემოციური რელიგიურობა ხშირად თან ახლავს ამ მდებარეობას. მიდრეკილება გაქვთ დამარცხებულის დაცვის და შეგიძლიათ იყოთ თანაგრძნობით აღსავსე თქვენივე კეთილდღეობისთვის.
სატურნი-მშვილდოსანი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მას საკუთარი რეპუტაცია ძალიან ადარდებს და ქვეცნობიერად ეშინია წარუმატებლობის. სასურველია, რომ წინასწარი დაპირებების გარეშე შეასრულოს ის, რასაც ფიქრობს. უნდა ისწავლოს მოთმინება და გამოიმუშავოს ტაქტის გრძნობა, ასევე უნდა იყოს კანონმორჩილი და თავი დაანებოს საკუთარი კანონების შექმნას.
This post has been edited by progress on 25 Aug 2011, 11:28