ლომ ქალზე რასაც ვკითხულობ ხოლმე, თითქმის არაფერი არ მახასიათებს
არ მიყვარს: ბრჭყვიალა ნივთები, ხალხმრავალი ადგილები, ყურადღების ცენტრში ყოფნა, ბევრი ყბედობა, გამორჩეულად - ყურადღების მისაქცევად ჩაცმა, ოქრო, მბრძანებლობა და დიქტატორობა, არ ვარ ზარმაცი
მაგრამ: ვარ საკმაოდ თავმოყვარე, აზარტული, როცა საჭიროა მკაცრი, ადვილად ვბრაზდები, საკმარისია ადამიანმა ბოდიში მომიხადოს და მაშინვე ვპატიობ წყენას, მაგრამ.....მახსოვს, თუნდაც სრულიად უმნიშვნელო რამ - მაინც არ მავიწყდება

ვარ ძალიან ერთგული (ეს ალბათ ჩემი ძაღლის წლის დამსახურებაცაა) აი ეჭვიანი კი ვარ - თან ძალიან, და განვითარებული მაქვს "ყნოსვა"

რასაც ვერავინ ვერ ამჩნევს - მე მაშინვე დაჭერილი მაქვს სენსორებით და შანსი არაა, რომ არ გამართლდეს
სიახლეების სწავლა მიყვარს
ბავშვობაში თოჯინები დეკორატიული ფუნქციის გარდა არაფერს წარმოადგენდნენ, მექანიზმები მიყვარდა, კონსტრუქტორები, ყველამ წინასწარ იცოდა, რომ რასაც მომიტანდნენ, აუცილებლად დავშლიდი, შევისწავლიდი როგორ მუშაობს და....მერე აღარ მაინტერესებდა
ახლაც ასე ვარ - ყველანაირი ტელეფონი, კომპიუტერი, მექანიზმი, აპარატი - უნდა დავშალო, ვნახო როგორ მუშაობს...
ამაზე ვიღაცამ ადრე მითხრა - ქალწულის ზოდიაქის გავლენაა ეგო, რადგანაც ზღვარზე ვარ დაბადებული - 22 აგვისტოს
ზედმეტი ტიკები მჭირს სისუფთავეზე, ყველაფრის მილაგებაზე

ეგეც ქალწულისაა აშკარად.....
რაც მთავარია და ვხალისობ - ოჯახში სამნი ვართ, ქალები, მე დედაჩემი და ჩემი შვილი - სამივე ლომი

და სამივე განსხვავებული....თან ერთმანეთთან ძალიან მშვიდი და მეგობრული დამოკიდებუილებით, ჰარმონიული ატმოსფეროა სახლში
მყავს 2 ნათლული - ბიჭები, ორივე ლომი

და ერთი მათგანი ჩემს დაბადების დღეზე დაიბადა
ვინც კარგად ერკვევით კიდევ რა შეგიძლიათ მითხრათ ჩემს შემთხვევაზე...

მადლობა