ninuwkiმზე- ქალწული
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ქალწული
მეორე მიწიერი ნიშანი. მათ გააჩნიათ მახვილი ანალიტიკური გონება და პრაქტიკული აზროვნების უნარი. ისინი იღწვიან სრულყოფილებისაკენ. მუდამ განწყობილნი საქმისთვის. ბუნებით ხელმომჭირნენი, მომთმენები, მეოჯახენი და ყაირათიანები. ამავე დროს ფიცხები. ქალწული იშვიათად ცრუობს და საკუთარ თავს არასოდეს ატყუებს. ის ბუნებით კრიტიკოსია და მისი კრიტიკა, ჩვეულებრივ სამართლიანია, მაგრამ ხშირად უხეში რაც გულს ტკენს ადამიანებს.
ფიზიკური თავისებურებანი
ტანადი, მოხდენილი, კარგი აღნაგობის. ისინი ღრმა მოხუცებულობამდე ინარჩუნებენ ტანადობას. ნატიფი სახის ნაკვთებით, ოვალური ან მრგვალი სახით. ცხვირი მსხვილი, კეხიანი ანდა სწორი. აქვთ ნაცრისფერი ან მწვანე ღრმად ჩამჯდარი ლამაზი თვალები. პატარა თლილი პირი, ოდნავ გამოწეული ღაწვები. მოძრაობენ მსუბუქად.
ფერები: ცისფერი, იისფერი, ყვითელი წმინდა ელფერით.
ქვები: იაგუნდი, იასპი, აქატი.
ყვავილები: ვირისტერფა, სუმბული, წითელი შროშანი.
ტემპერამენტი: მელანქოლიკები
მთვარე - თხის რქა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მთვარე თხის რქაში
ძლიერი ნებისყოფა და სულის სიღრმე, სერიოზულობა, შრომისმოყვარეობა, მუდმივობა საქმეებში და ურთიერთობებში. გონების პრაქტიკული წყობა და რეალისტური შეხედულება ყველაფერზე. გამოხატული პატივმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა და მიზანმიმართულება. კარგი ორგანიზატორი და ხელმძღვანელია ფხიზელი გონებით და ცივი ანგარიშიანობით. მაგრამ ყველაფერში შეინიშნება "მიწის სიმძიმე". სიყვარული- წესრიგის, განაწესის და ნებისმიერი ინსტრუქციების მიმართ . ძლიერი სწრაფვა მატერიალური ფასეულობებისაკენ, უზრუნველყოფილი სიბერისაკენ. თუ სატურნი ძლიერია და დაუზიანებელი და მთვარესთან კარგ კონფიგურაციას ქმნის, ეს ნიშნავს, რომ ამ ინდივიდში იჭარბებს გონება, კონცენტრაციის უნარი, უბრალოება, სიზუსტე. მომჭირნეობა, ეს ყველაფერი მოუტანს წარმატებას სამსახურებრივ სფეროში, სახლში, საზოგადოებრივ სამიანობაშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში- კარგი არაფერია.
1 დეკანადა -შრომისმოყვარეობა, გულმოდგინება, მიზანსწრაფვა და მიზანმიმართულება, პროფეს. ცოდნა და წარმატება, განსაკუთრებით წარმოებაში და ხელობაში. თუ ,მარსი ან სატურნი დაზიანებულია უფრთხილეს სიმსივნეებს.
2 დეკანადა- საუკეთესო წარმატება სოფლის მეურნეობაში, მებაღეობაში, მებოსტნეობაში.
3 დეკანადა- პრაქტიკულობა, პატიოსნება, მრავალმხრივობა, გაბნეულობა, ეგოიზმი, უნდობლობა, ყოყმანი.
2
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
როდესაც მთვარე თხის რქის "პატრონი" თავს არ მალავს ,მისი ტიპიური ქცევა იქნება შემდეგი: უხეშად გაისწორებს ჰალსტუხს/ბაფთას/აჩეჩილ თმას, ხმამაღლა წამოცდება -"რას გავდა" და შვებით ამოისუნთქავს. გარშემო მიმოიხედავს,მორცხვად გაიღიმებს და დააყოლებს -' ის მაინც კარგი იყო...ყველაფერი სასიამოვნოა..ყველაფერი მისაღებია"
ხშირად ეს ადამიანი ოჯახში დიდი ბავშვია და თითქოს სწრაფად იზრდება,სერიოზულდება თავის თანატოლებთან შედარებით,წინააღმდეგობებს უმკლავდება და ამასობაში იზრდება.სამაგიეროდ მისთვისაა ზედგამოჭრილი ბებიის/ბაბუის როლი-ის როგორც იქნა საკუთარ ბავშვობას პოულობს
ამ ადამიანს შინაგანად აქვს მოთხოვნილება რესურსების სამართლიანად განაწილების.სტრესს იწვევს როცა არ შეუძლია მიიღოს ან გასცეს ის,რაც სჭირდება.მხოლოდ გვიან ღამით შესაძლოა ბალიშზე ჩამოუგორდეს ცრემლი,მაგრამ ცრემლზეც კი ფიქრობს-რომ "არ უნდა ჩამოგორებულიყო".
ისაა ადამიანი, რომელიც ყველას სიმპატიას იმსახურებს საზოგადოებაში..გაწონასწორებულობისა და პასუხისმგებლობის გამო.
როდესაც სტრესულ მდგომარეობაშია,ან ზეწოლას გრძნობს ან აშინებენ-მოქმედებს "გაქცევის გეგმის" მიხედვით,რომელიც კარგად მოფიქრებული ჭკვიანური და პრაქტიკული ნაბიჯებისგან შედგება.
დადებითი:
პრაქტიკული
ამბიციური
მეთოდური
თანმიმდევრული
უარყოფითი:
პრაგმატული
შეზღუდული
ჯიუტი
კარიერაზე ორიენტირებული
ქალი,მთვარით თხის რქა გარეგნულად ჩანს სუსტი,აქვს გრძელი სახე.ბუნებით ამბიციურია და შეუძლია თავისუფლად იყოს "ბიზნეს-ლედი".არის აქტიური,დამოუკიდებელი,ახასიათებს არგუმენტირებული და სტურუქტურულად დალაგებული საუბარი.ასევე შესაძლოა ჰქონდეს დოგმატური შეხედულებები. როგორც წესი,ოჯახდება ადრეულ ასაკში ან გვიან,როცა კარიერას აიწყობს.
3
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საკვანძო სიტყვა: ემოციურად ფრთხილი
პოზიტიური გავლენა: პრაქტიკული, ფრთხილი, პასუხისმგებლობის მქონე, დისციპლინირებული
უარყოფითი გავლენა: ცივი, გულგრილი, პესიმისტური , ჩაკეტილი
ადამიანი, რომლის დაბადების მომენტშიც მთვარე გადიოდა თხის რქის ზოდიაქოს , მისთვის უცხოა რომანტიული მისწრაფებები. ის მყარად დგას მიწაზე და ზუსტად იცის რა უნდა ცხოვრებისგან. ასეთი ადამიანი არასდროს მიიღებს უგუნურ გადაწყვეტილებებს. ის წინასწარ განიხილავს ყველა ვარიანტს და აირჩევს ყველაზე შესაფერის და უსაფრთხო ვარიანტს. თხის რქა მთვარიანი არ იცქარებს, დაელოდება საჭირო მომენტს და მერე იმოქმედებს.
გარშემომყოფების თვალში ეს ადამიანი არის კარგი დისციპლინისა და მართვის უნარების მქონე ,თუმცა სინამდვილეში თხის რქა მთვარიანების ნამდვილ სახეს/ვინაობას ხშირად ვერ იგებენ ზუსტად.შესაბამისად, მას არ ჰყავს მეგობრების დიდი წრე. მას აქვს შიში სხვების თვალში არ გამოიყურებოდეს სასაცილოდ– არ გახდეს სხვების დასაცინი– ხშირად ამ ფიქრს პანიკამდე მიჰყავს. ის აწესებს ბარიერს სხვებთან ურთიერთობებში და თავად აკონტროლებს ბარიერის მანძილს. შესაძლოა მიზნების მისაღწევად საკუთარი წესები და პრინციპები საზოგადოებრივზე წინ დააყენოს და ასე იცხოვროს მთელი ცხოვრება.
მთვარე თხის რქიანებს ადვილად შეუძლიათ დაფარონ საკუთარი ნამდვილი ემოციები და გრძნობები. გარსემომყოფები ვერასდროს მიხვდებიან (თუ თხის რქა მთვარიანი მოინდომებს) რა უნდათ თხის რქა მთვარიანებს მოცემულ მომენტში. ეს ადამიანები არასდროს ივიწყებენ მათ ცხოვრებაში მომხდარ ცუდ შემთხვევებს. ამ ნეგატიური შემთხვევების გაკვეთილად გამოყენებას ცდილობენ, რათა მომავალში იგივე შეცდომა არ დაუშვან. ისინი მუდამ მზად არიან სირთულეების გასამკლავებლად. მთვარე თხის რქები შიშობენ, რომ სხვა ადამიანებმა შესაძლოა მათი სისუსტეები მათ წინააღმდეგ გამოიყენონ და ამიტომ გულდასმით მალავენ სისუსტეებს. სამაგიეროდ , თავად შესაძლოა არ მოერიდნონ სხვების გრძნობებზე თამაშს, ეს იმ შემთხვევებში თუ ვინმეს დასჯა და მისთვის „ჭკუის სწავლება“ გადაწყვიტეს.
ასევე, აღნიშნავენ, რომ ამ ადამიანებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი არაა ოჯახური კავშირები, როგორც სხვა მთვარიანების შემთხვევაში. მათთვის პარტნიორებთან ურთიერთობა ჰგავს სამხედრო ზავს . სურს იცხოვროს საკუთარი წესებით და არა საზოგადო.
მთვარე თხის რქის მქონე ადამიანი ცხოვრებისგან საჩუქრებს არ ელის– ის თვითონ ცდილობს მოიპოვოს წარმატება და საკუთარი ადგილი საზოგადოებაში. ხშირად თავად ეძებს ხოლმე სირთულეებს.
მთვარე თხის რქიანებს აქვთ პრაქტიკული აზროვნების უნარი. მათ სჭირდებათ ისეთი ცოდნა, რომელიც მიზნების განხორციელებაში დაეხმარებათ. მიზნებში კი ხსირად მთელ ენერგიას დებენ. თუ მიზანს ვერ მიაღწიეს–შესაძლოა დეპრესია დაემართოთ. თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება, ძირითადად მთვარე თხის რქიანები საკუთარ მიზნებს აღწევენ, რაც მერე მათ პიროვნებაზე ახდენს გავლენას. გავიხსენოთ თუნდაც–ედისონი, ნაპოლეონი, ჯორჯ ვაშინგტონი, ჰიტლერი, აბრაამ ლინკოლნი და ა.შ.
მთვარე თხის რქიანებს, რომლებსაც ერთ–ერთ კარდინალურ ნიშნაში ჰყავთ მზე ან ასცენდენტი ( ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა)– გამოხატულად ფლობენ ლიდერულ თვისებებს.
ფული მათ ცხოვრებაში ერთ–ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ ფული სჭირდებათ არა მხოლოდ ნივთების,ავეჯის,ქონების საყიდლად, არამედ ფინანსური და საქმიანი სტატუსისთვის. მათთვის ფული სტატუსის მომტანია.
მათი ცხოვრება სხვებისთვის შესაძლოა განსაკუთრებული ჩანდეს, სხვები აფასებდნენ დისციპლინირებულობის, სერიოზულობისა და სტატუსის გამო, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის თხის რქა მთვარიანის ნამდვილი სახე და მათი მარტოობის განცდის შესახებ, რომელსაც თხის რქა მთვარიანები იუმორის ქვეშ ფარავენ. თხის რქა მთვარიანი საზოგადოებაში ხუმრობს? ჩათვალეთ, რომ ის სწორედ ამ დროს მარტოობის გრძნობით იტანჯება.
თხის რქა მთვარიანებს უჭირთ საკუთარ გრძნობებზე საუბარი,გამოხატვა, ამიტომაც ისინი ხშირად ჩანან უემოციოები და უგრძნობი ადამიანები, თვით იმ დროსაც კი, როცა ემოციურად ძალიან უჭირთ.
ხშირად მათთვის კარიერა, სოციალური სტატუსი კომპენსაციაა პირად ურთიერთობებში პრობლემების გამო. ისინი იშვიათად პოულობენ სიყვარულს ახალგაზრდობაში. თუმცა, როდესაც მათ უყვარდებათ და საპასუხოდ იღებენ სტაბილურობას და დაცულობის შეგრძნებას (რასაც აფასებენ და ეძებენ) – მთლიანად იხსნებიან , ხშირად ურთიერთობაში დებენ იმაზე მეტსაც, ვიდრე იღებენ. ფაქტობრივად,საკუთარ სულს აძლევენ პარტნიორს.
მათ უფრო უადვილდებათ მუშაობა წიგნებთან, ციფრებთან, დოკუმენტებთან, ტექნიკასთან, ვიდრე ადამიანებთან.
კარიერაზე ზრუნვის პარალელურად, საჭიროა ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან აქვთ მიდრეკილება ქრონიკული დაავადებებისკენ. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციონ ძვლოვან სისტემას, ძვლებს, კუჭ–ნაწლავს, ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს, სახსრებს. ასევე სასურველია ხშირად მიაკითხონ სტომატოლოგს , თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით.
თუ მთვარე აღმოჩნდა თხის რქის შემდეგ ინტერვალებში:
0° - 10° – შეუპოვარი,ჟინიანი, გამძლე, მომთმენი, ამტანი, თავდადებული , შრომისმოყვარე, პროფესიონალი ნებისმიერ სფეროში
10° - 20° – შეუძია წარმატებას მიაღწიოს მებაღეობაში, მეყვავილეობაში ,ზოგადად სამეურნეო საქმეებში
20° - 30° – მოწესრიგებული, ინტელიგენტი, პრაქტიკული. მთვარის ნეგატიური ასპექტების შემთხვევაში– ეგოიზმი, შინაგანი გაორება, უნდობლობა, ეჭვიანობა , გუბედაობა
4
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სიყვარული და მთვარე თხის რქა....
თქვენ გინდათ, რომ გთვლიდნენ ძლიერ და მნიშვნელოვან პიროვნებად.ემოციური და საკმაოდ მგრძნობიარე ხართ,მაგრამ ამავე დროს კრიტიკულად განწყობილი გარშემომყოფებთან ურთიერთობის დროს. თუ რაიმემ ან ვინმემ დაგაინტერესათ , უფრო მეტის გაგება გინდებათ და ხდებით ენერგიული. თქვენ ხართ მორცხვი, საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებელი, მაგრამ გაქვთ საკმაოდ დიდი ამბიციები. ეგოიზმის წყალობით თქვენ ჩანხართ უემოციო. შესაძლოა თქვენი გონება სწრაფად რეაგირებდეს ემოციურ დონეზე, თქვენ მაინც ინარჩუნებთ გარეგნულ გულგრილობას. მთვარის ეს მდებარეობა ადამიანებს ხდის ფანატიკოსებს/ფანატიკურებს (ნაპოლეონი,ჰიტლერი) , ცნობილებს.
ქალი მთვარე თხის რქის მდებარეობით ხშირად ფიქრობს : „არავის ვუყვარვარ“, ხოლო კაცი ამ მდებარეობით ეძებს პარტნიორს, რომელიც მას დაეხმარება საზოგადოებრივი ამბიციების დაკმაყოფილებაში, იქნება კარგი მეწყვილე და ოჯახურ ბიუჯეტს კარგად განაგებს.
სასიყვარულო ურთიერთობები მთვარე თხის რქიანისთვის ყოველთვის იქნება სერიოზული პრობლემა
როგორ იხიბლება თხის რქა ( როგორ დავატყვევოთ შეყვარებული მთვარე თხის რქა)
შესაძლოა, უკეთესი იყოს მის მოსახლიბლად ტრადიციული მიდგომა, რადგან მთვარე თხის რქები ნაკლებად სცემენ პატივს პროგრესს (ალბათ მე ურანი მშველის...) . როგორი დარწმუნებული და წარმატებულიც არ უნდა ჩანდეს, თქვენ ყოველთვის გახსოვდეთ მათი შინაგანი სიმორცხვე. ისინი რეაგირებენ ყურადღებაზე, სითბოზე და ალერსზე.
იმისთვის, რომ მთვარე თხის რქიანისთვის გახდეთ მიმზიდველი, უნდა იყოთ/ჩანდეთ საკუთარ თავში დარწმუნებული, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ , მოწესრიგებული იყოთ და საკუთარ ძალას აჩენდეთ. თუ თქვენ ზოდიაქოს ნიშნით ლომი ხართ, არ გჭირდებათ საკუთარი ძალის დემონსტრირება, თხის რქა მთვარიანი ისედაც ადვილად იხიბლება ლომის მეფური პიროვნებით.
არ აიმაღლოთ ხმა მთვარე თხის რქიანთან! არ დაუშვათ, რომ მთვარე თხის რქიანმა იფიქროს თქვენ ხართ დაუფიქრებელი/ქარაფშუტა და ეძებთ შემთხვევით კავშირებს. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სამოსს– ელეგანტური უნდა იყოს, ესაუბრეთ სერიოზულ თემებზე (ზოგჯერ მოსაწყენია .... მთარგმნელის შენიშვნა : ) , მაგრამ არ დაივიწყოთ იუმორი: თხის რქებს არ ჰყოფნით მხიარულება და მას სხვებში აფასებენ.
შეყვარებული მთვარე თხის რქა არაა ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ქარაფშუტა უწოდო. ის, ვისზეც თხის რქა დიდ გავლენას ახდენს, ცხოვრებას სერიოზულად უყურებს . რადგან მთვარე ემოციებზეა პასუხისმგებელი, აქედან გამომდინარე სიყვარული და რომანტიული ურთიერთობები მის თვალში ბევრად მეტ დატვირთვას წარმოადგენს.
შეყვარებული მთვარე თხის რქა შესაძლოა დააფრთხოს ილუზიებმა, რომლებიც რომანტიულ ურთიერთობებს თან სდევს. როცა ის დაიწყებს ფიქრს, რომ თქვენ მისთვის იდეალური პარტნიორი ხართ და თავისუფლად მოგენდობათ.
მთვარე თხის რქა სრულიად უნდა იყოს ადამიანსი დარწმუნებული ,ისე არ მიიღებს გადაწყვეტილებას პირად ურთიერთობებში .
ეს ადამიანი არ ჰგავს მათ, ვინც დაკმაყოფილდება და მიისწრაფის ფანჯრიდან სერენადის მღერას, მას ბევრად მეტი უნდა. ამავე დროს, მთვარე თხის რქიანები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც დიდხანს ქმნიან ოჯახებს (დროში განხრძლივად). სამაგიეროდ თუ მან მიზნად დაისახა თქვენთან ერთად ყოფნა–ვერავითარი ძალა ვერ აიძლებს მიზანს გადაუხვიოს.
შეყვარებული მთვარე თხის რქების მზის ნიშნები
მზე ვერძი–მთვარე თხის რქა: ძლიერი პიროვნება,რომელიც სიამოვნებით იღებს ბედის გამოწვევებს როგორც პირად, ასევე პროფესიულ სფეროებში
მზე კურო–მთვარე თხის რქა: სტაბილურობა და უსაფრთხოება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ლოიალურია და მზადაა სხვების მხარდაჭერისთვის, მაგრამ ზოგჯერ მორცხვია და თავად იშვიათად გამოხატავს ნამდვილ,ღრმა ემოციებს.
მზე ტყუპები–მთვარე თხის რქა: ბედი, რომელიც მუდამ ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილი სულით ერთიანობა არის ცხოვრების ერთ–ერთი უდიდესი საგანძური.
მზე კირჩხიბი–მთვარე თხის რქა: რამდენადმე მატერიალურ ღირებულებებზე ორიენტირებული ადამიანია, რომელსაც ეშინია აღიაროს, რომ ყველაზე მეტად ემოციური სტაბილურობა სჭირდება.
მზე ლომი–მთვარე თხის რქა: პიროვნება საკმაოდ ძლიერია და გააჩნია ძლიერი ღირებულებათა სისტემა და მეორე ადგილზე არასდროს იდგება. მეორეს მხრივ, ესაა ადამიანი, რომელიც ნაზი და რომანტიულია.
მზე ქალწული–მთვარე თხის რქა: ეს ადამიანი ტრადიციების ერთგულია და მიწაზე მყარად დგას. ამავე დროს საკმაოდ სერიოზულია შინაგანად, მან უბრალოდ უნდა ისწავლოს გართობა.
მზე სასწორი– მთვარე თხის რქა: გარეგნული სიცივის მიღმა იმალება მგრძნობიარე ნატურა, რომელიც მომხიბვლელი და დინამიური პარტნიორი იქნება.
მზე მორიელი–მთვარე თხის რქა: დაუცხრომელი პარტნიორი. თუ მან თვალი დაგადგათ, რაც არ უნდა შორს წახვიდეთ,არაფერი გამოგივათ–ცხოვრებაში სანამ იარსებებს ორმხრივი მიზიდულობა. (ანუ ვერსად გაექცევით მაინც–ო )
მზე მშვილდოსანი–მთვარე თხის რქა: თავგადასავლების მოყვარული ეს ნატურა ეძებს მონათესავე სულს, რომელთან ერთადაც მშვიდად და ჰარმონიულად იცხოვრებს სიყვარულსა და ერთობაში. ის უფრო მეტად ოპტიმისტია, ვიდრე სხვა რომელიმე მთვარე თხის რქიანი.
მზე თხის რქა–მთვარე თხის რქა: ესაა თავშეკავებული და დისციპლინირებული თხის რქა, რომელიც ღრმად მალავს გრძნობებს
მზე მერწყული–მთვარე თხის რქა: შინაგანი კონფლიქტი ტრადიციულსა და ორიგინალურს შორის, რაც (კონფლიქტი) ქმნის საინტერესო პიროვნებას. თქვენ მასთან არ მოიწყენთ და არც შეწუხდებით
მზე თევზები–მთვარე თხის რქა: ეს ადამიანი სერიოზულია ,მაგრამ მგრძნობიარე, რეალურ განწყობაზე მყოფი,მაგრამ ძლიერი ინტუიციის მქონე. მისი პიროვნება უფრო რომანტიულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
მთვარე თხის რქიანების სასიყვარულო ურთიერთობები სხვა ნიშნებთან (შეწყობა მთვარე–მთვარის მიხედვით)
მთვარე თხის რქა–მთვარე ვერძი: იმპულსური და რომანტიული ვერძი მთვარე თავს მოწყენილად იგრძნობს დაკომპლექსებული თხის რქის გვერდით (აკომპლექსებს)
მთვარე თხის რქა–მთვარე კურო: კუროს მგრძნობელობა სწრაფად ჩააქრობს თხის რქის წინააღმდეგობის გაწევის სურვილს. რადგან ორივე აფასებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ისინი შესაძლოა კარგი პარტნიორები გახდნენ
მთვარე თხის რქა–მთვარე ტყუპები: ტყუპების ფლირტაობამ შესაძლოა გამოიწვიოს თხის რქის აზროვნების სტიმულირება, გააქტიუროს მაგრამ თხის რქა შესაძლოა დარწმუნებული იყოს ,რომ მათი ურთიერთობა არ გამოვა– განსხვავებული ხედვის გამო.
მთვარე თხის რქა–მთვარე კირჩხიბი: შესაძლოა მათ შორის გაჩნდეს მიზიდულობა, რომელიც გამოწვეული იქნება ოპოზიციური მახასიათებლების გამო და ერთმანეთს იდეალურად გაუგონ, მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტიც– მათი ურთიერთობა ეს იქნება სრული კატასტროფა. ამ ორ მთვარიანს შორის შუალედური ვარიანტი არ არსებობს.
მთვარე თხის რქა–მთვარე ლომი: ლომს უყვარს სიყვარულის დემონსტრირება და არც მალავს ამას, ხოლო მთვარე თხის რქა თავის გრძნობებს არ აჩენს ღიად, დემონსტრაციულად არ გამოხატავს.ასევე, ორივეს უყვარს დომინირება, რაც კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია.
მთვარე თხის რქა–მთვარე ქალწული: ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, არ უყვართ საკუთარი სიმპატიების ღიად დაფიქსირება, მხოლოდ საჭირო დროსა და შესაფერის მომენტებში.
მთვარე თხის რქა– მთვარე სასწორი: თუ მთვარე თხის რქას ურჩევნია თბილი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდეს მომხიბვლელ და დიპლომატიურ ადამიანთან, მთვარე სასწორის მქონე სწორედ ასეთია. მაგრამ ამისთვის მთვარე თხის რქას სჭირდება გახდეს უფრო რომანტიული ( თუ რუკაში სხვა პლანეტები უწყობენ ხელს–საჭირო აღარაა)
მთვარე თხის რქა–მთვარე მორიელი: დაფიქრებული თვალის გამოხედვას თხის რქა მიყავს მღელვარებამდე: მას ცხოვრებაში მხოლოდ ვნება აკლია
მთვარე თხის რქა–მთვარე მშვილდოსანი: მშვილდოსნის თავისუფლების სიყვარული და სიმარტივე მიუღებელია ადამიანისთვის, რომელიც მატერიალურ სტაბილურობასაც აქცევს ყურადღებას. მიუხედავად ამისა, ისინი ერთმანეთისთვის კარგი მოსაუბრეები არიან ( და არა პარტნიორები )
მთვარე თხის რქა–მთვარე თხის რქა: დროა საკუთარ თავს ახლოს გაეცნოთ. ორივე პარტნიორი კარგად გაუგებს ერთმანეთს და გაიზიარებენ ცხოვრებისეულ საერთო მიზნებს.
მთვარე თხის რქა–მთვარე მერწყული: ეჭვგარეშეა, რომ ამ ადამიანთა ურთიერთობა სავსე იქნება მოულოდნელი სურპრიზებით. იქნებ სწორედ ეს უნდა თხის რქას, რომ საკუთარი ცხოვრება გაამრავალფეროვნოს
მთვარე თხის რქა– მთვარე თევზები: თხის რქა , შესაძლოა, არ აფასებს რომანტიკოს შეყვარებულს, მაგრამ თევზების თვითშეწირვა და ინტუიცია ესაა, რაც თხის რქის ფრაზას შეესაბამება „მე ვიყენებ“ ( ნახეს რა მთვარე თევზები გამოსაყენებელი ხალხი )
მთვარეა თუ სადისერტაციო თემა
მერკური - ქალწული
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მერკური ქალწულში
ანალიტიკოსი,კრიტიკოსი,ლოგიკურად ფიქრობს,აკლია ემოციები,წვრილმან პრობლემებზეც წუწუნებს/დარდობს,აქცევს ყურადღებას ფაქტებს,რთულია რამეში დაარწმუნო,აქვს საკუთარი აზრები,გასაგებად საუბრობს თანაც ისე, რომ ინტერესი ღვივდება,აქვს მშრალი იუმორი დაემჩნევინება მოვლენები, რასაც სხვა ვერ შეამჩნევს,სხვებს სჯერათ შენი,გიყვარს კითხვა,ხარ სერიოზული,არასდროს ხარ სტანდარტებით კმაყოფილიდა ხშირად ძიებაში ხარ რომ გაანახლო
ძაან ცოტა წერია ამ მერკურიზე
ვენერა - კიბო

(ყველაზე მაგარი ვენერა)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვენერა კირჩხიბში: ოჯახზე,მშობლებზე ორიენტირებული გრძნობები. მოსწონს მშვიდი,პატრიარქალური,ოჯახური გარემო და ემოციური სიმყუდროვე. შინაგანი ემოციური ჰარმონიის და სულიერი წონასწორობის სურვილი. სილამაზის და სიკეთის გაგება უყალიბდება მშობლების შეხედულებების მიხედვით.
საუკეთესო შემთხვევაში: საუკუნოვანი ტრადიციების შემონახვა,დაცვა და სათუთი მოპყრობა. გულისხმიერება და სულიერება.
უარეს შემთხვევაში: ინფანტილური გრძნობები და სურვილები.
Павел Глоба. Планеты в знаках Зодиака
ვენერა კირჩხიბში მთვარეს სტუმრობს,წყლის სტიქიაშია და მფლობელს ანიჭებს შინაგან მერყეობას. თქვენ ძალზედ მგრძნობიარე ხართ სხვა ადამიანთა შინაგანი სამყაროს მიმართ და საკმარისია,მათში სულ ოდნავი ცვლილება იგრძნოთ,თქვენი ემოციური დამოკიდებულებაც მყისვე იცვლება. თქვენს მგრძნობიარობას საგულდაგულოდ მალავთ სხვებისგან,რადგან ემოციური შანტაჟის ძლიერი შიში გაქვთ და არ გსურთ,ვინმეს ხელში სამანიპულაციო მართვის პულტი გადასცეთ. განსაკუთრებული მონდომებით ჩქმალავთ ჭეშმარიტ გრძნობებს იმასთან დაკავშირებით,რაც თქვენთვის მართლა მნიშვნელოვანია. ასეთი ვენერა იძლევა პარტნიორთან სრული იდენტიფიცირების გაუცნობიერებელ სწრაფვას; ასე ვთქვათ იდეალისტურ სურვილს,სრულად შეერწყათ საყვარელ ადამიანს.
რადგან ვენერა მთვარეს სტუმრობს,ხოლო მთვარე ცვალებადი,მერყევი და უაღრესად მგრძნობიარე პლანეტაა,თქვენ ხშირად წარმოგექმნებათ ცვლილებების და ფსიქოლოგიური განახლების შინაგანი მოთხოვნილება. ამიტომ ძლიერი მგრძნობიარობის და პარტნიორთან ღრმა ემოციური კონტაქტის მიუხედავად,რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,დიდი ხნით ერთგულების შენარჩუნება თქვენთვის საკმაოდ რთულია. ეს იმის გამო ხდება,რომ როდესაც თქვენი ზეშთაბეჭდილებიანობის გამო, რომელიმე ადამიანთან ემოციური კონტაქტს ამყარებთ,სურვილი გიჩნდებათ,სრულად "ჩაირთოთ" და ბოლომდე მიჰყვეთ ემოციებს. თუნდაც წინასწარ იცოდეთ,რომ კავშირი მოკლევადიანი იქნება. ანუ თქვენ გსურთ სრული ემოციური იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანთან,ვისგანაც მცირე გრძნობითი იმპულსი მიიღეთ.
თქვენთვის ღალატის და მოტყუების მოლოდინი ყოველთვის მაღალია,ამიტომ სულ მცირე სიყალბეც რომ იგრძნოთ ადამიანში,თქვენი შიშები მკვეთრად იზრდება. თუ პლანეტა დაზიანებული არაა,თავადაც ძალიან სწუხხართ და იტანჯებით საკუთარი ტყუილების გამო სასიყვარულო სფეროში. ეს არის ე.წ. "მძიმე ფორმის დონჟუანობა" ნერვული აშლილობის თანხლებით.
მართალია,ძალზედ მგრძნობიარე ხართ,მაგრამ იშვიათად ავლენთ ინიციატივას. ემოციური კონტაქტის დამყარებისას პირველი ნაბიჯი პარნტიორისგან მოდის,ხოლო თქვენი გრძნობები ვითარდება,როგორც რეაქცია,მიღებული გრძნობითი იმპულსის საპასუხოდ,ანუ თანაგრძნობა. ზოგადად,წყლის ნიშნების ვენერისთვის,უპირატესად კირჩხიბისა და თევზებისათვის(მორიელი განსაკუთრებული შემთხვევაა)მოქმედებს ადამიანებში "ინვესტირების მეთოდი". ამიტომ თქვენი გრძნობები რომ განვითარდეს და მოგება მოიტანოს,პირველად თაყვანისმცემელმა უნდა გამოავლინოს თქვენდამი დადებითი დამოკიდებულება.
ჩვეულებრივ,თქვენ მიილტვით ყველაზე მგრძნობიარე და თანამგრძნობი პარტნიორისკენ. არცთუ იშვიათად გიყვარდებათ თქვენზე უფროსი ასაკის ადამიანი. საერთოდ, თქვენთვის დამახასიათებელია ძლიერი მიჯაჭვულობა მშობლებზე,განსაკუთრებით დედაზე. დანამდვილებით გეყვარებათ ისეთი ადგილები,რაც ბავშვობას გახსენებთ და ალბათ მეტი ხალისით ურთიერთობთ ოჯახის წევრებთან,ვიდრე სხვა ადამიანებთან.
იმისათვის რომ თქვენი ემოციური განვითარების ჰარმონიულობის კრიტერიუმები მართებულად ჩამოყალიბდეს,გჭირდებათ დაცულობის და უსაფრთხოების შეგრძება. და პირველ რიგში ეს ფაქტორი უნდა ფიგურირებდეს მშობლებთან ურთიერთობაში,დედასთან განსაკუთრებით. თუ თქვენ პრობლემები გქონდათ დედასთან ურთიერთობაში(განსაკუთრებით ეს ეხებათ მამაკაცებს),ვთქვათ მიგაჩნდათ,რომ საკმარისად არ უყვარდით,ან თქვენი და თუ ძმა უფრო მეტად უყვარდა,ან საერთოდ არ უყვარდით(რაც ძალიან გავრცელებული ქვეცნობიერი შიშია ვენერა კირჩიხიბისთვის),მსგავსი ნეგატიური დამოკიდებულება და უარყოფითი ასოციაციები გადატანილი იქნება სხვა ქალებზეც. თქვენ ვერ შეძლებთ გახნილი ემოციური კონტაქტების დამყარებას და თქვენი მგრძნობიარე სამყარო ბლოკირებული აღმოჩნდება.
თქვენ ალბათ მოგწონთ საბავშვო ტიპის გასართობები,რაც საშულებას გაძლევთ,ძველ დროში დაბრუნდეთ და თავი კვლავ ბავშვად იგრძნოთ,უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძება განიცადოთ. თქვენთვის კარგი იქნება წყალთან ახლოს მდებარე ადგილებში დასვენება. კირჩხიბებს ძალიან უყვართ წყალი,თუმცა არა ზღვის, არამედ მტკნარი წყალი: რეზერვუარები,ტბები,მდინარეები. ასეთ ადგილებში მარტივად მოდუნდებით და სწრაფად აღიდგენთ წონასწორობას.
Авессалом Подводный. Планеты в знаках Зодиака
ვენერა კირჩხიბში განსაკუთრებით მგრძნობიარეა საპირისპირო სქესის მიმზიდველობის მიმართ,თუმცა სულაც არ ცდილობს ამის დამტკიცებას. სილამაზის გამძაფრებული ინტუიციური აღქმა. მიდრეკილია,აღიქვას მხოლოდ ის,რაც ლამაზად ეჩვენება და დაბლოკოს სხვა დანარჩენი,როგორც უსახური. სამყაროს ესთეტის თვალით უყურებს,რაც კარგი ასპექტებისას იძლევა ნიჭიერ მუსიკოსებს,მხატვრებს და პოეტებს(სიმღერების ტექსტის ავტორებს). არც თუ იშვიათად ის გამონაკლისი შემთხვევა,როდესაც სილამაზე მართლა აკეთილშობილებს სულს.
განუვითარებელი პლანეტა იძლევა გარესამყაროს და რეალობის უარყოფას,უსახურების მიზეზით. დაზიანებისას,ბასრი გემოვნება,განსაკუთრებით მუსიკალური:საყვარელი ნაწარმოების მოსმენისას პრაქტიკულად ტრანსში ვარდება.
მგრძნობიარობა საკმაოდ ძლიერი,თუმცა პარტნიორთა ვიწრო წრე. დაზიანებული ვენერას შემთხვევაში,უმეტესად საკუთარ გრძნობებში იხარშება.
С. В. Шестопалов. Справочник по астропсихологии
უყვარს სახლი,ოჯახი,სამშობლო,დედა,ოჯახური მეურნეობა და ჰარმონია,სიმყუდროვე,კომფორტი. კეთილია,ნაზი,რბილი,გულმოწყალე,მზრუნველი,თავად მშვიდი ბუნების სხვებზეც დამამშვიდებლად მოქმედებს,მგრძნობიარეა,მორიდებული და მოსიყვარულე. ძლიერი წარმოსახვა აქვს,მეოცნებეა,პოეტური და ძალზედ რომანტიული.
უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში,სუბიექტი ავლენს პასიურობას,უსაქმურობას,სიზარმაცეს,მტკივნეულ მგრძნობელობას,ეჭვიანობას,კაპრიზებს, შესაძლოა გამოიხატოს ურცხვობის და ექსცენტრულობის ტენდეცია,მიდრეკილება ეპატაჟისადმი. უიღბლობა სიყვარულში,მიდრეკილება ურთიერთობის გაწყვეტისკენ. გადაჭარბებული იდეალიზმი და მეოცნებეობა ან მერკანტილობა და სიძუნწე,რაც მას ცივსისხლიან გამთვლელ პიროვნებად აქცევს.
კეთილდღეობა საკუთრებასთან,უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.
Фрэнсис Сакоян. Планеты в знаках Зодиака
ძალიან მგრძნობიარეა და მუდმივად უნდა უმტკიცონ,რომ ის უყვართ,წინააღმდეგ შემთხვევაში თავდაჯერებას კარგავს. უყვარს სახლი,იმ შემთხვევაშიც კი,როდესაც მარტოა. მხიარულებაც მოსწონს,თუმცა გასართობი ღონისძიებების მოწყობას ისევ საკუთარ სახლში ან დახურულ შენობებში ამჯობინებს. ეგოისტური ბუნები
This post has been edited by progress on 5 Oct 2011, 16:43
--------------------
Look into the Mirror