ახალმა მოდერმა შემიდგინა ზუსტი ასტროლოგოიური სურათი თუ რას ეძახით რავიცი

დაბადების ზუსტი დრო მივეცი და...
აი ესაა:
3 ნიშანი გყავს დომინანტური.
ქალწული-რომელიც განიჭებს ანალიტიკურ გონებას, კრიტიკულობას და აქცენტს დეტალებისკენ. (მზე და ვენერა გყავს ამ ნიშანში)
თხისრქა-ნებისყოფა, ემოციების კონტროლი ხშირად ზედმეტად. კარიერისკენ სწრაფვა უფრო მეტად კი მოთხოვნილება.
ქალწული კარგი მუშაკია. შეუძლია მომსახურება უმაღლეს დონეზე, ანუ უფროსობა არ იტაცებს დიდად. მაგრამ რადგან მთვარე თხისრქაშია შენ გჭირდება უფროსობა, არ გიყვარს სხვების მითითებების შესრულება. ჯამში ბალნსია. კარგად ეწყობა ეს 2 ნიშანი.
მე-3 დომინანტური ნიშანია სასწორი, რომელიც არის მიდრეკილი ჰარმონიისკენ, სიმშვიდისკენ. იცავს საზოგადოებაში ქცევის წესებს. ინტელექტუალური ნიშანია.
ამ 3 ვე ნიშნის გავლენით გაქვს კარგად განვითარებული გონება, ხარ ამბიციური და მშრომელი. სასწორმა შესაძლოა ცოტა მერყევი გაგხადოს, მაგრამ თუ მიიღე გადაწყვეტილება აღარ გადაუხვევ.
პრობლემა შეიძლება იყოს სითბოს გამოხატვა. 3ვე ნიშანს უჭირს სითბოს გამოხატვა, შეიძლება ახლობლებისგან პრეტენზიები ამასთან დაკავშირებით. ეცადე უფრო მეტად გასცე შენი დადებითი ემოციები. ნუ ჩაიკეტები ურთიერთობებში. ნუ იქნები ზედმეტად ფორმალური.
იუპიტერი მშვილდოსანშია და საკმაოდ იღბლიანი იქნები. გაგიმართლებს საზღვარგარეთ ან უცხოელებთან ურთიერთობაში.
ახლა კი სათითაოდ შენი ასტრო მონაცემების მნიშვნელობა.
მზე ქალწულში-ამაზე ყველგან წერია..... აღარ მოგწერ.
მთვარე თხისრქაში:
ძლიერი ნებისყოფა და სულის სიღრმე, სერიოზულობა, შრომისმოყვარეობა, მუდმივობა საქმეებში და ურთიერთობებში. გონების პრაქტიკული წყობა და რეალისტური შეხედულება ყველაფერზე. გამოხატული პატივმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა და მიზანმიმართულება. კარგი ორგანიზატორი და ხელმძღვანელია ფხიზელი გონებით და ცივი ანგარიშიანობით. მაგრამ ყველაფერში შეინიშნება "მიწის სიმძიმე". სიყვარული- წესრიგის, განაწესის და ნებისმიერი ინსტრუქციების მიმართ . ძლიერი სწრაფვა მატერიალური ფასეულობებისაკენ, უზრუნველყოფილი სიბერისაკენ. თუ სატურნი ძლიერია და დაუზიანებელი და მთვარესთან კარგ კონფიგურაციას ქმნის, ეს ნიშნავს, რომ ამ ინდივიდში იჭარბებს გონება, კონცენტრაციის უნარი, უბრალოება, სიზუსტე. მომჭირნეობა, ეს ყველაფერი მოუტანს წარმატებას სამსახურებრივ სფეროში, სახლში, საზოგადოებრივ სამიანობაშიც.
მერკური სასწორში
ერთ-ერთი თქვენი ყველაზე დადებითი თვისებაა ნახოთ მედლის ორივე მხარე, შეაჯეროთ ისინი ერთმანეთს და კომპრომისს მიაღწიოთ. თქვენ ტაქტიანი, ადვილად მოსაუბრე, ობიექტური და სამართლიანი ხართ. ასევე ადამიანებს შორის ჰარმონიის, მშვიდობის დამყარებას ცდილობთ, გაქვთ დიპლომატიურად საუბრის უნარი. მგრძნობიარე ხართ ესთეტიკურის მიმართ, წარმატებას მიაღწევთ კულტურისა და ხელოვნების სფეროში
ვენერა ქალწულში:
ამ პოზიციის მქონე ადამიანები არ მიეკუთვნებიან ფლირტის მოყვარულებს მათი მიმზიდველობა დევს მათ თავგანწირულ, გულმოდგინე მუშაობაში ურთიერთობებზე. ლომის ვენერისგან განსხვავებით ისინი არ ეცდებიან თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენას დიდი საჩუქრებით და დაპირებებით. მათი საჩუქრები ნაკლებად მყვირალა, მაგრამ შესაძლოა ბევრად უფრო გულწრფელი და ხელგაშლილი იყოს. ქალწულის ვენერის პატრონი მდედრები და მამრები ჩუმად (და ხშირად ნელა) იკვლევენ გზას თქვენს გულში. ისინი საკმაოდ მგრძნობიარე არიან სიყვარულში (შესაძლოა არასაიმედოც კი) და ეს სარეზერვო, მარტოსული თვისება მათი მიმზიდველობის ნაწილია. მათ ურჩევნიათ ურთიერთობაში უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და სჭირდებათ თავდაჯარებულობა თქვენს სიმპათიებში მის მიმართ რომ პირველი ნაბიჯი გადადგან. ისინი დიდებული მსმენელები არიან და ჩვევაში აქვთ თქვენს ნებისმიერ დეტალზე დაკვირვება და შესწავლა. მათი სიყვარული შეიძლება იყოს საბავშვო ბაღის ხასიათის - ისინი აჩვენებენ თავიანთ სიყვარულს ბუზღუნით და კრიტიკით. მაგრამ დამახსოვრეთ რომ მათ თქვენი წყენინება არ სურთ როცა ნაკლებს გითითებენ თქვენს აზრებში, გეგმებში და ხასიათშიც კი. მათ ნამდვილად სურთ დახმარება! მათი სიამოვნება საჭიროებს თქვენი მხრიდან მათი გაკეთებული საქმეების დაფასებას, თუნდაც დეტალების, და ისინი მართლაც ბევრს აკეთებენ თქვენთვის. პრობლემა ის არის რომ ისინი ამას ისე ჩუმად აკეთებენ რომ შეიძლება ყოველთვის ვერც კი შეამჩნიოთ. მათ სჭირდებათ გარკვეული პირადი სივრცე. იყავით გულწრფელი, არა მოჩვენებითი. მართლაც ადვილია მათი სიამოვნება თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ. თავიდან აირიდეთ თქვენს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მათი ძალიან სწრაფად დაახლოება. ისინი შეიძლება ადვილად დაფრთხნენ. აგრძნობინეთ როგორ აფასებთ მას და ის დაგასაჩუქრებთ ჭეშმარიტი ერთგულებით.
მარსი სასწორში:
რბილი გაბრაზება იცი ანუ, ლამაზი და ესთეტიური გაბრაზება... ასევე ეს ნიშნავს რომ უსამართლობა შეიძლება გახდეს შენი გაბრაზების და მდგომარეობიდან გამოსვლის ძირითადი მიზეზი... მარსი სასწორში ასევე შემრიგებლის როლშია ხშირად, იმიტომ რომ მას ესმის ორივე მოჩხუბარი მხარის, ესმის რომ ორივე მხარე მართალია გარკვეულწილად, და ამიტომ ცდილობს ორივე მხარეს შეაგნებინოს ერთმანეთის აზრი...
მარსს სასწორში ასევე უყვარს მსუბუქი კამათი, ვინაიდან იცის ერთმანეთთან დაპირისპირებული აზრები, შეუძლია ხან ერთის მხარე დაიჭიროს და ხან მეორის, ოღონდ შეინარჩუნოს კამათი და ნებისმიერ აზრს დაეთანხმება ან უარყოფს...ასე ერთობა მარსი სასწორში...
იუპიტერი მშვილდოსანში:
პედაგოგიკა, იურისპრუდენცია, უცხო ენები, ხელმძრვანელობა, ორგანიზებულობა, უშიშარი ხასიათი, აქტიურობა, უცხოელებთან თანამშრომლობა ან უცხოეთში ცხოვრება
ერთი აი ამაშიც გამაკრვიეთ რა არის:
მზე ქალწულში-ამაზე ყველგან წერია..... აღარ მოგწერ
და საერთოდ კაი იქნება