qeti-qetusiaეს ნახე აბა
ქალწული ქალი
ქალწული ქალი თქვენ სინაზის, მორჩილების და უმწეობის სიმბოლოდ წარმოგიდგენიათ? თუ ასეა იმედი უნდა გაგიცრუოთ. ქალწული მფრთხალი თეთრტუნიკიანი ნიმფა როდია, რომელიც კეკლუცად ათვალიერებს თავის ანარეკლს ტყის ტბაში.
ქალწულ ქალს საყვარელი ადამიანის გულისთვის დიდი მსხვერპლის გაღებას შეუძლია. იგი მას ქვეყნიერების ბოლომდე გაყვება. ურჩევნია საყვარელი ადამიანისგამ უკანონო ბავშვი გააჩინოს ვიდრე უსიყვარულოდ გათხოვდეს. ქალწული მათ რიცხვს გაეკუთვნება, ვინც ბედის ნებისმიერ დარტყმას ამაყად თავაწეული ხვდება. დამეთნხმებით, ამგვარ ქმედებაში არც უმწეობა, არც მორჩილება არ გამოსჭვივის, კიდევ ბევრის თქმა მოგვიწევს ამ ნაზ, ქალურობის სათუთ სიმბოლოზე, რომელიც ფოლადისგან გამოკვეთილი უფრო გეგონებათ, ვიდრე ხორციელი ადამიანი.
ქალწულები ბუნებით მორცხვები არიან. ისინი იმ კატეგორიას არ განეკუთვნებიან, ვინც ხმამაღლა გაჰყვირის კრებებზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მართვავს მანქანას. ქალწული ჭეშმარიტი ქალია და თავისი ბედნიერებისთვის ბოლომდე იბრძვისთუ ამ გზაზე გადაულახავ პრობლემას წააწყდება ტირილს გულყრას დახმარების თხოვნას კი არ მოყვება, საკუთარი ძალებით შეეცდება მის დაძლევას.
თუ ოდესმე გაიგებთ რომ ქალწულმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია, შეიძლება თავი იმით იმართლონ რომ ესა ტუ ის ქმედება სიყვარულის გამო ჩაიდინეს, ნამდვილი ჭეშმარიტი სიყვარულისთვის, რადგან სხვანაირი არც იციან. ქალწული რომელიც თავის ქორწინებას სრულყოფილად არ თვლის დაუყოვნებლივ გაეყრება ქმარს, ამასთან ის ისე გადაჭრით იმოქმედებს როგორც ქირურგი ოპერაციის დროს. ოჯახის დანგრევა მისთვის ტრაგედიაა მაგრამ სიყვარულში ტვალთმაქცობა კიდევ უფრო მეტი.
საკმარისია გადაწყვიტოს ეს არის ნამდილი სიყვარულიო, მნიშვნელობა არა აქვს გათხოვილია თუ არა, ამ სიყვარულს თვალისჩინივით გაუფრთხილდება. ქალწული ზოდიაქოდან ერთადერთია, რომელსაც ერთდროულად შეუძლია იყოს ყველაზე დიდი რომანტიკოსიც და სატანასავით წინდახედულიც. ქალწულის სიყვარულში არსებობს რაღაც მაგიური, რაც მას ისეთ ძალას მატებს რომ მასთან შედარებით სხვა ზოგიაქოს ნიშანთA სასიყვარულო ვნებები ფერმკთალდება. მაგრამ ქალწულში ამ გრძნობის გაღვიძება იოლი როდია.
სიყვარულის ფიზიკური ასპექტი მასში ყოველთვის მინავლულია. მაგრამ აქვს ისეთი რასაც სულიერი ლტოლვა შეიძლება ეწოდოს.
ქალწული ესწრაფვის ყოველივე იდეალურს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ თვითონაც იდეალურია, მას ზოგიერთI ისეთი ჩვევა აქვს რომლიც გაგაღიზიანებთ, მაგალითად, მას მიაჩნია რომ ამათუ იმ სამუშოას მასზე უკეთ თავს ვერავინ გაართმეს და რაც ყველაზე უსიამოვნოა, ეს მართლაც ასეა.
თუ გაანაცყენებთ უკმაყოფილებას ჭურჭლის მსხვრევით არ გამოხატავს, რამე იქედნურს გეტყვით ან უბრალოდ გამოგლაძღავთ. გაბრაზებლ ქალწულს ყვავილებით ეახელით კამათს კი არ გირჩევთ, სულ ერთია ვერაფერს დაუმტკიცებთ. რაც შეეხება მობოდიშებას იგი მოკლედ და გილწრფელი უნდა იყოს ქალწული თავს არ მოგატყუებინებთ, მახვილი ჭკუისა და ინტუიციის წყალობით იგი ყვეალზე კარგად შენიღბულ ტყუილსაც კი მიგიხვდებათ და ამას არ გაპატიებთ. ქალწული წმინდაა და ალალმართალი მაგრამ არა მიამიტი.
თუ თქვენი მამაკაცური თავმოყვარეობა არ შეილახება შეგიძლიათ ფინანსურ საკუთხებთან დაკავშირებით რჩევა კითხოთ, იგი კომპეტენტურ რცევას გკითხავთ, შეგიძლიათ ანდოთ ოჯახის ბიუჯეტი, სულელურად არასოდეს გაფლანგავს.
როცა ქალწულს ეტრფით ყურადრება მიაქციეთ მანერებს, განსაცმელი უნაკლო მდგომარეობაში იქონიეთ, ჭამის დროს პირი არ აწკლაპუნოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
იგი კრიტიკულად უყურებს ყველაფერს დაცყებული თქვენი გარეგნობიდან დამთავრებული თქვენივე სიტყვებით და ლაპარაკით, კრიტიკა მისთვის ისევე ბუნებრივია როგორც თქვენთვის სუნთქვა მისი მიბაძვა არ ცადოთ ეს თამაში სწესებს ეწინააღმდეგება, საქმე იმაშია რომ იგი საკუთარ ნაკლოვანებებს თქვენზე უკეთ ხედავს და ისევე მკაცრად განსჯის როგროც უცხოსას, ამიტომ ამ საკუთხში თქვენი დახმარება არ სჭირდება.
ქალწულს კიდე ერთი მომხობლავი თვისება აქვს, ზრუნვა თითქმის არაფერზე დაგჭიდრებათ, იგი ყველაფერს თვითონ იკისრებს და თავსაც მშვენივრად და კარგად გაართმევს.
ქალწული ერთგულების და თავდადების შესანიშნავი ნიმუშია. თუ შემთხვევით მისი სასიყვარული თავგადასავლების შესახებ გაიგეთ იცოდეთ რომ ეს მხოლოდ საკუთარი ან გარშემომყოფთათვის რამეს დამტკიცების საშუალება იქნება. თუ ქალწულმა გარყვნილების გზაზე შედგომა დააპირა ამას ისე მოხერხებულად გააკეტებს რომ ვერასოდეს გაიგებთ, მაგარამ ასეთი საქციელი მას არ ახასიათებს, თუ ქალწულს ნამდვილად უყვარხართ მის ერთგულებაში ეჭვი არ შეგეპაროთ თუნდაც უკაცრიელ კუნძულზე ალენ დელონის საზოგადოებაში თუნდაც ერთი თვე გაატაროს, იკითხავთ გაძლებს თU არა 2 თვე ? რთული კითხვაა, ბოლოსდაბოლოს ისიც ადამიანია და მის მკერდში ნაზი და ვნებიანი გული ძგერს, მაგრამ ემოციების მოთოკვა სხვებზე უკეთ შეუძლია და უცხოს დასანახად სისუსტეს არასოდეს გამოაჩენს.
ქალწული დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წვრილმანებს, მაგარამ ეს ხელს არ უშლის იყოს მზრუნველი უანგარო და კეთილი. მამაკაცთა იმ კატეგორიას განეკუთვნებით რომელიც გამაღიზიანებელ პირდაპირობას ისე აღიქვამს როგორც ქალწულთა სწრაფვას დაგეხმაროთ სრულყოფილ ადამიანად ჩამოყალიბებაში. ურთიერთობის მშვიდი მანერა სხვიმფენი თვალები მახვილი იუმორი აუცილებლად გადატყვევებთ.
ქალწული შორსმჭვრეტელია, მისთვის სიმართლე და სილამაზე სინონიმებია. იგი გულს მხოლოდ მას გადაუშლის ვისაც ბოლომდე ენდობა, მიუხედავად მისი მორცხვობისა და მორიდებისა ქალწულს უდიდესი სასიციცხლო ძალა და სიბრძნე აქვს, იგი დისკოა რომლის გარშემო ოჯახის დანარჩენი წევრები ტრიალებენ. მისი ნიჭი ძნელბედობის ჟამს ახლობლებსა და თავის გატანისა, ჭეშმარიტად საოცარია.
ჩვეულებრივ ისინი კარგი დიასახლისები არიან, არასოდეს მოგწამლავენ უვარგისი საჭმელით, მათი სახლი სისუფთავეს და სიმყუდროვეს ასხივებს. პატარა მაგიდაზე ხილი ექნებათ მიდგმული აუცილებლად
ქალწულის ბავშვები ეზოში დახეული ტანსაცმლით არასოდეს დარბიან. ქალწული დედა არასოდეს მისცემს თქვენი კაბინეტის არევის უფლებს ბავშვებს, იგი მკაცრი აღმზრდელია.ხშირად ერთი ბავშივით შემოიფარგლება თIთქოს თავისი ქალურობის დასამტკიცებლად რომელშიც ეჭვიც არავის ეპარება მეტი არ ჭირდებაო., ბავშვი რომ დაიბადება თავს მთლიანად მას უძღვნის. მის ყოველმხრივ განვითარებას თვალყურს ადევნებს.
როცა ქალწული სიყვარულის გარემცვაშია ყველას უჩვეულო სულიერი სითბოთი და სიყვარულით ავსებს,
ძნელი სათქმელია რა უფრო ჭირდება ამ ქალს პური არსობისა თუ სულიერი საზრდო, ალბათ ორივე ერთნაირად. ახალმოკრეფილი ყვავილები სურნელით და გემრიელი სადილის სუნით გაჟღენთილი ქალწულის სახლში სამსახურიდან მოსულ მამაკაცს სამოთხედ მოეჩვენება.
ქალწული დაგეხმარებათ სავი Fიქრებისგან და ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევაში, იგი არასოდეს იხმარს თქვენს საპარსს ანდა კბილის ჯაგრისს წამწამბის შესაღებად, ავადმყოფობისას გამოცდილ ექთანზე უკეთ მოგივლით, არასოდეს დაეცემა ისე რომ თქვენს მეგობარს გაეარშიყოს, იგი სულით და გულით თქვენი ერთგული და პატივისმცემელი იქნება. ყოველთვის ელეგანტურია და შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე ესაუბროთ, ეჭვიანობის სცენებს არასოდეს მოგიცყობთდა ფულს ქარს არასოდეს გაატანს, საიდუმლოს გულის ყვეალზე დაფარულ კუნჭულში შეგინახავთ, იქნება თქვენი პროფესიული კარიერის მშვენიერი თანაშემწე. დიდიხანს შეინარჩუნებს კანისა და სხეულის მოქნილობას, ნუთუ ეს საკმარისი არ არის, რო მ პატარ-პატარა ნაკლოვანებები აპატიოთ?
თუ ბედმა გაგიღიმათ და ცხოვრების გზაზე ქალწულს შეგყარათ, გაუფრთხილდით ამ წყალობას, შესაძლოა სხვა დროს ასე აღარ გაგიმართლოთ.