კირკიტი

კარგი - ჩემს აზრს დავწერ ზოგადად ქალწულებზე

გასაგებია რომ უყვარს დეტალები - მუშაობის პროცესს უფრო მეტ მნიშვნელობას აქცევს, ვიდრე შედეგს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ შედეგი არ აინტერესებს. აქვს ამბიცია იყოს საუკეთესო.
ცდილობს იყოს მუდამ წესრიგში - ხანდახან მაშინაც კი, როცა სიტუაციას არეულობა უფრო უხდება.

უხარია როცა შეაქებ თუნდაც უმნიშვნელო წვრილმანზე, მაგრამ თვითონ არასდროს იზამს ამას.
ეს იმის ბრალი უფროა რომ უჭირს გრძნობების გამოხატვა - გონია "სხვანაირად" გაუგებენ.
მის მეგობარზე/პარტნიორზეა დამოკიდებული თუ რამდენად თბილი და მგრძნობიარე იქნება - საწყის ეტაპზე, შეიძლება დაგჭირდეს მისცე 1000 რომ დაგიბრუნდეს 1.
ვერ იტანს შეკამათებას, საკუთარი აზრი ჭეშმარიტებად წარმოუდგენია. და თუ შენ მაინც შენი გააკეთე და არ გაითვალისწინე მისი რჩევა/მოწოდება სულ უმნიშვნელო წვრილმანშიც კი - გამოიწვევს ქალწულის აგრესიას. მისი აზრით საკმაოდ საფუძვლიანს.
მაგრამ მისი რჩევების მოსმენა ღირს - არასდროს მოგატყუებს და გეპირფერება. გასწავლის როგორ დაადგე სწორ გზას, რა იქნება უმჯობესი და ეს ხშირად ამართლებს. მაგრამ მისი რჩევის ნაკლია ის რომ არ გაძლევს არჩევანს, ალტერნატივას - ერთი მოჭრილი გზა და მორჩა.
როცა ქალწული გიმეგობრებს - ჯერ გადიხარ შეუმჩნეველ კასტინგს შორიდან. არ უნდა ეწინააღმდეგებოდე მის პრინციპებს. და შემდეგ იწყება შესწავლის პროცესი - ნაწილაკებად, მარტივ მამრავლებად დაშლა უსასრულობამდე.
ხშირად ეს მომაბეზრებელია და უსიამოვნო (განსაკუთრებით ჰაერისთვის) - როდესაც ქალწული ცდილობს ჩაგიძვრეს სულის ისეთ ადგილებში, რომლებიც დიდი ბოქლომით გაქვს გადარაზული.
მაგრამ ქალწულს ეს არ აინტერესებს - მთავარია გაიგოს თუნდაც ის - ამ დილას რომ გაიღვიძე 8 საათსა 57 წუთზე, მარცხენა ფეხი გამოყავი საწოლიდან თუ მარჯვენა. და ამ კითხვას სრული სერიოზულობით დაგისვამს.
ხომ, კითხვები ... ხშირად კურიოზული და თუ ეს კურიოზულობა გრძელდება დაუსრულებლად - უკვე გამაღიზიანებელი.
იმდენად ინტიმურ დეტალს შეუძლია შეეხოს - წყობიდან გამოყავხარ. მაგრამ გაღიზიანება არც უფიქრია, გულუბრყვილოდ აინტერესებდა და პირდაპირ იკითხა.
ხშირად ღალატობთ ტაქტი - არ უხეშობენ, უტაქტოდ ლაპარაკობენ. იტყვიან საჯაროდ იმას - რაც (პირადად ჩემი, სასწორის, აზრით) საერთოდ არ იყო სათქმელი. მაგ: სადილობის დროს შეუძლია ისაუბროს საკუთარ კუჭზე და მომნელებელ სისტემაზე. :/
მაგრამ არ არიან უზრდელები. არ მოგაყენებს შეურაცხყოფას.
არიან ერთგულები - ხანდახან ზედმეტად. და ისეთ რაიმეს დაივიწყებენ და გაატარებენ, შეიძლება მათ მაგივრად გაბრაზდე - რატომ აიტანეს. მაგრამ ხშირად ზუსტად ამ მტკივნეული დეტალის "არ დანახვა" ურჩევნიათ დეტალების მოყვარულ ქალწულებს, ვიდრე მთლიანი ადამიანის დაკარგვა.
ძნელია თავი მოაბეზრო - განსაკუთრებული ნიჭი უნდა გქონდეს ამისთვის, და თუ მოახერხე - არასდროს დაბრუნდება უკან. როგორც რჩევები აქვს ერთადერთი, ასევე გადაწყვეტილებებიც ერთადერთი.
იუმორი

ოჰჰ, მათი აზრით ყველაზე ხუმარები არიან. და შეუძლია მოგიყვეს საუკუნის წინანდელი ანეგდოტი იმ იმედით რომ სიცილით გაიგუდები. ნაკლებად შეაქვთ სიახლეები ყველაფერში. "ძველი და გამოცდილი უკეთესია".
ამიტომ გონია რომ უნდა გაგეცინოს იმაზე რაზეც გუშინ, მაშინ ხომ ძალიან სასაცილო იყო? :/
ან გაიმეორებს სხვის ნათქვამ წარმატებულ ხუმრობას ...
ძალიან უყვართ ანეგდოტები - როგორ უთხრა ინგლისელმა ჯენლტმენმა ...
მაგრამ პირადად მე - ქალწულების იუმორს მათთან საუბარში უფრო ვგრძნობ, როცა უმნიშვნელო, ცინიზმით გაჯერებულ ფრაზას იტყვიან სახის კუნთების მოძრაობის გარეშე - მაშინ შეიძლება მართლა ცუდათ გახდე სიცილისგან.
გემოვნება - დახვეწლი, მკაცრი და მოწესრიგებული.
აცვია სპორტულად და მაინც წესრიგშია. ე.ი. ქალწულია.
არ აქვს ზედმეტი დეტალები, სადაა, არ ბრჭყვიალებს
ურჩევნია ამინდის შესაბამისად ეცვას - ვიდრე ლამაზად (ხშირად)
უყვარს ღია ფერები.
ფული - ოჰ!
ხელმომჭირნე, გადანახული აქვს შავი დღისთვის მუდამ.
არ უყვარს ზედმეტის ხარჯვა - მხოლოდ იმდენი, რამდენიც აუცილებელია.
ამიტომ როცა რესტორანში წავა - და სახლში იფიქრებს რომ 150 ლარი ეყოფა, ზედმეტს 1 თეთრსაც არ დახარჯავს.
როცა ლომს შეუძლია მთელი თვის ხელფასი დატოვოს და არც დაფიქრდეს ხვალ რა უნდა ქნას :/
მაგრამ აქაც ხშირად მიდიან იმ გათვლებამდე და დაწვრილმანებამდე - რასაც ქალწულისთვის თავშენახულობა ქვია, სხვისთვის კი სიძუნწე.
მაგ: სახლიდან გავა 1 საათით ადრე და იმგზავრებს 20 თეთრად, და არა 15 წუთით ადრე და 50-ად.
მისთვის ეს მფლანგველობას და სიზარმაცეს ნიშნავს - რატომ უნდა გადაყარო ფული, იმაში რომ უფრო სწრაფად იარო.
საბოლოო ჯამში - ცოტა უნდა დაუახლოვდე - თუ რამე არ მოგწონს, პირდაპირ მიახალო როგორც თვითონ იციან და აუცილებლად გამოასწორებს.
და შემდეგ უკვე შეგიძლია ქალწულთან ჰარმონიული ურთიერთობა
მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ქალწულებისადმი - ნუ გწყინთ როცა თქვენი საქციელი აღიზიანებთ და ქებაზე მეტად, გაკრიტიკებენ. თქვენც ხომ ეგრე იქცევით?
ამიტომ დარბილდით სხვებთან და ყველას ეყვარებით

P.S. რამდენი მიწერია
Don't worry baby, it's just the end of the world... :)
ზოდიაქოთი დარიშხანი ხარ © demna_
ინ მოკლე კაბაზ ვი თრასთ :ბოლი: