პირველი შეხედვით თხისრქის სამყარო ტოვებს მკვდრის, უსულოს შთაბეჭდილებას. პესიმიზმი, სიცივე და მგრძნობელობის არ ქონა ის ბრალდებებია, რომლებსაც ხშირად მოისმენენ თხისრქები. პატარა ასაკიდანვე თხისრქა განსხვავებულად, არაბავშვურად უყურებს სამყაროს, დამოუკიდებელია და ბრძენი თავისი ასაკისთვის, არ უყვარს მოფერება ( ჩემ დას რომ აკოცებდი იწმინდავდა ეგრევე

).
იშვიათად შეუძლია თხისრქა ბავშვს გადაეშვას უდარდელ თამაშებში, ამიტომაც ხშირად რისკია, რომ იზოლირებული და განმარტოვებული იყოს. არადა გულის სიღრმეში მას მოწონს და უნდა კომპანია, თუმცა მარტოობას იღებს როგორც გარდაუვალ თანამგზავრს. მათი ტვირთია ემოციის გამოხატვის უუნარობა, რაც უფრო აღელვებულია თხისრქა, მით უფრო იკეტება თავის სამყაროში და უჭირს გრძნობების გამოხატვა და მისი თვითგამოხატვა სიმუნჯეში გადადის. საკუთარი თავის პატიმარი, გულის სიღრმეში ელის ვიღაცას, ვინც დაინტერესდება მისი სულით და მოინდომებს ძალიან სქელ ჯავშანზე პატარა ნახვრეტის გაკეტებას , რომელიც მას იცავს.
ასეთი საკუთარ თავში ჩაკეტილობა ხშირად განსაზრვრულია ადრეულ ასაკში მიღებული წყენისგან, იმისგან, რომ თხისრქა პატარაობიდანვე ძალიან დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩევა და პატარა მხრებზე ადრევე იწყებს ბევრი ტვირთის ტარებას. ხშირად თხისრქებს არც თუ ისე ვარდისფერი ბავშვობა ჰქონდათ, თუ ჰქონდათ კიდე, ვერ ან არ მიიღეს მათთვის სასურველი უსაფრთხოება და სიყვარული და ადრეული ასაკიდანვე მიხვდნენ, რომ თავად მარტო უნდა გაუმკლავდეს ბევრ რამეს.
აღსანიშნავია, თუ თხისრქის პირად რუქაში ბევრია მიწის და ჰაერის ნიშნები, ასეთი ადამიანისგან სჯობს შორს დაიჭიროთ თავი. აქ "თხისრქა" გადაწონის და ადამიანი იქნება მშრალი, ცივი და ძალიან დაუნდობელნი, არა სადიზმის გამო, როგორც მორიელები, არამედ უბრალო უგრძნობელობის და სენტიმენტების აღქმის არ ქონის გამო.
თუ რუქაში არის წყლისა და ცეცხლის ნიშნების სიმრავლე, ასეთი ადამიანები დროთა განმავლობაში ისწავლიან ემოციების გამოხატვას, ისევე როგორც ყინულის ქვეშ დამალული თესლი როდესღაც ამოყოფს მიწის ზედაპირზე თავს. ესენი არიან ის თხისრქები, რომლებიც ნელნელა აუმჯობესებენ თავიანთ შინაგან სამყაროს. სატურნის გადამეტებული და ძლიერი მდებარეობა რუქაში ართულებს საქმეს, რადგანაც იმატებს უგრძნობელბა და ღვარძლი და კიდევ უფრო მეტად ბლოკავენ ემოციების გამოხატვის უნარს. პლანეტა იუპიტერის და ტყუპების, მშვილდოსნის და მერწულის არსებობა რუქაში, თხისრქას ბევრად ღიას და ექსპრესიულს გახდის.
გარდა ემოციურობის ნაკლებობისა, თხისრქებს ახასიათებთ ამბიციურობა, უმაღლესი მწვერვალების დაპყრობა ყველაფრის ფასად, ხშირად პირადი ცხოვრების დასამარების ხარჯზე. თავის თავთან დაუნდობელი, თხისრქა სხვებთანაც ასეთია,ძნელად უგებს გარშემომყოფთა სისუსტეებს. მისგან მატერიალურ მხარდაჭერას უფრო უნდა ელოდეს ადამიანი, ვიდრე მორალურს, მიუხედავად იმისა, რომ ხელგაშლილობა არაა მისი უძლიერესი თვისება. აქედან გამომდინარე ცოტა მეგობარი ყავს.
მატერიალიზმი დიდად არ იტაცებს, მინიმუმით კმაყოფილდება, უყვარს დაზოგვა, რასაც ხშირად ძუნწობად აღიქვამენ. უბრალოდ მას არ აქვს მოთხოვნილება ბევრ რაღაცაზე და მინიმუმით კმაყოფილდება. ჩაცმითაც კონსერვატუილ სტილს მიყვება, ქალები შტაბეჭდილებას ტოვებენ, თითქოს სურთ რაც შეიძლება შორს გადამალონ თავიანთი ქალურობა, ამიტომაც მუქ ფერებს ირჩევენ, ბევრ ღილებიან და მკაცრ სამოსს. დაზოგვა საჭმელსაც ეხება, რომელსაც თხისრქა აღიქვამს არა სიამოვნების მომგვრელად, არამედ სუფთა სასიცოცხლო ელემენტად ( ჭამს რომ იყოს ცოცხალი).
ადამიანურ ურთიერთობებში ნაკლებად გაწაფულნი, მთელ თავის ენერგიას მიმართავენ სამსახურში , სწავლაში და კარიერაში წინსვლაზე. ქალი თხისრქები გადაწვეტენ გაიღონ მსხვერპლად საკუთარი საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქმარი პრეზიდენტია, ან ძალიან წარმატებული და რეალიზებული. სხვა მხრივ კაცებს არ დაუდებენ ტოლს კარიერისტობაში.
სამუშაო მანქანებსაც ეძახიან თხისრქებს, რადგანაც თავს არანორმალურად იტვირთავენ, იღებენ დიდ პასუხისმგებლობას, გამორიცხავენ ყველანაირ თანამშრომლობას.
დასამარცხებლად ძნელი მოწინააღმდეგეა, რადგანაც არ უყვარს საკუთარი მე-ს აფიშირება და ხშირად ჩრდილიდან იგერიებს წინასწარ შესწავლილ მოწინააღმდეგეებს, რადგანაც ძალაუფლება აინტერესებს მხოლოდ ძალაუფლებისთვის და არა ვიღაცისთვის საჩვენებლად. ხშირად თხისრქის კოლეგები მოკლებულნი არიან ყველანაირ ემოციურობის განცდას, თუმცა თხისრქას სჭირდება ხალხი გარშემო, მიუხედავად იმისა რომ მარტოც შეუძლია ყოფნა და მათ მოსაზიდად ხშირად ფულსაც იყენებს.
სიყვარულში თითქმის ყოველთვის გამორიცხულია ერთი ნახვით შეყვარება. გონებით უნდა იყოს "დამტკიცებული" კანდიდატურა. არაა იშვიათობა მხედველობაში მიღებულ იქნას სოციალური და მატერიალური სტატუსი კანდიდატისა. შეუძლია იყოს თბილი პირად ურთიერთობებში, მაგრამ ვაიდა გაბედეთ და სახალხოდ გამოხატეთ სითბოს ჟესტი, გაგაციებთ მზერით. აღსანიშნავია წყლიან-ცეცხლიანი თხისრქების არაჩვეულებრივი სექსუალურობა, სხვა შემთხვევაში სექსი და ყველაფერი სამსახურით იქნება ჩანაცვლებული.
კარგი მეუღლეები და მშობლები არიან, არაფერს აკლებენ ოჯახს, თუმცა სახლის შიგნით ურთიერთობები კაზარმას მოგვაგონებს. თხისრქა ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებად იყოს სახლში და გარედან გაუწიოს ბავშვის ცხოვრებას ორგანიზება, ვიდრე მისი შინაგანი სამყაროთი დაინტერესდეს. ბავშვებიც არ გიჟდებიან თხისრქებზე, რომლებიც მათ პატარობიდანვე დიდებივით ექცევიან. ამ ურთიერთობებზეც ბუნებრივია ნათალური რუქა თავის გავლენას ახდენს.
ფულის ხარჯვა არ უყვართ, არა იმიტომ რომ ძუნწია, არამედ იმიტომ, რომ დაბადებიდან პესიმისტები არიან და მომავლისგან ცუდს ელიან პირველ რიგში. იშვიათად შეხვდებით ღარიბ თხისრქას, ოჯახის წევრებს და ახლობლებს არ ეტყვის უარს მატერიალურ დახმარებაზე.
This post has been edited by vinchenz@ on 13 Apr 2011, 17:22
Non faccio mai eccezioni. Un'eccezione dimostra la falsità della regola.
Arthur Conan Doyle