3333333
Super Member

   
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 151
წევრი No.: 150864
რეგისტრ.: 14-June 12
|
#31800712 · 23 Jun 2012, 13:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რეტროგრადული პლანეტების ცნება
კლავდიოს პტოლომეუსის გეოცენტრული სამყაროს სისტემის მიხედვით, პლანეტები დრო და დრო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ. ამგვარ მოძრაობას რეტროგრადული (უკუსვლითი) მოძრაობა ეწოდება.
რეტროგრადული მოძრაობისას პლანეტა თავის თვისებებს არაადეკვატური ხერხებით ავლენს. იმის გამო, რომ ისინი, ძირიადად , სწორად მოძრაობენ, ადამიანებზე რეტროგრადული მოძრაობისას მათი ზეგავლენა შედარებით იშვიათად შეიგრძნობა. ნიშანდობლივია, რომ ასეთ შემთხვევაში ხდება ადამიანის ქვეცნობიერი მდგომარეობის, შეფარდება იმ ძველ კრიტერიუმებთან და ხერხებთან, რომლებიც წარსულმა უკვე შთანთქა. ნათქვამია, ყოველი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო და ამიტომაც რეტროგრადულ პლანეტას თან სდევს, არამარტო პრობლემები, არამედ პროგრესიც. ჰელიოცენტრული სისტემის მიხედვით, რეტროგრადული პლანეტები დედამიწასთან სწორადმოძრავზე უფრო ახლოს არიან, რის გამოც, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ. ამა თუ იმ პლანეტის რეტროგრადული მოძრაობისას ჩვენ ვიხსენებთ ამ კონკრეტული პლანეტის გავლენის სფეროსთან დაკავშირებულ წარსულ მოვლენებს და დაუსრულებელ საქმეებს, ხოლო როცა მისი მოძრაობა სწორდება, ჩენ კვლავ ვუბრუნდებით უწინდელ მდგომარეობას. ნიშანდობლივია, რომ მზე და მთვარე არასდროს არ არიან რეტროგრადულები.
რეტროგრადული პლანეტა მერკური - ადამიანი საუბრობს უჩვეულოდ, განსაკუთრებულ ყაიდაზე, რაც ბევრისთვის მიუღებელია. მსმენელს უჭირს გაგება. იმისა, თუ რისი თქმა უნდა, ან უბრალოდ იღლებიან, მისი მოსმენით.
ამ შემთხვევაში პიროვნებას ვურჩევთ, იყოს უფრო გულახდილი, გულწრფელი მსმენელის მიმართ.
რეტროგრადული პლანეტა ვენერა - კარგავს თავის მთელ მიწიერ მომხიბვლელობას და იძენს ყველაფერ იდეალურს. ადამიანი გარეგნულად არ ამჟღავნებს , რომ სიყვარული სურს, რის გამოც იქმნება პრობლემები. ასეთ ადამიანს ვურჩევთ, ყოველმხრივ ეცადოს, დაანახოს და დაარწმუნოს მეგობრები და ახლობლები, რომ ჭეშმარიტად უყვარს ისინი.
რეტროგრადული პლანეტა მარსი - ადამიანს ეჭვი ეპარება საკუთარ ძალებსა და ქმედითუნარიანობაში. გარშემომყოფნი შემთხვევით იგებენ მისი გრძნობების შესახებ. შინაგანი „მე“ კი იმდენად ძლერდება, რომ გრძნობისა და ემოციების გამოვლენის პასიურობა კომპენსირდება აგრესიულობით.
რეტროგრადული პლანეტა იუპიტერი - ადამიანი ძნელად ეთვისება საზოგადოებას, სოციალურ სისტემას, უჩნდება განსაკუთრებული თვალსაზრისი და უყალიბდება განსხვავებული მსოფლმხედველობა, ამიტომ საჭიროებს ისეთ სფეროს, სადაც ყველაფრის ბატონ-პატრონი თავად იქნება. ამგვარი გარიყულობის გამო, იგი ადგილს საზოგადოების ჩრდილში იკავებს და ცდილობს თანამოაზრენი შემოიკრიბოს.
რეტროგრადული პლანეტა სატურნი - ადამიანს ბავშვობიდანვე უჩნდება გაუბედაობის, მორიდებულობის კომპლექსი, რომლის გადალახვა, მხოლოდ ზრდასრულ ასაკშია შესაძლებელი. პიროვნება ამ ნაკლს საგულდაგულოდ მალავს, გარეგნულად შეუმჩნეველს ხდის, მაგრამ სულის სიღრმეში იგი საკუთარ თავს უარყოფს, ექმნება პრობლემები და ხელი ეშლება კარიერულ წინსვლაში. ამ შემთხვევაში მას ვურჩევთ, არ შეუშინდეს საკუთარ შეგრძნებებს. იწამოს, რომ იგი არავისზე ნაკლები არ არის.
რეტროგრადული პლანეტა ქირონი - ადამიანს სიტუაციის არაადეკვატური აღქმის გამო, ექმნება სირთულეები ურთიერთობისას, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში ადამიანებს ვურჩევთ, სიტუაცია შეაფასონ სხვისი თვალით, არ განუდგნენ მოვლენებს, პირიქით, მიიღონ აქტიური მონაწილეობა, რადგან სასურველ ჰარმონიის მიღწევა სწორედ მათ ქმედებაზეა დამოკიდებული.
რეტროგრადული პლანეტა ურანი - ადამიანში აძლიერებს გაუცნობიერებელი აზრის ამუშავების ტენდენციას, რასაც უცნაურ შედეგებამდე მივყავართ. ეს აღმაფრენა ქვეცნობიერი სიღრმიდან მომდინარეობს და გენიალურ იდეებს გვაწვდის. ამის კარგი მაგალითია დიმიტრი მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა, რომელიც მეცნიერს დაესიზმრა. ინფორმაციის მიღების ამგვარი მეთოდი, რაოდე საოცრადაც უნდა მოგვეჩვენოს, საკმაოდ ხშირია მეცნიერთა შორის, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია ვისწავლოთ გონების მართვა მისი, ამავდროულად, ანარქიულობის დროსაც.
რეტროგრადული პლანეტა ნეპტუნი - ადამიან ცდილობს ცხოვრების დინების საწინააღმდეგოდ „გაცუროს“, ამიტომ მისთვის საუკეთესო რჩევაა, ისწავლოს იმ სამყაროს რიტმის შეგრძნეა, რომელშიც ცხოვრობს. გარდა ამისა, რეტროგრადული ნეპტუნის დროს ადამიანს გააჩნია თავისებური შეხედულებანი ყოველივე იდეალურის და რელიგიის მიმართ. მას უჩნდება შიში იმისა, რომ მის სულიერებას ვერავინ გაიგებს და მათ არავინ შეიწყნარებს, რადგან უჭირთ ამის გადმოცემა. როგორც ამბობენ მელოდიის დამახსოვრება გაცილებით იოლია, ვიდრე მისი თუნდაც ნოტებზე გადატანა. ამ შემთხვევაში ადამიანებს გვინდა ვურჩიოთ, არ შეუშინდნენ ამაღლებულ თემებზე საუბარს, რათა ირგვლივ მყოფთ არ შეექმნათ აზრი, თითქოს ისინი ჩამოყალიბებული მატერიალისტები არიან.
რეტროგრადული პლანეტა პლუტონი - ადამიანი ურთიერთობისას ზედაპირულია. ასეთ პიროვნებას ვურჩევთ, არ დამალოს და ღიად გამოამჟღავნოს საკუთარი ემოციები, რათა მის მიმართ ფორმალური დამოკიდებუება არ ჩამოყალიბდეს.
რეტროგრადული პლანეტა პროზერპინა - ადამიანებს უბიძგებს თავშეკავებისაკენ, საკუთარი და სხვისი სურვილის დათრგუნვისაკენ.
მიხეილ ცაგარელი * * * რეტროგრადული მერკური
პლანეტა მერკური წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩამორჩება დედამიწას და შესაბამისად, რამოდენიმეჯერ ხდება რეტროგრადული. ეს ყველაზე ხშირი რეტროგრადული პლანეტაა. როგორც ვიცით, მერკური განსაზღვრავს ადამიანის კომუნიკაბელურობას, მის აზროვნებას, ლოგიკას, მოკლე გადაადგილებებს და ინფორმაციის მიღებისა და გამოყენების საშუალებას.
ყოველდღიურ ცხოვრებაში მერკურის უკუსვლა იწვევს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის არასტაბილურობას. ასეთ პერიოდში ადამიანები მძიმედ აზროვნებენ და უამრავ შეცდომას უშვებენ. მოლაპარაკება და საბუთების მოგვარება რთულდება და გარკვეული დროით იწელება. ყოველდღიური მოხმარების საგნები– ელექტრონიკა, კომპიუტერები, ტელეფონი ამ პერიოდში არ უნდა შევიძინოთ, რადგან მათ აუცილებლად აღმოაჩნდებათ წუნი ან მალე გაფუჭდება. ასევე, არ არის სასურველი მანქანების შეძენაც. მათი გაფორმება ძალზედ იწელება. ფოსტა ამ დროს ცუდად მუშაობს, იკარგება ამანათები და გზავნილები, ინტერნეტ საიტები და სერვერები ფუჭდება. თუ ამ პერიოდში ვინმეს გაიცნობთ და რამეზე მოელაპარაკებით, სავარაუდოდ ამ ადამიანს კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვერ დაინახავთ, ჩანაფიქრის განხორციელება კი გადაიდება ან სრულიად არ მოხდება. რეტროგრადული მერკურის დროს დადებული ხელშეკრულებები ვერ სრულდება. თუმცა, როგორც ყოველ მოვლენას სამყაროში, ასევე რეტროგრადულად მოძრავ მერკურისაც აქვს როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები; ასეთ პერიოდში ადამიანებს უამრავი არაორდინალური იდეები უჩნდებათ, რომელთა დამახსოვრება და შემდგომ, დირექტული მერკურის დროს განხორციელება, შესაძლოა ძალზე სასიკეთო და მომგებიანი აღმოჩნდეს. ასევე, ამ პერიოდში ძლიერდება ინტუიცია, ადამიანებს იზიდავს ყველაფერი საიდუმლო და საოცარი. ადამიანები იწყებენ ძიებას და უმრავლეს შემთხვევაში პოულობენ კიდეც გზებს იმ საქმეების მოგვარებისათვის, რომლებსაც ვერას გზით ვერ ძრავდნენ ადგილიდან ან რომელიც განადგურების პირას იმყოფებოდა.
რეტროგრადული მერკური პირად ჰოროსკოპში
თუ ადამიანი დაბადებულია რეტროგრადული მერკურის დროს, მას კრიტიკული აზროვნება გააჩნია, რომელიც უმთავრესად სწავლობს არა მომავალსა და ახალს, არამედ წარსულსა და ძველს. იგი აანალიზებს უკვე დაგროვილ ინფორმაციას. ამგვარი ადამიანი ნაკლებადაა ორიენტირებული ახალი კავშირების დამყარებასა და ახალი შთაბეჭდილებების მიღებაზე. იგი მთელ ინფორმაციას საკუთარ თავში ამუშავებს და საკუთრი გამოცდილებისთვის მოიხმარს. ასეთ ადამიანებს უჭირთ სწავლა, გააჩნიათ სხვებთან შედარებით ნელი აზროვნება. მათი განწყობა საკმაოდ არასტაბილურია, ხასიათდებიან ნერვოზულობითა და არაპრაქტიკულობით. უჭირთ ახალ გარემოსთან და სიტუაციებთან შეგუება, გაშემომყოფებთან ურთიერთობა. მათ ეჩვენებათ, რომ ვერავინ უგებთ. ასეთი ადამიანები ყველაზე ხშირად აწარმოებენ დღიურებს. ასევე ასეთ ადამიანებში ხშირია მეტყველების დეფექტებიც; ენაბლუობა, ჩლიფინი. ყოველივე ეს წინა ცხოვრებაში ქაოტურობისა და მოუწესრიგებლობის გამოძახილია. ძალზედ იშვიათად ხდება ისეც, რომ რეტროგრადული მერკურის მქონე ადამიანი ზედმეტად, პათოლოგიურად მოლაპარაკეა და შეუძლია ნებისმიერთან საათობით უმიზნოდ საუბარი. ასევე ზოგიერთ მათგანს გარშემომყოფთა განცვიფრებაც სეუძლია თავისი ცოდნითა და ერუდიციით. მათ ისიც კი იციან, რაც მათთვის არავის არასდროს უსწავლებია. ეს ადამიანები კარგი პედაგოგები არიან, რამეთუ მშვენივრად ესმით ინფორმაციის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეები და ხარვეზები და შეუძლიათ მასალის სრულიად განსხვავებული სახით მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ რეტროგრადული მერკური თავის ძირითად თვისებებს სამუდამოდ ანიჭებს ადამიანს, არსებობს ცხოვრების გარკვეული პერიოდები, როდესაც ეს თვისებები მცირდება და ზოგიერთი უარყოფითი თვისება სამუდამოდ ქრება. ამ პერიოდს რეტროგრადული პლანეტის შემობრუნების პერიოდი ეწოდება. ადამიანი მერკურის რეტროგრადულობის ტყვეობიდან გამოსვლისას მეტად აქტიური ხდება, უადვილდება კომუნიკაცია, სწრაფად აზროვნებს, არ იმალება და ცდილობს მეტად წარმოაჩინოს საკუთარი თავი. თუ ეს პერიოდი პროფესიის არჩევის ასაკს ემთხვევა, შესაძლოა მან მერკურისეული პროფესია აირჩიოს (მაგ.: ჟურნალისტიკა, პედაგოგიკა, ლინგვისტიკა და ა.შ.).
რეტროგრადული მერკური სახლებში
მ. ცაგარელი
პლანეტა მერკური წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩამორჩება დედამიწას და შესაბამისად, რამოდენიმეჯერ ხდება რეტროგრადული. ეს ყველაზე ხშირი რეტროგრადული პლანეტაა. როგორც ვიცით, მერკური განსაზღვრავს ადამიანის კომუნიკაბელურობას, მის აზროვნებას, ლოგიკას, მოკლე გადაადგილებებს და ინფორმაციის მიღებისა და გამოყენების საშუალებას.
ყოველდღიურ ცხოვრებაში მერკურის უკუსვლა იწვევს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის არასტაბილურობას. ადამიანები მძმედ აზროვნებენ და უამრავ შეცდომებს უშვებენ. გამეფებულია „გაფუჭებული ტელეფონის“ პრინციპი. მოლაპარაკება და საბუთების მოგვარება რთულდება და გაურკვეველი დროით იწელება. ყოველდღიური მოხმარების საგნები, ელექტრონიკა, კომპიუტერები, ტელეფონები ამ პერიოდში არ უნდა შევიძინოთ, რადგან მათ აუცილებლად აღმოაჩნდებათ წუნი და მალე გაფუჭდება. ასევე არაა სასურველი მანქანების შეძენაც. მათი გაფორმება ძალზედ იწელება. ფოსტა ამ დროს ცუდად მუშაობს, იკარგება ამანათები და გზავნილები, ინტერნეტ საიტები და სერვერები ფუჭდება. თუ ამ პერიოდში ვინემს გაიცნობთ და რამეზე მოელაპარაკებით, სავარაუდოდ ამ ადამიანს კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვერ დაინახავთ, ჩანაფიქრის განხორციელება კი გადაიდება, ან სრულიად არ მოხდება. რეტროგრადული მერკურის დროს დადებული ხელშეკრულებები ვერ სრულდება, ხოლო სამსახურებსა და ფირმების მუშაობაში ძალისხმევის გამოჩენა, უმრავლეს შემთხვევაში ფუჭია.
ამავდროულად, რეტროგრადული მერკურის დროს ადამიანეს აურაცხელი ოდენობით არაორდინალური იდეა უჩნდება, რომელთა დამახსოვრება და შემდგომ, დირექტული მერკურის დროს განხორციელება, შესაძლოა ძალზე სასიკეთო და მომგებიანი აღმოჩნდეს. ასევე, ამ პერიოდში ძლიერდება ინტუიცია, ადამიანებს იზიდავს ყველაფერი საიდუმლო და საოცარი. ადამიანები იწყებენ ძიებასა და ძებნას და უამრავ შემთხვევაში, პოულობენ კიდეც გზებს იმ საქმეების მოგვარებისათვის, რომლლებსაც ვერას გზით ვერ ძრავდნენ ადგილიდან, ან რომელიც განადგურების პირას იმყოფებოდა.
თუ ადამიანი დაბადებულია რეტროგრადული მერკურის დროს, მას კრიტიკული აზროვნება გააჩნია, რომელიც უმთავრესად სწავლობს არა მომავალსა და ახალს, არამედ წარსულსა და ძველს. იგი აანალიზებს უკვე დაგროვილ ინფორმაციას. ამგვარი ადამიანი ნაკლებადაა ორიენტირებული ახალი კავშირების დამყარებასა და ახალი შთაბეჭდილებების მიღებაზე. იგი მთელ ინფორმაციას თავისი შინაგანი სამყაროს შიგნით ამუშავებს და მოიხმარს საკუთარი გამოცდილებისათვის. ამ ადამიანებს უჭირთ სწავლა, გააჩნიათ სხვებთან შედარებით ნელი აზროვნება. მათი განწყობა საკმაოდ არასტაბიულურია, ხასიათდებიან ნევროზულობითა და არაპრაქტიკულობით. უჭირთ ახალ გარემოსთან და სიტუაციებთან შეგუება, გარშემომყოფებთან ურთიერთობა. მათ ეჩვენებათ, რომ ვერავინ უგებს.
ასეთი ადამიანები ყველაზე ხშირად აწარმოებენ დღიურებს და ხშირად განმარტოვდებიან ხოლმე. ასევე ამ ადამიანებში ხშირია მეტყველების დეფექტებიც, ენაბლუობა, ჩლიფინი. ყოველივე ეს წინა ცხოვრებაში ქაოტურობისა და მოუწესრიგებლობის გამოძახილია.
ძალზედ იშვიათად ხდება ისეც, რომ რეტროგრადული მერკურის მქონე ადამიანი ზედმეტად, პათოლოგიურად მოლაპარაკეა და შეუძლია საათობით ელაპარაკოს ნებისმიერ ადამიანს. ასევე, ზოგიერთი მათგანი ანცვიფრებს გარშემომყოფებს თავისი ცოდნითა და ერუდიციით. მათ იციან ისიც კი, რაც არასდროს არავის უსწავლებია მათთვის და გააჩნიათ ძალზედ არაოდინალური საკითხებისადმი წვდომა და სწორი გადაწყვეტის უნარი. ეს ადამიანები კარგი პედაგოგები არიან, რამეთუ მშვენივრად ესმით ინფორმაციის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეები და ხარვეზები და შეუძლიათ მასალის სრულიად განსხვავებული სახით მიწოდება, რაც აადვილებს ბავშვებში ამ საკითხის აღქმას.
მიუხედავად იმისა, რომ რეტროგრადული მერკური თავის ძირითად თვისებებს სამუდამოდ ანჭებს ადამიანს, არსებობს ცხოვრების გარეკვეული პერიოდები, როდესაც ეს თვისებები მცირდება და ზოგიერთი უარყოფითი თვისება, სამუდამოდ ქრება. ამ პერიოდებს რეტროგრადული პლანეტის შემობრუნების პერიოდი ეწოდება.
ვთქვათ, ადამიანი დაიბადა რეტროგრადული პლანეტით. ეს პლანეტა რაღაც პერიოდი იქნება კიდევ რეტროგრადული და მერე ისევ დირექტული, ანუ სწორად მავალი გახდება. თუ, ვთქვათ, პლანეტის მიმართულების გასწორება მოხდა დაბადებიდან 12-ე დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ცხოვრებაში 12 წლის ასაკში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოვლენები, უარყოფითი თვისებები კი გამოსწორებას დაიწყებს. მერკურის შემთხვევაში ადამიანი მისი რეტროგრადულობის ტყვეობიდან გამოსვლისას მეტად აქტიური ხდება, ადვილად ეკონტაქტება ადამიანებს, სწრაფად აზროვნებს, არ იმალება, ცდილობს მეტად წარმოაჩინოს თავისი თავი და სხვა. თუ ეს პერიოდი ემთხვევა პროფესიის არჩევის ასაკს, შესაძლოა მან მერკურისეული პროფესია აირჩიოს, ვთქვათ, ჟურნალისტიკა. იმის მიხედვით, თუ რომელ სახლშია განლაგებული რეტროგრადული მერკური, შეგვიძია ვისაუბროთ ადამიანის შესაბამის თვისებებზეც.
ასე მაგალითად, თუ რეტროგრადული მერკური პირველ სახლშია განლაგებული, - ეს მერყევი ცნობისმოყვარე ადამიანია. მოქმედებს დაუფიქრებლად, ერთდროულად ცდილობს დაკავდეს რამოდენიმე საქმით. ეგოცენტრულია, კრიტიკული და მოუთმენელი. ასეთმა ადამიანმა უნდა ეცადოს დასძლიოს თავისი ეგოცენტრულობა, რათა არ გაიჩინოს აურაცხელი არაკეთილმოსურნე და მტერი.
თუ რეტროგრადული მერკური ადამიანს პირადი ჰოროსკოპის მეორე სახლში აქვს განთავსებული, ეს იმას ნიშნავს, რომ წინა ცხოვრებაში დაკავებული იყო მხლოდ მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებით და არ ზრუნავდა სულიერებაზე. ამ ადამიანის ვალია განავითაროს საკუთარი სულიერება და მეტი ყურადღება მიაქციოს მაღალ ფასეულობებს.
მესამე სახლში განლაგებული რეტროგრადული მერკურის შემთხვევაში, ეს ადამიანი წინა ცხოვრებაში გამოირჩეოდა ზღვარგადასული კრიტიკულობით, რაც ხელს უშლიდა ადამიანებთან ურთიერთობაში. განსაკუთრებით კი - დაძაბული ურთიერთობა ექნებოდა დებთან და ძმებთან. ახლა ამ ადამიანმა უნდა იზრუნოს ახლო ნათესავებთან, მეზობლებთან და ახლობლებთან ახლო კავშირსა და გულითად ურთიერთობაზე.
როცა რეტროგრადული მერკური მეოთხე სახლშია, ამ ადამიანის ემოციები ხელს უშლის მას ინტელექტუალურ განვითარებაში. მას არ უნდა გაიზარდოს და ინფანტილურად, მუდმივ მოზარდად რჩება (ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით). ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს წარსულთან განშორება და არ უნდა გამოეკიდოს ძველ დროს. ამ შემთხვევაში იგი მიაღწევს სიმწიფეს და ჩამოყალიბდება როგორც დამოუკიდებელი ინდივიდი.
მეხუთე სახლში რეტროგრადული მერკური ადამიანს ანიჭებს ქარაფშუტობას, არასერიოზულობას. ეს ადამიანი არ არის სიყვარულში ერთგული. არ გააჩნია ბავშვების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა. ამის გამო მუდმივად ექმნება პრობლემები საყვარელ ადამიანებთან და ბავშვებთან. ეს ადამიანი უნდა ეცადოს გახდეს მეტად თავმდაბალი და სერიოზული. ერიდოს მრავალ ფლირტს და საყვარელი ადამიანის ერთგულება დაიცვას, იპოვოს საერთო ენა ბავშვებთან.
თუ რეტროგრადული მერკური მეექვსე სახლშია, მაშინ ადამიანს ტექნიკურ საგნებში დიდი ცოდნა გააჩნია, მაგრამ მას ბევრი სირთულე ელის სამსახურში კოლეგებთან ურთიერთდამოკიდებულებაში. იგი უნდა ეცადოს იყოს ნაკლებად კრიტიკული, სძლიოს თავისი მერყეობა და თამამად გააკეთოს არჩევანი.
მეშვიდე სახლში განლაგებული რეტროგრადული მერკურის დროს შესაძლოა თავი იჩინოს სირთულეებმა მეუღლესთან და ყველანაირ პარტნიორებთან (მათ შორის საქმიანებთანაც) ურთიერთობებში. ამ ადამიანებმა უნდა ეცადონ არ მოიტყუონ და არ გასცენ ფუჭი დაპირებები. მათ უნდა შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები და არ დაარღვიონ კონტრაქტები. და რაც მთავარია, პარტნიორული ურთიერთობის დაწყებისთანავე ზუსტად განსაზღვრონ ყველა მოთხოვნა, ნიუანსების ჩათვლით.
რეტროგრადული მერკური მერვე სახლში ადამიანს აჯილდოვებს ფსიქოლოგიისადმი მიდრეკილებით, მაგრამ ეს ადამიანი წინა ცხოვრებაში მთელი არსით მატერიალისტი, უხეში და ზედმეტად პირდაპირი იყო, რის გამოც ახლა სწორედ ამ თვისებების კონტროლი და გამოსწორება უწევს. სასურველია იგი მეტად მომთმენი და სულიერი ადამიანი გახდეს.
მეცხრე სახლში უკანმავალი მერკური განაპირობებს რელიგიურ ფანატიზმს. ეს ადამიანები ყველაფრის უტრირებას ახდენენ, ართულებენ სიტუაციებს და განდევნიან ყველას, ვინც მათ წარმოდგენებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც ბევრი მტერი ჰყავთ. ამ ადამიანებმა ცხოვრების მანძილზე უნდა ისწავლონ სამართლიანობის, პრინციპებისა და კანონის დაცვა, სხვა ადამიანების წარმოდგენების პატივისცემა, ეძებონ სულიერი გზები და ხშირად არ შეიცვალონ წარმოდგენები, უნდა შესძლონ საკუთარ თავში პრაქტიკულობისა და ორგანიზებულობის გამომუშავება.
მეათე სახლში რეტროგრადული მერკურის მქონე ადამიანებს პრობლემები ექმნებათ მშობლებთან მიმართებაში. პროფესიულ საკითხებში ძალზედ არასერიოზულები და უპასუხისმგებლონი არიან. უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება და ყველაფერში მერყეობენ. მიუხედავად ამისა, მათ კომერციისადმი დიდი მიდრეკილება და უნარი გააჩნიათ. ამ ადამიანებმა ცხოვრების მანძილზე უნდა ეცადონ დაამყარონ მშობლებთან მეტად მჭიდრო, თბილი და გულღია კავშირი, უნდა იყვნენ მეტად პატიოსანნი და არ უნდა მოიტყუონ, რათა არ დაკარგონ სხვების ნდობა.
რეტროგრადული მერკურის მეთერთმეტე სახლში განლაგება განაპირობებს მეგობრებთან უსიამოვნებასა და პრობლემებს. შესაძლოა ამ ადამიანებს საერთოდ არ ჰყავდეთ მეგობრები ან ირჩევდნენ შეუფერებელ და ცუდ მეგობრებს, რაც მათ ბოროტების გზისკენ უბიძგებს და შემდგომ განვითარებას უშლის ხელს. ამის თავიდან ასაცილებლად ასეთი ადამიანები უნდა ეცადონ დაუახლოვდნენ მეტად სულიერ ადამიანებს, რომლებისგანაც დადებით თვისებებს გადაიღებენ.
მეთორმეტე სახლში განლაგებული უკუმავალი მერკური სულიერ სრულფასოვნებას და სიჯანსაღეს არღვევს. ეს ეგოისტი ადამიანები არიან, რომლებსაც სხვებისთვის უანგარო დახმარების უნარი არ გააჩნიათ. ამ ადამიანებმა უნდა გამოიმუშავონ მეტი სულიერება, სათნოება, ქველმოქმედება, ნაკლები იოცნებონ, დააღწიონ თავი ილუზიებს და პრაქტიკულად იმოქმედონ. მათთვის კარგი იქნება, თუ აირჩევენ პროფესიებს, რომლებიც დაუკავშირდება სხვებზე ზრუნვას, მაგალითად მედიცინა.
ნებისმიერ შემთხვევაში, რომელ სახლშიც არ უნდა იმყოფებოდეს რეტროგრადული მერკური პირად ჰოროსკოპში აუცილებელია ასეთმა ადამიანემა გამოიმუშავონ დისციპლინისა და წესრიგის უნარი და ყველა საქმე და წამოწყება ბოლომდე მიიყვანონ
|