
არანაირად არაა ცუდი ტიპი

პირიქით, ძალიან კარგი ტიპია და საკუთარ შეცდომებზე ფიქრობს, არც პასუხისმგებლობას გაურბის. მხოლოდ მე არ ვარ მგონი ვინც როჩესტერის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი. პ.ს ჯეინი ნამდვილად კიბო იქნებოდა, სხვათაშორის თავად ბრონტეც კიბო იყო ზოდიაქოთი და ასე მგონია ჯეინის სახით საკუთარი პროტოტიპი აღწერა.
Qwerty-1რქა ზოგადად ცუდ ტიპს არ ნიშნავს, მაგრამ როჩესტერს ნამდვილად ლომის თვისებები უფრო აქვს ვიდრე რქის.
* * *
პ.ს ძალიან სახალისო საიტი აღმოვაჩინე ლიტერატურული გმირების პერსონიფიკაცია ჰოროსკოპის მიხედვით და აქაც დავწერ
http://www.liveinternet.ru/users/3331413/post148014460/ამ საიტის მიხედვით და ისეც არაერთგზის მოგვისმენია რომ სკარლეტ ო' ჰარა ტიპიური ვერძია
აი კურო წითელქუდა ყოფილა
ტყუპი კიდე დონ ჟუანი
კიბო შექსპირის მარადიული მიჯნური რომეო ( ჰო კიბოსნაირი "პანიკა" ტიპის მეტი ვინ მიისიკვდილებდა თავს ეგრევე, როგორც კი შეყვარებული ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაინახა, პულსი მაინც გაესინჯა იმ გოგოსთვის

)
ჰო ლომი კარლსონიაო ამტკიცებენ ესენი არადა მახსოვს აქ იყო დავა ამ პერსონაჟის ირგვლივ და უმრავლესობას მერწყული ეგონა.
რაც შეეხება ქალწულს ანა კარენინას მიანიჭეს ეს ტიტული
ხოლო შერლოკ ჰოლმსობა სულაც სასწორებს გადაულოცეს (არადა აქ მშვილდოსნები იჩემებდნენ მგონი ეგ კაცი ჩვენიაო

)
ჰოო, აი მორიელობის კანდიდატურა კი ნამდვილად სწორად შეურჩევიათ ბულგაკოვის ცნობილი ვოლანდის პერსონაჟისთვის

ვეთანხმები მთელი 100% ვოლანდი არის მორიელი, ოღონდ ძალიან მაღალგანვითარებული ტიპი.
ჰა ჰა, მშვილდოსნებს შერლოკ ჰოლმსი არა და ვინი პუხი ერგოთ სამაგიეროდ თავის დასამშვიდებლად
მერი პოპინსის თხის რქობაშიც არ მეპარება ეჭვი
არც ოსტაპ ბენდერის მერწყულობაში
მაგრამ დონ კიხოტი რომ თევზია მაგაში ვერ დავეთანხმები ამ ხალხს
This post has been edited by resurgam on 26 Jan 2012, 14:49