18 წლამდე , 60 წელს გადაცილებულებმა , პანიკიორება და ზედმეტად ცრუმორწმუნეებმა არ წაიკითხოთ !
VIII სახლის მმართველი სახლებში :I სახლში. სწრაფი სიკვდილი , მოულოდნელი სიბერისგან ან თავად ვნებს საკუთარი თავს.
{B]II სახლში[/b] კარგი ასპექტებით VIII სახლის მმართველის იუპიტერთან ან ნეპტუნთან - მემკვიდრეობა, სიმდიდრე. მერვე სახლის მმართველის სტატუსი და მისი კონფიგურაცია სხვა პლენეტებთან მიუთითებს სიკვდილის გარემოებას , იქნება ეს სრულ უზრუნველყოფაში და შინაურ გარემოში თუ შიმშილისგან და სიღატაკეში.
III სახლში სიკვდილი სახლის გარეთ. უფრო ხშირად მგზავრობის, მივლინების, მოგზაურობის დროს, ქუჩაში ,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში , სამსახურში , ტრანსპორტში ან სატრანსპორტო საშუალებებისგან.
IV სახლში სიკვდილი საკუთარ ბინაში , ოჯახში , ყოველ შემთხვევაში - სამშობლოში , ასევე შეიძლება მიუთითებდეს დაქვრივებას.
V სახლში სიკვდილი ბავშვების (შვილების) ან საყვარელი ადამიანის (პარტნიორის) გარემოცვაში. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას კულტურული ან სპორტული ღონისძიებების . სანახაობების ყურების დროს . შეიძლება მიანიშნებდეს სიყვარულის ან შვილის დაკარგვას.
VI სახლში სიკვდილი ერთერთი იმ დაავადებისგან რომელზეც მიანიშნებს ნიშანი რომელშიც არის VIII სახლის მმართველი.
VIIსიკვდილი პარტნიორისგან(მეუღლე) ან კომპანიონისგან , ექიმის ან ადვოკატის , მოსამართლის შეცდომის გამო . ასევე ეს მდებარეობა შეიძლება მიუთითებდეს მეუღლის ან პარტნიორის სიკვდილს.
VIII სახლში სიკვდილის მიზეზს გვიჩვენებს ის ზოდიაქოს ნიშანი რომელშიც იმყოფება VIII სახლის მმართველი. და მისი კომფიგურაცია სხვა პლანეტებთან , მათ შორის იმ პლანეტებთან რომელიც VIII სახლშია ,ანუ სიკვდილის სიგნიფიკატორებთან . ხშირად ეს მდებარეობა გვიჩვენებს რომ ცხოვრების ბოლო უფრო ბედნიერი იქნება ვიდრე დასწყისი იყო .
IX სახლში სიკვდილი შორეული მოგზაურობის დროს ,სახლიდან შორს , უცხო ქვეყანაში , თუ VIII სახლის მმართველსს ცუდი კონფიგურაცია აქვს მერკურისთან ან ნეპტუნთან , შრიძლება სიკვდილის მიზეზი იყოს ტვინის დაავადება , თუ ცუდი ასპექტებია მარსთან და ურანთან - უბედური შემთხვევისგან ან წარუმატებელი ქირურგიული ჩარევისგან.
X სახლში სიკვდილი პროფესიული დაავადებებისგან , სამუშაო მაგიდაზე (

) სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს გადაღლა , დაძაბულობა ახალი ან რთული სამუშაოსგან . ზოგჯერ სიკვდილი საზოგადოებრივ ადგილებში , შეკრებების , მიტინგის, დემონსტრაციის აუდიტორიის წინ გამოსვლის დროს , პუბლიკის წინ ან ბრბოში.
XI სახლში სიკვდილი ახლო მეგობრის "ხელში" ან მეგობრის სახლში. ხშირად ეს მდებარეობა მიუთითებს ახლო მეგობრის, თანამოაზრის, კეთილისმყოფელის , მზრუნველის სიკვდილს.
XII სახლში სიკვდილი განმარტოებაში. იზოლაციის ადგილებში, ემიგრაციაში . ან სიკვდილი იმ ავადმყოფობებისგან რომელსაც მიუთითებს VIII და XII სახლის მმართველები. შეიძლება სიკვდილი უბედური შემთხვევისგან რომელსაც გვიჩვენებს ბოროტი პლანეტების კვადრატურა ან ოპოზიცია.
სიკვდილის მიზეზი სიცოცხლის ბოლოს როგორც წესი გვიჩვენებს პლანეტების განლაგება VIII და IV სახლებში . პირველი (VIII) გვიჩვენებს სიკვდილის მიზეზს ხოლო მეორე (IV) - ადგილს.
VIII სახლის პლანეტები მიიჩნევა სიკვდილის სიგნიფიკატორებად (სიგნიფიკატორი - მაჩვენებელი , განმსაზღვრელი)
თუ VIII და IV სახლში მდებარე პლანეტები არის დადებითი პლანეტები და აქვთ კარგი ასპექტები , მაშინ სიცოცხლის ბოლო იქნება მშვიდი და სავარუდოდ სიკვდილიც იქნება ბუნებრივი.
თუ VIII და IV სახლში "ბოროტი" პლანეტებია ცუდი ასპექტებით ეს მიუთითებს დროზე ადრე , ძალადობრივ ან იდუმალ გარემოებებში სიკვდილს ასევე მძიმე ქრონიკული დაავადებებისგან ან უკურნებელი სენისგან . უფრო იოლ ფორმაში ეს ნიშნავს რომ სიცოცხის ბოლო იქნება რთული.
თუ VIII სახლში ხვდება
მზე ან მთვარე და ქმნიან კვადრატურას მარსთან, სატურნთან, ურანთან ნეპტუნთან ან პლუტონთან , ეს მიუთითებს დროზე ადრე სიკვდილს.
მარსი VIII სახლში ან VIII სახლის მმართველი , შეიძლება მიუთითებდეს სიკვდილს - ანთების, ეპიდემიის , სისხლის დაკარგვის ან შინაგანი სისხლდენისგან. ასევე ჭრილობისგან, ჩხვლეტისგან , სისხლჩაქცევისგან , ცეცხლსასროლი იარაღის ჭრილობისგან , ცეცხლისგან .
სატურნი VIII სახლიში ან VIII სახლის მმართველი მიუთითებს სიკვდილს შლაკების, გაციებისგან , გადაცივებისგან , უკმარისობისგან , ასევე დაცემის ან დარტყმისგან.
ურანი VIII სახლში ან VIII სახლის მმართველი მიუთითებს მოულოდნელ სიკვდილს , უბედური შემთხვევისგან , აფეთქებისგან , კატასტროფისგან , მეხის დაცემისგან (

) დენისგან , სატრანსპორტო საშუალებისგან . იგივეა თუ ურანი ქმნის კვადრატურას ან ოპოზიციას VIII სახლის კუსპიდთან ან სიკვდილის სიგნიფიკატორთან.
ნეპტუნი VIII სახლში ან VIII სახლის მმართველი გვიჩვენებს ლეთარგიულ ძილს (http://ucnauri.com/62131/ლეთარგია-ანუ-საღათას-ძილ/
) . ასევე სიკვდილს წყლის , ქიმიური ნივთიერებების ან ნარკოტიკული და სამკურნალო საშუალებების გადაჭარბებული მიღებისგან.
პლუტონი VIII სახლში ან VIII სახლის მმართველი, მიუთითებს ძალადობრივ სიკვდილს . მათ შორის სტიქიური უბედურებების დროს ან რადიაციული დასხივებისგან .
სიკვდილის სიგნიფიკატორი რომელის იმყოფება კარდინალურ ზოდიაქოს ნიშანში. მიუთითებს რომ სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს: თავის, თავის ტვინის , კუჭის , თირკმელების, კანის, საშვილოსნოს ან საკვერცხეების დაავადებები
სიკვდილის სიგნიფიკატორი რომელის იმყოფება ფიქსირებულ ნიშნებში . მიუთითებს რომ სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს: ყელის, საყლაპავი მილის , ხორხის , გულის , სისხლძარღვთა სისტემის, სასქესო ორგანოების , შაღდის და ნაღვლის ბუშტის და სისხლის დაავადებებისგან
სიკვდილის სიგნიფიკატორი რომელიც იმყოფება მუტაბელური ნიშნებში მიუთითებს რომ სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს : სასუნთქი ორგანოების, ნაწლავების , ნერვული სისტემის და ფსიქიკური დაავადებები.
განსაკუთრებით კარგად სიკვდილის მიზეზს გვიჩვენებს იმ ზოდიაქოს ნიშნის "ბუნება " რომელშიც იმყოფება ბოროტი პლანეტა . მაგალითად სატურნი წყლის სტიქიის ტრიგონში მიუთითებს წყალში დახრჩობის ალბათობაზე. ვერძის ნიშანში- თავში ჩარტყმისგან ან მახვილი საგნით მიყენებული ჭრილობისგან სიკვდილს . კუროში - გაგუდვისგან (დახრჩობისგან) ან თავის მოკვეთისგან . ურანი რომელის იმყოფება ტყუპებში მიუთითებს უბედურ შემთხვევას მგზავრობის დროს , რა თქმა უნდა პლანეტას კავშირი უნდა ჰქონდეს VIII სახლთან.
VIII სახლის მმართველი ზოგჯერ ირიბად მიუთითებს სიკვდილის მიზეზს , რომელიც ჩვეულებრივ ემთხვევა იმ სახლისთვის დამახასიათებელ გარემოებებს რომელშიც იმყოფება .
VIII სახლის მმართველი მიუთითებს ხანგრძლივ სიცოცხლეს თუ ის ქმნის დადებით ასპექტს ასცედენტთან და არ აქვს უარყოფითი ასპექტები . ეს ასევე გვიჩვენებს რომ პიროვნებას ექნება დიდი მიღწევები და მოკვდება უზრუნველყოფილი. ასევე თუ მას აქვს დადებითი ასპექტები ნებისმიერ სხვა პლანეტებთან და არ აქვს უარყოფითი ასპექტები .
VIII სახლის მმართველი მიუთიტებს ხანმოკლე სიცოცხლეზე თუ ის არის -სატურნი IV სახლში , და იმყოფება კირჩხიბის ან ლომის ზოდიაქოში და ოპოზიციას ქმნის მთვარესთან.
თუ VIII სახლის მმართველს აქვს უარყოფითი ასპექტები ბოროტ პლანეტებტან ეს მიუთითებს უდროო , ძალადობრივ ან რთული დაავადებებისგან სიკვდილს
პ.ს თუ კარგ ხასიათზე ვიქნები გაგრძელებაც იქნება ...
This post has been edited by რუსა on 12 Feb 2012, 13:37
Живи как хочешь, только не мешай жить другим. ...