სიმართლე რომ გითხრა პირადი ჰოროსკოპის არა, რამდენადაც მაგისთვის წუთებიც კი საჭიროა, რომ დადგინდეს სახლების განსაზღვრა.
პლანეტებს ნიშნებში გაარკვევ ზოგადად, სხვას ვერა.
პ.ს. ადამიანი პლანეტების მდგომარეობით არ ფასდება(არც თვით შეფასების დროს და არც სხვების შეფასებისას, დაახლოვებით 50%-"ბლეფია"). მე ერთ რამეს მივხდი და შენც გაგიზიარებ მეგობრულად!
მთავარია იმის განსაზღვრა, შინაგანად რა სულიერ დონეზეა ადამიანი(ან შეიძლება გაიზარდოს ან დაეცეს და დაკნინდეს საერთოდ), სულ რომ "მოწყობილი ქონდეს პირადი რუკა კარგად", ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერში წარმატებებს მიაღწევს, მინდა ვთქვა რომ შეიძლება საკუთარ საუკეთესო თვისებებსაც კი ვერ იყენებდეს, უბრალოდ ვერც ამჩნევდეს რომ აქვს,(სამყარო არ მისცემს მას ამის საშუალებას, სანამ არ დაიმსახურებს, სანამ ის საჭიროებისამებრ სწორად გამოყენებას არ ისწავლის, მერე ეხსნება სხვადასხვა ნიჭებიც და მერე შესაბამისი ასპარეზიც

ამას ქვია ბედის საჩუქრები, გინდა ბედისწერა და ა.შ.)))) (შენც მასე მოექცევი შენს შვილს, როცა დავუშვათ პიპის ტარება არ იცის, პიპის უბრალოდ არ მიცემ და არც კი ათხოვებ, იცი რომ ის სადმე გადაიჩეხება როცა მართვა არ ეცოდინება, მაგრამ როცა ისწავლის ან ასწავლი, მერე მიცემ და მას გაუხარდება, მოვა და მადლობას გეტყვის

ასე რომ რუკაშიც ასეა, მოგეცემა ის რასაც დაიმსახურებ, რისი "მართვის" კეთილი ნიჭი და უნარი გექნება ))) ასე რომ ზოდიაქოები და პლანეტები უკვე მეორე ხარისხოვანი ხდება დაახლოვებით.
ამიტომ(იმჰო) იცის ადამიანმა "რა პლანეტა სად და როგორ ყავს" თუ არ იცის, დამიჯერე ეს არანაირად არაა მთავარი, კიდევ ერთხელ ისევ და ისევ სულიერ ენერგიებს აქვს მნისშვნელობა, ზოგს მეტი აქვს მოცემული, ზოგს ცოტა, მაგრამ ეს იმას არ უშლის ხელს რომ დააგროვოს და გაძლიერდეს(კეთილგონიერება საჭირო მანდ)

ასე რომ, რუკას რომ ვერ აკეთებ, მაგით არანაირად არ გაიტეხო გული.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შენ შეგიძლია პლანეტები ნიშნებში გაარკვიო, ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სახლების ცოდნა! )
This post has been edited by Aquarius_A888 on 13 Mar 2013, 17:45